↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 51 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის ისტორია

კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა საქართველო. იგი ამავე დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. მაცხოვრის მოძღვრებას ქართველი ხალხი ეზიარა I საუკუნეში წილისყრით, რომელსაც უნდა გაერკვია, ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რა ქვეყანაში იქადაგებდა, საქართველო წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს _ წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს _ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.

მოციქულთა დროს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ქართული სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურ ქართული _ ქართლის სამეფო და (ბერძნ. იბერია) დასავლურ ქართული _ ეგრისის სამეფო (ბერძ. კოლხიდა). მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.

დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა და დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.

წმ. მოციქულების მიმოსვლას და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ, როგორც ადგილობრივი, ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე (II _ III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვ.

რასაკვირველია, წმიდა მოციქულთა ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოში I _ III ს.ს. ქრისტიანული თემების და ეკლესიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II ს. წმიდანის ირინეოს ლიონელის ნაწერებშიც ქრისტიან ხალხებს შორის მოიხსენიება იბერიელებიც, ე. ი. ქართველები.

სახელმწიფო სარწმუნოებად კი ქრისტიანობა ქართლში (იბერიაში) გამოცხადდა IV ს-ში. ქართველი ერის ისტორიაში ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა დაკავშირებულია მოციქულთასწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს, წმ. მეფე მირიანის და წმ. დედოფალ ნანას სახელებთან.

წარმოშობით კაბადოკიელი, წმიდა გიორგის ახლო ნათესავი, წმიდა ნინო იერუსალიმიდან მოვიდა ქართლში, რათა ღვთისმშობლის ნება აღესრულებინა და (რაც მათ გამოცხადებით ეუწყა) წმიდა მოციქულთა შემდეგ, კიდევ ერთხელ ექადაგა და განემტკიცებინა ქრისტიანობა ამ მხარეში. წმიდა ნინოს მადლითა და სიტყვის ძალით ქრისტიანობა მიიღო ჯერ ქართლის დედოფალმა ნანამ, ხოლო შემდეგ _ მეფე მირიანმა.

მეფე მირიანის თხოვნით იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მეფის, მისი ოჯახის და ერის ნათლისღებისათვის ქართლში გამოგზავნა სასულიერო პირები, ეპისკოპოს იოანეს მეთაურობით. სასულიერო პირთა მოსვლამდე ქართლის დედაქალაქ მცხეთაში. იქ, სადაც დამარხული იყო კვართი უფლისა, დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. ეს ადგილი არის და ყოველთვის იქნება ქართველი ერის სულიერი ცხოვრების ცენტრი. აქ დგას თორმეტი მოციქულის სახელზე აგებული საკათედრო საპატრიარქო ტაძარი _ სვეტიცხოველი.

ქართლის სამეფოს ოფიციალური გაქრისტიანების შემდეგ იმპერატორმა წმ. კონსტანტინემ და წმ. ელენემ საქართველოში გამოგზავნეს წმ. ელენეს მიერ მოპოვებული ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი და ფიცარი, რომელზეც ჯვარცმისას იდგა უფალი, აგრეთვე სამსჭვალნი (2) და მაცხოვრის ხატი.
საქართველოს ეკლესია ქართლის სამეფოში სასულიერო პირების მოსვლასა და ერის ნათლისღებას ათარიღებს 326 წლით. ამ დათარიღებას მხარს უჭერს V საუკუნის ისტორიკოსის სოზომონე სალამანელის `საეკლესიო ისტორია~, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველთა ოფიციალური გაქრისტიანება მოხდა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების (325 წ.) დამთავრების შემდეგ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქაც ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელება და ეკლესიის არსებობა IV საუკუნის I ნახევარში ეჭვგარეშეა, _ რასაც ადასტურებს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში.

ამ დროიდან მოყოლებული საქართველო და მისი წმიდა ეკლესია მტკიცედ დაადგა ქრისტიანულ გზას და ყოველთვის შეურყვნელად იცავდა მართლმადიდებელ სწავლებას. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი აღნიშნავს, რომ იბერები `ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ.~

ქრისტიანობის სხაელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან (და მანამდეც), ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში უხდებოდა თითქმის გამუდმებული ბრძოლა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ. სპარსელების და არაბების, თურქ-სელჩუკების და ხორაზმელების, მონღოლების და თურქ-ოსმალების შემოსევათა მთავარ მიზანს ქვეყნის მოსპობასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრა შეადგენდა. ქართველმა ხალხმა უმძიმეს ბრძოლებში შესძლო სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც და მართლმადიდებლობის დაცვაც. საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაიგივებული იყო მართლმადიდებლობის დაცვასთან. ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღესრულა უამრავი სასულიერო თუ საერო პირი.

მსოფლიო ისტორიამ არ იცის ქრისტიანობიათვის თავგანწირვის ისეთი მაგალითი, როდესაც ერთდროულად 100 000 ადამიანმა დაიდგა წამებულის გვირგვინი. საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა შეესრულებინა ხორეზმ-შაჰის ჯალალ ად-დინის ბრძანება _ ხიდზე პირაღმა დადებული მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები გაეთელათ და ზედ დაეფურთხებინათ. პასუხად 100 000 ქართველი ქრისტიანის _ ქალისა და კაცის, ბავშვისა და მოხუცის მოკვეთილი თავი. ეს მოხდა 1226 წელს. 1386 წელს თემურ-ლენგის ურდოებმა ამოწყვიტეს ქვაბთახევის დედათა მონასტრის მონოზვნები. 1616 წელს ირანის შაჰის აბაზ I შემოსევის დროს მოწამეობრივად აღესრულა დავით გარეჯის მონასტრის 6 000 ბერი.

საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხულთა შორის ქვეყნის არა ერთი და ორი საერო მმრთველია, რომლებმაც პატრიოტიზმის, გმირობისა და ქრისტიანობისთვის თავდადების მაგალითი მოგვცეს. არაბ დამპყრობთა მიერ წამებული არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები (VIIIს), მაფე არჩილი (VIIIს), მონღოლთა მიერ სიკვდილით დასჯილი მეფე დიმიტრი II (XIIIს), სპარსელთა მიერ მოკლული მეფე ლუარსაბ II (XVIIს) და სპარსელთა მიერვე ნაწამები დედოფალი ქეთევანი (XVIIს)- აი არასრული სია ამ წმიდანებისა.

ქრისტიანობის სახელმწიფი რელიგიად გამოცხადების დროიდან საქართველოს ეკლესია, მიუხედავად ქვეყნის ტრაგიკული ისტორიისა დიდ აღმშენებლობით და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს ტერიტორია დაფარულია უამრავი ეკლესიითა და მონასტრით. მარტო წმ. გიორგის სახელზე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში და ქართველთა მფარველად ითვლება, ასობით ტაძარია აგებული.

ბევრი ეკლესია და მონასტერი იქცა განათლებისა და კულტურის ცენტრად. XII ს-ის დასაწყისში საქართველოს გამაერთიანებელმა დიდმა მეფემ წმ. დავით აღმაშენებელმა დაარსა გელათის მონასტერი (ქ. ქუთაისთან ახლოს) და აქვე აკადემია, რომელიც მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში აღიარებული იყო ღვთისმეტყველების და საერთოდ განათლებისა და მეცნიერების კერად. ამავე პერიოდში მოქმედებდა განათლების მეორე ცნობილი ცენტრი_იყალთოს აკადემია. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის არის დაკავშირებული ასევე 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომელმაც განიხილა ქვეყნისა დაეკლესიის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები. დაწყებული V საუკუნიდან, როდესაც შეიქმნა I ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები (წმ. ნინოს ცხოვრება, წმიდა დედოფალი შუშანიკის წამება), ქართველმა ხალხმა შექმნა უნიკალური ქრისტიანული ლიტერატურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველთა მიერ შექმნილი ქრისტიანული ხელოვნება. საუკუნეების მანძილზე ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით საქართველოში განვითარდა თავისთავადი საერო და სატაძრო არქიტექტურა, რომლის მრავალი ნიმუში მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ძეგლებადაა აღიარებული. სატაძრო არქიტექტურასთან ერთად ბრწყინვალე განვითარებას მიაღწია მონუმენტურმა მხატვრობამ _ ფრესკამ, მოზაიკამ. ბიზანტიური მხატვრობის საერთო ევოლუციაში ორიგინალურმა ქართულმა ფრესკულმა ხელოვნებამ ღირსეული ადგილი დაემკვიდრა.

ქართველები ეკლესია_მონასტრებს აგებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც პალესტინაში, სირიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვრის მონასტერი იერუსალიმში (ამჟამად იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს იურისდიქციაში), წმ. იაკობისა იერუსალიმშივე (ამჟამად იერუსალიმის სომხური ეკლესიის იურისდიქციაში), ივერონი ათონის მთაზე (ამ მონასტერთან არის დაკავშირებული ივერიის ღვთისმშობლის სახელგანთქმული, საკვირველმოქმედი ხატი), პეტრიწონის (ახლანდელი ბაჩკოვოს) მონასტერი ბულგარეთში. სხვადასხვა დროს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდნენ მთელი საქრისტიანოსათვის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველები, ფილოსოფოსები, მწერლები და მთარგმნელები პეტრე იბერი, ეფრემ მცირე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები (ათონელები), იოანე პეტრიწი და სხვ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ისევე, როგორც მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ურთიერთობას წმ. მიწასთან დაკერძოდ იერუსალიმთან. ამ წმიდა ქალაქთან დაკავშირებული არაერთი სახელწოდება, ტოპონიმი თუ ონომასტიკა გვხვდება საქართველოში და განსაკუთრებით ქართლის უძველეს დედაქალაქ მცხეთაში. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებიდანვე ქართველი მეფე-მთავრები აშენებდნენ იერუსალიმში ეკლესია-მონასტრებს, ზრუნავდნენ დანგრეულის აღდგენაზე, სწირავდნენ უზარმაზარ ქონებას.

საქართველოსთან და მის მეფე გიორგი V არის დაკავშირებული XIV საუკუნეში მუსლიმთა ხელში მყოფი იერუსალიმის ქრისტიანული მოსახლეობის უფლებების აღდგენა. მონღოლთა უღლისაგან ქართველთა განმათავისუფლებელი და საქართველოს მთლიანობის აღმდგენი მეფე გიორგი V დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მუსლიმურ სამყაროში. გიორგი V თხოვნით ეგვიპტის სულთანმა გააუქმა ქრისტიანების დასამცირებლად შემოღებული წესი _ ცხენზე ორივე ფეხის ერთ მხარეზე გადადებით მჯდომარის ქალაქში შესვლა. ამიერიდან მათ უფლება მიეცათ ჩვეულებრივ მჯდარიყვნენ ცხენზე და იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ. გიორგისვე თხოვნით ქრისტიანებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში მყოფი მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ხოლო ქართველებს ქრისტიანთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტაძრის კლიტენი. რადენიმე წლით ადრე მეფე დავით VIII დროს ქართველებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში ჩავარდნილი და მეჩეთად ქცეული ჯვრის მონასტერი. იერუსალიმის ჯვრის ქართულ სავანესთან არის დაკავშირებული დიდი ქართველის პოეტის შოთა რუსთაველის (XII ს.) და ქრისტესთვის წამებული ორი ქართველი წმინდანის ლუკა იერუსალიმელის (აბაშიძის) და ნიკოლოზ დვალის სახელები.

IV საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლის ეკლესია ანტიოქიის სამოციქულო კათედრის იურისდიქციაში შედიოდა. V საუკუნის 60-70-_იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. IX საუკუნეში აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აღყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის ან ბიჭვინთის)კათოლიკოსი ყოველთვის აღიარებდა მცხეთელი პატრიარქის პრიმატს.

1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ეკლესიის ავვტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქათ არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი.

1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ.

1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
რა არის სარწმუნოება?

ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს თვალები და შეგვიძლია დავინახოთ ხეები, სახლები, ცა...

გვაქვს ყურები და შეგვიძლია მოვუსმინოთ ფოთლების შრიალს, წყლის ჩუხჩუხს, საუბარს, მუსიკას...

შეგვიძლია გემო გავუსინჯოთ მლაშე მარილს, ტკბილ თაფლს...

შევეხოთ ცივ ყინულს, სველ ბალახს, ჩვენი პატარა ძამიკოს ან დაიკოს ფუშფუშა ლოყას...

შევიგრძნოთ ახლადგამომცხვარი პურის სურნელი...

და კიდევ... ჩვენ შეგვიძლია, გვწამდეს ღმერთი!

როგორ? ის ხომ უხილავია, ჩვენ არასოდეს მოგვისმენია მისი ხმა, მას ვერც შევეხებით.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვიყვარს იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი, გვწამს, გვჯერა, ვენდობით მის სიტყვას, რომელიც ეკლესიამ შეინახა და ჩვენამდე მოიტანა.

გვწამს, დარწმუნებული ვართ, რომ იესო ყველაზე ძლიერია, ყველაზე კეთილი.

როგორ?

ღმერთთან სიახლოვეს გრძნობს არა თვალი, არა ყური, არამედ ადამიანის სული.

უფრო მეტიც, ღმერთი ჩვენს გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია, ჩვენს გულში. ამიტომაც შეგვიძლია, ვირწმუნოთ ღმერთი, გულით შევიგრძნოთ, თუ როგორია იგი.

ის გული, სადაც ღმერთი სახლობს, სავსეა სიხარულით. ოღონდ ეს სიხარული არა ჰგავს არც ფეხბურთელების აღტაცებას, როცა ისინი გოლს გაიტანენ ხოლმე, არც იმ სიამოვნებას, როცა გვაქებენ, არც სიცილს, როცა მულტფილმებს ვუყურებთ ხოლმე.

ეს სიხარული ჰგავს იმ გრძნობას, როცა მშვიდად ზიხარ დედიკოს ან მამიკოს კალთაში, როცა არავის არსად ეჩქარება, არც სამსახურში, ან სადმე სხვაგან, როცა შეგიძლია, ყველაფერი აკეთო მათთან ერთად, როცა დარწმუნებული ხარ, რომ თუ დაგჭირდა, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან და არასოდეს დაგტოვებენ მარტო.

სარწმუნოება - ეს არის სიხარული, როცა იცი, რომ თავად ღმერთი, იესუ ქრისტე, არის შენთან და არასოდეს დაგტოვებს.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი"

[img width=115 height=250]http://www.betaneli.ge/images/icon/serafime.jpg[/img]

სერაფიმე საროველი
თბილისი. ხატზე მიმაგრებულია ნაწილი ღირსი სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილების საფარველიდან.
ზომა: 10x20 სმ. ხე, კვერცხის ტემპერა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
[img width=172 height=250]http://www.betaneli.ge/images/icon/shio_1.jpg[/img]

შიო მღვიმელი
თბილისი
ზომა: 15x20 სმ. ხე, კვერცხის ტემპერა
.

[img width=167 height=250]http://www.betaneli.ge/images/icon/spiridoni.jpg[/img][/img]

სპირიდონ ტრიმიფუნტელი
თბილისი
ზომა: 13x20 სმ. ხე, კვერცხის ტემპერა.



[img width=146 height=250]http://www.betaneli.ge/images/icon/damaskeli.jpg[/img]
იოანე დამასკელი
თბილისი
ზომა: 20x30 სმ. ხე, კვერცხის ტემპერა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
[img width=250 height=177]http://www.betaneli.ge/images/mural/hetimasia.jpg[/img]ჰეტიმასია
ბორჯომი. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. საკურთხეველი.
1997 წელი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
[img width=250 height=174]http://www.betaneli.ge/images/mural/angel.jpg[/img]

ანგელოზი
ბაკურიანი. წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. კამარა.
1999 წელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
[img width=194 height=250]http://www.betaneli.ge/images/mural/ieso.jpg[/img]

ყოვლისმპყრობელი
ბაკურიანი. წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. საკურთხევლის კონქი.
1999 წელი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
საქართველოს მამამთავრები


საქართველოს მთავარეპისკოპოსნი :
    1.იოანე I 335-363 წწ.
    2.იაკობი 363-375
    3.იობი 375-390
    4.ილია I 390-400
    5.სვიმეონ I 400-410
    6.მოსე 410-425
    7.იონა 425-429
    8.იერემია 429-433
    9.გრიგოლ I 434-434
    10.ბასილი I 434-436
    11.-------
    12.იოველ I 448-452
    13.მიქაელ I 452-467

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი :


წმ. მელქისედეკ I 1012-1030, 1039-1045 წწ.
(ოქროპირ) იოანე II 1031-1039, 1045-1049
ექვთიმე I 1049-1055
გიორგი III ტაოელი 1055-1065
გაბრიელ III საფარელი 1065-1080
დემეტრე 1080-1090
ბასილი III კარიჭისძე 1090-1100
იოანე IV საფარელი 1100-1142
სვიმეონ IV გულაბერიძე 1142-1146
საბა II 1146-1150
ნიკოლოზ I გულაბერიძე 1150-1178
მიქაელ IV 1178-1186 თამარი მეფედ აკურთხა
თეოდორე II 1186-1206
ბასილი IV 1206-1208
იოანე V 1208-1210
ეპიფანე 1210-1220
ექვთიმე II 1220-1222
არსენი III 1222-1225



გიორგი IV 1225-1230
არსენი IV 1230-1240
ნიკოლოზ II 1240-1280
აბრაჰამ I 1280-1310
ექვთიმე III 1310-1325
მიქაელ V 1325-1330
ბასილი V 1330-1350
დოროთეოზ I 1350-1356
შიო I 1356-1364
ნიკოლოზ III 1364-1380
გიორგი V 1380-1397
ელიოზი 1399-1411
მიქაელ VI 1411-1426
დავით II 1426-1430
თეოდორე III 1430-1435
დავით III გობელაძე 1435-1439, 1443-1459
შიო II 1440-1443
მარკოზი 1460-1466
დავით IV 1466-1479

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ :


1.წმ. კირიონ III საძაგლიშვილი 1917-1918 წწ.
2.ლეონიდე ოქროპირიძე 1918-1921
3.წმ. ამბროსი ხელაია 1921-1927
4.ქრისტეფორე III ციცქიშვილი 1927-1932
5.კალისტრატე ცინცაძე 1932-1952

6.მელქისედეკ III ფხალაძე 1952-1960
7.ეფრემ II სიდამონიძე 1960-1972
8.დავით V დევდარიანი 1972-1977
9.ილია II (ღუდუშაური-შიოლაძშვილი) 1977

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბეთანიის მონასტერი

[img width=250 height=189]http://www.betaneli.ge/im/betania.jpg[/img]მონასტრის მთავარი ტაძარი

[img width=250 height=168]http://www.betaneli.ge/im/bazilika.jpg[/img]წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა
ბეთანიის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით. იგი დაარსებულია ქართლის ერისთავების ორბელიანების მიერ, როგორც საგვარეულო საძვალე. მონასტრის მთავარი კარიბჭე მთავარი ტაძარი მონასტრისა, აგებულია ღმრთისმშობლის შობის პატივად, VII საუკუნეში. თავდაპირველად ტაძარი ბაზილიკურ ტიპს მიეკუთვნებოდა, ხოლო XII საუკუნეში - თამარ მეფის მეფობის დროს - დაემატა გუმბათი. სავარაუდოა, რომ მოხატულობაც თამარის თანადროული უნდა იყოს. იმავე დროს ტაძრის დასავლეთით, მიშენებული იქნა სტოა, რომელიც XX საუკუნეში იკურთხა, როგორც ტაძარი, თამარ მეფის სახელზე.
1119 წელს, აშენდა ბაზილიკური ტიპის ტაძარი, წმინდა დიდმოწამე გიორგის პატივად. ამ მომცრო ტაძარს დასავლეთის გარე ფასადზე ამშვენებს ასომთავრულით შესრულიბული, ქვაში ამოკვეთილი წარწერა: "ქრისტე ღმერთო დიდებულო თანაზიარებული რომელი ჯვარი უპატიოსნეს მყო რ-თისა (- ქარაგმაა ბ.ბ.) პატრონმან ეჯიბი მამალაისძე. მოვუდრიკენ თავი უზეშთაეს *** (*** ნიშნავს არ იკითხება ბ.ბ.) მოვიღე თანასაფასი წინაშე თქუენსა [თარიღი]". ამ წარწერით ირკვევა, რომ ეს მომცრო ბაზილიკა აშენებულა ეჯიბი მამალაისძის მიერ, ვინაიდან ქვა, რომელშიც ამოკვეთილია წარწერა, ბაზილიკის თანადროულია და არ არის შემდგომ ჩამატებული.
XIX საუკუნეში მონასტერი რესტავრირებული იქნა მღვდელმონაზონ სპირიდონის (კეთილაძე) მიერ. 1922 წელს მღვდელმონაზონმა სპირიდონმა წინამძღვრობა მღვდელმონაზონ ილია ფანცულაიას გადააბარა. 1924 წელს კომუნისტურმა მთავრობამ, როგორც სხვა ბევრი მართლმადიდებელი ღმრთისმსახური, ციხეში დახვრიტა მღვდელმონაზონი სპირიდონი.
მღვდელმონაზონ სპირიდონის შემდეგ, მონასტრის წინამძღვრობა ჩაიბარა, მღვდელმონაზონმა ილიამ (ფანცულაია). 1924 წელს, მღვდელმონაზონმა ილიამ წინამძღვრობა გადააბარა, მღვდელმონაზონ იოანეს (მაისურაძე), თვითონ კი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში გადავიდა. იგი გახლდათ სულიერი მოძღვარი თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა. მას შემდეგ, რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დატოვა საქართველო, ილია ფანცულაიას ეძებდნენ, რის გამოც იგი იძულებული იყო დამალულიყო. მოგვიანებით (30-იან წლებში), მღვდელმონაზონი ილია, დააპატიმრეს და დახვრიტეს კომუნისტებმა.

მონასტრის წყარო

გიორგი-იოანე აღმსარებელიდა იოანე აღმსარებელი

ბოლშევიკური მთავრობის დროს, როცა საქართველოში არცერთი მონასტერი არ მოქმედებდა, ბეთანიის მონასტერი შეინარჩუნა ორმა არქიმანდრიტმა - არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) და არქიმანდრიტმა გიორგიმ (მხეიძე) (შემდგომში სქიარქიმანდრიტი იოანე). ისინი დასაფლავებული არიან მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით.
საქართველოს ეკლესის წმინდა სინოდმა, 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის კრებაზე, არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე), ათეისტურ პერიოდში, საქართველოს ეკლესიაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის, წმინდანთა დასში შერაცხა, როგორც: იოანე აღმსარებელი და გიორგი-იოანე აღმსარებელი. წმ. იოანე აღმსარებლის და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებლის ხსენების დღედ დაწესდა 8 სექტემბერი (ახ. სტილით 21 სექტემბერი). როდესაც სქიარქიმანდრიტმა იოანემ (მხეძე), მიაბარა სული უფალს, მონასტრის ძმობა დაიფანტა და მონასტერი მიტოვებული იქნა, ვიდრე არქიმანდრიტმა იოანემ (შეყლაშვილი) 1978 წელს არ განაახლა მასში ბერმონაზვნური ცხოვრება. თავდაპირველად მამა იოანეს (შეყლაშვილი) მარტოს უწევდა მონასტრის სიმძიმის ზიდვა, შემდგომში კი, მის გარშემო ნელ-ნელა შემოიკრიბა ძმობა და ბეთანიამ კვლავ მონასტრული იერსახე მიიღო და აღზარდა არა ერთი მოძღვარი: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე), არქიმანდრიტი გიორგი (ბარიშვილი) და სხვა.
1990 წელს მოიხატა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) მიერ. ხოლო 1992 წელს სამონასტრო კომპლექსს დაემატა საცხოვრებელი კორპუსი და სატრაპეზო. სატრაპეზო მოიხატა იმავე წელს, შოთა ცხვიტავას მიერ.
დღეს-დღეობით ბეთანიის მონასტერი ცხოვრობს ჩვეულებრივი ზოგადსაცხოვრებელი რითმით. მასში კვლავ აღევლინება წირვა ლოცვა
[img width=250 height=177]http://www.betaneli.ge/im/chrdilo.jpg[/img]

მთავარი ტაძარი. ჩრდილოეთის კედელი.
მარცხნიდან: ლაშა გიორგი IV, წმ. თამარი, გიორგი III

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეკლესია ბერძბული სიტყვაა და ნიშნავს კრებას. ქრისტიანების თვითშეგნებით ესაა მორწმუნეთა , მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნეთა საზოგადოება. მორწმუნედ კი ითვლება ის, ვისაც მომადლებია სულიწმიდის ბეჭედი და ზიარება თავად უფლის სისხლსა და ხორცს. მაშასადემა, ეკლესია არის ქრისტეს, მისტიური სხეული, ხოლო ეს თუ ის მორწმუნე ამ სხეულის ნაწილი.
მოციქული პავლე გვამცნობს: ,,ტაძარი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენს შორის" და მიგვანიშნებს, რომ მაცხოვრის სხეულის მსგავსად, ეკლესია არსით ერთიანი და გაბნუყოფელი. მასზე ზეგარდამოვა სულიწმინდა, რომელიც აღავსებს, განაწმენდს და განამზადებს მათ წმიდა სულის ჭურჭლად. ამავე ნიჭით და მადლით იმოსება ნებისმიერი ერი თუ ტომი, როდესაც აღიარებს ქრისტეს მოძღვრებას მაცხოვნებელ ჭეშმარიტებად. ხოლო ამ ნიჭსა და მადლის ნაყოფია ცნობიერების გარდაქმნა, ახალი ფასეულობების ზნეობრივი კრიტერიუმებისა და, აქედან გამომდგინარე _ ახალი კულტურის აღმოცენება.
და როგორც საფუარი პურად გარდაქმნის ცომს , სახარებამაც ასე გარდაქმნა ძველი საზოგადოება და ახალ ხალხად და ახალ ერად, ძველი კულტურა _ ახალ კულტურად, ძველი ცივილიზაცია - ახალ ცივილიზაციად. თუმცა ამგვარი განახლება არ ნიშნავდა ძველის სრულ უარყოფას.
ხაზი უნდა გაესვას ქრისტიანული სარწმუნოების ერთ არსებით ნიშანსაც _ პიროვნულობას ანუ მოძღვრებას პიროვნების პიროვნების მთლიანობასა და დაუშლელობაზე.. ქრისტიანუი რწმენის თანახმად, განუყოფელი და სრული პირია ერთარსება-სამების თითოეული წევრი, პიროვნული სიმრავლე არსებობს ზეცის უხორცო და გონიერ ძალთა (ანგელოზები) შორის. ასევე პიროვნებაა ყოველი ადმიანი და , რა თქმა უნდა, ნომისმიერი ერი. ინდივიდუალობასა და პიროვნულობას ინარჩუნებენ ხილული და არახილული სამყაროს ბინადარნი ყოველთვის და ყველგან.
ქრისტიანობამ , როგორც უნივერსალურმა და არა რომელიმე ერის ,,მამულურმა რჯულმა", ხელი შეუწყო ამა თუ იმ ეროვნული კულტურის დაფუძნებას და წინსვლას.
ერთი, წმინდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის ძვალი ძვალთაგანია ივერიის ძველთუძველესი საყდარი, ქართული კულტურა ქრისტიანული კულტურაა: სახარებისეული რწმენა, რომელიც სრულყოფილად მხოლოდ ეკლესიის წიაღშია დაცული. ეს რწმენა აერთიანებს ქართულ სასულიერო და საერო კულტურას,რადგან ორივეს საძირკველი ერთი და იგივეა _ ქრისტეს მოძღვრება. ამ რელიგიის წყალობით დამკვიდრდა ქართველი ერი დაწინაურებულ ერთა შორის და განათლებული მსოფლიოც უმთავრესად ქრისტიანული კულტურის გამო იჩენს ჩვენდამი ინტერესს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქართული საეკლესიო გალობა
ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმიდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.).

წმიდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ეკლესიის წიაღში წინაპართა სულიერი კულტურის მრავალრიცხოვანი მონაპოვარი იქნა დაუნჯებული. ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ძველი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები, რომლებიც მიეკუთვნება ადრებიზანტიური პერიოდის (VI-VII ს.ს.), საბაწმიდური (VIII-IX ს.ს.), ტაო-კლარჯეთის (IX-X ს.ს.), ათონის მთის (XI ს.-დან) და ა.შ. ქართული სამონასტრო სკოლების მოღვაწეობის ხანას.

უძველესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საწყისი ეტაპია წარმოდგენილი, იერუსალიმური ლექციონარია. იგი ასახავს იერუსალიმური ღვთისმსახურების სურათსV საუკუნის II ნახევრიდან VIII საუკუნის შუა წლებამდე. ლექციონარის ნუსხებიდან უმნიშვნელოვანესია „ქართული ხანმეტი ლექციონარის“ ფრაგმენტი და „იერუსალიმური ლექციონარი VII საუკუნისა“. ეს უკანასკნელი ქრისტეს საფლავის ეკლესიის სამრევლო ღვთისმსახურების განგებას წარმოადგენ.

„ხანმეტ ლექციონარში“ ჰიმნოგრაფიული მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ფსალმუნური გალობით და რამდენიმე ისეთი საგალობლით, რომლებიც ღვთისმსახურებაში გალობათა უძველეს ფენას შეადგენს. კრებულში დასტურდება გალობის უძველესი ფორმის - რესპონსორული ფსალმოდიის არსებობა, რაც მგალობლისა და მრევლის მონაცვლეობით გალობას გულისხმობს.

„იერუსალიმურ ლექციონარში VII საუკუნისა“ ასახულია გალობის ფორმების განვითარება, კერძოდ, რესპონსორულიდან ანტიფონურ გალობაზე გადასვლა (ხელნაწერში ანტიფონური გალობის აღმნიშვნელი ქართული ტერმინია „ჴმათა მიმოგდებით“). ნიშანდობლივია დღესასწაულთა განგებების გამდიდრება ახალი პოეტური საგალობლებით, შუაღამის დასდებლებით და ჟამისწირვის მონოსტროფული ჰიმნებით. ამას მუსიკალურ-ლიტურგიკულ ტერმინთა სიმრავლე მოწმობს. ზოგიერთი მათგანი ზოგადი ხასიათისაა და მიუთითებს საგალობლებზე, რომლებშიც ამა თუ იმ დღესასწაულის ძირითადი თემაა გადმოცემული: „ოხითაჲ“ „იბაკო“; ზოგიერთი მიანიშნებს ადგილს, რომელიც მათ ღვთისმსახურებაში განეკუთვნება: „განიცადე“, „ერის განტევებაჲ“, „სტიქარონი“, „წარდგომა“, „ჴელთბანისაჲ“; ან ადგილს, რომელიც მათ რთული კომპოზიციის ჰიმნებში (სტიქარონებში, გალობანში და ა.შ.) უკავიათ: მაგალითად, „დასადებელი“ (იგი აღნიშნავს საგალობელს, რომელიც ერთვის რთული კომპოზიციის ჰიმნის ძირითად „მუხლებს“); რიგი ტერმინებისა საგალობლის საწყის სიტყვებს წარმოადგენს: „ალილუია“, „აღავსე“, „დიდებაი მაღალთაჲთ“, „უფალო ღაღადყავი“, „და ღირსმყვენი“ და ა.შ. ხელნაწერში მითითებულია, თუ რომელ ხმაზე იგალობება ესა თუ ის საგალობელი. ჩანს, რომ ამ დროისათვის ქართველ ჰიმნოგრაფებს ბერძნული საღვთისმსახურო პრაქტიკიდან უკვე შეთვისებული ჰქონდათ „ჴმეანი გალობის“, ანუ საგალობლების რვა ხმაზე გაწყობის წესი, რომელიც სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს. შეტანილია ქართველ წმინდანთა ხსენებები: კოზმასი, კათოლიკოსისა პამასი, „ყოველთა წმიდათაჲ“ (რომლებიც ქართლში მოწამეობრივად აღესრულნენ) და მცხეთის ჯვრის დღესასწაული.

VI საუკუნის მანძილზე, საეკლესიო კალენდრის შევსებასთან ერთად, მოზღვავდა დიდი რაოდენობა საგალობლებისა, შეიქმნა ჰიმნის ახალი სახეობები: სტიქარონები და გალობანი (კანონი). ყოველივე ამან ხელი შეუწყო ახალი ტიპის ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის, იადგარის, ჩამოყალიბებას.

იადგარი, ისევე როგორც ლექციონარი, ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპს ასახავს. იგი წმინდანთა მოსახსენიებელ საგალობელთა კრებულს უნდა აღნიშნავდეს. ჩვენამდე მისი ოთხი ძირითადი ნუსხაა შემორჩენილი, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ჭილ-ეტრატის იადგარი. მასში თავმოყრილია ყველა ის დიდი წიგნი, რომლებიც აუცილებელია ეკლესიაში სახმარებლად: თვენი, მარხვანი, ზატიკნი და პარაკლიტონის ადრეული, თავისებური სახე. ჭილ-ეტრატის იადგარი, სავარაუდოდ, გადაწერილია IX საუკუნეში ხარიტონის ლავრაში, ეწ. პალავრაში. უძველესმა იადგარმა შემოგვინახა სტიქარონების და გალობანის ადრეული, არქაული სახე. გალობანი, ძირითადად, წარმოდგენილია არასრული კანონის (ორი ან სამი გალობისაგან შემდგარი) სახით. უძველესი იადგარის კანონი წინადამასკელისეული ეპოქის კანონად არის ცნობილი, ვინაიდან კანონის კლასიკური სახის ჩამოყალიბება იოანე დამასკელის სახელთან არის დაკავშირებული.

ჭილ-ეტრატის იადგარში შესულია წმიდა აბოს სახელზე შეთხზული სტიქარონები (ღაღადყავსა, აქებდითსა); არასრული, ორი გალობისაგან შემდგარი კანონი (აკურთხევდითსა, ადიდებდითსა) და ჴელთბანისაჲ (ჟამისწირვის მონოსტროფული ჰიმნი). საგალობლები ქართველი ჰიმნოდის მიერ არის დაწერილი.

ძნელია, დაბეჯითებით ვიმსჯელოთ, თუ როგორ ჟღერდა უძველესი ქართული საგალობლები. დასაწყისისათვის მათში ყველაზე მეტად ბერძნული ჰიმნების ზეგავლენას უნდა ეჩინა თავი. „ძველად ქართველნი გალობდნენ ბერძულის ხმითაო“ - წერს იოანე ბატონიშვილი. მაგრამ როგორც პირველი ეკლესიების მუსიკის ნიადაგზე აღმოცენებულმა ბერძნულმა საეკლესიო გალობამ მიიღო ნაციონალური ხასიათი და გათავისუფლდა სირიულ-ებრაული ჰიმნების ზეგავლენისაგან, ასევე ქართულ საეკლესიო გალობაშიც იმძლავრა ბუნებრივმა ტენდენციამ ეროვნული თვითმყოფადობისაკენ. ასეთი ცვლილება მას, ერთი მხრივ, ქართული ენის ბუნებამ უკარნახა (ცნობილია, რომ საეკლესიო გალობაში, სადაც სასულიერო პოეტური ტექსტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია, მკაფიოდ იგრძნობა ჰანგის მელოდიურ-ინტონაციურ წყობაზე სიტყვის ზეგავლენა), მეორე მხრივ - ეროვნული მუსიკალური აზროვნების თავისებურებებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბერძნულ კილოთა გაქართულება დიდი ხნით არ დაყოვნებულა.

VIII საუკუნიდან ქართველმა მოღვაწეებმა გაიზიარეს ჰიმნოგრაფიის განთქმული წარმომადგენლების, იოანე დამასკელისა და კოზმან იერუსალიმელის მიერ ჩამოყალიბებული თვისობრივად ახალი საგალობო სისტემა. ამიერიდან საცისკრო გალობანში, კანონში, ძლისპირი და ტროპარები ერთმანეთს შეესაბამება როგორც მელოდიური, ისე პოეტური საზომის („მარცვლედოვნების“) თვალსაზრისით. აქ მუსიკალური საწყისი დომინირებს. დასდებლების პოეტური ტექსტის საზომი ძლისპირის ჰანგის გათვალისწინებით ყალიბდება.

პირველად ახალი ტიპის გალობანი შევიდა „საგალობელნი იადგარში“, რომელიც X საუკუნის I ნახევარშია გადაწერილი. კრებული შედგენილია საბაწმიდის მონასტერში (შემდგენელია გიორგი საბაწმიდელ-სინელი, ხოლო გადამწერი - იოან ზოსიმე). საბაწმიდის მონასტერშია, აგრეთვე, ნათარგმნი, ახალი ტიპის იადგარები: Sin.1 და Sin.14. ხელნაწერთა პოეტურ ტექსტებს დართული აქვს რიტმული პუნქტუაციის ნიშნები და ნევმები, რომლებიც დღემდე არ არის ახსნილი.

დროთა განმავლობაში გალობათა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ძლისპირები თავის ღმრთისმშობლისანითურთ ცალკე კრებულებში გაერთიანდა. ამ ხელნაწერებს „ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი“ ეწოდა. დასაწყისში ისინი იადგარის დანართის ფუნქციას ასრულებდნენ, შემდგომ კი ცალკე, დამოუკიდებელი კრებულების სახით განაგრძეს არსებობა. ასეთი კრებულები სასწავლო სახელმძღვანელოებს წარმოადგენდა. ვინც მრავალრიცხოვან ძლისპირებს შეისწავლიდა, მან უკვე იცოდა, მითითებული ძლისპირის ჰანგის გათვალისწინებით, რა კილოზე იგალობებოდა დასდებლები. ძლისპირთა ასეთი დამოუკიდებელი წიგნის შესანიშნავი ნიმუშია იორდანეს ძლისპირთა ნევმირებული კრებული, რომელიც 870-ზე მეტ ძლისპირს შეიცავს.

ქართული სანოტო ნიშნები და ნევმირების პრინციპი მეტად თვითმყოფადი და თავისი მოხაზულობით საკმაოდ ორიგინალურია. მისი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ზოგიერთი ნევმა საეკლესიო საგალობლის პოეტური ტექსტის სტრიქონს ზემოთ იწერება, ზოგი კი - სტრიქონს ქვემოთ, რასაც ვერ შევხვდებით სხვა (არაქართულ) ჰიმნოგრაფიულ კრებულებში.

ქართული ნევმირებული ხელნაწერები X საუკუნემდე არ გვხვდება. ამას თავისი ახსნა მოეპოვება. ძველი პროფესიული სასულიერო მუსიკალური კულტურა ზეპირი ტრადიციის მქონეა. ნევმური სისტემის შემუშავების მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩებოდა საგალობელთა შესწავლა და გავრცელება ზეპირი გადმოცემით. ნევმებით მხოლოდ მელოდიური ნახაზის ზოგადი მიმართულების ჩვენება შეიძლება და მგალობელს მისთვის უკვე ცნობილ ჰანგს შეახსენებს. ქართული ნევმური სისტემა პირველად საბაწმიდური წარმოშობის ხელნაწერებში გვხვდება.

საეკლესიო გალობის ისტორიული განვითარება, ქართული ორიგინალური სემიოგრაფიის ჩამოყალიბება ნათლად წარმოაჩენს, თუ რაოდენ სწრაფად ეხმიანებოდნენ პალესტინაში მოღვაწე ქართველი ხელოვანთმთავრები ყველა სიახლეს, რაც ბიზანტიელ ჰიმნოდთა წრეში იბადებოდა. ამ გამოცდილებათა დანერგვა ქართულ ნიადაგზე შესანიშნავ პირობას ქმნიდა ორიგინალური პროფესიული სასულიერო მუსიკის შემდგომი წინსვლისათვის.

ქართული საეკლესიო გალობის განვითარებამ საბაწმიდიდან გადაინაცვლა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო სკოლებში, რომელთა მესვეური IX ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი იყო. მას თავად შეუდგენია, შეუთხზავს საგალობელთა კრებული, იადგარი, რომელიც იყო „ჴელითა მისითა დაწერილი, სულისა მიერ წმიდისა“. ამ კრებულმა ნიადაგი მოუმზადა ორიგინალური ჰიმნოგრაფიის შემდგომ განვითარებას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
X ს.-ის ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულებში იგრძნობა ეროვნული შემოქმედებითი ნაკადის ზრდის ტენდენცია. ბიზანტიური წარმომავლობის ნათარგმნი იადგარები უფრო ინტენსიურად ივსება ქართველ ჰიმნოგრაფთა თხზულებებით. შეიქმნა ორიგინალური ჰიმნები, მიძღვნილი წმიდა ნინოსა და წმიდა აბოსადმი (ამ უკანასკნელს საგალობლები მიუძღვნეს იოანე ქონქოზისძემ და სტეფანე სანანოისძემ), აგრეთვე საბა განწმედილის სახელზე, რომლის ხსენება განსაკუთრებით აღინიშნებოდა საქართველოში (ჰიმნების ავტორია ბასილი საბაწმიდელი), მცირე პარაკლიტონი (მიქაელ მოდრეკილისა), მარხვანის თითქმის მთელი სტიქარონული ნაწილი (იოანე მინჩხისა) და სხვ.

ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უდიდესი მიღწევები თავს იყრის X ს.-ის II ნახევრის ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულებში, როგორებიც არის მიქაელ მოდრეკილის იადგარი და იორდანეს ძლისპირთა კრებული. ორივე მათგანი ქართული საეკლესიო გალობის საბაწმიდური და ტაო-კლარჯეთის სკოლების შემაჯამებელ და დამაგვირგვინებელ ეტაპს ასახავს.

მიქაელ მოდრეკილრ კრებულის განსაკუთრებული ღირსება იმით აიხსნება, რომ მასში თავმოყრილი და სისტემატიზირებულია მანამდე არსებული მთელი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა (ძლისპირები, გალობანი, სტიქარონები, ოხითაჲ), სხვადასხვა ავტორთა საგალობლები, როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი. მას, გარდა საკუთარისა, შეტანილი აქვს იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, სტეფანე სანანოისძე-ჭყონდიდელის, ეზრას, იოანე ქონქოზისძის, გიორგი მერჩულეს, ბასილი ხანძთელის, კურდანაჲს და ზოგიერთი ანონიმი ავტორის ჰიმნები. ბიზანტიური ჰიმნოგრაფია წარმოდგენილია მხოლოდ ანდრეა კრიტელის, იოანე დამასკელისა და კოზმან იერუსალიმელის საგალობლებით.

საგალობელთა კრებული მიქაელს 977-988 წლებში შეუდგენია და აღუკაზმავს რიტმული პუნქტუაციის ნიშნებითა და ნევმებით. ჰიმნოგრაფის ანდერძიდან ირკვევა, რომ იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა კილოს „სიწმიდეს და სისწორეს“, სამუსიკო ნიშნების უცდომელობას. იგი საგალობლების არა უბრალო შემკრებია, არამედ შესანიშნავი მუსიკოს-მგალობელი, მუსიკის თეორეტიკოსი და ხელოვანთმთავარი.

მიქაელ მოდრეკილის ანდერძი შეიცავს კიდევ ერთ მეტად საგულისხმო ცნობას, საიდანაც ირკვევა, რომ ამ პერიოდისათვის ქართველები თხზავდნენ ორიგინალურ ძლისპირებს და მათ კილოებს. იადგარიდან ჩანს, რომ X საუკუნეში საქართველოში მოღვაწეობდა ჰიმნოგრაფთა მთელი პლეადა, რომელთაც ერთნაირად ხელეწიფებოდათ როგორც საგალობლის კილო-მოდელებზე სასულიერო პოეტური ტექსტების მისადაგება, ისე საგალობელთა ახალ, ორიგინალურ კილოთა შეთხზვა. საღვთისმსახურო პრაქტიკაში რომ ოდითგანვე ტრადიციული, ქართული ორიგინალური კილოები გამოიყენებოდა (მათ შორის, ოთხ საუკუნეზე მეტი ხნოვანებისა), ნათლად ჩანს გიორგი მთაწმიდელის ავტოგრაფიული „მარხვანის“ ანდერძიდან.

XI საუკუნიდან ქართული ქრისტიანული ლიტერატურისა და მუსიკის უმძლავრესი კერაა ათონის ივერთა მონასტერი. წმიდა ექვთიმე და წმიდა გიორგი ათონელებმა ხელი მიჰყვეს უკვე კონსტანტინეპოლური რედაქციის ლიტურგიკული წიგნების თარგმნას, სადაც გალობას დიდი ადგილი ეთმობოდა. განსაკუთრებულია გიორგი მთაწმიდელის ღვაწლი. მას ეკუთვნის ყოველდღიურ სადღესასწაულო გალობათა (კანონთა) კრებული „თთუენი“ (12 წიგნად). ამ ნაშრომში გიორგი მთაწმიდელმა გამოიყენა საბაწმიდურ და ტაო-კლარჯულ ძლისპირთა კრებულები და ადრე ნათარგმნი გალობანი, თავი მოუყარა ამა თუ იმ წმინდანისადმი მიძღვნილ ყველა ავტორის საგალობლებს. მასვე ეკუთვნის პარაკლიტონისა და სადღესასწაულოს ახალი თარგმანები. ეფრემ მცირე აღნიშნავს, რომ მსგავსი სისრულით „თთუენი“ ბერძნულ ენაზეც არ არსებობდა. ათონელი მოღვაწე არა მხოლოდ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა, არამედ თავადაც ქმნიდა ორიგინალურ ტექსტებს (მაგალითად, ექვთიმე მთაწმიდელის, იოდასაფის სახელზე) და კილოებს. „მარხვანის“ ანდერძში ბერძნულიდან თარგმნილი ძლისპირების ჰანგთან შეფარდების შესახებ მსჯელობისას იგი ამბობს: „ჩუენ თუმცა ავაჯი დაგუედვაო“. ამ სიტყვებიდან ირკვევა, რომ გიორგის თავად ხელეწიფებოდა ორიგინალური ავაჯის (ჰანგის) შეთხზვა. „დასდებლის მეცნიერების“ კანონების ცოდნა გიორგი მთაწმიდელმა მემკვიდრეობით მეხელებისაგან მიიღო და კიდევ უფრო გააღრმავა.

XII საუკუნიდან ადგილობრივ საგანმანათლებლო-სულიერ კერებს შორის უმნიშვნელოვანესია გელათის მონასტერი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ქართული საეკლესიო გალობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ცენტრი იყო. სწორედ გელათის დიდ საეკლესიო მოღვაწეს, იოანე პეტრიწს, ეკუთვნის ცნობა ქართული მუსიკის მრავალხმიანობის შესახებ. იგი ასახელებს სამი ხმის იმდროინდელ სახელწოდებებს: „მზახრ“ (ნიშნავს „მძახებელს“), „ჟირ“ („ორი“), „ბამ“ (იგივეა, რაც ბანი) და აღნიშნავს, რომ ამ ხმათა შეწყობა კეთილხმოვანებას ქმნის.

მრავალხმიანობა ქართული მუსიკალური აზროვნების ნორმა. იგი ასახვას პოულობს როგორც პროფესიულ (სასულიერო), ისე ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებაში. ქართული საეკლესიო გალობის გამრავალხმიანების პროცესი VIII-IX საუკუნეებიდან უნდა ვივარაუდოთ და, შესაძლოა, უფრო ადრეც.

პროფესიული სასულიერო მუსიკალური ხელოვნება საქართველოში ძველთაგანვე დაწინაურებული იყო. მუსიკალური განათლება სრულყოფილ, ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენდა. IX-X საუკუნეების საქართველოში საგალობო ხელოვნების სწავლებას „ჴმითა სასწავლელი სწავლა“ ან სულიერი შესხმის „მოძღვრება“ ეწოდებოდა. გიორგი მერჩულე წერს, რომ წმიდა გრიგოლ ხანძთელმა ყმაწვილობაშივე „მსწრაფლ... დაისწავლა დავითი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ“, გიორგი საბაწმიდელ-სინელი (X ს.) კი „საგალობელნი იადგარნის“ ანდერძში შემდეგი სიტყვებით მიმართავს გალობის შემსწავლელთ: „იხარებდით მოძღურებითა სულიერად შესხმისაჲთა, ჵ კრებულო მსწავლელთაო.“ „მსწავლელთა კრებულის“ მასწავლებელს IX-XI საუკუნეების საქართველოში „გალობის მოძღვარს“ ან „მგალობელთ-უხუცესს“ უწოდებდნენ. გრიგოლ ხანძთელის შესახებ გიორგი მერჩულე აღნიშნავს, რომ იგი „წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწადისა განგებითა მოძღუარი იყო განუკითხველად“. ცნობილია, რომ გიორგი მთაწმიდელი, „მიიღო რა პატივი მღდელობისაჲ, შემდგომად მცირედისა მთავრად ეკლესიისა განიწესა, უხუცესად მღდელთა და მგალობელთა დაიდგინა“, ე.ი. მღვდლად კურთხევის შემდგომ იგი მგალობელთა გუნდის მასწავლებლად, მგალობელთუხუცესად ყოფილა დადგენილი.

ქართულ საგალობო კერებში სასულიერო პოეტური ტექსტების თარგმნა და მათი გაწყობა რვა ხმის მრავალრიცხოვან კილოებზე ცალკე სწავლებად ჩამოყალიბდა. IX-XI საუკუნეების საქართველოში იგი „დასდებლის მეცნიერების“ სახელით იყო ცნობილი. ვინც ამ მაღალ ხელოვნებას ფლობდა, X საუკუნის ჩათვლით „მეხელად“ იწოდებოდა („მეხელი“, ისევე როგორც „მეხური“, ბერძნულ ήχος-ს, „ხმას“ უკავშირდება).

XII საუკუნეში ორიგინალური კილოების შემთხზველებს „ჴელოვანთ-მთავრები“ ერქვათ. არსენ იყალთოელის ანდერძის თანახმად, მისი თანამედროვე ქართლის კათოლიკოსი იოანე, გამორჩეული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, ხელოვანთმთავარი ყოფილა. დავით აღმაშენებელს მისთვის ანდრეა კრიტელის დიდი კანონის ახალი თარგმანისათვის „ჴმისა დადებისა ჴელყოფა“, ანუ ჰანგის შეთხზვა უბრძანებია.

დაახლოებით XVIII საუკუნიდან ჩნდება ტერმინი „სრული მგალობელი“. იგი სულხან-საბას ლექსიკონში „ლოდბარის“ პარალელური ტერმინია (მოგვიანებით „ლოდბარი“ მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელის მნიშვნელობას იძენს). საფიქრებელია, რომ სრული მგალობლობა არა მხოლოდ მთელი წლის საგალობო რეპერტუარის ზეპირად ცოდნას გულისხმობდა, არამედ „დასდებლის მეცნიერების“ კანონების სრულყოფილ ფლობასაც. კანონები თაობათა შორის მკაცრად იყო დაცული, მათი უგულებელყოფა საეკლესიო გალობის კანონიკის უხეშ დარღვევად ითვლებოდა. ეს ნათლად ჩანს კათოლიკოს ანტონ პირველის სიტყვებიდან: „და უწყოდენ ესე ყოველთა, ვითარმედ წმიდათა მამათა თარგმანთა ჩუენთა: რაიცა განაწესს ხმა გალობისა, ნურავინ ჰსცუალებს მას, და ნურცა ვის ჰგონიეს თავი თვისი უბრძნეს მათსა, და უკეთუ არცაღა ბრალი მიიღოს შრომისა მათისა გარე-განგდებისა, მითხრას უკუე, რომლისა სამუსიკოსა კანონის ქუეშე შეიყვანს ახალსა მას კილოსა, და თუ გარეშე კანონისა იქმს თავხედობით, ნიადაგ არა საქებელ არს ჩუენი თვინიერ კანონთა ყოველთა ცხოვრება“.

ცნობილია, რომ მგალობელთა სახელმძღვანელო-ჰიმნოგრაფიულ, ე.წ. მეხურ კრებულებში საგალობლის კილოს ძველთაგანვე სამუსიკო ნიშნებით, ნევმებით აღნიშნავდნენ. ავაჯის სიზუსტით აღბეჭდვა, ნევმური ნიშნების უცდომელად დასმა მხოლოდ საგანგებოდ განსწავლულ პირებს შეეძლოთ. მათ „მნიშვნელნი“ ეწოდებოდათ. მეხელები ამ ცოდნასაც სრულად იყვნენ დაუფლებულნი.

სწავლების ამგვარი დიფერენცირება, პროფესიული დახელოვნების მრავალდარგობრიობა ქართული საეკლესიო მუსიკალური კულტურის მაღალ დონეზე, ძველთაგანვე მის სწრაფ აღმავლობასა და დაწინაურებაზე მიუთითებს.

XIV-XVI საუკუნეებში ქართული საგალობო კულტურის განვითარება, მძიმე ისტორიული ვითარების გამო, შეფერხდა. თუმცა ამით ძირძველი ტრადიციების მემკვიდრეობითობა არ მოშლილა. ამაზე მიუთითებს ჩვენამდე მოღწეული, XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული არაერთი ჰიმნოგრაფიული კრებული (ქუთ. №368, Q-298, H-2282, A-1154), რომლებიც გალობის ზეპირი სწავლების სახელმძღვანელოებად გამოიყენებოდა (მათ შორის ყველაზე ცნობილი ფიტარეთის ძლისპირთა კრებულია). ხელნაწერებში სიტყვიერად არის განმარტებული, თუ როგორ უნდა იგალობებოდეს (რისი მსგავსია) ჰიმნის თითოეული მუსიკალური ფრაზა და მუხლი, რომლებიც მელოდია-მოდელებად ჩამოყალიბდა. მათ, ზოგადად, „ჭრელებს“ უწოდებენ.

გვიანდელი ხანის (XIX ს.) ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ნევმირებული ხელნაწერები იმსახურებს (651 - „შემოქმედის ზატიკი“, Q-830, Q-ნ34, H-657). ეს კრებულები, სამუსიკო ნიშნების თვალსაზრისით, გენეტიკურ კავშირს ამჟღავნებს X-XI საუკუნეების ნევმურ ნოტაციასთან - ქართველ მგალობლებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დავიწყებული წინაპართაგან მიღებული ცოდნა.

XIX საუკუნეში, ეგზარქოსობის პერიოდში, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ანტიკანონიკური აქტით გაუქმდა, საგალობო სკოლების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და სასულიერო მუსიკის ძირძველ ტრადიციებს აღმოფხვრის საშიშროება დაემუქრა. ამ დროს სასულიერო და საერო პირების დიდი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ერის კულტურულ წარსულთან უწყვეტი მემკვიდრეობითი კავშირის შენარჩუნება - საეკლესიო საგალობლების ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა.

XIX საუკუნეში ჩაწერილ ძველ საეკლესიო საგალობლებს შორის ვხვდებით სადა და გამშვენებული მუსიკალური სტილის როგორც ქართლ-კახური, ასევე იმერულ-გურული კილოს ნიმუშებს (დღეისათვის გამოცემულია 20-მდე პარტიტურა, ხოლო ხელნაწერის სახით მოღწეულია დაახლოებით 8000 საგალობელი). ქართული პროფესიული სასულიერო მუსიკის ეს ორი განშტოება დაკავშირებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არსებული გალობის სამონასტრო სკოლების ორ ძირითად ტრადიციასთან. ეს ორი შტო აერთიანებდა საქართველოს მრავალი სკოლის თვითმყოფად კილოს. ცნობილი იყო გელათის, მარტვილის, შემოქმედის, დავითგარეჯის, შიო-მღვიმის და სხვა მონასტრებთან არსებული საგალობო სკოლები, რომელთაც საეკლესიო გალობის ინდივიდუალური ტრადიციები გააჩნდათ. მიუხედავად ამგვარი მრავალფეროვნებისა, მათ ერთი ძირი აკავშირებს, რაც ერთიან კანონიკაში ვლინდება; უცვლელია საგალობლის ჰანგის კანონიკური ღერძი (იგი ზედა ხმაშია მოცემული), რომელსაც XIX საუკუნის მგალობლები „კილოს“ უწოდებდნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ საეკლესიო საგალობლებში, ისევე როგორც ზოგადად მართლმადიდებლურ სასულიერო მუსიკაში, მუსიკალური განვითარების ლოგიკა მკაცრად არის შეთანხმებული პოეტურ ტექსტთან. პოლიფონიური თვალსაზრისით მაღალგანვითარებულ საგალობლებშიც კი რიტმული სინქრონულობის რღვევა არ იწვევს სიტყვიერი ტექსტის სინქრონულობის რღვევას, რაც მისი მკაფიოების აუცილებელი პირობაა და გათვალისწინებულია საეკლესიო მუსიკის კანონიკით. განვითარებული პოლიფონიური ხელოვნება აქ არ აკნინებს სიტყვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

კომპოზიციური თვალსაზრისით, ქართული საეკლესიო საგალობლები, ისევე როგორც ბიზანტიური, სირიული, სლავური, სერბული და სხვ. ემყარება რვა ხმის განსაზღვრული რაოდენობის კანონიზებულ მელოდიურ ფორმულებს (მელოდიურ არქეტიპებს). მათი წმიდად დაცვა ხელოვანთმთავართა და მგალობელთა ღირსებად მიიჩნეოდა, ახალი ჰანგის დამკვიდრება კი მისი კანონიზაციის რთულ პროცესს უკავშირდებოდა.

ჩვენამდე მოღწეული დასავლური შტოს საეკლესიო საგალობლების უდიდესი ნაწილი გელათისა და მარტვილის მონასტრების საგალობო სკოლების საუკეთესო ტრადიციებს ასახავს, ხოლო ქართლ-კახური კილოს სასულიერო მუსიკა დავით-გარეჯის, შიო-შღვიმისა და მარტყოფის სამონასტრო კერების სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ცნობილია, რომ იმერულ-გურული კილოს საგალობლების დიდი ნაწილის ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა მოხდა იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის (ქიქოძის) მიერ მოწვეული საუკეთესო, სრული მგალობლებისაგან. მათ ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული მხცოვანი ლოტბარი ანტონ დუმბაძე. იგი გელათის მონასტერში აღიზარდა და იქ დაეუფლა მაღალპროფესიულ საგალობო ხელოვნებას. ანტონ დუმბაძე მოღვაწეობდა, აგრეთვე, ათონის ქართველთა სავანეში მგალობელთა გუნდის ლოტბარად.

ქართლ-კახური კილოს საგალობლების ჩაწერა შესაძლებელი გახდა გორის ეპისკოპოსის, წმიდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევითა და უშუალო თანადგომით მღვდლების, პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილებისაგან.

გალობის ტრადიციების გადარჩენისათვის XIX-XX საუკუნეების არაერთმა მოღვაწემ გასწია დიდი შრომა; მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან: იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, ფილიმონ ქორიძე, დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე, მღვდელ-მონოზონი ნესტორ კონტრიძე, მელქისედეკ ნაკაშიძე და სხვები. მათ მომავალ თაობებს ღვთისა და ერისადმი უანგარო, თავგანწირული მსახურების მაგალითი დაუტოვეს. ამ მოღვაწეთა საერთო სულისკვეთება იღუმენ ექვთიმე კერესელიძის ერთ-ერთი ხელნაწერის (საგალობელთა კრებულის) ანდერძშია გამოხატული:

„დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე! ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამის მხიარულებით.

და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

http://www.gol.ge/index.php?cat=music&download=60337აკურთხევს სული ჩემი

http://www.gol.ge/index.php?cat=music&download=60505მამაო ჩვენო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წმიდა იოანე ოქროპირი

როგორ შეგვიძლია ამპარტავნების დაძლევა?

ამისათვის ღმრთის შეცნობაა საჭირო. რამეთუ, თუკი ამპარტავნება ღმრთის უმეცრებისაგან იშვება, მისი შეცნობის შემდეგ ყოველგვარი ამპარტავნება განგვეშორება. დაფიქრდი ჯოჯოხეთის გეენიაზე, გაიხსენე ის ადამიანები, ვინც შენზე ბევრად უკეთესები არიან, იფიქრე, რამდენად დამნაშავე ხარ ღმრთის წინაშე. თუკი ამაზე დაფიქრდები, მალე დაამშვიდებ შენს გონებას, მალე დაამდაბლებ მას. დაფიქრდი დღევანდელ დღეზე, ადამიანის ბუნებაზე, იმაზე, თუ რა არარაობაა იგი. მიცვალებულს რომ დაინახავ, დაფიქრდი ყოველივე წარმავალის არარაობაზე, იმაზე, რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა აჩრდილი და სიზმარი. რას იტყვი? მეტყვი, გონება მაქვს მონიჭებულიო? მაგრამ აღარც გონება შეგრჩენია, რამეთუ ამპარტავნება უგუნურების ნიშანია. მაშ, რითი იქადი? კეთილგონიერებით? მაგრამ ამპრატავნება არ არის თვისობრივი კეთილგონიერებისთვის, პირიქით, მის გამო კარგავ უფლებას, კეთილგონიერი გეწოდოს. ამიტომ აღვირი ვასხათ ჩვენს გულისსიტყვებს, ვიყოთ მდაბალნი, სიმდაბლისმოყვარენი, მშვიდნი. რამეთუ ასეთები განსაკუთრებით უყვარს უფალს. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითაო“ (მთ. 5,3), ამბობს იგი. და კიდევ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (იქვე 11,29). იმიტომაც დაბანა მას ფეხი თავის მოწაფეებს, რათა ჩვენთვი სიმდაბლის გაკვეთილი ეჩვენებინა. შევეცადოთ, რომ ყოველივე ამისგან ვარგოთ რაიმე ჩვენს სულს, რათა შევძლოთ იმ სიკეთეთა დამკვიდრება, რაც ღმრთის მოყვარეთათვის არის აღთქმული.

„როგორ ვიცხოვროთ სახარების მცნებების მიხედვით?“, თბილისი, 2002 წ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
უი, ეხლა შევიხედე -ეკლესიის თემაში-(აქამდე სულ მეგონა რომ იქ ეკლესიების სურათები იდო). საკაოდ სერიოზული და საინტერესო ჩანაწერები დამხვდა....თურმე სარწმუნოების მსგავსი თემა უკვე არსებულა...მე კი მეორე გავხსენი...ამიტომ მოდერატორს და ადმინისტრატორს ბოდიშს მოვუხდი და ვთხოვ თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ეს ჩანაწერები.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 51 posts ] 
დესპანი