შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
-როგორც იქნა გათენდა! -ისევ უიღიმღამო, მოღრუბლული,ნაცრისფერი დღეა. -შენ იმედი გქონდა მზე თუ ამოვიდოდა ამით შენს ხასიათს რამე ეშველებოდა? -არა გენაცვალე აქ ამინდი არაფერ შუაშია. -იფიქრე რომ ხვალ თუ ზეგ რაღაც კარგი მოხდება. -მოდი ახლა კომპს მიუჯექი დესპანის საიტზე შედი და შენს ხასიათსაც გამოასწორებ. -დამიჯერე ეს ახლა შენთვის უებარი წამალია. -აი ეს ნამდვილად კარგი იდეაა, კარმა შენ. -გამარჯობათ დესპანელებო საქართველოს მონატრებულო ხალხოოო! -აი მეც მოვედი....... -უჰ,როგორ ვიხალისე! ეს რომ არ იყოს რა მეშველებოდა ან აქამდე როგორ ვძლებდი აააააა?
გუსჰინ; ცჰემი საცჰუკარი მიიგე! კოცნა გამომიგზავნე და ამიტიტ მიტხარი მადლობა. რატომ ხდება ;რომ ადამიანები ზალინ გვიან ხვდებიან ერტმანეტს.რატომ არ ხვდებიან მასჰინ როცა დროა---------. ვიცი გტკივა- მაგრამ ცხოვრება არაა ისე მოცკობილი ; როგორც ცჰვენ გვინდა.გავუზლებტ-----------????????????????
არ იფიქრო ჩემო ლია, სიყვარულმა დრო იცოდეს. ვინ დაუთვლის ამ ლამაზ გრძნობას წამს და წუთებს. ტკივილი? ტკივილი ყველა გრძნობას ახლავს, აბა რატომ გიკვირს? ის ხომ ყველაზე მგრძნობიარეა?
გავუძლებთ? უსათუოდ გავუძლებთ. ისევ სიყვარული გაგვაძლებინებს. ის ხომ ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია. გავუძლებთ? უნდა გავუძლოთ! სხვა გამოსავალი არაა.მას დროც კი ვერაფერს უხერხებს.სიყვარული ხომ ყკვდავია
-ტირილი მინდა... -მერე იტირე... -ვერ ვახერხებ,რაღაც მაკავებს... -და რატომ ტირი,მოხდა რამე? -გაორება... -?? -ეხლა მარტოობა მჭირდება,რომ მარტომ ავწონ-დავწონო ყველაფერი და ნორმალური გადაწყვეტილება მივიღო... -ენდე გულს...მარა გონებითაც იმოქმედე... -ვიცი.და ძალიან მიძნელდება...მაგრამ უნდა გადავდგა ერთი ნაბიჯი,ადრე თუ გვიან...
,,-რას აკეთებ ეხლა? -არაფერს...უბრალოდ ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ... -ვისზე ან რაზე? -არ ვიცი,ყველაზე და ყველაფერზე..იცი,მინდა ავდგე და წავიდე... -სად? -მასთან... -მერე ხელს რა გიშლის? -არ ვიცი..თუმცა წავალ,აუცილებლად წავალ...ხელს ჩავკიდებ და სულ მასთან ვიქნები.მე მას ვჭირდები...ისევე როგორც ის-მე.. -გულის სიღრმეში გიყვარს? -ალბათ...თორემ არ ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი...ცოტა ხანიც მჭირდება რომდავრწმუნდე ყველაფერში და... -და...?! -და მერე მალე დედობას მომილოცავენ....\"
-შენ კიდევ აქ ხარ?! -ხო, ჯერ არ წავსულვარ... -მერედა რომელი საათია იცი?? -კი, დილის ოთხი, -ხვალ რომ საქმე გაქვს გახსოვს? -კი ,მახსოვს... -ხოდა თუ ყვეალფერი იცი და გახსოვს, აქ რას უზიხარ დალოცვილო? -რა ვიცი რაღაც ავფორიაქდი,არ მომეწონა დავდარდიანდი... -კარგი, წადი რაა დაიძინე,თორემ ხვალ დაღლილი და თვალებდაწითლებილი იქნები.. -მერე რაა, ვიყო, ხომ იცი უძIლობა არ მაშინებს.. -აბა როდემდე უნდა იჯდე ეხლა აქ?? -კარგი წავალ, მაგრამ ციმციმას დავლეპარაკები, ის მეტყვის რა ხდეაბ , მან ხომ ყველაფერი იცის... -კარგი, კარგი, წადი ციმციმა მოძებნე...
ვინ ხარ და რა გინდა? მერამდენედ უნდა დაუსვა ეს კითხვა საკუთარ თავს?
და ახლაც არ დაიწყო თავის მოწონება, იმიტომ რომ იცი ამას ხალხი წაიკითხავს, არ თქვა ის რისი ღირსიც არ ხარ, მაგრამ ასე სახალხოდ იმასაც რომ ვერ იტყვი რაც გინდა რომ თქვა?! ამიტომ აზრი არ აქვს ამ თემას. აბა ახლა გამოდით და მეკამათეთ რომელი ხართ ისეთი ვაჟკაცი, თავისუფლად რომ გააკეთებთ ინტერვიუს საკუთარ თავთან (სახალხოდ)
- სალამი - გაგიმარჯოს - როგორ ხარ? - არ ვიცი - გსურს რამე მითხრა? - ხედავ მაგიდას? მაგიდაზე დგას 20 ღერი სიგარეტი. ერთი განმარტოებულია და იწვის, 19 კი მის მოპირდაპირე მხარესაა, იწვის და 19-დან არცერთი არ მიდის საშველად, მხოლოდ ამ 19-დან ერთი დგას უკან, მომაკვდავისგან ყველაზე შორს. მხოლოდ იმ ერთს აქვს თვალზე ცრემლი. მგონი ვფიქრობ რომ სურვილი აქვს დაეხმაროს, მაგრამ ამას არ აკეთებს... - მერე? - მერე ის რომ ნაცრისფერი კვამლი უფერულდება სადღაც უსასრულობაში ქრება, მხოლოდ ფერფლიღა რჩება იმ ერთისგან... - ის 19? - 19ტივე გადაუვლის ფერფლს, გათელავს, აამტვერებს და ჰაერში გაფანტავს, ჩაივლიან ღიმილიანი სახით, 1 წამში დაივიწყებენ ყველაფერს... - ის ცრემლიანი? - ჰო, მხოლოდ ის მოიხედავს უკან, მოიხედავს და გზას გააგრძელებს. - რაა ლამაზი ამ ყველაფერში? - ლამაზი ის ცრემლის ერთი წვეთია და ის მოხედვა...გეცინება? ეგ არაფერი ყველანი იცინიხართ მივეჩვიე კიდეც ... - როგორ ხარ? - გიჟის კვალობაზე ძალიან კარგად - ჰო გეტყობა - შემეშვით რა ხალხნო, შ ე მ ე შ ვ ი თ.