გოგოებო, კარგით ეხლა რა მოგივიდათ?!

ცოტა ხომ შემოულაწუნეთ კაცებს და საკმარისია.=dk=
იდეალური ხომ იცით რომ არც ერთი სქესი არ არის, არც ჩვენ ვართ ანგელოზები და არც კაცები. მე თუ მკითხავ ორივე შემთხვევაში საპირისპირო სქესზე ბევრია დამოკიდებული. ქალმა უნდა აღზარდოს კაცი, და კაცმა პირიქით. მხდალი ქალი არ მიყვარს და ცხადია კაცი მითუმეტეს. ეს ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა. ერთ ოჯახში ხანდახან რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის და აზროვნების ბავშვი იზრდება. არ შეგხვედრიათ დედმამიშვილები ,რომლებიც განსხვავებული ხასიათის და ზნე-ჩვეულების არიან? ისევე ვართ ყველანი ჩვენ. ზოგ ქალს შეხვდება მამაკაცი, რომელიც მას და მთელ ოჯახს, უზრუნველყოფს ფინანსურად ,ქალი არ განიცდის არანაირ გასაჭირს, მაგრამ მისი ქმარი მექალთანეა.მეორეს კი პირიქით,შეხვდება ერთგული, მოსიყვარულე , მაგრამ მოუხერხებელი. მუდმივად იმაზე მოწუწუნე ,რომ არ უმარტლებს. რომელი ჯობია? დამერწმუნეთ ორივე შემთხვევაში ქალი უკმაყოფილოა.
ასევე ქალი, ზოგს შეხვდება კარგი მეოჯახე, დიასახლისი , რომელიც სულ სახლში დაფუსფუსებს. მეორეს კი პირიქით, საქმეში ჩახედული, და საზოგადოებაში მოტრიალე. აქაც იგივე კითხვა ისმის. უბრალოდ არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, ამით იმის თქმა მინდა რომ ცუდი და კარგი, ორივე სქესში მოიძებნება. უბრალოდ ის მეტ-ნაკლებადაა განაწილებული.:side:

ასე რომ მოვეფეროთ ერთმანეთს. ჩვენ მათ გარეშე არ ვვარგივართ და ისინი ჩვენს გარეშე.
