↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 48 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts479
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხალხო!!! მეტი უკეთესი არავინ გეგულებოდათ ამ ქვეყანაზე დაბადებული?
ვინმე ნორმანული, საღად მოაზროვნე და სასიამოვნო პიროვნება? წამიხდა ხასიათი და ესაა.
უმორჩილესად გთხოვთ დადეთ ისეთი ადამიანის ბიოგრაფია ვისი დანახვაც თუნდაც უარყოფით ემოციას არ გამოიწვევს და ხასიათს არ გაგვიფუჭებს.
ბოდიში თქვენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა.
გ მ ა დ ლ ო ბ თ ! ! !

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
მიხეილ ჯავახიშვილი

მისი ნამდვილი გვარია ადამაშვილი. ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ, ყირიმის რუსულ სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სწავლობდა. სასწავლებელი არ დაუმთავრებია,ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ყაჩაღებმა მოუკლეს დედა და და, მამა ამ უბედურებას გადაჰყვა. საქართველოში დაბრუნდა, ალავერდის სასწავლებელში სწავლობდა. მისი პირველი მოთხრობა იყო \"ჩანჩურა\", ცნობილი \"ივერიას\" რედაქტორი იყო. ხელისუფლება დევნიდა. ამას გაერიდა და ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, ევროპაში.იმოგზაურა. მერე საქართველოში სხვისი პასპორტით დაბრუნდა. დააპატიმრეს და სამი წლით დონის როსტოვში გადაასახლეს. მერე ისევ საქართველოში ჩამოვიდა.
\"კვაჭი კვაჭანტირაძე\", \"ჯაყოს ხიზნები\", \"გივი შადური\", \"არსენა მარაბდელი\", \"თეთრი საყელო\", \"ქალის ტვირთი\", მოთხრობები...
ოცდაათიან წლებში მიხეილ ჯავახიშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს დაუპირისპირდა, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტარატურის კლასიკის აკრძალვის გამო.
ოცდაჩვიდმეტში მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხა. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ეს გააპროტესტა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა გადაწყვეტილება მიიღო: \"მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს\". მისი მეგობრები და კოლეგებიაიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.
ჯავახიშვილი მალე დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს \"აღიარებაზე\". 40 ქვეყნის ჯაშუშობა დააბრალეს და დახვრიტეს.
მასზე ცენზურა მხოლოდ 60-იანი წლების დასაწყისში.მოიხსნა.

მისი ქალიშვილის, რუსუდან ჯავახიშვილის მოგონებებიდან.

1937 წლის ზაფხულში ქვიშხეთში ვისვენებდით. მამა დასასვენებლად რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. 14 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ჩეკისტები დაგვადგნენ თავზე და მამას დაპატიმრების ორდერი წარუდგინეს. ყველა ფეხზე წამოვცვივდით. ვერ გავიგე, რა მოხდა. ჩემი და კიოდა, ჩეკისტებს უყვიროდა, მიხეილ ჯავახიშვილსაც თუ დააპატიმრებთ, ვიღა დაგრჩებათო. მამას ხელისუფლებასთან კონფლიქტი არ ჰქონდა, მაგრამ არც ახლოს იყო. ერთხელ ბერიას მეუღლეს, ნინა გეგეჭკორს, ოპერის თეატრში შეხვდა. ნინას მისთვის უთქვამს, ლავრენტის ძალიან უნდა, რომ ჩვენთან მობრძანდეთო . დედა თურმე მამას ეხვეწებოდა, გეპატიჟება და ბერიას ნუ გააწყენინებო. ის კი პასუხობდა , არ შემიძლია. მას გუნდრუკს ვერ ვუკმევო. ბერიამ ვერ დაიმორჩილა. იგი ლავრენტისთან რომ მისულიყო და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა, როგორც სხვა მწერლებს, ცოცხალი გადარჩებოდა, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილი ხალხის საყვარელი მწერალი აღარ იქნებოდა. იმ მწერლებს ის ლაქა დღემდე მოჰყვებათ.
ერთხელ მწერალთა კავშირიდან მამა და ერთი მწერალი მოდიოდნენ, თურმე იმ მწერალს მისთვის უთქვამს, რა კარგი დრო დადგაო. მამას უპასუხია, რა კარგი დრო დადგა, თავზე ჩეკისტი გვაზისო. ეს სიტყვები ბერიას მიუტანეს. მამა თავის კაბინეტშივე უწამებია. ხელი ყურში გაურტყამს. მამა სკამიდან გადავარდნილა. ბერია ფეხებით მის გულზე შემდგარა და უთქვამს, აი, ახლა გაზის ჩეკისტი თავზეო.
საკანში საშინლად აწამებდნენ. მასთან ერთად მოსე გვალია იჯდა. იგი მამის რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენს ოჯახში მოვიდა და მოგვიყვა, მამას როგორ აწამებდნენ. თურმე ყოველდღე გაჰყავდათ და საშინელი ნაწამები შეჰყავდათ. ფრჩხილებსაც კი აძრობდნენ.
ერთხელ მამა პატიმრებს რაღაცას უყვებოდა. ამ დროს შესულან და დასაკითხათ გაუყვანიათ. რამდენიმე საათის შემდეგ საკანში ცოცხალ-მკვდარი შეუყვანიათ, ცოტა ხნის შემდეგ წამომდგარა და პატიმრებისთვის უკითხავს, სად გავჩერდითო. წარმოიდგინეთ როგორი ნებისყოფა უნდა ჰქონოდა, რომ საშინელი წამების შემდეგ ამბის მოყოლა ისევ გაეგრძელებინა.
მიხეილ ჯავახიშვილი ,,ტროიკამ“ 1937 წლის 21 სექტემბერს გაასამართლა. თურმე განაჩენი კონიაკის წრუპვით გამოჰქონდათ.მწერალს კონიაკით გამომთვრალი ,,ტროიკის“ წევრებისათვის მიუმართავს: ,,მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ, რადგან, ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპიბთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით. მე გამანადგურებთ, იმას კი ვერ მოსპობთ. განაჩენის გამოტანის შემდეგ მწერალი დასახვრეტთა საკანში შეიყვანეს.
იქ მოხვედრილი და შემთხვევით გადარჩენილი ერთი პატიმარი იგონებს: კუთხეში მიმჯდარიყო ძვალტყავადქცეული ჩია ტანის მოხუცი, ღრმად ჩაცვენილი თვალებით, საშინლად გაყვითლებული, წვერგაბურდული... პირველად შევკრთი კუთხეში მიწყობილი ჩონჩხის დანახვაზე, დიაღ, ჩონჩხი, ნამდვილი ანატომიური ჩონჩხი იყო. ჩურჩულებდა. აი, იმ ჩონჩხ ადამიანზე მითხრეს, მიხეილ ჯავახიშვილი არისო. ცოტა დამაკლდა, კინაღამ ქვითინი დავიწყე, მაგრამ როგორღაც თავი შევიმაგრე...“
პატიმრები დასახვრეტად ცალკ-ცალკე გაჰყავდათ, გასვლისას თუმე ყველა მიხეილ ჯავახიშვილს ემშვიდებებოდა. მწერლის წასაყვანად რომ მისულან, საკანში საშინელი ჩხუბი ამტყდარა. თავადაც სასიკვდილოდ განწირული პატიმრები თურმე ზედამხედველებს მწერალს დასახვრეტად არ ატანდნენ..

მისი საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: \"აქ არ განისვენებს მიხეილ ჯავახიშვილი, აქ მისი სული ტრიალებს\".

სურათი აღარ არსებობს

\"ჩვენი დროის 10 მცნება\", რომელიც ქალიშვილს მიუძღვნა.

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჩემი ბიოგრაფია არ შეიძლება? სანათესაოში ძაან მაგარი ცნობილი ვარ. დესპანზეც ხო მიცნობთ:) და კიდევ მეგობრებიც ბევრი მყავს =an= =an= ძაან მაგარი ვინმე ვარ რა =hahaa=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
lia wrote:
ციტატა:
დედა მომასტრო;ცჰემ დაცერა.............. დაგხოცავტ კველას ამ იდიოტების მოგონებისტვის. გაგვისჰრეს სისხლი და აკაც მაგენი ვნახო????????????[ ხუმრობიტ ცჰე არ გეცკინება . ვიცი]
:side: ლიკუნი რას ერჩი მაგ კაცს,მთელი ბავშვობა გვიჩიჩინებდნენ გიყვარდეთ ძია ლენინიო და ასე დაუფასე შენს პედაგოგებს ამაგი? =hahaa= =hahaa= =hahaa=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი

იგი დაიბადა წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის ოჯახში .დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. შემდეგ დედინაცვალი ზრდიდა, რომელსაც ტერენტი განსაკუთრებით ყვარებია. ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა იგი სოფლის სკოლაში მიაბარეს, სადაც მას თურმე „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. სკოლიდან დაბრუნებული, გვიან ღამემდე მამის სახელოსნოში წაღებს კერავდა. მერე ოჯახს სახლი დაეწვა და ტერენტიმ მეექვსე კლასიდან სწავლა ვეღარ გააგრძელა. გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. მერე უფროს დასთან, მაშოსთან ერთად, თბილისში გაემგზავრა. მალე მამა გარდაეცვალა. ტერენტი თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად მუშაობდა. შემდეგ _ გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს.
ფსევდონიმად “გრანელის” არჩევას, ტერენტის დების, მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „გრანუმ“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.
ტერენტი შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ ორწლიან კურსებზე სწავლობდა, რომელიც გიმნაზიას უტოლდებოდა.
რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმისაგან განთავისუფლების იდეას იზიარებდა და იცავდა. ასე წერდა: “დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.
იგი ხელმოკლედ ცხოვრობდა , ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსით დადიოდა. ერთხელ შალვა დადიანს ჩამოძონძილი ტერენტი გრანელისთვის ქუჩაში უთქვამს: “ჩაიცვი ყმაწვილო, ჩაიცვი”...
პასუხად პოეტმა ასეთი ლექსი შეთხზა:
ბატონო შალვა, არა თუ კაცმა,
ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა,
შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა.
თავის გასაჭირს არავის აგებინებდა , განმარტოება უყვარდა და პირად ცხოვრებაზე არ საუბრობდა. ასე ამბობენ, ქუჩაში სამგლოვიარო პროცესიას თუ შეხვდებოდა, სასაფლაომდე მდუმარედ მიყვებოდა, უცნობი ადამიანების გლოვის უსიტყვო მონაწილე ხდებოდაო.
შემდეგ მისი ლექსების წიგნი „Memento mori“გამოვიდა და გრანელის პოეზიას მაღალი შეფასება მისცეს.
მერე ღრმა დეპრესია დაეწყო. თვალებცამქრალი, გაფითრებული, გამხდარი და დაუძლურებული ძლივს დადიოდა თურმე. სიცოცხლის ბოლო ოთხი წელი თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. „არამიანცის“ საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ მისი ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. 1987 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.:(

\"არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა...\"

სურათი აღარ არსებობს

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ვასრულებ pikaso22 თხოვნას =mp

პაბლო პიკასო

პაბლო პიკასო დაიბადა 1881 წლის 25 ოქტომბერს ესპანეთში,ქალაქ მალაგაში.მამა დემოკრატი ადამიანი იყო.შვილს პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარიო დე ლოს რემედიოს კრისპინ კრისპიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ბლასკო ლოპეზ დე პიკასო დაარქვა,მხოლოდ იმიტომ რომ როცა პაბლო გაიზრდებოდა მისთვის მოსაწონი სახელი ამოერჩია...
სკოლის დამთავრების შემდეგ პაბლომ სწავლა მადრიდის ხელოვნებათა აკადემიასი განაგრძო,მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა იქ...შემდეგ პარიზში გადაბარგდა...აქ დაიწყო პაბლოს ცხოვრებაში ეპოქა,სადაც იყო უამრავი ქალი,იყვნენ ცნობილი ადამიანები,იყო სასმელი და რაც მთავარია-საღებავები...
პაბლომ შექმნა კუბიზმი!
პიკასოს ქალები აღმერთებდნენ ყველა ასაკში...
პაბლო 1973 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში...
სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
:side: :side: :side: მანანო! ზია ლენინმა; რომ სტორად სჰეგვასტავლა ცხოვრება.ამიტომ ვარტ გამოკცეული ცჰვენი სამსჰობლოდან. ეს განატლებული ხალხი. რატ გვინდოდა ამდენი სტავლა. ცხოვრება გვესტავლა არ ჯობდა???????? გკოცნი ლიაკო=fiqri= =kf=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts479
კარმა50
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ ლია რა გაგვიკეთა ლენინის დანაბარებმა კარგი? გეთანხმები ცხოვრების სწავლა უფრო უპრიანი იქნებოდა მაგრამ ახლა გვიანია იმ დროს ვეღარ დავაბრუნებთ.

პიკასო მე მგონი სამეზობლო არ იქნება წინააღმდეგი რომ მივიღოთ სენი ბიოგრაფია როგორც გამონაკლისი,ვინც თანახმა ხართ სეგვატყობინეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ქაიხოსრო ქაქუცა ჩოლოყაშვილი

საქართველოს ეროვნული გმირი

სურათი აღარ არსებობს

დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს, მატანში (კახეთი) თავადი იოსებ ჩოლოყაშვილის ოჯახში. მრავალი ასწლეულების მანძილზე ჩოლოყაშვილების გვარი დიდ როლს თამაშობდა საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქაქუცა იყო თავადი ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი შთამომავალი. ბიძინა ჩოლოყაშვილი: ერთპიროვნული ლიდერი 1654 წელს სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყებისა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქაქუცა ოფიცრის ჩინით მსახურობდა რუსეთის ტვერის დრაგუნთა პოლკში. 1913 წელს
მან ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, და ცხოვრობდნენ ერთად მანამ სანამ არ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

1914 წელს ავსტრია-უნგრეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ქაქუცა მძიმეთ დაიჭრა. რის გამოც გადაყვანილ იქნა ფრონტის ზურგის ჟარის მეთაურად, თურქების შემოტევის დროს იგი ღირსეულად იცავდა სტრატეგიულ ფრონტს სახელწოდებით \"არწივის ბუდე\" და ისევ უმძიმესად დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ ქაქუცას დაევალა საქრთველოს ცხენოსანთა ლეგიონის წინამძღოლობა სპარსეთში. რაც მან ბრჭყინვალედ შეასრულა ფანტასტიური სვლით მესოპოტამიაზე და 1916 წელს მისი ლეგიონი შეუერთდა ბრიტანეთის საქსპედიციო არმიას.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ქაქუცა აწ უკვე პოლკოვნიკი ჩოლოყაშვილი შეუერთდა საქართველოს ეროვნულ არმიას. მან მონაწილეობა მიიღო დემოკრატიული საქართველოს ყველა უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს კომპანიებში, 1919 წელს ჩოლოყაშვილი გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

1921 წლის 25 თებერვლის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრირებულიყო საფრანგეთში, თუმცა ეროვნულმა გმირმა უარჰყო გაგცევა და 1922 წელს რუსეთის წინააღმდეგ ჩამოაყალიბა პარტიზანული დაჯგუფება.

პირველი ბრძოლა გმირმა მიიღო 1922 წლის ზაფხულში სიღნაღთან ახლოს. რუსები თავს დაესხნენ ხევსურეთში მყოფ პატრიოტთა ლაშქარს გადაწვეს სოფლები, თუმცა ქაქუცამ მოახერხა გასვლა ჩეჩნეთისკენ, საიდანაც იგი ნოემბერში დაბრუნდა და თავს დაესხა რუსების დიდ არმიას, მიუხედავათ იმისა რომ ამ ბრძოლაში მას მოუკლეს ძმა მან ბრწყინვალედ შეასრულა სამხედრო ოპერაცია და მიწისპირზე გაასწორა რუსთა ბუნაგი. ამის შემდეგ გმირის ოჯახის ყველა წევრი დააპატიმრეს ხოლო იოსებ ჩოლოყაშვილი (მამა) დახვრიტეს.

გმირმა უნაკლოდ დაგეგმა 1924 წლის აჯანყება ერთდროულად უნდა დაერტყა რუსთა ყველა ბუნაგისათვის თუმცა... :( როგორც გვჩვევია ხოლმე უკანასკვნელ მომენტში ქაქუცა გაყიდეს.. აჯანყება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო. აჯანყებულები თავს დაესხნენ რუსებს მანგლისში და გაანადგურეს დედაბუდიანათ იქ. აიღეს ქალაქი მანგლისი რის შემდეგაც აიღეს დუშეთი. თუმცა ამ ერტდღიანმა ლუფტმა რუსებს საშვალება მისცა კონსოლიდაცია გაეკეთებინათ თავიანთი ჯარებისათვის და დიდი ძალებით შეეტია ქაქუცას მთავარ ძალებზე, გმირს შეელო თავიდან აეცილებინა ბრძოლა რადგანაც უკვე ნათელი იყო მისი შედეგიც ძალები ათასჯერ ჭარბობდნენ ქაქუცას ძალებს, თუმცა გმირმა მიიღო გმირული გადაწყვეტილება და მიიღო ბროლა.

მიუხედავათ რიცხობრივი უმცირესობისა ჩოლოყაშვილმა არტილერიით გაანადგურა რუსთა უდიდესი ნაწილი ხევგრზელასთან (კახეთი). მიუხედავათ ამისა რიცხობრივი უპირატესობა მაინც დიდი იყო, და იმედებიც საბოლოოდ გაქრა. :(

ჩოლოყაშვილი გადავიდა თურქეთში რის შემდეგ ემიგრირდა საფრანგეთში. 1930 წლის 27 ივნისს საქართველოს უახლესი ისტორიის გმირი გარდაიცვალა ტუპერკულიოზით და განსვენებულ იქნა ლევილის სასაფლაოზე.

2005 წლის ნოემბერში ქართველმა ხალხმა ღირსეული პატივი მიაგო თავის გმირს, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა სამშობლოში და განისვენებს მთაწმინდის პანთეონში.

არ დავივიწყოთ ჩვენი გმირები!

სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

პეტრე პირველი

დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის ცარის ალექსეი მოხაილოვიჩის მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეი მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ ფედორ III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთის მხრივ მილოსლავსკები - ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორეს მხრივ ნარიშკინები - პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.
1682 წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ ბოიარების დუმამ პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა სოფიას მიერ პროვოცირებული სტრელეცების ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და ივანი ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია \"უფროს\" ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში - კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა.
17 წლის ასაკში დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პეტრე თავისი ნების წინააღმდეგ იქორწინა ევდოკია ლოპუხინაზე. მიუხედავად ცარევიჩ ალექსეის დაბადებისა 1690 წელს იგი დემონსტრაციულად იგნორირებას უკეთებდა მეუღლეს. 1689 წელს ცარევნა სოფია კვლავ შეეცადა მოეწყო სტრელეცების ბუნტი. მას გამიზნული ჰქონდა პეტრე მთლიანად ჩამოეცილებინა სახელმწიფო საქმიანობისათვის და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, მაგრამ ნარიშკინებმა ამჯერად დაასწრეს სოფიას. იგი დაააპატიმრეს, ჩამოართვეს რეგენტობა და ნოვოდევიჩის მონასტერში გამოკეტეს. ივან V, რომელიც ამ დროისათვის გონებასუსტი და თითქმის ბრმა იყო, მის სიკვდილამდე ნომინალურ თანამმართველად იქნა დატოვებული.
პეტრე პირველის პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 1695 წელს მოწყობილი აზოვის აღების მცდელობა.აზოვის ციხესიმაგრე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგნდა არა მარტა შავ ზღვაზე გასასვლელის ჰქონის გამო, არამედ თათრების თავდასხმებისაგან რუსეთის სამხრეთი რაიონების უშიშროების უზრუნველყოფის მხრივაც. 1695 წლის პირველი აზოვის ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. ფლოტის არყოლის გამო აზოვი ზღვიდან მარაგდებობდა და რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ციხის აღება. 1696 წლის ზამთარში და გაზაფხულზე პეტრემ ვორონეჟში ორგანიზირება გაუკეთა სამდინარო ფლოტის მშენებლობას. მცირე ფლოტილიითა და ახალი სამეთაურო შემადგენლობით პეტრემ გაიმეორა შტურმი აზოვზე და 1696 წლის 19 ივლისს თურქთა გარნიზონმა იარაღი დაყარა. რამდენიმე დრის შემდეგ აზოვის ზღვის სანაპიროზე საძირკველი ჩაეყარა ქალაქ ტაგანროგის მშენებლობას.
პეტრეს ინიციატივით დაიწყო სავაჭრო გემები მშენებლობის ფართო პროგრამა. ამისათვის მან მიწათმფლობელები გააერთიანა კომპანიებში და დაავალა მათ თითო გემის აშენება. არმიისა და ფლოტი რეორგანიზაციის საქმეში პეტრე ძირითადას უცხოელ სპეციალისტებს ეყრდნობოდა. აზოვის ლაშქრობის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაეგზავნა თავადაზნაურთა ახალგაზრდა ვაჟები, სულ მალე იგი თვითნაც გაემგზავრა სამოგზაუროდ ევროპაში.
ამ დროისათვის ნელ-ნელა იზრდებოდა უკმაყოფილება პეტრეს პოლიტიკის მიმართ. 1697 წელს ბერმა ავრამიმ ქადაგებაში გააკრიტიკა ცარის პოლიტიკა და მიუთითა მის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ტრადიციებს. იმავე წელს გახსილ იქნა ციკლერის შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა სტრელეცების ბუნტის მოწყობას. ორივე შემთხვევაში პოლიტიკური მოწინააღმდგეები სასტიკად იქნენ დასჯილნი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჩე სადაა დაპირებული მიშა? ოღონდ ტყუილები ცოტა დაწერე მის ბიოგრაფიაში. ბოლო ოთხი წელი შეგიძლია არ დაწერო ისედაც ვიცით. :) :) :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
იოსებ გრიშაშვილი
სურათი აღარ არსებობს

იოსებ გრიშაშვილის მამას,-გრიგოლ მამულაშვილს, თბილისის ძველ უბანში, ხარფუხში, საკუთარი ოროთახიანი სახლი ჰქონდა, ხუციშვილის ქუჩაზე კი – სამიკიტნო . ძველად კალატოზი ყოფილა, შემდეგ დაუნებებია ამ ხელობისათვის თავი და ღვინით ვაჭრობისთვის მიუყვია ხელი.
მისი წინაპრები, მამულაიშვილები, წარმოშობით გურიიდან იყვნენ, ქალაქში დამკვიდრების შემდეგ კი მათმა გვარმა ოდნავი სახეცვლილება განიცადა და მამულიშვილებად იწერებოდნენ.
მას პირველი მეუღლე ჰყავდა დიღმელი ქალი მარიან ხოლოაშვილი. იგი მშობიარობას გადაჰყვა, დარჩა ახალშობილი გოგონა ბარბარე მამულაშვილი.1 წლის თავზე მან ისევ იქორწინა,მაგრამ მეორედაც მალევე დაქვრივდა .იგი 8 წლამდე მარტო ზრდიდა ქალიშვილს-სანამ დედის დაჟინებულუ თხოვნით იქორწინებდა მესამედ.
მესამე ცოლისაგან ოთხი შვილი ეყოლა – 3 ვაჟი და ერთი ქალიშვილი ელენე. 2 ვაჟიშვილი ბავშობაშივე გარდაიცვალნენ, ქალიშვილს ელენეს კი 20 წლის ასაკამდე უცოცხლია.
დარჩნენ მხოლოდ ქალიშვილი ბარბარე და ვაჟიშვილი სოსო (იოსებ გრიშაშვილი)
1904 წელს მას მამა გარდაეცვალა . დარჩა 15 წლის სოსო ობლად; უმამოდ სწავლა ვეღარ შეიძლო და მესამე განყოფილებიდან თავი დაანება გიმნაზიას.
შვილს უზომოდ უყვარდა მოამაგე, კეთილი, პატიოსანი მამა (გრიშა), უბანში კარგ მოკრივედ ცნობილი.
მან ფსევდონიმად და მამის სახელის უკვდავსაყოფად გრიშაშვილი დაირქვა.
ქვრივად დარჩენილ დედამისს გაუჭირდა ცხოვრება და 16 წლის სოსო მელიბახტამიანის მაღაზიაში მოაწყო რძის და კარაქის გამყიდველად. სოსო თურმე მთელ დღეს დახლის ქვეშ ატარებდა და წიგნს კითხულობდა. მუშტრის ნაცვლად წიგნს მიჩერებული ბიჭი შეგირდად არ გამომადგებაო, უთქვამს ბახტამიანს და კიდეც დაუთხოვია მაღაზიიდან.
დაქვრივებულმა დედამისმა გათხოვება ირჩია. სოსომ მამინაცვალთან გადასვლა არ მოისურვა და მარტოდმარტო, ბედის ანაბარა დარჩა მამისეულ სახლში _ ხარფუხში, სადაც ამჟამად მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმია.
სურათი აღარ არსებობს

16-17 წლის სოსომ პატარ-პატარა ლექსების და შაირების წერა დაიწყო. გარდა ამისა, იგი დაკვეთით საფლავის ქვებზე ამოსაჭრელ ეპიტაფიებს ადგენდა და სულ მალე გაითქვა სახელი. ამავე დროს დაიწყო მისი გატაცება თეატრით და მალე ხარფუხის უბნის აქტიური სცენის მოყვარე გახდა. ამ ხანებშივე მოჰკიდა ხელი თეატრალურ-სცენურ საქმიანობას; ბევრს კითხულობდა სცენიდან და თურმე ჩინებული დეკლამატორიც იყო. ამავე წლებში მან პირველად სცადა კალამი დრამატურგიაში.
1907 წელს ისანში `მურაშოკის~ თეატრს ეწვია ქართული დასი ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით. აჩვენებდნენ დავით ერისთავის `სამშობლოს~. სწორედ აქ მოხდა ის, რამაც გადაწყვიტა იოსებ გრიშაშვილის მომავალი: თეატრის მუდმივი სუფლიორი ბეგლარ ახოსპირელი არ გამოცხადდა წარმოდგენაზე ავადმყოფობის გამო. მოითხოვეს ადგილობრივი სუფლიორი სცენისმოყვარეთა შორის.
სოსომ ბევრი პიესა იცოდა ზეპირად თავისი იშვიათი მეხსიერების წყალობით. ტექსტი გარკვევით და კარგად უკარნახია. მოკლედ, ახალი მოკარნახე მოსწონებიათ. ვალერიან გუნიამ სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელ პოეტს თავის ჟურნალ `ნიშადურში~ თამნამშრომლობა შესთავაზა. მანვე ასწავლა კორექტორობა, ხელის მომწერთა მიღების წესები, ლექსების გასწორება-შემოკლება, კარიკატურებზე ლექსების მიწერა, რედაქციაში შემოსული მასალების მიღება-გაფორმება და მათი რიგზე განაწილება. მანვე შეასწავლა ჭაბუკ სოსოს სარედაქციო ფოსტის წაკითხვა-გასწორება და მისი დასაბეჭდად გამზადება.
ი.გრიშაშვილი წერს თავის მოგონებაში: თავგამეტებით და საქმის სიყვარულით ვმუშაობდი ვალერიან გუნიასთან. გუნიამაც შვილივით მიმიღო, დამიახლოვა, ცხოვრების გზა გამიხსნა. ერთი სიტყვით, _ დასძენს პოეტი, _ ჩემთვის დ. ერისთავის `სამშობლო~ სახელოვან მსახიობებთან ჩემი გაცნობა-დაახლოების საბაბი გახდა. ქართული თეატრი შემდეგში, თუ შეიძლება ითქვას, ჩემთვის უნივერსიტეტად გადაიქცაო.

ეს მისი ხელნაწერი
სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ტრიოლეტები შეითანბაზარში(ი.გრიშაშვილი)

შვითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფლორცი,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა.
და, ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი
არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა:
სიტყვა – მზის ნაღმით ნარიყალის ნაშთზე ნატყორცი?
შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი ,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა!

ამ ქუჩაბინდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი,
უსტაბაშს ჰშვენის მოფარფარე მზის ყალამქარი
და ჰგალობს ზურნა დილის საარს ჰანგღვთაებრივი.
დღეს კი ამოტყდა მეყვსეულად გრიგალი-ქარი
და სადღა არი ყარაჩოღელთ ლხინი თუ კრივი?...
ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი.

ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!
არ მომწონს რითმა ბესიკისა:”გაზი” თუ “რაზი” -
რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს აზრს საომრად,
მომწონს მაჯამის ამირბარი თეიმურაზი
და შოთას სიტყვის ჰარამხანას ვდარაჯობ მარად!...
ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!

მიყვარს თბილისი! ირაკლივით მუდამ მშფოთარი!@
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს,
ან მსურს მტკვრის ტალღამ ორთაჭალის ხრამს დამაგუბოს
და მე არ მინდა სხვა ანდერძი არავითარი;
ახლიჩეთ მწვადი... სთქვით ლექსები...აჟღერეთ თარი...
რომ საიქიოს საიათნოვა არ წამეჩხუბოს!
მიყვარს თბილისი!... ირაკლივით მუდამ მშფოთვარი
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს.

მიყვარს თბილისი!... ირაკლივით მუდამ მშფოთვარი
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ვერიკო ივლიანეს ასული ანჯაფარიძე

სურათი აღარ არსებობს
ქართველი მსახიობი. საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო შოთა რუსთაველის სახელობის და კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი.დაიბადა 1900 წელს ქ.ქუთაისში ნოტარიუსის ოჯახში. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში.
იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 - ბათუმის თეატრისა და თბილისის \"მუშათა თეატრის\", ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი მუშაობდა მოსკოვის \"რეალისტურ თეატრში\", სადაც მ. გორკის \"დედაში\" შეასრულა სოფიას როლი. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა არაჩვეულებრივი სილაღით განასახიერა მირანდოლინა კ. გოლდონის \"სასტუმროს დიასახლისში\". იყო მკაფიო ინდივიდუალობის მსახიობი, ჰქონდა თანადროულობის მკაფიო შეგრძნების უნარი, გამოირჩეოდა მეტყველი საშუალებების სიუხვით. ანჯაფარიძის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა.

ანჯაფარიძესთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა.
მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ და საბჭოთა კინოს განვითარებაში. შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები.აგრეთვე ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას: კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში .
ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში.
ქალბატონი ვერიკო გარდაიცვალა 1987 წელს დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

სურათი აღარ არსებობს
ფილმიდან \"მონანიება\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ოშო

ოშო, (ნამდვილი სახელი ბჰაგვან შრი რაჯნიში) დაიბადა 1931წლის 11 დეკემბერს, მადჰია-პრადეში, ინდოეთი – გარდაიცვალა 1990 წლის 19 იანვარს,მაჰარაშტრა, ინდოეთი), ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს: ”მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ.” იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: ”პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება.” ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: ”ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ.” ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია. ავტორი 650-წიგნისა, რომელიც მსოფლიოს 55-ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის; ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.

სურათი აღარ არსებობს
ოშოს ფილოსოფიის მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია(პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა. მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის. სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები.

ციტატები მისი საუბრებიდან:

”ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.”
”ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”
”რასაც არ უნდა ეძებდეთ თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.”
”ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია ვიდრე ნახევრად სიმართლე.”
”გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა.”
”აღმოჩენის გასაკეთებლად აგრესიული გონებაა საჭირო.”
”აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.”
”როდესაც ადამიანი ტრანსფორმაციას განიცდის იგი საკუთარი თავის მამა ხდება.”
”ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.”
”რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი მით უფრო ხან მოკლეა მისი სიყვარული.”
”ბიზნესი საზიზღარი და აუცილებელი ბოროტებაა სამყაროში.”
”იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.”
”ქორწინების იდეა-უნდობლობაა.”

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 48 posts ] 
ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები.
დესპანი