ჩემო საყვარელო დესპანელებო, სიმღერაზე რა მოგახსენოთ

დათვმა ყურზე დამაბიჯა მაგრამ.... დღევანდელი დღის (ბარბალობას გილოცავთ ყველას) წყალობით ერთ ლექს გეტყვით.
უკვე ჩათავდა ქვეყნად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვირთებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა,
და გულბაათი ჭავჭავაძე დასვეს თამადათ.
დასვეს და დაჯდა სუფრას დამშვენდა,
დასვეს გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა სუფრას გახედა.
ჩანდნენ ორ მწკრივად ჯღალ ჩოხებში მსმელი კაცები
ღვინო სწყუროდათ, ღვინოს ეშხით ვერ ისვენებდნენ.
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე უკან....
თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა,
და აზარფაშამ ფრინველივით გაინავარდა.
სვეს უმოწყალოთ ღვინის მფქვევრები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა
როცა ლავაშებით დახურული სეფაც დაიქცა.
როცა დაიმსხვრა სამურები და დაილია,
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძეც გადაირია...
გადაირია ვით ერთ დროს შედან ჭილაძე...
და იერიში მიიტანა ჭრელ ჭინჭილაზე...
კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება გამილევია..
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია..
ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს!!!
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაელია,
წყენით წამოცდა ეხ... ეს ტიალი რით არ დამთავრდა..
წაიბორძიკ, წაიბანცალ, წაიფორთხილა...
და ნაცოხნარი, ვითარც კამეჩი
აზრ დაკარგული გაიშხლართა შვა ღამეში
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა
სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი...
თითქო იტყოდა, მასპინძელოოო ე რა კაცია???
ქვევრებსა ნთქავდა დაააა.
ჭინჭილამ რით წააქცია?