|
მაია, მე ცოტა სხვა აზრის ვარ, რა თქმა უნდა, მშობელი ყველაზე დიდ როლს თამაშობს შვილის აღზრდაში, მაგრამ გაიხსენეთ აკაკის ,,გამზრდელი''. ესე იგი მარტო წვრთნა ვერაფერი შვილია, ,,თუ ბუნებამც არ უშველა.'' მე სხვას ვერას ვეტყვი, მხოლოდ ჩემს ტკივილს გაგიზიარებთ. 8 წელია საქართველოს მოწყვეტილი ვარ. ჩემი შვილები 10 და11 წლის ასაკში უკვე სხვა ქვეყნის კულტურას ეზიარნენ.ჯერ რუსეთში გვიკრა თავი ცხოვრების უკუღმართობამ, ახლა კი ამერიკაში.დამერწმუნეთ ყველა ღონე ვიხმარე იმისთვის, რომ შვილები ნაკითხი და ცოტა მეტად ერუდირებულნი ყოფილიყვნენ. ძალიან ხშირად მე თვითონ ვუკითხავდი და ვცდილობდი მათში ინტერესი გამეღვივებინა დაწყებული წიგნის. ასე დავიწყეთ ,,ხევისბერი გოჩა'', ასე თივე ხერხით წავიკითხეთ: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი, წიგნებს თბილისიდან ვაგზავნინებდი. ქართულად რა თქმა უნდა კარგად საუბრობენ, რუსულადაც , ინგლისურზე აღარას ვამბობ, მაგრამ მუხრანის სიტყვის არ იყოს, ,,ენა არ გაწყენს არც ერთი, უნდა იცოდე რამდენიც, მაგრამ არ უნდა დაკარგო, ქართული სიტყვის ნათელი.''სამაგიეროდ ვხვდები ,რომ ქართულად კითხვა უჭირთ არა იმიტომ რომ ანი და ბანი არ ახსოვთ, არა, უბრალოდ აქ სულ სხვა მენტალიტეტია.სკოლიდან მოსულმა ჩემმა შვილმა , დიუმას ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილი, და საყვარელი ,,სამი მუშკეტერი'' მხოლოდ ერთ ფურცელზე ამობეჭდილი რომ მოიტანა,(ასეტი სახით აძლევენ აქ დავალებებს) მაშინ მივხვდი, რომ ტყუილი იყო ჩემი მცდელობა ყველაფერზე.კარგად იცით, ჩვენთან ყველა მოსწავლემ ,ზეპირად იცის გამრავლების ტაბულა,აქ კი მასწავლებლის გაკვირვება გამოიწვია მაგან და ირონიით იყო ნათქვამი: რატომ იღლით იქაურები ტვინს? ნუთუ არ შეიძლება ეგ კალკულატორით იანგარიშო? მითხარით რა გავაკეთო, დგეს უკვე როცა ვეუბნები ჩემს შვილებს, ბევრ კარს გასწავლით წიგნი თქო, ასე მპასუხობენ ისინიც, დედა კომპიუტერში ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლია ნახო, რაც გაინტერესებსო. დამიჯერეთ ყველაფერი ვცადე მაგრამ ამაოდ. :confused: :confused: :confused: :confused: :confused: :confused: :cl: :cl:
|