
ღმერთმა გამრავლოთ, ეს რამდენი იუბილარი გვყავს ერთად!
ხატია, სიხარულო, დაგლოცავ გენაცვალე. ბედნიერი გამყოფოს უფალმა.არ მოგკლებოდეს მისი მფარველობა. ბედნიერება, ჯანმრთელობა სიხარული და უსაზღვრო სიყვარული გდევდეს თან მთელი შენი ცხოვრება.
კარამელკა , გილოცავ ჩემო სიცოცხლე, სულ გახარებული მყავდე. დღეგრძელობას გისურვებ, ჯანმრთელობას და მზეგრძელობას, უფალი იყოს შენი მფარველი მუდამ და ყველგან. იბედნიერე და იხარე.
ემნილი, შენი გულის ტკივილი მე მგონი ყველა ჩვენთაგანის გულის ტკივილია. შემზარა შენმა სიტყვებმა, მაგრამ გული არ გაიტეხო შემოგევლე, გილოცავ ჩემო კარგო შენი პატარას დაბადების დღეს. ღმერთმა გაგიზარდოს დიდი და სასახელო . ბედნიერი და უზრუნველი მომავალი ჰქონოდეს. თქვენი სიშორე კი მხოლოდ დროებითია, უფალმა მოგცეს ძალა და შესაძლებლობა მალე დაუბრუნდე შენს პატარა ანგელოზებს და ისევ ჩაეხუტო შენს ლამაზ ოჯახს უახლოეს მომავალში. სულით და გულით გლოცავ მთელი შენი ოჯახით.
მიყვარხართ ყველა, მანჩო

