აქ რძალ-დედამთილის თემა იყო ნახსენები და გამოყენებული ქალების წინააღმდეგ. გარკვეულწილად გეთანხმებით, მაგრამ ეს პრობლემა გვხვდება ყველგან, როგორც ოჯახში ისე სამსახურში თუ ნებისმიერი ქალების თავშეყრის ადგილებში. როდესაც ქალს დომინირებული პოზიცია უკავია და უცებ გამოჩნდება ახალი ქალის ფენომენი, ამას მტკივნეულად აღიქვავენ. ასეთ შემთხვევას იუმორის ენით \"ყოჩის მანდატის\" დაკარგვის საშიშროებას ვეძახი

. ოჯახის პირობებში გადამწყვეტი როლი მამაკაცს უკავია. თუ კაცი თავის სიმაღლეზეა, ქალები ზედმეტს ვერ ბედავენ. თუ მაინც გაბედავენ, ისევ კაცმა , ასეთი ქალები ერთად არ უნდა აცხოვროს. ერთ სასაცილო რაღაცას გეტყვით: ჩინელები ჩხუბს ნახატით ასე გამოხატავენ--ერთი ქოლგის ქვეშ ორი ქალი

. სამზარეულოში ორი ქალი არ შეიძლება --ეს აქსიომაა!
ისეთი შთაბეჭდილება არ შეგექმნეთ თითქოს მე მამაკაცების მხარეს ვიყო, არა ბატონო. კაცების აგრესია საშიშია! მკვლელობების 95% მამრებს შორის ხდება.
ისე ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია: თუ ქალს კარგი მომფერებელი ყავს და ღირსეული კაცი უდგას გვერდით, თვითონ კი ღრმად განათლებული და ინტელექტუალური პიროვნებაა, არანაირი აგრესია არა აქვს.