tikiki wrote:ციტატა:
ლიონ შენ ასე ფიქრო და მომწონს შენი აზროვნება ამ მხრივ,მაგრამ არის ძალიან ბევრი ბიჭი,რომელსაც შეილება გაუმხილო შენი გრძნობები და დაგცინოს ,ყველაზე მეტი,შეურაცხოფაც მოგაყენოს საზოგადოებაში ამის გამო,ბევრი გამიგია და ვიცი ასეთი.საქართველოში კიდევ კარგა ხანს ვერ გაითავისებენ იმას რომ შეილება პირველმა გოგომ გამოხატოს თავისი გრძნობა,ეგრევე სიძვასთან გააიგივებენ,მერცმუნე ასეა და შენ გენაცვალე აზროვნებაში:)
არც მთლად ასეა საქმე,ადამიანი რომელიც სიყვარულისთვის დაგცინებს,ის სიყვარულის რა ღირსია.არც უნდა დაგწყდეს გული,ჯობს ხასიათი ადრე გამოვლინდეს,ვიდრე იტანჯებოდე და ხეპრე გიყვარდეს.ზუსტადაც საქართველოში იყო 90ან წლებში ერთი კაი ტიპი,თანამდებობა,ფული,განათლება,კარგი წრე,მოკლედ არაფერი აკლდა ცოლის გარდა,ხოდა შეუყვარდა ჩემს ახლობელს,ბიჭი ვერაფერს ხვდებოდა.გოგოები ვეუბნებოდით ამ გოგოს,ტყუილად იტანჯები,რეალურზე იფიქრე,რა დროს პლატონური სიყვარულიაო.ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადა,მეტი აღარ შემიძლია,უნდა ვუთხრა რომ მიყვარსო.ხოოოდა,ველოდებით სულმოუთქმელად რა მოხდება,გვგონია რომ დასცინებს,და ა.შ.მაგრამ არაფერიც,ძალიანაც ესიამოვნა იმ ვაჟბატონს ყურადღება,ცოლადაც მოიყვანა,ჯერ კიდე იმ წლებში წაიყვანა საქორწინო მოგზაურობაში იაპონიაში და დღესაც უბედნიერესი წყვილია.ასე რომ ცდა ბედის მონახევრეა:)