|
გამოხმაურებები
გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას. წავიკითხე ჟურნალი რეალური სამყარო -ს (2006 წლის 1-აგვისტოს 1-ნომერი. გულითადად ვულოცავ ყველა ქართველს და საქართველოს სტუმარს დიდებული ჟურნალის რეალური სამყარო - ს წოდებისათვის. არ მეგულება ადამიანი რომელიც ამ ჟურნალის მე-8-ვე გვერდს წაიკითხავს და არ ჩაფიქრდება ირაკლი ლომაიას მიმართ შეურაცყოფის მიყენებას და მის მიმართ შანტაჟს. ირაკლი ლომაია არის ერთ-ერთი უპატიოსნესი კაცი ნამდვილი ქართველი და ნამდვილი მამულიშვილი რომელსაც უყვარს თავისი ერი მე ამაში დარწმუნებული ვარ და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, ირაკლი ლომაია ნამდვილი მკურნალია. რამ დამაწერინა ეს წერილი: როდესაც წავიკითხე ვინ და რატომ აშანტაჟებს ცნობილ მკურნალს ირაკლი ლომაია, ნერვებისაგან მთელი ღამე არ მძინებია, რატომ ვართ შურიანები, რატომ ვერ ვიტანთ ნიჭიერ ხალხს საქართველოში, რატომ ვექცევით ნიჭიერ ხალხს ბოროტად. ქართველი ერი, რომ არსებობს, მართმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების, უფლის, ეკლესიის და ჩვენი დიდი ჭკვიანი წინაპრების დამსახურებაა ჩვენი წინაპრები იცავდნენ უფლის მცნებებს და დიდი სჯულის კანონებს და სწორედაც უფლის ამ მცნებების და კანონების დაცვამ და შესრულებამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. ამას იმიტომ ვამბობ და ვწერ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამემამულეებს, ნიჭიერ, ჭკვიან ხალხს, რათა იძულებული არ გახდეს, დატოვოს თავისი სამშობლო და უცხო ტომს არ ემსახუროს სხვა ქვეყანაში. ირაკლი ლომაია ნამდვილი მკურნალი-ექიმია. პირველ რიგში იგი არის ნამდვილი ხალხის მოყვარული ა დ ა მ ი ა ნ ი და იგი არ არის გამომძალველი, ცბიერი, პირიქით აქეთ ეხმარება ხალხს ავადმყოფებს. ჩვიდმეტი წელია მყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი- ქალიშვილი ნინო მელიქიძე. თანდაყოლილი ჰიპოთირეზის დიაგნოზით. ქვეყანა არ დამიტოვებია, გავყიდე მისი ექიმების სიარულში-წამლების სმით, ყველაფერი. მაგრამ ყველაფერი უშედეგოა, ბავშვს საჭმლის ყლაპვა უჭირს, აქვს გორმონების ნაკლებობა, ვეკითხები მავანს ასე რომ გეტანჯება შვილი რა ჭკუაზე უნდა იყო მშობელი. ირაკლი ლომაიასთან მე გაზეთ ასავალ-დასავალ -ს მეშვეობით მოვხვდი, გამაოცა მისმა ადამიანურმა სითბომ, და ვაჟკაცობამ მე დარწმუნებული ვარ ჩემს შვილს იგი განმიკურნავს, მან უმძიმესი ავადმყოფები განკურნა. ირაკლი ლომაია ღმერთმა მოავლინა გაჭირვებული ხალხისთვის, ის არის ნამდვილი მკურნალი რაც მას უფლის ნებით აქვს ეს ნიჭი მინიჭებული. მე კი ავადმყოფის მშობელი უ მ ო რ ჩ ი ლ ე ს ა დ ვთხოვ ე ქ ი მ ს მ კ უ რ ნ ა ლ ს პ ა რ ა ფ ს ი ქ ო ლ ო გ ირაკლი ლომაიას. მტერი, მოშურენი ვერაფერს დაგაკლებენ, თქვენს გვერდით დგანან ათასობით, საღად მოაზროვნე ხალხი. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ქრისტეს მიერ სულიერო ძმაო ღვთისწყალობა და მოწყალება არ მოგკლებოდეს. პატივისცემით თედო ალექსანდრეს ძე მელიქიძე. ქ. ბორჯომი. ქ. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი. თედო მელიქიძე ________________________________________ ირაკლიმ რაც ჩვენი ოჯახისათვის გააკეთა მას რა დამავიწყებს, ჩემი გზააბნეული შვილები ჭეშმარიტ გზაზე დამიყენა და ოჯახში სიწყნარე, სიმშვიდე შემოგვიტანა. ყველანი თითქმის ავადმყოფობდით, დასნეულებულნი ვიყავით. მისმა საოცარმა მალამოებმა და ბალახეულმა წამლებმა სასწაული მოახდინა, 4-წელი ლოგინად ჩავარდნილი მეუღლე ფეხზე დააყენა, არავინ ელოდა მის გამოჯამრთელებას. ირაკლის ენით აღუწერელ მადლობას და წარმატებებს ვუსურვებთ. ის დღეს ჩემი მე-3 შვილია, რადგან მისი წყალობით ვართ 4 ადამიანი ცოცხალი. ირინა ი. ________________________________________ სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლობა რომ გადავუხადო ირაკლის, მისი ჩემდამი ძალამ პიკს გადააჭარბა, სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდნილს სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, არ მეგონა თუ გადავრჩებოდი. ის მართლაც უფლის განგებამ მოავლინა ამ ქვეყნად. დიდი ხნის სიცოცხლესა და მიზნების მიღწევას ვუსურვებ მის ლამაზ ოჯახთან ერთად. პაატა ჩ. ________________________________________ არ მეგონა თუ რამე მეშველებოდა, მაგრამ მოხდა ირაკლის დახმარებით სასწაული 9 წელი უშვილობით ვიტანჯებოდით, ეხლა უფლის წყალობით, მრავალშვილიანთა ოჯახს მივეკუთვნებით. უღრმესი მადლობა ირაკლის. ჯამრთელობა, ბედნიერება და დიდი წინსვლა წარმატება არ მოაკლოს ბუნების ძალამ. ეკა მ. ________________________________________ მართლაც რომ სასწაულმოქმედია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი კეთილი საქმეებით რომ ეხმარება ადამიანებს, 7 წელი ეპილეფსიური ავადმყოფობით ვიტანჯებოდი, თუ რამე მეშველებოდა არ მეგონა. სულ რაღაც რამოდენიმე თვეში გამოვჯამრთელდი.ნამდვილად ყველაფერი სასწაულია, კიდევ ერთხელ წარმატებას და დიდ მადლობას ვუძღვნი მას. ლაშა ლ.
|