↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გვახსოვდეს გმირები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 27 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
დესპანელებო გთავაზობთ გვერდს სადაც დავწერთ
ჩვენი ქვეყნის გმირებზე, მათ ბიოგრაფიებს, მათ მიერ ჩადენილ საგმირო საქმეებს, მათ სურათებს და ასე შემდეგ. ვისაც აქვს რაიმე ისტორიული საგმირო მასალა, გთხოვთ არ დაიზაროთ და
დადოთ


მოუყვეთ მომავალ თაობას ჩვენი გმირების შესახებ, ავღზარდოთ ისენი თავიანთი გმირების და ამ ქვეყნის დიდი სიყვარულით

სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
დასაწყისისათვის გთავაზობთ საქართველოს უახლესი ისტორიის გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიას.

ქაიხოსრო ქაქუცა ჩოლოყაშვილი

საქართველოს ეროვნული გმირი


სურათი აღარ არსებობს

დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს, მატანში (კახეთი) თავადი იოსებ ჩოლოყაშვილის ოჯახში. მრავალი ასწლეულების მანძილზე ჩოლოყაშვილების გვარი დიდ როლს თამაშობდა საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქაქუცა იყო თავადი ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი შთამომავალი. ბიძინა ჩოლოყაშვილი: ერთპიროვნული ლიდერი 1654 წელს სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყებისა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქაქუცა ოფიცრის ჩინით მსახურობდა რუსეთის ტვერის დრაგუნთა პოლკში. 1913 წელს
მან ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, და ცხოვრობდნენ ერთად მანამ სანამ არ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

1914 წელს ავსტრია-უნგრეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ქაქუცა მძიმეთ დაიჭრა. რის გამოც გადაყვანილ იქნა ფრონტის ზურგის ჟარის მეთაურად, თურქების შემოტევის დროს იგი ღირსეულად იცავდა სტრატეგიულ ფრონტს სახელწოდებით \"არწივის ბუდე\" და ისევ უმძიმესად დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ ქაქუცას დაევალა საქრთველოს ცხენოსანთა ლეგიონის წინამძღოლობა სპარსეთში. რაც მან ბრჭყინვალედ შეასრულა ფანტასტიური სვლით მესოპოტამიაზე და 1916 წელს მისი ლეგიონი შეუერთდა ბრიტანეთის საქსპედიციო არმიას.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ქაქუცა აწ უკვე პოლკოვნიკი ჩოლოყაშვილი შეუერთდა საქართველოს ეროვნულ არმიას. მან მონაწილეობა მიიღო დემოკრატიული საქართველოს ყველა უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს კომპანიებში, 1919 წელს ჩოლოყაშვილი გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

1921 წლის 25 თებერვლის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრირებულიყო საფრანგეთში, თუმცა ეროვნულმა გმირმა უარჰყო გაგცევა და 1922 წელს რუსეთის წინააღმდეგ ჩამოაყალიბა პარტიზანული დაჯგუფება.

პირველი ბრძოლა გმირმა მიიღო 1922 წლის ზაფხულში სიღნაღთან ახლოს. რუსები თავს დაესხნენ ხევსურეთში მყოფ პატრიოტთა ლაშქარს გადაწვეს სოფლები, თუმცა ქაქუცამ მოახერხა გასვლა ჩეჩნეთისკენ, საიდანაც იგი ნოემბერში დაბრუნდა და თავს დაესხა რუსების დიდ არმიას, მიუხედავათ იმისა რომ ამ ბრძოლაში მას მოუკლეს ძმა მან ბრწყინვალედ შეასრულა სამხედრო ოპერაცია და მიწისპირზე გაასწორა რუსთა ბუნაგი. ამის შემდეგ გმირის ოჯახის ყველა წევრი დააპატიმრეს ხოლო იოსებ ჩოლოყაშვილი (მამა) დახვრიტეს.

გმირმა უნაკლოდ დაგეგმა 1924 წლის აჯანყება ერთდროულად უნდა დაერტყა რუსთა ყველა ბუნაგისათვის თუმცა... როგორც გვჩვევია ხოლმე უკანასკვნელ მომენტში ქაქუცა გაყიდეს.. აჯანყება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო. აჯანყებულები თავს დაესხნენ რუსებს მანგლისში და გაანადგურეს დედაბუდიანათ იქ. აიღეს ქალაქი მანგლისი რის შემდეგაც აიღეს დუშეთი. თუმცა ამ ერტდღიანმა ლუფტმა რუსებს საშვალება მისცა კონსოლიდაცია გაეკეთებინათ თავიანთი ჯარებისათვის და დიდი ძალებით შეეტია ქაქუცას მთავარ ძალებზე, გმირს შეელო თავიდან აეცილებინა ბრძოლა რადგანაც უკვე ნათელი იყო მისი შედეგიც ძალები ათასჯერ ჭარბობდნენ ქაქუცას ძალებს, თუმცა გმირმა მიიღო გმირული გადაწყვეტილება და მიიღო ბროლა.

მიუხედავათ რიცხობრივი უმცირესობისა ჩოლოყაშვილმა არტილერიით გაანადგურა რუსთა უდიდესი ნაწილი ხევგრზელასთან (კახეთი). მიუხედავათ ამისა რიცხობრივი უპირატესობა მაინც დიდი იყო, და იმედებიც საბოლოოდ გაქრა.

ჩოლოყაშვილი გადავიდა თურქეთში რის შემდეგ ემიგრირდა საფრანგეთში. 1930 წლის 27 ივნისს საქართველოს უახლესი ისტორიის გმირი გარდაიცვალა ტუპერკულიოზით და განსვენებულ იქნა ლევილის სასაფლაოზე.

2005 წლის ნოემბერში ქართველმა ხალხმა ღირსეული პატივი მიაგო თავის გმირს, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა სამშობლოში და განისვენებს მთაწმინდის პანთეონში.

არ დავივიწყოთ ჩვენი გმირები!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენ გენაცვალე ქართველო ასეთი
კარგი თემისთვის გმირებს გადავიწყება
ჩვენ არ შეგვშვენის არას გზით
ღმერთი დაგვწყევლის ქართველებს
რეომ დავივიწყოთ გმირები
ან კი როგორღა ავღზარდოთ
უმათოთ შთამომავალნი თუ
დავივიწყეთ გვახსოვდეს არც ჩვენ
გვახსენებს არავინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ფოცხვერ-შენ ფშაველას ბიოგრაფია დადე, მოგიხდება :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ჩემი ერთერთი უსაყვარლესი გმირია გიორგი სააკაძე-დიდ მოურავად წოდებული.ხალხი მოღალატეობას სწამებდა და აუგად იხსენიებდა მტრის, შაჰ აბასის სამსახურში \"ჩადგომისთვის\"... მან კი სხვათა ლაყბობის მიუხედავად ბოლომდე შეასრულა თავისი მისია საქართველოს წინაშე და თავისი სისხლი და ხორცი, თავისი შვილი_პაატაც კი არ დაენანა სამშობლოსთვის ზვარაკად.პაატას თავი დაკრძალულია ერთაწმინდაში , წმ.ესტატეს ტაძარში.ნეტავ იმ ქალს, ვისაც მსგავსი გმირის დაბადების პატივი ერგება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
პიკასო 22 უღრმესი მადლობა

ვაჟა ხომ მართლაც გმირია
საქართველოსი დიდიო თავისი
სიტყვით მრავალსა მტერსა
ადინა სისხლიო ქართველებს
მისი ნათქვამი მუდამ თანა
გვდევს გულშიო მის მიერ
ნაამბობარი ქართველთ გმირების
ჯიშისო სუყველას დიდება იყოს
გმირებს რა დალევს ჩვენშიო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩვენ რომ გვყოლია გმირები
სახელოვანი ლომნიო
ვინ შეედრება მათ სახელს
დაუდგეს ან კი გვერდშიო
მათ ვაშკაცობას ვერ იტყვის
ვერც ენა ვერც კალამიო
მტერი რომ თვალსა კიდებდათ
დარეკდა შიშის ზარიო
ერთი ათასა ჯობნიდა ბდღვნასა
ადენდენ მტერთაო ვაი მის დედას
რომელიც მათ ხმალს დაუხვდეს
წინაო ფურცელივითა კვეთავდნენ
ურჯულოთ შუაზედაო .
ჩვენს გმირებს შორის ქართველნო
წინ მიდგას სვიმონ პირველი
უდიდეს პატივს მივაგებ მე მისა
ხსოვნას ყოველთვის როცა ვკითხულობ
ყოველთვის გულზედ მედება ცაცხლია
როგორი მეფე ვაჟკაცი ქართველი ხალხის
გულია გაჰყიდა ყორღანაშვილმა იმისი
...... რჯულია სპარსელებს ხელშიდ
ჩუგდო უბადლო გურჯია ათ წელს
მოსწყვიტეს სამშობლოს მეფე ქართველთა ლომია
თვითონაც კლდიდან ისროლეს ყორღანაშვილი ღორია
ღალატი გვსპობდა ყოველთვის ეს არს ქართველთა
ჭირია

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined05 Dec 2007
Posts26
კარმა50
OFFLINEPROFILE
ფოტხვერ ეგ ლექსია თუ მოტხრობა გამაგებინე ერტი, გვარს რატო არტხვენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
არ გატყდეთ არხოტიონნო!
გატყდომით რა იქნებისა?!
ვინაც მაჰკვდებით_დაგმარხავთ..
ცხოც ბევრი დაიზდებისა!
ხალხური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
P.ს. არხოტი სოფელია, გაგეგონებათ...აი, ასეთი ხალხის შთამომავალნი ვართ, ქართველებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ბასიანის ბრძოლა 1203 წელი

მასალა ამოღებულია თურქული წყაროებიდან.

თამარ მეფე

სურათი აღარ არსებობს

სელჯუკთა სულთანმა რუქნადინმა საქართველოს დასაპყრობად მოკავშირეებისგან შეკრიბა 400 ათასიანი არმია. კუალიცია შედგებოდა სელჯუკების, სირიის, ალბანეთის, ასევე მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების, საბერძნეთისა და ბულგარეთის მეომრებისაგან.

რუქნადინმა იცოდა რა რომ თამარი ვერ გამოიყვანდა 100 ათასზე მეტ ამალას, დარწმუნებული იყო რომ ქართველები გამაგრდებოდნენ ძნელად ასაღებ ციხესიმაგრეებში და ამიტომაც მის ჯარს აძლიერებდა შენობებისა და ციხესიმაგრეების სანგრევი იმდროინდელი ტეხნიკაც.

1203 წელს თამარს ეახლა რუქნადინის დესპანი რომელმაც მოკლედ მოუყვა თავიანთი უძლეველი ჯარის შესახებ და გადასცა სულთანის მოთხოვნა: თამარს უნდა ეღიარებინა ისლამი, გადაეხადა ყოველწლიური ხარკი და საქართველო უნდა დამორჩილებოდა სულთანის ყველა ბრძანებას.

თურქული წყაროებით ერთერთმა გავლენიანმა მხედარმთავარმა \"ვინმე\" მხარგძელმა რუქნადინის დესპანი ამ სიტყვების გამო სასტიკად ცემა :) რამაც გამოიწვია თამარის აღშფოთება. თამარს დაუსაჩუქრებია დესპანი ურიცხვი ოქროთი და ისე გაუშვია, თან გაუტანებია დანაბარები, სადაც თამარი კეთილად ურჩევდა ახალგაზრდა სულთანს არ წამოსულიყო საქართველოზე თორემ დაკარგავდა მთელ თავის ჯარს. და მართლაც თამარს არამარტო ომის მოგება სჭირდებოდა არამედ ისეთი მოგება რომ აღარასოდეს არ ეფიქრა სულთანს განმეორებით ლაშქრობაზე.

თუ როგორ შეკრიბა თამარმა ჯარი ეს თურქულ წყაროებში რათქმაუნდა არაა. წყაროები გადადიან პირდაპირ ბრძოლის პერიპეტიებზე.

სულთანის უზარმაზარი არმია დაიძრა საქართველოზე, რუქნადინის ყველა ფაშა დარწმუნებული იყო რომ ქართველები არ გამოვიდოდნენ და არ მიიღებდნენ ბრძოლას პირდაპირ, სჯეროდათ რომ გამაგრდებოდნენ ციხესიმაგრეებში. ამიტომაც მზად იყვნენ ყველანაირად როგორც შენობა-ნაგებობების დასანგრევად ასევე ხანგრძლივი ალყისათვის. წყაროები ამბობენ რომ რუქნადინი ფიქრობდა მხოლოდ ერთზე, თუ რამდენ ხანს დასჭირდებოდა ალყა და ოცნებობდა რომ ბრძოლა მალე დამთავრებულიყო და სასტიკად დაესაჯა \"ურჩი გურჯების დედოფალი\".

თამარმა დალოცა თავისი ლაშქარი რომელსაც მხედრმთავრობდა თამარის მეუღლე დავით სოსლანი. ასევე ახალგაზრდა, ლამაზი და უნიჭიერესი ადამიანი.

დავით სოსლანი:

[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i2927_DavidSoslangeneaology.JPG][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t2927_DavidSoslangeneaology.JPG[/IMG][/URL]

დალოცა თამარმა თავისი ჯარი და თითონ წმინდა ნინოს ჯვრით ხელში ფეხშიშველი სალოცავად ოძრახისაკენ წავიდა.

და ია ბასიანი, ეს ველი პირადად მე ნანახი მაქ, სამწუხაროდ ეხლა თურქეთის ტერიტორიაზეა ქალაქ ერზრუმთან ახლოს, ველი სადაც ქართველებმა მოიპოვეს უდიდესი გამარჯვება. სოსლანმა წინასწარ აირჩია ეს ველი ბრძოლის მისაღებად რადგანაც თითონ ეს ადგილი დღესაც დიდი გორაკივითაა, შემაღლებულია. როგორც შემდგომ ირკვევა სოსლანმა ეს ადგილი მოულოდნელობის ეფეკტისათვის აირჩია, ანუ მშვიდ დაწყნარებულ რუქნადინის ჯარს მოულოდნელად თავზე წამოადგა.

სურათი აღარ არსებობს

პირისპირ დადგა 400 ათასიანი სელჯუკთა ჯარი და 90 ათასიანი ქართველთა ჯარი.

ყველაზე საინტერესო კი შემდეგ განვითარდა, თურქული წყაროები \"ბრალს გვდებენ\" :) ამბობენ რომ, ქართველებმა ეშმაკობით მოგვიგესო და აღწერილია ეს ეშმაკობები, თუმცა ეს რათქმაუნდა დავით სოსლანის უაღრესად დიდი სტრატეგიული ნიჭია და არა ეშმაკობა.

მოკლედ სოსლანმა მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება: ფლანგებზე ცხენოსნები განალაგა, ცენტრში მხარგრძელის მეთაურობით პირველი მოიერიშე ჯგუფი. გაყო თავისი ლაშქარი და უბრძანა შეტევა. მართლაც თავხედური გეგმაა :) 400 ათასიან ჯარს 90 ათასით და ისიც ნახევარი ძალით შეუტიო :ohmy:

სურათი აღარ არსებობს

ეს მართლაც მოულოდნელი იყო რუქნადინისთვის მაგრამ მოულოდნელობა ამით არ დასრულებულა. უფრო თავხედური ქმედება ის იყო რომ ეს გამოყოფილი ნაწილი კიდევ უფრო გაიყო. :)))

სურათი აღარ არსებობს

ფლანგებიდან ცხენოსნებმა შეუტიეს ცენტრიდან კი მხარგრძელმა რომელსაც ხევსურეთის მეომრები ჰყავდა. ეს იმით მტკიცდება, რომ თურქული წყაროები ამბობენ, შეტაკებისას უეცრად თეთრი კვამლი გაჩნდაო, და ესეთი ხელსაწყო იმ დროს საქართველოში მხოლოდ ხევსურებს გააჩნდათ. დაბნეულმა და გაოგნებულმა სელჯუკებმა უკან დაიხიეს პირველმა დარტყმამ დიდი ზიანი მიაყენა კუალიციას.

სურათი აღარ არსებობს

თუმცა რუქნადინის არაერთმა თავგანწირულმა მცდელობამ საბოლოოდ ნაყოფი გამოიღო და მოხერხდა მისი ჯარის კონსოლიდაცია და რაღაც მომენტში უპირატესობის მოპოვებაც კი.

სურათი აღარ არსებობს

და ამ დროს დავით სოსლანმა ისევ დროული და ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო. ბრძოლაში ჩაება ქართველთა ჯარის ძირითადი ძალა, სოსლანის მეთაურობით.

სურათი აღარ არსებობს

და ისევ ყველაზე დიდი მოულოდნელობა, ყველაზე დიდი გამბედაობა, ყველაზე დიდი \"სითავხედე\" შეტევისას ქართული ჯარი მოულოდნელად ისევ იყოფა მაგრამ ეხლა გვერდებიდან შეტევის ნაცვლად დავითმა მსოფლიოს ომების ისტორიაში დღემდე უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, მან გადაწყვიტა ალყა შემოერტყა კუალიციისათვის.

სურათი აღარ არსებობს

გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდევაც

სურათი აღარ არსებობს

ბრძოლა გვიან ღამემდე გაგრძელებულა, გრძელდებოდა ასე:

სურათი აღარ არსებობს

რამოდენიმეჯერ სცადა დავითმა მიჭროდა რუქნადინს და დაესჯა სამაგალითოდ მაგრამ მას ყოველთვის ეფარებოდნენ სელჯუკთა ფაშები, თითქმის ვერც ერთი ფაშა ვერ გადარჩა ცოცხალი. დიდი ნაწილი დაიღუპა ბრძოლაში, გადარჩენილები კი ტყვეთ ჩავარდნენ რომელთა შემდგომი ბედი უცნობია :)

თავად რუქნადინმა მოახერხა გაგცევა. რახან რუქნადინი გაიქცა მისი ჯარი უნდა განადგურებულიყო რომ აღარასოდეს შეკრებილიყო და ბასიანზე მალე ასეთი სურათი იყო:

სურათი აღარ არსებობს

ბრძოლა გრძელდებოდა მანამ სანამ ბასიანზე ასეთი სუარათი არ დარჩა:

სურათი აღარ არსებობს

ეს იყო უდიდესი გამარჯვება საქართველოს ისტორიაში. თავისი არსითა და შინაარსით ეს გამარჯვება დიდგორის ტოლფასია, სტრატეგიული თვალსაზრისითაც კი არამც თუ არ ჩამოუვარდება დიდგორს არამედ შეილება ითქვას აღემატება კიდეც.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
რა მაგარი ხალხია აქ თავმოყრილი ხალხნო ხვდებით?
მაგრა მეამაყება თქვენს გვერდში დგომა :)
გაიხარეთ ყველამ :)

ეეეეხ სირცხვილი საქართველოვ, რომ ასეთი მარგალიტები სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრანტებად იწოდებიან :( :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეეეხ,დღევანდელი საქართელო არაა ისეთი როგორიც იყო ძველად.ეხლა კი,ქართველები ერთმანეთისადმი პატივსა არ ცემენ.იმის მაგივრად ,რომ ერთმანეთი მოეფერონ და ესიყვარულონ,არა და პირიქით ხდება ჩხუბობენ და ურტყამენ ერთმანეთს ქართველი ერი.ეგრე როგორ შეიძლება.
ეეეეეეეეეეეეხხხხხხხხხხხხხხხხ:(:(:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? –
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით...
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე პერსონალურად მადლობა მინდა გადავუხადო ქეშს ასეთი ძვირფასი მასალების შეხსენებისთვის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 27 posts ] 
გვახსოვდეს გმირები
დესპანი