↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ვინ თქვა რომ სასწაულები არ ხდება?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 87 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
სამწუხაროა რომ მაგის გამო ვინმემ კარმა წაგართვა.
მე კი ზემოთ მკაფიოდ დავწერე რომ ჩემი მოსაზრება ეხებოდა ნათელმხილველს და არა ადამიანს ვინც ეს ინფორმაცია დაპოსტა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხოლო აქ ესპანეთში ნამდვილ საერო საქმეს ვაკეთებ, აქ ესპანეთში არის 25 000 ქართველი, და სამწუხაროდ არ გაგვაჩნია მართლმადიდებლური ეკლესია, ამიტომ გადავწყვიტე მეთავა ეკლესიის მშენებლობა, რაც დავიწყე მაისის თვეში, შევქმენი ხელმოწერების წიგნი სათაურით:

ესპანეთში მცხოვრები მართლმადიდებელთა ხელმოწერები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობა-ლოცვაკურთხევის თაობაზე:
გროვდება ხელმოწერები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და მისტერიტორიაზე შემდეგომში ქართული სკოლის დაარსების თაობაზე, სადაც საშუალება ექნება ყველა მართლმადიდებელ მრევლს ილოცოს მის საკუთარ ეკლესიაში და თავი იგრძნოს მის სამშობლოში, აგრეთვე საშუალება ექნებათ ქართველ ბავშვებს შეისწავლონ არსებულ სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და რელიგია.
ყურადღება:
ყველა ხელმოწერა არის ნებაყოფლობითი.


აი ასეთი თიპის ხელმოწერების წიგნი შევქმენი და ამას ხელს აწერს 300-ზე მეტი ქართველი, ამასთან დაკავშირებით ჩამოვიყვანე მეუფე იღუმენი ლუკა რათა დავერიგებინეთ როგორ და რითი დაგვეწყო, გავხსენით ანგარიში, და აქაც გამოვაქვეყნებ თუ იქნება მოთხოვნა, აგრეთვე წერილი გავუგზავნე ივანიშვილს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიმიღია.

ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ ბევრს ეჭვი შეეპარა ჩემს მართლმადიდებლობაში, და ჩემის აზრით ადამიანი ასე ადვილად არ უნდა გაწირო, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არ მწყენია, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ეს ადვილად გვეხერხება.
მადლობთ ყურადღებისთვის. კალიტრი (ზაზა)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
კალიტრი, არა ჩემო კარგო, მე შენი დადანაშაულება არ გამივლია თავში, პირიქით ის ვთქვი ,რომ ირაკლიზე კომენტარისგან თავს შევიკავებ დაე უფალმა განსაჯოს თქო. შენ არაფერ შუაში ხარ. ალბათ მე დავწერე ჩემი აზრი ისე ,რომ შენ ვერ გაიგე.
მე ძალიან დიდი ყურადღებით ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუმცა კარმები კი წამართვით არა? თანაც 2 ცალი, მე კარმებისთვის არ ვწერ აქ თუ რამეს ვწერ, შედით http://www.fesvebi.com/index.php ში და დარწმუნდებით რამდენი ნამუშევარი მაქვს, ისე სხვათაშორის ძალიან კარგი გვერდია, იქაც იგივე ნიკი მაქვს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
კალიტრი, ეგ ჩემთვის შეურაცხყოფაა, რაც მე დესპანის ფორუმზე შემოვდივარ, ჯერ მსგავსი არასოდეს ჩამიდენია, მე არავის კარმას არ ვაკლებ, ანდა რა უფლება მაქვს. მეორეც თქვენ ხომ მხოლოდ ინფორმაცია დაეთ და მეტი არაფერი, კარმა რა შუაშია. ასე ,რომ მე მაგაში ნუ დამადანაშაულებ გთხოვ. ეგ ჩემი ნახელავი არ არის ნამდვილად. და გული რომ არ დაგწყდეს ახლავე მოგცემ ერთ კარმას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ გეწყინოთ ძალიან გთხოვთ, მე თქვენთვის არ მითქვამს საერთოდ ვთქვი, მეც მაგას ვამბობ რომ მე მარტო ინფორმაცია დავდე და არა რეკლამა გავუკეთე, და ამისთვის 2 კარმა წაიღეს, კიდევ ვიმეორებ მე კარმაზე არა მაქვს აქცენტი გაკეთებული.
ერთი კარმაც ჩემგან. ოკ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined21 Oct 2007
Posts86
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზვიგენი მე არც მიფიქრიქ რომ ღმერთისთვის ზურგი მექცია ის წერს რომ მეუფემ მომცა ლოცვა კურთხევაო ეკლესიამ ცნო ეს ყველაფერიო მაგრამ რადგან ნატელმხილველის სახელით იყო მაინც გულში რაღაც ცუდათ მქონდა.როგორც მერე გავიგე მეუფეს მაგისთვის არ მიუცია ლოცვა კურთხევა.CALITRI აქ შენზე არ იყო ლაპარაკი და არც არავის არ გაულანძღიხარ შენ რა შუაში ხარ და თუ ვინმემ ამისთვის წაგართვა კარმა ძალიან ცუდათ მოქცეულა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
კარგით კარგით ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს, ამასთან ერთად მეც დავწერ ერთო ორ სიტყვას,
პირველრიგშI ჩემი გაცდილებიდან ვიტყვი,

ახალგაზრობაში ჯარში ყოფნის დროს იყო ჩემთან ნაწილში ერთი ახალგაზრდა, საკმაოდ ალალი პიროვნება იყო , სამწუხაროდ სახელი და გვარი არ მახსოვს. დაბადებიდან ჰქონდა რაღაც უნიკალური ნიჭI, ხელები ქონდა ფაქტიურად დამაგნიტირებული, უბრალოდ ხელებს რომ მოიფშვნეტდა ელექტრო მუხსტის წკაპუნის ხმა შეგეძლო გაგეგო(არ ვაბუქება ამას) და მე თვითონ მახსოვს როგორ მოურჩინა გაიმორიტი ერთერთ ოფიცერს რომელსაც ცხვირიდან წასკდა სისხლი და ასე შემდეგ ...
თვითონ ამბობდა: \"ეს ენერგია რო არ გამოვიყენო მერე ცუდად ვხდებიოო\"
ასე რომ ეს ნაწილი ამ ამბის სრულიად არ არის გასაკვირი, ეხლა რაც შეეხება თეთრ მაგიას და რელიგიას ...

თუ ყველას გახსოვთ სოლომონი იყო ერთერთი ყველაზე უდიდესი მორწმუნე და მეფე... სოლომონს აქვს დაწერილი ბევრი ფსალმუნი რომელიც ეხლა ბიბლიაშია ,, მაგრამ ასევე სოლომონს აქვს დაწერილი წიგნები რომლებიც არც თუ ისე გახმაურებული და რომელიც სულიერი სამყაროს ასწავლის მკითხველს....(ეგრედ წოდებულ თეთრ მაგიას)
ამ დედამიწაზე ყველაფერი არის რწმენა და ცოდნა, არცერთია დაგმობილი უფლისგან და არც მეორე, პირიქით იესო გვასწავლის \"რწმენა რომ გქონდეთ ამ მთას ეტყოდით და გადადგებოდაო\" მაგისი არავის უნდა შეეშინდეს,
რწმენა რომ გვქონდეს \"მამაო ჩვენი\" საკმარისია იმისათვის რომ ბევრი მანკიერება და ავადმყოფობა მოარჩინოს ადამიანმა, და ზუსტად იმიტომ რომ რწმენა არ გვაქვს დღესდღეობით \"მამაო ჩვენო\" უფრო და უფრო რიგითი ლოცვა გახდა (დასანანია) .
(სოლომონის წიგნებს მოვიძიებ და დავდებ თუ სურვილი გაქვთ.)
მაგრამ აქ უნდა გავითავისოთ შემდეგი რამ,
1) უფალმა თქვა \"ყველაფრის საწყისი სათავეშია\" მათ შორის აზრისაც. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან და მოქმედებიდან არის ის აზრები რის გამოც ჩვენ ვიქცევით ასე თუ ისე, ამიტომ თუ მოქმედების წყარო სუფთაა და წმინდაა უფალი არ გმობს, არც სულიერი ცოდნის შესწავლას და არც მის გამოყენებას, პირიქით იესომ თქვა \"მე თქვენ გიშვებთ როგორც ცხვრებს მგლებთა შორის\" მიუწოდა რა მათ იმისკენ რომ იარონ და კურნონ ხალხი, განდევნონ ეშმაკები და ასე შემდეგ.
ბევრი გაურკვევლობაა ასევე მაგიასთან, მინდა პირდაპირ ვთქვა რომ მაგია და საერთოდ ასეთი სისულეელები არ არის სწორი მიდგომა.
რასაც ზოგი თეთრ მაგიას ეძახიან სინამდვილეში არის უბრალოდ სულიერი სამყაროს კანონების და ძალების მართვის ცოდნა, რამეთი სულიერ სამყაროში არიან ძალები რომლებიც ექვემდებარებიან სიტყვას და სიტყვა კიდევ არის ღმერთი, ამიტომ სიტყვა არის ყველაზე მთავარი ჩვენს ცხოვრებაში,და რადგან სუფთა აზრის მქონე ადამიანი უფრო და უფრო ცოტაა (სამწუხაროდ) ამიტომ არის ძალზედ სახიფათო სულიერი სამყაროზ არამარტო გამოყენება არამედ შესწავლაცკი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო მე ვფიქრობ რომ მასეთი ხალხი ვინც იბადება ასეთი ნიჭით იმის მაგივრად რო შეიბოჭონ, პირიქით უნდა მიეცეთ გზა ხსნილი და თუ მათი აზრები ნათელია დაე ღმერთმა გაუმარჯოს,
ეხლა იტვით იქნება და ეს ყველაფერი ფარსია? სწორი აზრია მაგრამ ფთხილად უნდა ვიყოთ...
ერთხელ იესომ მარიამს უთხრა (დაახლოებით მახსოვს ) \"რაღაც ხილვები მაქვს დედა ზოგჯერ მეშინია კიდეც..
მაგრამ მე მაგას არ განვდევნი იმიტომ რომ მეშინია ღმერთი არ იყოსო.\"
ამიტომ როდესად ორ არჩევანს შორის დგას ადამიანი

1) მართალია ეს კაცი
2) იტყუება ეს კაცი და ფულის გამომძალველია

იმაზე უდნა ვიფიქროთ რომ შემთხვევით ჩვენი მოქმედებით ისევ და ისევ ალალი და ამიტომ ღმერთის მოსიყვარულე ადამიანი არ გავასამართლოთ.
ეს იყო ჩემი ორი სიტყვა
პატივისცემით
ლეონარდო.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
წმიდა სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებული სასწაულები
1.

პოლტავოს ეპარქიის მოძღვრის 1898 წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ: ჩემი მეუღლე ცხელებით ავად გახდა, რასაც კბილის ტკივილიც დაერთო. იგი შუა ოთახში იწვა, მე კი სამზარეულოში ხმამაღლა ვკითხულობდი წიგნს მამა სერაფიმეს ცხოვრებასა და მისი სასწაულებრივი კურნებების შესახებ. შემდეგ გადავწყვიტე, მელოცა და მეთხოვა მამა სერაფიმესათვის ჩემი ავადმყოფი მეუღლის განკურნება. სანამ ხატების ოთახში გავიდოდი, მივედი ჩემს მეუღლესთან, მივუტანე ტუჩებთან მამა სერაფიმეს სურათი, იგი ემთხვია. ამის შემდეგ ვილოცე და სამზარეულოში დავბრუნდი, ცოტა რომ მეჭამა. ჩემს ცოლს ჩასძინებოდა. 10-15 წუთის შემდეგ იგი ადგა და საჭმელი მოითხოვა. მანამდე ორი დღე-ღამე ვერაფერს ჭამდა. მან განაცხადა, რომ სავსებით ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს. მე ვუთხარი, რომ მამა სერაფიმეს უნდა უმადლოდეს გამოჯანმრთელებას და ორივემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით საროვოში და სამადლოებელი ლოცვა გადაგვეხადა.

2.

1900 წელს მამა სერაფიმეს ლოცვებით აღრსულდა შემდეგი სასწაული. დივეევოს მონასტრის ახალგაზრდა მორჩილი, 22 წლის მარიამ მოროზოვა ავად გახდა. მისი დედა, მონაზონი სერაფიმა, მანამდე ამჩნევდა, რომ რაც არ უნდა ეთქვათ მარიამისთვის, იგი აუცილებლად საწინააღმდეგოს უპასუხებდა. მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. დაეწყებოდა შეტევები, ადამიანებს ესხმოდა თავს და იმდენად დაუმორჩილებელი იყო, რომ რამდენიმე ადამიანი ძლივს აკავებდა. ბოლოს და ბოლოს ექიმმა იგი სულიერ ავადმყოფად გამოაცხადა და ურჩია დედებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ. ქვემო ნოვგოროდში გამგზავრების წინ რჩევისათვის იღუმენიამ ნეტარ პრასკოვიასთან გაგზავნა დები მონასტერში. ნეტარმა უთხრა: წაიყვანეთ, დაავადება მაინც მასთან დარჩება, მე ფეხი მტკიოდა და მოხუცმა მიშველა. რომელმა მოხუცმა? ჰკითხეს დებმა. სერაფიმემ, რა თქმა უნდა, და მისმა წყარომ. იქ წაიყვანეთ. ავადმყოფი ქვემო ნოვგოროდის ნაცვლად საროვოში წაიყვანეს წყაროზე. წყაროზე სამი განბნვის შემდეგ იგი სავსებით განიკურნა.

3.

1901 წელს ნატალია მირონოვიჩი წერდა თავის ქალიშვილს ოლღას სასწაულებრივ განკურნებაზე:

ჩემი ქალიშვილი სწავლობდა პეტერბურგში. ავად გახდა უცნაური დაავადებით, ფეხზე გაუჩნდა წითელი ლაქები, რომელიც მთელ სხეულზე გადაუვიდა, გახდა, ძალა დაკარგა. მოვიწვიეთ კონსილიუმი. მათ ვერ განსაზღვრეს დაავადების ხარისხი და გვირჩიეს, წაგვეყვანა სამხრეთში ჰაერის გამოსაცვლელად. ჩათვალეს, რომ პეტერბურგის ნესტიანმა ჰავამ ავნო. გოგონას შეჰპირდნენ სახელმწიფო ხარჯზე გამგზავრებას.

მე ბევრი მსმენოდა მამა სერაფიმეს სასწაულების შესახებ და საროვოში გავგზავნე თხოვნა, გადაეხადათ პანაშვიდი მამა სერაფიმეს საფლავზე და გამოეგზავნათ წყალი. ჩემი ქალიშვილი იწვა სასწავლებლის საავადმყოფოში. როდესაც პანაშვიდი გადაიხადეს, სხეულზე ლაქებმა იწყო გაქრობა. მეორე დღეს ყველა ლაქა გაქრა. ექიმი განაცვიფრა ასეთმა სასწაულებრივმა განკურნებამ.

4.

ქვემო ნოვგოროდის მოხელე ა. პუარე წერდა: ერთ დღეს კლუბიდან სავსებით ჯანმრთელი დავბურნდი სახლში. მაგრამ როგორც კი ოთახში შევედი, გრძნობა დავკარგე და დავეცი. როცა გონს მოვედი, მარცხენა მხარე სავსებით წართმეული მქონდა. მოიწვიეს ექიმები. ექიმმა მითხრა, რომ ტვინში სისხლჩაქცევების შედეგად მარცხენა მხარეზე დამემართა დამბლა და შეტევის განმეორება დასაშვები იყო. ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი პეტრე აბოლშაკოვი, რომელმაც მამა სერაფიმეს წყაროდან ბოთლით წყალი მომიტანა. თან მაჩვენა მამა სერაფიმეს პორტრეტი. მე ვთხოვე, გადაეღო ფოტო პორტრეტისათვის და ჩემთვის მოეცა. მეგობარმა თხოვნა შემისრულა. მე ვკითხულობდი მამა სერაფიმეს ცხოვრებას, მის პორტრეტს ვევედრებოდი განკურნებას და კოვზით წყალს ვსვამდი. ორ დღეში უკეთესობა დამეტყო, მარცხენა მხარეს ნელ-ნელა ვამოძრავებდი, თან ვამბობდი: „ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩემთვის“. ცოტა ხანში ავდექი, დავიწყე ოთახში სიარული და გადავწყვიტე საროვოში წასვლა. მართლაც გავემგზავრე. იქ გადავიხადე პანაშვიდი, ვეზიარე და წყაროზე განვიბანე. სავსებით განვიკურნე და შეტევა აღარ განმეორებულა.

5.

1902 წელს ტამბოვის გუბერნიის მცხოვრებმა ვასილ ევრიუკოვმა მოგვითხრო: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ანგინით ვიტანჯებოდი. ერთხელაც გავცივდი და ავადმყოფობამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, ვერაფერს ვყლაპავდი. დავუწყე გულმოდგინე ცრემლიანი ვედრება მამა სერაფიმეს. მეორე დღეს შვება ვიგრძენი, შემდგომში კი სავსებით განვიკურნე.

6.

ერთ-ერთი ქალაქის მოძღვარი მამა ნიკოლოზი მოგვითხრობს თავისი მეუღლის სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შესახებ.

ჩემმა 3 წლის ქალიშვილმა გაუფრთხილებლობით ცეცხლი წაუკიდა საწოლს. ჩემი მეუღლე საწოლთან იდგა და ისე შეშინდა, ცეცხლს ხელებით აქრობდა. ცეცხლი კი ჩააქრო, მაგრამ მწვავე დამწვრობა მიიღო, თითები გაუშავდა და დაუსვიდა. საშინელი შესახედი იყო. გრძნობდა აუტანელ ტკივილებს. უბედური ქალი მამა სერაფიმეს თხოვდა ტანჯვისაგან განკურნებას. ამ დროს მან აღთქმა დადო, როცა შესაძლებლობა ექნებოდა, მოენახულებინა საროვოს უდაბნოში მისი საფლავი. მართლაც, მოხდა სასწაული. ნახევარ საათში ტკივილები შეუმსუბუქდა, რამდენიმე დღეში კი ხელებზე აშკარად გაუმჯობესება იგრძნო. მან მთხოვა, ამ სასწაულის შესახემ მიმეწერა საროვოში. მე შევპირდი, მაგრამ კადნიერმა და უღირსმა ფიქრმა გამიელვა თავში: „ისედაც ბევრი რამაა ცნობილი ამის შესახებ“. ამის შემდეგ მოულოდნელად დამეწყო თითების ტკივილი, ხოლო ცოტა ხანში ჩემს ქალიშვილს ოლღას - თვალები ატკივდა. მივხვდი, ეს იყო სასჯელი ჩემი ცოდვების საპასუხოდ. სასწრაფოდ მივწერე წერილი იღუმენს, ვაცნობე სასწაულის შესახებ. ვთხოვე, გადაეხადა პანაშვიდი მამა სერაფიმეს საფლავზე, გამოეგზავნა წყალი და კანდელის ზეთი. ვიცხე რა ზეთი მტკივან ადგილებზე, გამოვჯანმრთელდი, ჩემს ქალიშვილს კი თვალები წყლით მოვბანე, რის შემდეგაც ტკივილის შეუჩერდა.

7.

ყუბანის მხარის მცხოვრები ეკატერინე ხუდისოვა ძლიერი თავის ტკივილების შედეგად სავსებით დაბრმავდა. დედამ იგი საროვოში წაიყვანა. შუაგზაზე მხედველობა უუმჯობესდებოდა, საროვოში მისვლისას კი სავსებით დაუბრუნდა მამა სერაფიმეს ლოცვით.

8.

სერაფიმო-დივეევოს მონასტრის 40 წლის მორჩილი ნატალია პუშკინა 7 წლის განმავლობაში იტანჯებოდა სისხლდენით. ის ფეხით მივიდა სერაფიმო-პონეტაევკოს მონასტერში, რის შემდეგაც სისხლდენა შეუჩერდა. ცოტა ხანში მუცელში მას განუვითარდა სიმსივნე, რომელიც 5 წლის განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. ის ძლივს დადიოდა და მოხრა უჭირდა. ექიმმა მისი ავადმყოფობა უკურნებელად ჩათვალა და ოპერაციის გაკეთება ურჩია. ნატალიამ ყველა იმედი ღმერთზე დაამყარა. ახლოვდებოდა მამა სერაფიმეს გარდაცვალების დღე და მან გადაწყვიტა, საროვოში გამგზავრებულიყო. მონაზონ თებრონიასთან ერთად ის ფეხით წავიდა საროვოში, თუმცა იღლებოდა და ძალიან უჭირდა. აქ ის მივიდა საფლავზე, აღსარება თქვა და ეზიარა. ღამით სენაკში წავიდნენ დასაძინებლად. მონაზონმა თებრონიამ გასაღებით გადაკეტა კარები. ღამით ნატალია გააღვიძა კარების ხმამ. იგრძნო, ვიღაც შემოვიდა ოთახში. მან იფიქრა, რომ მორჩილი აღვიძებდა დილის ცისკარზე და საბანი გადაიფარა თავზე. უცებ ვიღაც შეეხო მარჯვენა მხარზე და უთხრა: „შენ მოხვედი საწყალ სერაფიმესთან განსაკურნებლად, 3-ჯერ განიბანე ჩემს წყაროში და გამოჯანმრთელდები“. შემდეგ მოესმა ფეხის ხმა, რომელიც ნელ-ნელა შორდებოდა. ნატალიან სასწრაფოდ გადაიძრო საბანი და დაინახა რაღაც უჩვეულო, მაგრამ სასიამოვნო ნათელი. მან მღელვარებით გააღვიძა თებრონია და ყველაფერი მოუთხრო. მისცვივდნენ კარებს. იგი შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა. ნატალია მიხვდა, რომ თვით მამა სერაფიმემ ინახულა. მან შეასრულა ბერის დარიგება და 3-ჯერ განიბანა წყაროზე, რის შემდეგაც მისი სიმსივნე გაქრა.

9.

სერაფიმო-დივეევოს საქველმოქმედო ნაწილში მცხოვრები 70 წლის მოხუცი ევდოკია პრიკოტი 1903 წლის 30 იანვარს განიკურნა სიბერით გამოწვეული ავადმყოფობისაგან. მას რევმატიზმი სტანჯავდა და ფეხები უსივდებოდა. ტკივილები იმდენად აწუხებდა, რომ ძლივს დადიოდა. იგი გულმხურვალედ ევედრებოდა მამა სერაფიმეს განკურნებას და ფეხებზე წყაროს წყალს ისხამდა. ევდოკია გრძნობდა, რომ ყოველი წყლის დასხმის შემდეგ ფეხები ეწვოდა. მალე ყველას გასაკვირად, ჯოხისა და სხვების დაუხმარებლად დაიწყო სიარული. ფეხებზე სიმსივნე ჩაუცხრა და სასებით გამოჯანმრთელდა.

10.

16 წლის ქალიშვილი სოფ. ვერტანოვოდან პრასკოვია კისელევა გაცივდა და ორი წელი ავად იყო. ფეხები ისე დაუსუსტდა, რომ ვერ დადიოდა. გოგონა მუდმივად იწვა ღუმელზე და იშვიათად მიჰყავდათ საკაცით დივეევოში ბებიასთან. ავადმყოფს სულ უნდოდა წასვლა საროვოში, მაგრამ არ ხერხდებოდა, რადგან მამამისს ცხენები არ ჰყავდა.

1903 წელს გოგონა წაიყვანეს ბებიასთან, მას ჩაეძინა ღუმელზე და სიზმარში ხედავს მამა სერაფიმეს: „აი, შენ უკვე მესამედ აპირებ წასვლას საროვოში, მაგრამ არ მიდიხარ“. გოგონამ უპასუხა, რომ არა აქვს მგზავრობის ფული. ბერმა უთხრა: „რაიმე გაყიდე და ამ ფულით საროვოში წადი, იბანავე წყაროზე და იყიდე ორი სეფისკვერი, ერთი შეჭამე, მეორე შეინახე ბრწყინვალე ორშაბათამდე“. ამ სიტყვებით მამა სერაფიმე გაქრა. გოგონამ გაიღვიძა და ბებიას მოუყვა ყველაფერი. ბებიამ იმწამსვე იქიარავა ცხენები და თავისი შვილიშვილი საროვოში წაიყვანა. მისვლისას ბებია წუხდა, როგორ გადმოეყვანა მარხილიდან ბავშვი, მაგრამ მისდა გასაკვირად, გოგონა თვითონ გადმოვიდა და ეკლესიაში წავიდა, შემდეგ მივიდა წყაროზე, იბანავა და სრულიად განიკურნა. სახლში დაბრუნებულმა ბავშვმა კვლავ იხილა მამა სერაფიმე, რომელმაც დალოცა ჯვრის გადასახვით.

11.

ტამბოვოს გუბერნიის 23 წლის გლეხი ანდრია ავად გახდა, გვერდები და მუცელი გაუსივდა. ექიმები ამბობდნენ, რომ გაციეული იყო და რევმატიზმი ჰქონდა. სწორ დიაგნოზს ვერავინ უსვამდა. ანდრიას კი ძალიან აწუხებდა თავისი ავადმყოფობა. მას ერთხელაც ჩაეძინა და ნახა სიზმარი: ვიღაც მოხუცი მისი საწოლის ირგვლივ ჯოხით დადიოდა. „ბაბუა, რას დადიხარ?“ - ჰკითხა ანდრიამ. „ანდრია, მოდი ჩემთან“ - უთხრა მოხუცმა. ანდრია მიუახლოვდა. უცნობმა თავზე მოჰკიდა ხელები და სამჯერ შეანჯღრია, შემდეგ დაახრევინა თავი და ჯვარი გადასახა. შემდეგ აკოცა მას და სთხოვა 15 კაპიკი, მაგრამ საბრალო ანდრიამ უპასუხა, რომ მას ფული არა აქვს. მაშინ ბერი კარებში გაჩერდა. „ბაბუა, მითხარი რა გქვია?“ - ჰკითხა ანდრიამ. „მე ხომ მამა სერაფიმე ვარ“ - ანდრია ფეხებში ჩაუვარდა ბერს და უთხრა: „მამაო, მე ბევრჯერ დავაპირე შენს უდაბნოში მოსვლა“. ამაზე ბერმა უპასუხა: „მოდით, მოდით ყველანი ჩემს ადგილზე“ და გაქრა. მან გაიღვიძა, მოუყვა ახლობლებს სიზმარი და ფეხით წავიდა საროვოში. აქ მან ერთი კვირა იცხოვრა, ეზიარებოდა, ბანაობდა წყაროზე, სიმსივნე ნელ-ნელა გაუჩინარდა და ძველი ძალა და ჯანმრთელობა აღუდგა.

12.

შიხანის მონასტრის (პენზის გუბერნია) კეთილმორწმუნე მონაზონი მელიტინა 1902 წელს ძალიან გაცივდა, რის შედეგადაც ყელის აუტალენ ტკივილებს გრძნობდა. ექიმმა ყელისა და ფილტვის კატარი დაუდგინა. ექიმების გულმოდგინების მიუხედავად ავადმყოფობა დღითი-დღე მწვავე ხასიათს იღებდა და ბოლოს ქრონიკულში გადაიზარდა. იგი ფილტვებიდან სისხლიან ნახველს იღებდა. ეზიარა და დაიწყო გულმოდგინე ლოცვა სერაფიმე საროველისადმი. ლოცვების დამთავრების შემდეგ დედა მელიტინამ ჩაიძინა. დილით სავსებით გამოჯანმრთელებულმა გაიღვიძა.

13.

ორლოვის გუბერნიის ქალაქ ლივნის მცხოვრებმა ნიკოლოზ პერეკალინმა განაცხადა, რომ სახეზე გაუჩნდა ჩირქოვანი მუწუკები, რომელთა რაოდენობაც დღითი-დღე იზრდებოდა. მან გამოიყენა მრავალი მალამო და წამალი, მაგრამ უშედეგოდ. დაიწყო გულმოდგინე ლოცვა ღირსი მამა სერაფიმესადმი. შემდეგ მიიღო საროვოს უდაბნოდან ჩამოტანილი სეფისკვერი და შესვა წყალი მამა სერაფიმეს საფლავიდან. საღამოს ჟამს მუწუკებს თავი უშრებოდა, დილას კი სავსებით გასუფთავდა.

14.

ექიმმა აპრაქსინმა მოგვითხრო სასწაულებრივი კურნების შესახებ.

მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ მემამულესთან ქვემო ნოვგოროდში. მისი გასინჯვისა და საუბრის შემდეგ, მთხოვა ასევე გამესინჯა მისი 13 წლის გოგონა, მანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ რევმატიზმით გახდა ავად. ავადმყოფობა ძალიან სწრაფად გაუმწვავდა, რასაც დაერთო მეორე, უარესი დაავადება - გულის შიდა გარსის ანთება, რასაც თან ახლდა კონვულსიური შეტევები. გოგონა ტკივილებისაგან იტანჯებოდა. მკურნალი ექიმები ყველა ღონეს ხმარობდნენ. უშედეგო მკურნალობის შემდეგ მშობლებმა მთელი იმედი ღვთის მოწყალებაზე დაამყარეს. მათ მიუტანეს ღვთისმშობლის ხატის წინ მლოცველი მამა სერაფიმეს გამოსახულება და უთხრეს: „მანია! ევედრე მამა სერაფიმეს, რომ განგკურნოს. თუ ლაპარაკი გიჭირს, გულში თხოვე, დაგეხმაროს“. ამ წუთიდან გოგონას კონვულსიის შეტევები შეუჩერდა. ძილში კი ამბობდა: „გამომეცხადა, გამომეცხადა“. ჯანმრთელობა უმჯობესდებოდა. როცა უკეთ იგრძნო თავი, გოგონამ თქვა, რომ გამოეცხადა მამა სერაფიმე და უთხრა: „ნუ გეშინია, გამოჯანმრთელდები“. შემდეგ დაამატა: „მე შენ პირველს არ გკურნავ. შენი ანიუტაც ავად იყო არზამასში და მე განვკურნე“. განცვიფრებულმა მშობლებმა ღმერთს მადლობა შესწირეს და აღუთქვეს, რომ მანიას გამოჯანმრთელებისთანავე საროვოში წავიდოდნენ. მათ მალე შეიტყვეს, რომ ანიუტა ქუნთრუშით ყოფილა ავად და მამა სერაფიმეს ლოცვით სწრაფად გამოჯანმრთელდა. მანიას გამოჯანმრთელების შემდეგ მადლიერმა მშობლებმა შეასრულეს თავიანთი დაპირება, მოილოცეს საროვო და დივეევო და შეუკვეთეს მამა სერაფიმეს პორტრეტი.

15.

1903 წლის მარტში ყაზანის სასწავლებლის პოლკოვნიკი ლებედევი ავად გახდა ფილტვების ანთებით. მას ახლობლებმა მისცეს მამა სერაფიმეს წყაროს წყალი და ქვის ნატეხი, რომელზეც მამა სერაფიმე ლოცულობდა 1000 ღამე. ქვა თავზე დაიდო და წყაროს წყლით დაასველა, რის შემდეგ შეწყვიტა ხველება და მდგომარეობა შეუმსუბუქდა, ცოტა ხანში სავსებით გამოჯანმრთელდა.

16.

მოსკოვის გუბერნიი გლეხი ილია გორუნოვი მოგვითხრობდა, რომ ძალიან სტკიოდა თვალები. 5 წლის წინათ უშედეგოდ გაიკეთა ოპერაცია, რის გამოც სავსებით დაკარგა მხედველობა ისე, რომ დღესა და ღამეს ვერ არჩევდა. მან გადაწყვიტა საროვოში ფეხით წასულიყო. დიდის გაჭირვებით გაემგზავრა საროვოსკენ. ერთი თვის შემდეგ 1903 წლის 29 მარტს მივიდა საროვოში. იმავე დღეს, იბანავა თუ არა წყაროს წყალში, ნათელი და ბნელი გაარჩია, 5 აპრილს კი განმეორებით იბანავა და მხედველობა სავსებით დაუბრუნდა.

17.

1903 წლის 4 ივლისს ქ. ვორონეჟის მახლობლად მცხოვრებმა ევდოკია კალბეშვინმა მოგვითხრო შემდეგი: მისი ქალიშვილი ვერა ავად გახდა ტიფოზური ცხელებით. ექიმების აზრით ის ვერ გადარჩებოდა. მომაკვდავთან მჯდარმა დედამ დაიძახა: „მამა სერაფიმე, განკურნე ჩემი შვილი, მე ვერ გადავიტან მის სიკვდილს, დავიღუპები“. ავადმყოფს ცოტა ხანში ჩაეძინა, მეორე დღეს გოგონა თავისით ადგა საწოლიდან და მესამე დღეს კი სავსებით გამოჯანმრთელდა.

18.

ჯარისკაცის ქვრივის 9 წლის ქალიშვილი უცნაურად დაავადდა: ფეხები მოეკეცა, ხელები ზეაღემართა და ისეთ მდგომარეობაში დარჩა, რომ თუ ბალიშებს არ შემოუწყობდნენ ირგვლივ, ვერც წვებოდა და ვერც ჯდებოდა. ამ მდგომარეობაში მყოფი 1902 წელს წაიყვანეს საროვოში. საროვოში მისვლისას დედამ 3-ჯერ განბანა წყაროზე. მესამე განბანვის შემდეგ გოგონამ თავისუფლად გაშალა ხელ-ფეხი და შეძლო დამოუკიდებელი მოძრაობა.

19.

ვიატკის გუბერნიის მცხოვრები ქვრივი ექვთიამია მელნიკოვა 50 წლის ასაკში პარალიჩით იტანჯებოდა. მისი ტანჯვა 6 წელიწადს გრძელდებოდა. ყველა კლინიკას მიმართა დახმარებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. ახლობლების რჩევით და დახმარებით, იგი განიბანა საროვოს წყაროზე და განიკურნა.

20.

სოფ. კოროვენკის მცხოვრები გლეხის ქალი ელენე კულმოზინა 5 წლის წინათ დაბრმავდა. 28 ივნისს იგი მთელი ღამე ცრემლებს ღვრიდა და ლოცულობდა სამრეკლოში მამა სერაფიმეს საფლავზე. ტირილის შეწყვეტისთანავე მხედველობა დაუბრუნდა.

21.

ხარკოვის გუბერნიის სოფ. დიდ პისარევკაში გლეხის ქალ ნატალია ლუსკოვას (30 წლის) დაბადებიდან თიაქარი აწუხებდა, ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ ქირურგიული ჩარევის შემდეგ უფრო უარესად დაავადდა. იგი წავიდა საროვოში, 3-ჯერ განიბანა წყაროზე და მესამე განბანვის შემდეგ სავსებით გამოჯანმრთელდა.

22.

ტამბოვოს გუბერნიის სოფ. ნოვოსპასკში მცხოვრები ანა ლოვეცკაია მტანჯველი რევმატიზმისგან საროვოს წყაროს მეშვეობით სავსებით განიკურნა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined20 Dec 2007
Posts24
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბოლო ჟამს მომრავლედებიანო ასეთი ადამიანები-გვასწავლის სახარება, ამათ ეშმაკი მაგრად აწუხებთ. ღმერთმა უშველოთ. სასწაულია თვითოეული ადამიანის მოვლინება ამქვეყნად, აბა კარგად დაფიქრდით. დაფიქრდით, დაფიქრდით .... აააააა, სასწაული თუ გინდა!!!!! შემდეგ მისი მისსსია ცხოვრებისეული და გარდაუვალი გარდაცვალება, რატომ ? რისთვის? აი, კიდევ სასწაული თუ გინდა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
წმიდა ბარბარეს სასწაულები
* * *
ზლატოვერხის წმიდა მიქაელის მონასტრის იღუმენი მღვდელმონაზონი თეოდოსი (საფანოვიჩი) იგონებს:
„1665 წელს მინახულა ერთმა კეთილშობილმა მოქალაქემ, გვარად სლუცკიმ, რომელმაც მოიტანა ვერცხლისაგან ჩამოსხმული ხელი და დაბეჯითებით მთხოვა, მომეთავსებინა იგი დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან. ასეთი თხოვნით გაოცებულმა ვკითხე, თუ რატომ უნდოდა ეს. ასე რა მიამბო მან: „მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ხელი ისე მომეგრიხა, რომ მისი გაშლაც არ შემეძლო და საშინლად ვიტანჯებოდი. ამ დროს გამახსენდა, რომ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებიდან იკურნება ყველა, ვინც მასთან რწმენით მიდის. და მეც მხურვალედ შევევედრე წმიდა დიდმოწამეს, მოერჩინა ჩემთვის ხელი და იქვე აღთქმა დავდე, რომ აუცილებლად წავიდოდი მისი წმიდა ნაწილების თაყვანსაცემად. ძალიან მალე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მეოხებით ჩემი დაგრეხილი ხელი სრულიად განიკურნა. ახლა მე მოვედი აღთქმის შესასრულებლად, რათა თაყვანი ვსცე მის წმიდა ნაწილებს და მადლობა შევწირო ხელის მორჩენისთვის; ამიტომ მოვიტანე ეს ვერცხლისაგან გაკეთებული ხელი ჩემი ხელის აღსანიშნავად, რომელიც დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილების საშუალებით განიკურნა“.
* * *
„1660 წელს, ძმათაშორის ომის დროს, ძალიან შეშინებული და შეშფოთებული ვიყავი ჩვენი მონასტრის სიმწირითა და იმ საფრთხით, რომელიც ბერებს ემუქრებოდა. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა და მესიზმრა, ვითომ ვდგავარ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან და ვხედავ მას ზეითუნის ზეთში მწოლიარეს. წმიდანი მეუბნება: „ნუ გეშინია, მე თქვენთანა ვარ“. გაღვიძებულმა დავიწყე ახსნა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ჩემს მიერ სიზმარში ნანახი ზეთი და წმ. დიდმოწამის ნათქვამი სიტყვები. საღმრთო წერილში, ვმსჯელობდი ჩემთვის, ზეთი წყალობას ნიშნავს; ე.ი. წმიდა დიდმოწამის ზეთით სავსე განსასვენებელი ნიშნავს, რომ მისი ლოცვის წყალობით ჩვენს მონასტერს საფრთხე და სიღარიბე არ ემუქრება და ის გადარჩება, რაც მართლაც აღსრულდა სინამდვილეში“.
* * *
ერთხელ, ქრისტეშობის მარხვის წინ, ორი ჯარისკაცი, ანდრია და თეოდორე, მივიდა წმიდა მიქაელის ეკლესიაში. მათ დაინახეს წმიდა ბარბარეს ნაწილებზე ძვირფასეულობა და მდიდრული სამკაულები და გადაწყვიტეს მათი მოპარვა. ამ მიზნით ისინი ღამით მიიპარნენ ეკლესიასთან და თან წაღებული იარაღების საშუალებით გააღეს ეკლესიის სამხრეთის კარები. შევიდნენ თუ არა, განსასვენებლისკენ გაეშურნენ, რომელშიც წმიდანის ნაწილები იყო ჩასვენებული. მაგრამ როგორც კი მას მიუახლოვდნენ, მოხდა რაღაც საშინელი და საოცარი: მოულოდნელად მათზე მეხმა დაიჭექა და განსასვენებლისგან მთელი გროვა ნაპერწკლებისა დააცვივდათ თავზე. ბოროტმოქმედები შიშისაგან მიწას დაენარცხნენ: ერთი დაყრუვდა, ხოლო მეორე - შიშისაგან შეიშალა. ასე დაისაჯა მათი მკრეხელობა! დაყრუებული ჯარისკაცი მალე მოეგო გონს და შიშითა და თრთოლვით გაიყვანა ეკლესიიდან თავისი შეშლილი ამხანაგი, არც არაფერი წაუღია, კარიც დაკეტა და შინ დაბრუნდა. მან კარგად შეიგნო თავისი დანაშაული და დაინახა რა ყოველივეში ღვთის სასჯელი, გადაწყვიტა სინდისი მონანიებით განეწმინდა: წაიყვანა თავისი შეშლილი ამხანაგი იმავე ეკლესიაში და დაუფარავად მოუყვა თავისი დანაშაულის შესახებ მოძღვარს, მღვდელმონაზონ სიმონს. მოძღვარმა ურჩია, რომ ამიერიდან წესიერად ეცხოვრა, ხშირად ელოცა თავის ამხანაგთან ერთად წმიდა დიდმოწამის ნაწილებთან იმ იმედით, რომ მისგან განკურნებას მიიღებდა და გაუშვა ორივენი თავის გზაზე. ამის შესახებ, ლიტურგიის ჩატარებამდე, მან უამბო ამავე მონასტრის იღუმენს, მღვდელმონაზონ თეოდოსის. ეს სასწაული მოხდა 1668 წელს.
* * *
1669 წლის 12 აგვისტოს, ვინმე ჯარისკაცმა, რომელიც მიეახლა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ნაწილებს და მოწიწებით სცა თაყვანი, იქ მყოფებს ასეთი რამ უამბო:
„ერთ დროს მე ჩემს ამხანაგებთან ერთად თათრების თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. თათრებმა ბევრი დახოცეს, ხოლო დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ მე გადავრჩი რაღაც სასწაულით. და აი, როცა ღმერთს მადლობას ვწირავდი გადარჩენისათვის, გამომეცხადა წმიდა ქალწული ბარბარე, ზუსტად ისეთივე სახითა და გვირგვინით, როგორც აქ არის და მითხრა: „იცოდე, რომ მე ვარ მოწამე ბარბარე და ეს მე გიხსენი თათრებისაგან“. ამიტომაც მოვედი აქ, რათა მადლობის ნიშნად თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებს მფარველობისათვის“.
* * *
კიევის ერთი ღვთისმოსავი მოქალაქე, სახელად იოანე, მძიმედ დაავადდა ციებ-ცხელებით. დიდხანს იტანჯებოდა და ერთხელ გაახსენდა იმ მრავალრიცხოვანი განკურნებების შესახებ, რომლებიც დიდმოწამე ბარბარესადმი ლოცვებით ხდებოდა. მან გადაწყვიტა, მაშინვე გამგზავრებულიყო წმინდა ნაწილების მოსანახულებლად, მაგრამ არათუ წასვლა, სარეცელიდან წამოდგომაც ვერ შეძლო. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სთხოვა თავის ახლობელს გამგზავრებულიყო წმიდა მიქაელის ეკლესიაში და იქიდან მოეტანა წყალი, რომელიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხელს ესხმებოდა. მისი წასვლის შემდეგ იოანეს სიცხემ იმდებად აუწია, რომ ლამის სული განუტევა. შინაგანი მხურვალება იმდენად სწვავდა, რომ ენაც კი უშრებოდა. მისი საშინელი ტანჯვის დანახვაზე ახლობლები და ნათესავები ურჩევდნენ ავადმყოფს, დაელია რაიმე გამაგრილებელი სასმელი. მაგრამ მას იმდენად დიდი რწმენა ჰქონდა წმიდა დიდმოწამის მფარველობისა, რომ არ ისურვა მათი რჩევის შესრულება და თქვა: „სულიც რომ ამომხდეს ამ სნეულებით, მაინც არაფერს დავლევ, ვიდრე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხელიდან გადმომდინარე წყალს არ მომიტანენ“. აი, ასეთი დიდი იყო რწმენა სნეულისა! როცა ავადმყოფს წყალი მოუტანეს და დალია, მაშინვე იგრძნო ცოტაოდენი შვება და კეთილისმყოფელმა ძილმა დაუხუჭა თვალები, და ეს მაშინ, როცა მანამდე საერთოდ არ ეძინა. და აი, ესიზმრა, თითქოსდა დგას წმიდა მიქაელის ეკლესიაში და მის წინ გაჩნდა მშვენიერი ქალწული, გასხივოსნებული ზეციური ნათლით და ჰკითხა: „იცი, ვინა ვარ?“ სნეულმა უპასუხა: „არა, არ ვიცი“. ქალწულმა კი განაგრძო: „მაშინ იცოდე: მე მოწამე ბარბარე ვარ. ბევრს არ სჯერა, რომ ჩემი ნაწილები ამ მონასტერში განისვენებს, ახლა კი იცოდე, რომ ეს ჭეშმარიტად, რომ ეს ჭეშმარიტად ჩემი ნაწილებია და ყველას უქადაგე, რომ ამის სწამდეთ; ხოლო იმის დასტურად, რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, შენ უკვე ჯანმრთელი ხარ“. ამის თქმაზე დიდმოწამე ბარბარე თვითონვე ჩაწვა განსასვენებელში, რომელიც ულამაზეს ადგილას იდგა. სნეულმა იოანემ კი, მაშინვე გაიღვიძა და ნახა, რომ სრულიად გამოჯანმრთელებულიყო. მან მადლობა უძღვნა უფალს და მკურნალ წმიდა ბარბარეს და ყველაფერი უამბო თავის ძმას, იღუმენ თეოდოსის და იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს წმიდანის ნაწილებთან იმყოფებოდნენ. ეს სასწაული მოხდა 1670 წელს.
* * *
1710 წელს მალაროსიაში საშინელი და გამანადგურებელი ეპიდემიის დროს, როცა ზედიზე 10 თვის განმავლობაში მძვინვარებდა შავი ჭირი კიევსა და მის გარეუბნებში, ქუჩები და მონასტრები დაცარიელდა, მხოლოდ წმიდა მიქაელის ეკლესიის ბინადართ არ შეხებია ეს დამღუპველი და სიკვდილის მომტანი სენი და არავინ გარდაცვლილა ბერთაგან, თუმცა მონასტრის კარი მუდამ ღია იყო მომსვლელთათვის. ეს გარემოება მაშინ მიაწერეს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მფარველობას და დახმარებას. იგივე იქნა შემჩნეული მეორე ჭირიანობის დროს 1770 წელს და შემდეგ ქოლერის ეპიდემიისას.
* * *
ოდეღაც სოლოვკებში გადასახლებული მონაზვნები იხსენებდნენ, როგორ კვდებოდა იქ 1929 წლის 25 იანვარს ვორონეჟის მთავარეპისკოპოსი პეტრე (ზვერევი): „მეუფესთან ერთად პალატაში ერთი ვეტექიმი იწვა, მისი სულიერი შვილი. მეუფის გარდაცვალების დღეს, დილის 4 საათზე, მან რაღაც ხმაური გაიგონა, თითქოსდა ფრინველთა გუნდი შეფრენილიყო ოთახში. მან თვალები გაახილა და დაინახა წმიდა დიდმოწამე ბარბარე სხვა ქალწულებთან ერთად. ბარბარე მეუფის სარეცელს მიუახლოვდა და იგი აზიარა. მის მხლებელთა შორის ვეტექიმმა წმიდა მოწამე ანისია და დიდმოწამე ირინა შეიცნო. ნანახის შესახებ მან უამბო პოლტავის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ბასილს (ზელენცოვს) და სხვებს“.
* * *
ეპიფანიელი მოძღვარი, დეკანოზი მიხეილ ჩუდაკოვი (1923-1990) ახალგაზრდობაში მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედაც დაიჭრა, ხოლო მარჯვენა ხელი თითქმის მოეგლიჯა. მას რამდნიმე ოპერაცია გაუკეთეს და აი, ერთხელ, ჰოსპიტალში ყოფნისას, მას ესიზმრა, თითქოს ის ბრძოლის ველზეა, სროლები არ ისმის და იგი წევს უამრავ დაღუპულს შორის; და ამ სიჩუმეში ხედავს, როგორ მოაბიჯებს გრძელ სამოსში გახვეული ქალის ფიგურა ხელში თასით და თავზე ნათებით და თითოეულ მკვადთან იხრება. და მეომარმა იცნო: ეს იყო დიდმოწამე ბარბარე, რომელიც მიცვალებულებს აზიარებდა. როცა მოწამემ გვერდი აუარა, მან ჰკითხა, რატომ ისიც არ აზიარა. „იმიტომ, რომ ომის შემდეგ შენ თვითონ მიიღებ აღსარებას და აზიარებ“ - უპასუხა წმინდანმა. და მართლაც, ჩუდაკოვი მღვდელი გახდა, თანაც უქორწინებელი და ჰყავდა უამრავი სულიერი შვილი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
წმიდა დიდმოწამე გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები

სარკინოზთა დასჯა

წმიდა გიორგის სასწაულთა რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებით და წყალობით. წმიდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსრვაზე მოგვითხრობს შემდეგი საკვირველებით აღსავსე სასწაული:
პალესტინაში, წმიდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმიდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, ერთ დროს სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს, იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშს და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმიდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ამხილებს და ულმობელად და ულმობელად მურავს მათ“. ურჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ, ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმიდა გიორგის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულს და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი, ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი სანახავი თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და სტყორცნა წმიდანის დიდებულ ხატს. ისარი წამშივე უკუიქცა, მტყორცნელს გული გაუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია. დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმიდანის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცმული მეომრები გაიქცენენ. ვინც გადაურჩა მახვილით მოსრვას, მოუთხრობდნენ წმიდა გიორგის უძლეველ ძალაზე.
წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, 2003

მეფის ასულის ხსნა
ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმიდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაც ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი ქრისტიანების მიმართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა უზარმაზარი გველი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, რომ იგი არ ეძებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისათვის შესაწირად და როდესაც ჯერ მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული იყო გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით პატარძალივით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისათვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინიოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმერთის განგებულებით, დიოკლეტიანე მეფემ დაითხოვა ჯარი და სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმიდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და რა იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმიდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც. მაშინ ქალმა მოუთხო თავისი გასაჭირის შესახებ. წმიდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდა მამამისი და მისი ქვეშევრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“, - უპასუხა ქალმა. როდესაც წმიდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მცეხისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრება, ჰყავ რაჲცა გნებავს, მე შენთანა ვარ“.
უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა „აქაურობას გაეცალეო“. ხოლო წმიდა გიორგი ვეშაპის შესახვედრად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“. როგორც კი ეს თქვა, სულიწმიდის შეწევნით და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი დაეცა წმიდანის ფეხებთან. წმიდა გიორგიმ უბრძანა ქალს, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისათვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლად ძლიერი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ“.
მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშევდრომებმა: „გვწამს, მამა და ძე და სული წმიდა“. წმიდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მეფეს დაუბრუნა. ქალაქის მაცხოვრებლების დამხნენ წმინდანის წინ და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს. მაშინ წმიდა გიორგის მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთმა ათასმა კაცმა ნათელ იღო. მეფემ ააშენა ძვირფასი ტაძარი ჭეშმარიტი ღმერთის სადიდებლად. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმიდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომელიც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმიდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებაზე და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.
წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, 2003 წ.

წმიდა გიორგის თანამებრძოლობა ქართველთა ლაშქარში
1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.
ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ“...
უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. მაგრამ რაც უფრო მნიშნვნელოვანია, „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა“.
დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.
წმიდა გიორგი იბრძოდა ხილულად ქართველთა ლაშქარში შაჰ-აბასის წინააღმდეგაც, XVII საუკუნეში. მემატიანე მოგვითხრობს, რომ „ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავალად მათდა“.
წმინდათა ცხოვრება, თბილისი, 2001 წ.

შავნაბადას წმიდა გიორგი
წმიდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას.
წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, 2003

დიდმოწამე გიორგი ყრმას ტაძარში აცილებს
ღირსი თეოდორე სიკიოტელი (VII ს.) 10 წლისა იყო, როდესაც მასთან ყოველ ღამე დიდმოწამე გიორგი მოდიოდა, აღვიძებდა და ეუბნებოდა: „თეოდორე, უკვე გათენდა და დადგა დილის ლოცვების დრო, ადექი და წამოდი წმიდა გიორგის ტაძარში“. ყრმა მყისვე სიხარულით დგებოდა. თავიდან წმიდა გიორგი ყრმას სტეფანეს (თეოდორეს ოჯახის წევრი) სახით ევლინებოდა, შემდეგ კი საკუთარი სახით ეცხადებოდა. ყოველდღე აღვიძებდა და აცილებდა ეკლესიისაკენ.
გზაში ეშმაკებს უნდოდათ ყრმის შეშინება, რისთვისაც ისინი მგლებად ან სხვა ცხოველებლად იქცეოდნენ და მისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ წმიდა გიორგი მიუძღოდა ბავშვს, ამხნევებდა და შუბით დევნიდა საშინელ მოჩვენებებს.
თეოდორეს ოჯახის წევრები დილით ვერ პოულობდნენ ბავშვს საწოლში. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ იგი ღამღამობით ეკლესიაში დადიოდა და უკვირდათ, რატომ ვერ იგებდნენ, თუ როდის დგებოდა ყრმა საწოლიდან.
დედას ეშინოდა, რადგანაც შეიძლებოდა, რომ ბავშვი მგელს შეეჭამა. ხმა დადიოდა, რომ ერთი მგელი იტაცებდა არა მხოლოდ საქონელს, არამედ პატარა ბავშვებსაცო. მზის ამოსვლამდე სახლიდან გასვლა სასტიკაც აუკრძალა დედამ შვილს. თუმცა ნეტარმა ყრმამ დედას ყური არ უგდო და წმიდა გიორგის მიერ გაღვიძებული ჩვეულებრივ დროს, წავიდა ეკლესიაში.
ერთხელ, გათენებისას, დედამ თეოდორე სახლში რომ ვერ ნახა, გაბრაზებული წავიდა ეკლესიაში, თმებით გამოიყვანა ყრმა, სახლში ჩაკეტა და აღარსად უშვებდა. საღამოს კი მაგრად გაკოჭა, რომ ვერსად წასულიყო.
ღამით თეოდორეს დედასა და ოჯახის სხვა წევრებსაც ხმალშემართული წმიდა გიორგი გამოეცხადათ, რომელიც იმუქრებოდა: „თავებს მოგკვეთთ, თუ ყრმას კიდევ სცემთ და ჩემთან მოსვლას დაუშლითო“.
სიზმრისაგან შეშინებულმა ქალებმა ერთმანეთს უამბეს ნანახი და წმინდა დიდმოწამე გიორგის მუქარა. როდესაც გაიგეს, რომ ყველამ ერთიდაიგივე იხილა სიზმრად, უფრო შეშინდნენ, მყისვე გახსნეს ყრმა და ფერება დაიწყეს. შემდეგ დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ეშინოდა თეოდორეს მხეცებისა, როდესაც გათენებამდე ეკლესიაში მიდიოდა. ყრმამ უპასუხა: „ყოველ ღამეს ნათელი ყმაწვილი მაღვიძებს და ეკლესიაში მივყავარ, გზაზე კი საფრთხისაგან მიფარავს“.
ოჯახის წევრების მიხვდნენ, რომ ყრმას ევლინება და მფარველობს წმინდა გიორგი. ამის შემდეგ ისინი წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ თეოდორეს, მთლიანად მიენდვნენ უფალს და ამბობდნენ: „დაე, იყოს ნება უფლისა!“
„სასწაულები და ხილვები წმინდა მამათა ცხოვრებიდან“, თბილისი, 2003 წ.

წმიდა გიორგის დახმარება
გიორგი მთაწმინდელი ათონის წმიდა მთას მიემგზავრებოდა. დიდი მდინარე გადაეღობა გზად. ბერმა ადიდებული წყლის გადალახვა ვერ შეძლო - მღვრიე ტალღები დანთქმას უქადდა.
მაშინ გამოეცხადა მას თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი და უთხრა: „შემოდი მდინარეში, ნუ გეშინია!“ - მოჰკიდა ხელი და მშვიდობით გადაიყვანა მეორე ნაპირზე, თვითონ კი უმალ უჩინო იქმნა.
„რომელმან წყალთა შინა სიკვდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო“ - მადლიერებით იხსენებდა შემდგომ ღმრთის დიდი სათნომყოფელი ბერი, რომელზეც მომავალში იტყვის მთელი ქართველობა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგვივლინა ესევითარი კაცი მაცხოვნებლად სულთა ჩვენთა“.
ქრისტიანული მოთხრობები საქართველოს ისტორიული წარსულიდან, თბილისი, 2002 წ.

მუსულმანის მოქცევა
დიდი ხნის წინ, როდესაც თურქებმა სირია დაიპყრეს, ეკლესიაში წმიდა გიორგის ხატის წინ ერთი მღვდელი ლოცულობდა. ამ დროს ეკლესიაში შევიდა დიდგვაროვანი თურქი თავისი ამალით, დაუწყო დაცინვა მღვდელს და ხატს ისარი ესროლა, მაგრამ ისარი, ღმერთის ნებით, ხატს ასცდა და დიდგვაროვანს მოხვდა ხელში. შეშინებულმა თურქმა მიმართა მღვდელს თხოვნით, რომ დახმარებოდა მას დასიებული ხელის მორჩენაში. მღვდელმა აუხსნა ურწმუნო ადამიანს, რომ ჩვენ ხატთან წმინდანის წინაშე ვლოცულობთ, და ხატებს პატივს ვცემთ არა როგორც ღმერთებს, არამედ როგორც ღმერთის მსახურთა გამოსახულებებს, რომლებიც ხატის საშუალებით სასწაულებს ახდენენ. ერთ-ერთი სასწაულის თვითმხილველი თვითონ დიდგვაროვანიც გახდა.
თურქმა წაიღო სახლში წმიდა გიორგის ხატი, აუნთო მთელი ღამით კანდელი და დილას ნატკენი ხელი დაიზილა კანდელის ზეთით. მოხდა აღუწერელი სასწაული: ხელი მაშინვე შეუხორცდა. გაოგნებულმა მუსულმანმა წამოიძახა: „შეთხოვე შენს ღმერთს ჩემი ხსნა და მე ვიქნები მისი მონა“. შემდეგ ჩაუვარდა ფეხებში მღვდელს და ითხოვა მონათვლა. მართლაც, ღამით ჩუმად მოინათლა მუსულმანი. მეორე დილას კი მოედანზე გავიდა და საქვეყნოდ აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც მუსულმანების ბრბომ ჩაქოლა.
საბავშვო საეკლესიო კალენდარი, 2002 წ.

გატაცებული ყმაწვილის დაბრუნება ოჯახში
მოგეხსენებათ, ჩვენში ერთ დროს ძალიან იყო გავრცელებული ყმაწვილების მოტაცება და გაყიდვა უსჯულოებზე. ასე მიჰყიდეს ერთი ბიჭი ფაშას, რომელმაც იგი დაიყენა თავისთან. ყოველ ღამით ბიჭს მასთან შემოჰქონდა თასით წყალი და ფეხს ბანდა. ბიჭი მორწმუნე ოჯახში იყო გაზრდილი და ისე არ დაწვებოდა, რომ არ ელოცა. ერთხელაც წააწყდა წმიდა გიორგის ხატს და ძალიან გაიხარა. წმიდა გიორგის მთელი მისი ოჯახი სცემდა თაყვანს და ოჯახის მფარველადაც მიაჩნდათ. ბიჭს მისდამი ცოცხალი რწმენა ჰქონდა. იგი მთელი გულითა და არსებით შეევერდა ხატს დახმარებოდა და ოჯახში დაებრუნებინა. და მოხდა საოცრება: საღამოს, როცა წესისაებრ იგი ფაშას ოთახისაკენ თასით ხელში გაეშურა, უეცრად საკუთარ სახლში, მამამისის ფეხებთან აღმოჩნდა. ასე აუსრულა წმიდა გიორგიმ გულისწადილი ბიჭს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნეტარი მატრონას მიერ აღსრულებული სასწაულები

1942 წელს მოსკოვი შიმშილობდა. ქუჩაში თოვლი მუხლებამდე იდო. მე და დედას ძალიან გაგვიჭირდა. ჩემმა უფროსმა თანამშრომელთან ერთად მივლინებით რიაზანში წასვლა შემომთავაზა, ნივთების პროდუქტებზე გადასაცვლელად. მე ვიუარე იმ საბაბით, რომ ასეთი რამე არ მეხერხებოდა. მატრონამ მითხრა:
„გაემგზავრე, ნუ გეშინია, გაემგზავრე, ყველაფერს შეძლებ და სახლში ღვთის ფრთებით მოფრინდები. მე შენთვის ვილოცებ.“ გავემგზავრე. რიაზანში ვერაფერი გადავცვალე. ჩავედი რიაჟსკში. სოფელ-სოფელ ვიარეთ და როგორც იქნა ციგები პროდუქტებით დავტვირთეთ. დილით ადრე ავდექით და გზას დავადექით. დაახლოებით სამი კილომეტრი გავიარეთ. ძლივს მივარღვევდით მუხლებამდე თოვლს. ვექაჩებოდით ციგებს და უცბათ ორივენი სანგარში ჩავცვივდით. ძალაგამოცლილები ძლივს ვსუნთქვდით. გონს რომ მოვსულიყავით, თოვლის ჭამა დავიწყეთ. უცბად სასოწარკვეთილმა შევყვირე: „წმინდაო ნიკოლოზ, მიშველე, ვიღუპები!“ წამიც არ გასულა, ჩემმა თანამგზავრმა თავი წამოსწია და თქვა: „შეხედეთ, შეხედეთ, რაღაც შავი წერტილი გვიახლოვდება.“ პასუხის გაცემაც კი ვერ მოვასწარი, ვხედავ, ცხენიანი მარხილი გვიახლოვდება. ღირსეული გარეგნობის, შავ ტანსაცმელში შემოსილი, თავზე შავსკუფია დახურული, დარბაისელი კაცი გადმოვიდა და გვეუბნება: „მე რატომღაც გზიდან გადავუხვიე, ალბათ, თქვენი გულისთვის.“ და აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარით, ისე დატვირთა ჩვენი ჩანთებით მარხილი. თან გვეკითხება: „საით გაგიწევიათ?“ „რიაჟსკამდე.“ ის: „თქვენ მიდიხართ რიაზანამდე, იქიდან რომ მოსკოვს გაემგზავროთ.“ ისეთი გახევებული ვიყავი, არც კი გამკვირვებია, საიდან იცოდა, სად მივდიოდით. „მე თქვენ რიაზანამდე მიგიყვანთ.“ ვიარეთ, ვიარეთ და მოხუცმა თქვა: „ღამის გასათევად გავჩერდეთ.“ გაშლილ მინდორზე, მოულოდნელად მუხის მორებით შეკრული სახლი გამოჩნდა. „შედით ქოხში.“ შევედით. ქოხი ცარიელია, მარჯვნივ კუთხეში კედელზე ხატებია მოთავსებული; დგას მაგიდა. მაგიდის წინ, გრძელთმიანი, ფერმკრთალი მოხუცი იდგა მუხლებზე და ლოცულობდა. ჩვენთვის მას ყურადღება არ მოუქცევია, არც ხმა გაუცია. უცბად აგიზგიზებული ღუმელი დავინახეთ და გასათბობად მივცვივდით. ამდენი განცდისა და სიცივისაგან აკანკალებულები ღუმელს ჩავეხუტეთ. იქვე დავსხედით და ჩაგვეძინა. დილით ადრე გზას გავუდექით. მოხუცი, რომელიც მარხილს მართავდა, არ ლაპარაკობდა. სადგურზე მიგვიყვანა. ჩემი ციგა აიღო: „ჩქარა, ჩქარა, მოსკოვის მატარებელი უკვე გადის.“ მატარებელთან მივედით, მაგრამ იმდენი ხალხია, ბაქანი და ვაგონები გადაჭედილია. შესასვლელში მამაკაცები დგანან. შიგნით არავის აღარ უშვებენ. ჩვენმა მოხუცმა ხელის აწევით ანიშნა და მიმართა: „აბა, გაიწ-გამოიწიეთ და ესენი ვაგონში შეუშვით.“ ასვლაშიც დაგვეხმარნენ და ჩვენი ბარგიც აიტანეს. ისეთი დაღლილი და გაოგნებული ვიყავი, მოხუცითვის მადლობაც არ მითქვამს. არც დავმშვიდობებივარ. ჩამოვედით სახლში. მატრონა მეკითხება: „აბა, მითხარი, ვისი ფრთებით მოფრინდი?“
წლები გავიდა, სანამ ამ კითხვის პასუხს მივხვდი. ბინა გამოვიცვალეთ და მედვედკოვოში გადავსახლდით. ღვთისმშობლის წმინდა საფარველის სახელობის ეკლესიაში წავედი. სანთელს ვანთებ წმინდა ნიკოლოზის ხატთან და... უცებ გონება მინათდება: „ღმერთო, ხატზე გამოსახული წმინდანი და მოხუცი ხომ ის არის, ის, ვინც იქ, ტრამალზე, თოვლში დაგვეხმარა.“ მას შემდეგ გული მადლიერების გრძნობით ამევსო და წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მთელი ჩემი ძალით შევიყვარე.
დიდი დრო გავიდა ამ ამბის შემდეგ და ახლა გაკვირვებული ვუსვამ ჩემს თავს კითხვებს: „როგორ შეძლო ასე სწრაფად ციგამ ჩვენთან მოსვლა, იმ გადათხრილ, თოვლით სავსე ტრამალზე? როგორ გამოჩნდა დახმარება მაშინ, როგორც კი შველა წმინდა ნიკოლოზს შევთხოვე? რა სახლი იდგა იქ, იმ ტრამალზე? საიდან იცოდა მეეტლემ, საიდან ვიყავით და მატარებლის გასვლამდე როგორ მოვასწარით მისვლა? ვინ იყო ის მოხუცი, რომელიც ქოხში ხატებთან ლოცულობდა? და საერთოდ, იყო კი ქოხი?“
როგორ მეცოდებიან ის მცირედმორწმუნე ადამიანები, რომელბსაც ეჭვი ეპარებათ იმ სასწაულებში, ჩვენს დროში რომ ხდება.
ზინაიდა ვლადიმერის ასულ ჟდანოვას მონათხრობი
* * *
1950 წლის 6 იანვარს დამაპატიმრეს ორმოცდამეთვრამეტე მუხლით: „საეკლესიო მონარქიული დაჯგუფება.“ დაკითხვაზე ძალიან ვიღლებოდი. დედა მატრონამ იცოდა ჩემი პატიმრობის შესახებ და უხილავად მეხმარებოდა. „იქ“ ვერაფერს მიმტკიცებდნენ. ჩემთვის მოიწვიეს ჰიპნოზის სპეციალისტი და მისი ზემოქმედებით ერთ-ერთ ოქმს ხელი მოვაწერე. (საშინელებაა, როცა ამას ვიგონებ)! ის ჩემგან ყოველთვის ითხოვდა თვალებში ყურებას და მიმეორებდა: „თქვენ დამნაშავე ხართ! თქვენ დამნაშავე ხართ.“ მე ვგრძნობდი, რომ კონტროლს ვკარგავდი. ისინი დიდი დანაშაულის დაბრალებას ცდილობდნენ. ერთ დღეს ხელის მოსაწერად კიდევ ერთი ოქმი მომცეს. თვალებს არ დავუჯერე... ომიდან ახლადდაბრუნებულ ძმას, საშინელ ბრალდებას ვუყენებდი. მივხვდი, რომ ხელი მაშინ მომაწერინეს, როდესაც ჰიპნოზის ქვეშ ვიმყოფებოდი. ჩემი ხელმოწერა სასწრაფოდ გადავშალე. ვიცოდი, ჰიპნოზის სეანსები კვლავ გაგრძელდებოდა და ლოცვა გავაგრძელე. უცებ გამახსენდა მამაჩემის სიტყვები: „ჰიპნოზის წინააღმდეგ 90-ე ფსალმუნი უნდა წაიკითხო.“ - კამერაში ვიპოვე ქალი, რომელმაც ეს ფსალმუნი იცოდა. დახმარება ვთხოვე. საღამოსთვის ეს ლოცვა უკვე ზეპირად ვიცოდი. ღამით კვლავ დაკითხვაზე გამომიძახეს იგივე ადამიანი ჩემგან ითხოვდა, თვალებში მეცქირა მისთვის. მეც უშიშრად ვუყურებდი თვალებში. გონებაში კი 90-ე ფსალმუნს ვიმეორებდი. ჰიპნოზიორი თანდათანობით მდგომარეობიდან გამოდიოდა და მიყვიროდა: „შეწყვიტეთ ფიქრი!“ სიბრაზისაგან სახესა და ხელებზე ვენები დაებერა. ბოლოს ერთიანად გაოფლიანებული, გაწითლებული ტყავის დივანზე გაიშხლართა და აღმოხდა: „მე უძლური ვარ, არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია.“
ერთ-ერთი ყველაზე რთული დაკითხვის შემდეგ გამომძიებლის ოთახში იატაკზე მწოლიარე მოვედი გონს. აზროვნება ნელ-ნელა მიბრუნდებოდა და ქუთუთოებზე თუჯისებრ სიმძიმეს ვგრძნობდი. ყურში ძლივს მესმოდა ხმები. როგორც ჩანს, ექიმი გამოიძახეს. თავზე მზრუნველი ხელის გადასმა ვიგრძენი და მესმის: „რა უყავით!“ ქვედა ყბა ჩამოვარდნილი მქონდა. ექიმი ცდილობდა მის ჩასმას. ისევ დავკარგე გონება. გონს რომ მოვედი, ისევ სკამზე დამსვეს. რამდენ ხანს გაგრძელდა ასე, არ მახსოვს. შემდეგ ორი ჯარისკაცი შემოვიდა, იღლიებში ამომიდგნენ, დერეფანში გამათრიეს, კამერაში საწოლზე გარდიგარდმო დამაგდეს, თან ისე, რომ თავით გადმოკიდებული ვიყავი. განძრევის თავიც კი არ მქონდა. სისხლი თავში მომაწვა, მაგრამ საწოლზე მაინც ვერ ვსწორდებოდი. გონებაში მხოლოდ ერთი ლოცვა მიტრიალებდა: „ღმერთო მიშველე, ღმერთო მიშველე“ და უცებ მესმის ხმა, თანაც მკაცრი: „გახსოვდეს, ღმერთი მოწყალეა, ღვთის მიმართ ლოცვა არასოდეს არ იკარგება.“ თითქოს ძალა მომეცა, ღვთის დახმარებით ლოგინზე გავსწორდი და ისევ ბურანში გავეხვიე. ამის მერე კიდევ ბევრი საშინელება გადავიტანე ციხესა და ბანაკში, მაგრამ დედა მატრონას ლოცვით ცოცხალი გადავრჩი. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარი ამბავი მინდა გიამბოთ. როდესაც დამაპატიმრეს, დედაჩემმა დამშვიდობებისას მატრონას მიერ ნაჩუქარი კვიპაროსის ჯვარი მომცა. როგორც პატიმარი, ჩელიაბინსკში არსებულ №1 ციხეში გამანაწილეს. კამერაში ორმოცდამეთვრამეტე მუხლით ისხდნენ ქურდი ქალები. ავძვერი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე. მძიმე ჰაერი იდგა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ირგვლივ სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ყველას უკვირდა, ცდილობდნენ გაეგოთ, რას ასდიოდა ეს სურნელი. მეც გაოცებული ვყნოსავდი ჰაერს. უცბათ ჩემს გვერდით მყოფმა ქალმა მითხრა: „თქვენგან მოდის ეს სურნელი, თქვენი ჯვარი გამოსცემს ამ სურნელს.“ ყველა მთხოვდა, ჯვარი მიმეწოდებინა, რათა ამ სასწაულში დარწმუნებულიყო. ჯვარს სასიამოვნო და ძლიერი არომატი ასდიოდა. ბევრმა ლოცვა და ტირილი დაიწყო. კამერის ბოლოში ხანშიშესული ებრაელი ქალი იჯდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: „მე ამის მსგავსი არაფერი მინახავს და არც გამიგონია, მომეცით, მომეცით, მეც ვუყნოსო!“ მასაც გადასცეს ჯვარი, მაგრამ როგორც კი სახესთან ახლოს მიიტანა, სურნელი მაშინვე შეწყდა.“
ღამით მატრონა ლოცულობდა ნახევრად მჯდომარე, წამოწოლილი თვლემდა. ერთხელ როდესაც მასთან დავრჩი ღამის გასათევად, ჩუმად ვუთვალთვალებდი: იგი წინ გადაიხარა და ვირაც უხილავს ელაპარაკებოდა დაბალი ხმით. უცბად შემობრუნდა ჩემს მხარეს და საყვედურით მომმართა: „აი, აი, აი, ასე რატომ იქცევი?“
ჩემი დაპატიმრების შემდეგ დედა მატრონამ კიდევ ორი წელი იცოცხლა; ნათელი იყო, თუკი ეკლესიურობისთვის დააპატიმრებდნენ, რა ელოდა მას. ამიტომ სულ ვლოცულობდი: დაე, მე დამაპატიმრონ, ოღონდ მატრონა არა.“ მზად ვიყავი, სიცოცხლე გამეწირა, ოღონდ მისთვის ხელი არ ეხლოთ.
და აი, ჩემი საქმის გამოძიებაც დამთავრდა. მისაღებში გამომიძახეს. მაგიდასთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა იდგა. მისი გარეგნობა იმდენად არ შეეფერებოდა იქაურობას, რომ მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ეს იყო სასიამოვნო, კეთილშობილი სახის ცისფერთვალება ახალგაზრდა. მან უხეშად დამიწყო ყვირილი და მოულოდნელად ჩურჩულით მეუბნება: „მატრონას გამო ნუ ინერვიულებთ, ის ცოცხალია და თავს ჯანმრთელად გრძნობს. ამჟამად ზაგორსკშია. ხალხს ისევ ღებულობს, როგორც ღებულობდა.“ და ისევ ყვირილი განაგრძო. რაც კი შემეძლო, თავი შევიკავე. სახე გავიქვავე, ეს მწველი სიხარული როგორმე რომ დამემალა. მივხვდი, რომ ცნობა მატრონას კარგად ყოფნის შესახებ სიმართლეს წარმოადგენდა. და უცბად გონება გამინათდა. გამახსენდა, რომ ეს ადამიანი დედაოსთან მყავდა ნანახი.
დედამ გადასახლებაში ყოფნისას მომწერა მატრონა უკანასკნელი სიტყვები:
„დაე, ნურავის შიში ნუ ექნება: არც წყალში ჩაიძირება და არც ცეცხლში დაიწვება. ეს ახსოვდეს ყოველთვის და ისე იცხოვროს, როგორც პარატა ბავშვმა, - ღმერთი თავად წარმართავს მის ცხოვრებას.“
მატრონა სიკვდილის შემდეგაც მეხმარებოდა. ჩემი მომავალი მეუღლე ბანაკში იხდიდა სასჯელს. სიზმარში მატრონა გამოეცხადა და თავისი ვინაობა გაუმხილა. ხელში ეჭირა ჭიქით ჩაი, რომელიც იქვე მაგიდაზე დადგა და ესაუბრა: „მოდი, ერთად დავლიოთ ჩაი. შენ ზინას კიდევ შეხვდები, მე - არასასოდეს.“ ამ სიზმრის შემდეგ ტუნდრაში გამაგზავნეს სამუშაოდ. ჩემს შესახებ ოჯახში არაფერი იცოდნენ. მატრონას სიზმრად გამოცხადებით კი დამშვიდდნენ. მიხვდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი.
მატრონას ღმერთის წინაშე თავისი ლოცვით შეეძლო ადამიანის ბედის შეცვლა. მასთან ცხოვრობდა სამი წლის ობოლო გოგონა, ნინა. ის ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა. თუკი ვინმე ტკბილეულს მოუტანდა, თავისთვის ვერ იმეტებდა, ინახავდა. და თუ ვინმე გაჭირვებული და შეწუხებული მოვიდოდა მატრონასთან, გოგონა კითხულობდა: „ჰყავს მას შვილიშვილები?“ და მთელ ტკბილეულს მათ აძლევდა. რაღაც განსაკუთრებული იყო ეს გოგონა. 7 წლის უნდა გამხდარიყო, ერთი კვირით ადრე კი მოულოდნელად დიფტერიით გარდაიცვალა. ყველამ ძალიან განვიცადეთ, ვტიროდით. მატრონამ გვითხრა: „ნუ ტირით, მას რომ ეცოცხლა, საშინელი ცხოვრება ექნებოდა. ის იქნებოდა უდიდესი ცოდვილი და სულს წარიწყმედდა. მე შემეცოდა ნინა და ღმერთს ვევედრე, რომ ბავშვი ამ ქვეყნიდან გაეყვანა.“ გავიდა დრო და მატრონამ გვითხრა: „პატარა ნინა ვიხილე, - ის სამოთხეშია.“
ზინაიდა ჟდანოვას მოგონება
* * *
სებინოდან ოთხი კილომეტრით დაშორებულ სოფელ უსტში ინვალიდი კაცი ცხოვრობდა, - ფეხები ჰქონდა წართმეული. დახმარება მატრონას სთხოვეს. „დაე ჩემთან თავისით მოვიდეს, როგორც მოახერხებს. თუ დილით წამოვა, შუადღის შემდეგ უკვე აქ იქნება.“
იმ კაცმაც რწმენით, რომ მატრონა აუცილებლად მოარჩენდა, ის ოთხი კილომეტრი ხოხვით გამოიარა. უკან კი თავისი ფეხით დაბრუნდა. მატრონამ განკურნა იგი.
ანტონინა ბორისის ასულ მალახოვას მოგონება
* * *
ცარიცინოში პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ეკლესია იყო. ბოლშევიკები ეკლესიის დასანგრევად და ზარის წასაღებად მოვიდნენ. მატრონამ თქვა: „კარგი, რადგან ასეა, თუ დანგრევას შეეცდებიან, ყველა ისე დაიღუპება, ტაძარში ვერც კი შევა.“ და, აი სამი კომკავშირელი შევიდა ტაძარში, იქ კი იმდენი წყალი იყო, ჩაძირვა დაიწყეს, დაიზაფრნენ. ვერაფერს მიხვდნენ, რა ხდებოდა. რაიონის აღმსასრულებელი კომიტეტიდან კიდევ ოთხი კაცი გამოგზავნეს. მათ გარედან სცადეს კიბით სამრეკლოზე ასვლა. უცებ საიდანღაც ვეება ფილა მოირღვა და ხალხი იმ სიმაღლიდან ჩამოცვივდა, ფილა ზემოდან დაეცათ და ყველა დაიღუპა.
ტაძარი დალუქეს, რამდენიმე ხნის შემდეგ, კვლავ მოვიდნენ, რაიონის აღმსარულებელი კომიტეტიდან, სურდათ, ენახათ, რა სასწაულები ხდებოდა ტაძარში. კარები გააღეს, შესვლა უნდოდათ, ვერ შეძლეს, კინაღამ გაიგუდნენ...
* * *
მატრონას ესტუმრა ერთი ქალი, რომლსაც თურმე ძალიან უნდოდა მონასტერში სალოცავად წასვლა, მაგრამ საამისო ფული არ გააჩნდა. მატრონამ მისი აზრები მაშინვე წაიკითხა: „მონასტერში გინდა და ფული არა გაქვს? გექნება, გექნება.“ რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც უცნობმა ქალმა მატრონას ასი მანეთი მოუტანა. მან ეს ფული იმ ქალს მისცა და უთხრა: „ხომ გინდოდა მონასტერში წასვლა, აიღე ეს ფული და გაემგზავრე.“ ქალს ძალიან გაუხარდა. არც ელოდა ასე სწრაფად თუ შეუსრულდებოდა სურვილი. გაემგზავრა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი ფული აღარ ჰქონდა. შემდეგ ეს ქალი რომ ჩამოვიდა, გვიამბო, რომ კონტროლიორები ამოწმებდნენ ბილეთებს. როცა ამ ქალთან მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ბილეთი არ ჰქონდა, უთხრეს: „ბილეთი არა გაქვს, ჩადი მატარებლიდან.“ ქალს გვერდით სამხედრო პირი ეჯდა. უცბად ამ კაცმა კონტროლიორებს მიმართა: „მე კორესპონდენტი ვარ. თუ ამ კაცს თავს არ დაანებებთ, მოსკოვში უმაღლეს ინსტანციებში გიჩივლებთ.“ ისინი მაშინვე შედრკნენ და ქალს შეეშვნენ. ჩამოსვლისთანავე ამ ქალმა მატრონას ნახვა და მადლობის გადახდა გადაწყვიტა. აიღო ჩანთა, ჩაალაგა ხახვი, კიტრი, კიდევ სხვა საჩუქრები და გაემგზავრა.
ჩვენ კი ამ დროს კერძს ვამზადებდით და ხახვი არ გვქონდა. მატრონა გვამშვიდებდა: „ახლავე, ახლავე, ოც წუთში ბაზარში წავალ და ხახვიც მექნება.“ ეს ქალი ზუსტად ოც წუთში მოვიდა და ხახვიც მოიტანა. მატრონა კმაყოფილი იყო: „აი, ხომ ხედავთ, ხახვი რა ჩქარა მოვიტანეო.“
* * *
1994 წლის დიდი მარხვის დროს ქალაქ კოლომენსკიდან მოსკოვში მამა სერგი ჩამოვიდა. თან ახლდა ამავე ქალაქის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მრევლი. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო, პანაშვიდი გადაეხადათ მატრონას საფლავზე და შემწეობა ეთხოვათ: კოლომენსკთან ახლოს, სადაც მართლმადიდებლებმა ჯვარი აღმართეს და სამრეკლო უნდა აშენებულიყო, ბაპტისტები თავიანთი ცენტრის აშენებას აპირებდნენ. ლოცვის ჩატარების შემდეგ მოძღვარმა მატრონას საფლავის მიწა წაიღო, რომელიც ლოცვით ჯერ ჯვრის, შემდეგ კი ამაღლებისა და გიორგიევსკის ტაძრის ირგვლივ მიმოაბნია (ამ ორ ტაძარს მუზეუმი ეპატრონებოდა და მორწმუნე ხალხს არ უთმობდა). ამის შემდეგ არც ბაპტისტების ცენტრი აშენდა და ამ ტაძრების მრევლისთვის გადაცემის საკითხიც ერთ კვირაში მოგვარდა. თვითონ მამა სერგი კი განიკურნა ისეთი ქრონიკული დაავადებისაგან, დიდი ხნის მანძილზე რომ აწუხებდა.
* * *
მოწყალე ღმერთი დედა მატრონას ლოცვით ჩემი ოჯახის განწმენდისა და ხსნის გზაზე დასაყენებლად დამეხმარა.
რამდენიმე ხნის წინ ხალხური მკურნალობის კურსები იმ იმედით დავამთავრე, რომ ჩემს ხალხს დაავადებებისგან განვკურნავდი. იმ პერიოდში ეკლესიაში იშვიათად დავდიოდი. ვიცოდი რამდენიმე ლოცვა. ხალხი ნელ-ნელა გებულობდა ჩემს შესახებ და პაციენტების რიცხვი თანდათან იზრდებოდა. მკურნალობის გასამრჯელოდ იმას ვიღებდი, ვინც რას მაძლევდა. აღებული ფული მე და ჩემს შვილს საკვებისთვის გვყოფნიდა. სეანსების დროს, სანთლებს ვანთებდი, ვიყენებდი ექსტრასენსული მკურნალობის მეთოდებს, ფსიქოთერაპიას. ყველა პაციენტი თუ ბოლომდე არ იკურნებოდა, მდგომარეობა მაინც უუმჯობესდებოდათ. დრო გადიოდა. ნელ-ნელა ჩემი საქმეები უკან-უკან წავიდა. თანაც ჩემს გოგონას დიდი ხნის ქრონიკული დაავადება გაუმწვავდა. ვერც მე და ვერც ჩემმა ნაცნობმა მკურნალებმა ჩვენი მეთოდების გამოყენებით ბავშვს შვებაც ვერ მივანიჭეთ. გოგონას მდგომარეობა თანდათან მძიმე ხდებოდა. ვერც კი შევნიშნე, ბნელი ძალების გავლენის ქვეშ როგორ მოვექეცი: ვკითხულობდი ოკულტურ ლიტერატურას, ვატარებდი სეანსებს, მაგრამ როგორც ჩანს უფალმა მაინც არ გამწირა, ბოროტ სულს უფალმა არ მისცა, ჩემზე გაბატონებულიყო. დაცემული ანგელოზი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ადამიანი. მან იცის მისი სუსტი ადგილი. ჩემი სუსტი ადგილი ჩემი გოგონა იყო, რომელივ დახმარებას საჭიროებდა. ნაცვლად იმისა, რომ შემწეობისათვის უფლისათვის ღვთისმშობლისა და წმინდანებისათვის მიმემართა, ჭეშმარიტ გზას ავცდი. მაგრამ უფალი არ მტოვებდა მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეს მაინც განვაგრძობდი - ავადმყოფებს ვღებულობდი. ფულზე დახარბებული არ ვიყავი. გულწრფელად მინდოდა, ხალხისთვის დახმარება გამეწია.
ერთხელ მორწმუნე ხალხისაგან გავიგე მატრონას შესახებ. წავედი მის საფლავზე. რიგში დგომისას, ფიქრით შევთხოვე, ელოცა უფლის წინაშე ჩემი და ჩემი შვილისთვის. ჩემთვის ვთხოვე, გავერკვიე, რა ძალებით ვკურნავდი ავადმყოფებს. თუ ეს ბოროტი ძალებისგან იყო, მიეტოვებინა და ჩემთვის განწმენდის გზა ეჩვენებინა, დამხმარებოდა და არ მივეტოვებინე.
სასაფლაოზე ვიყიდე წიგნი მატრონას შესახებ. საფლავიდან წამოვიღე სანთლები, წყალი, ზეთი. სახლში მოსვლისთანავე წიგნი წავიკითხე, სანთლები დავანთე, წყალი დავლიე. ხატები დავაბრძანე, მათ გვერდით მატრონას სურათი და ცრემლით ვევედრე, გამეგო, ვისი ძალებით ვმოქმედებდი პაციენტებთან. მოულოდნელად, წინააღმდეგ ჩემი სურვილისა, თითები ისე მომეკრუნჩხა, რომ სანთლის დამტვრევას და ჩაქრობას ცდილობდნენ, მაგრამ მატრონას სანთელს ვერ მიეკარნენ. ეს იყო სწორედ ის პასუხი, რომელიც ეჭვს არ იწვევდა.
ამ მომენტიდან, ყოველდღიურად ბიბლიის კითხვას შევუდექი (ძველი აღთქმიდან გავიგე, რომ ეშმაკს შეუძლია სასწაულების ჩადენა). ვლოცულობდი დილას, შუადღესა და საღამოს. ის კი არა, ღამეც ვდგებოდი, რომ სინანულის ლოცვები წამეკითხა მაცხოვრის, ღვთისმშობლის და მფარველი ანგელოზის მიმართ. ლოცვებში შემომიერთდნენ შვილი და დედა. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე ვსვამდით მატრონას საფლავიდან წამოღებულ წყალს და ვიცხებდით ზეთს. დავდიოდი ნეტარის საფლავზე. ერთხელ იქიდან წამოღებული მიწა თავზე დავიდე, სანთელი ავანთე და შევევედრე მაცხოვარსა და მატრონას, განვწმენდილიყავი ცოდვებისაგან. უეცრად იატაკზე დავეცი, კანკალი დამაწყებინა, ყვირილი აღმომხდა. ეს რამდენჯერმე განმეორდა. სისტემატურად შვილთან და დედასთან ერთად საფლავზე დავდიოდი, ერთად ვლოცულობდით, ვეზიარებოდით. ბავშვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. დედაჩემს, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ტკივილები აღარ აწუხებდა. ტაძარში, რომლის მრევლიც ვარ, მოძღვარმა მითხრა, ძველი ცხოვრება ცოტაც რომ გამეგრძელებინა, მძიმედ დავავადდებოდი და ვერაფერი ვეღარ მიშველიდა. დღეს ოჯახში ყველა კარგად ვგრძნობთ თავს, მუდმივად ვანთებთ სანთელს, ვლოცულობთ და ვმადლობთ უფალს.
1996 წ. ვალენტინა. მოსკოვი.
* * *
ჩემს ქალიშვილს ორი გოგონა ჰყავს, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. სამსახურის ხშირი გაცდენის გამო ხელმძღვანელმა მისი სამსახურიდან განთავისუფლება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს წავიკითხე წიგნი ნეტარ მატრონაზე. წავედი სასაფლაოზე და დახმარება ვთხოვე. მან მომაწოდა აზრი: „უფროსს გაათავისუფლებენ, შენი შვილი იმუშავებს“. ასეც მოხდა. ჩემი შვილი გენერალურ დირექტორთან გასაუბრებაზე გამოიძახეს, რაც მიზეზი იყო იმისა, რომ ჩემი შვილის უშუალო უფროსმა მისი გათავისუფლება მოითხოვა. გასაუბრების შემდეგ იგი სხვა უბანზე გადაიყვანეს. ხელმძღვანელი კი გაათავისუფლეს.
მეორედ მატრონას ჩემს შვილიშვილ იურიზე მთხოვე. საბაჟოზე საცდელი ვადით მიიღეს. ამ დროის გასვლის შემდეგ აყოვნებდნენ მის დამტკიცებას სამსახურში იმ მიზეზით, რომ მისი პირადი საქმე დაიკარგა. როგორც კი მატრონასთან სასაფლაოზე წავედი თხოვნით, მეორე დღესვე მთავარ ინსპექტორად დაამტკიცეს და თანაც კარგი ხელფასით.
მესამედ დახმარება დედაჩემის ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით ვთხოვე. მანამდე ორი თვე მატარეს, ყოველდღე სხვადასხვა ცნობებს თხოულობდნენ. დავიტანჯე. მატრონას საფლავს მივაშურე თხოვნით. როგორც კი უკან დავბრუნდი, დედამ მითხრა, რომ ბინის თაობაზე დამირეკეს. მეორე დღეს მიმიღეს როგორც ძალზე ახლობელი. არავითარი კომისია, არავითარი ცნობები არ მოუთხოვიათ. დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჩემს მიმართ. გამიკვირდა მათი ასეთი შეხვედრა. როგორც ჩანს, ჩემთან ერთად იქ დედა მატრონა იყო, რომელიც მმფარველობდა. უმოკლეს დროში ბინის პრივატიზაციის მოწმობა მომცეს. მადლობა მატრონას!
მარია. მოსკოვი.
* * *
1993 წელს პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ღვთისაკენ. ლოცვებს ვკითხულობდი, მაგრამ აზრი ვერ გამომქონდა. ამ პერიოდში მოვხვდი მატრონას საფლავზე. მაშინ არაფერი მსმენოდა მის შესახებ. არც წიგნი მქონდა წაკითხული მასზე. უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა მეხვია თავს. მატრონას საფლავის მონახულებიდან მეორე დღეს, დილით, როცა ლოცვებს ვკითხულობდი, აღმოვაჩინე, რომ ყველა ლოცვას ზეპირად ვამბობდი და ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის. ამ პერიოდში პრობლემები, რომლებიც გადაუჭრელი მეგონა, თანდათანობით მოგვარდა. ჩემი გოგონა, რომელიც საკვირაო სკოლაში სწავლობდა, „მამაო ჩვენოს“-აც კი ვერ იმახსოვრებდა და ზეპირად ვერ წარმოსთქვამდა. მატრონას საფლავზე ყოფნის შემდეგ კი ყველაფერი მოგვარდა.
ჩემი მეუღლე უმუშევარი იყო. ძალზედ გვიჭირდა ეკონომიურად. ვევედრებოდი მატრონას, დახმარება გაეწია ჩვენთვის. ჩემი მეუღლე ერთგან გასაუბრებაზე იყო დაბარებული. იმდენად იმედგადაწურულები ვიყავით, რომ გადავწყვიტეთ, კომისიაზე არც გასულიყო. დილით სიზმარში ვნახე, ვითომ მატრონას საფლავზე ვიყავი. მისი ხმა კი მეუბნება: „აუცილებელია გასაუბრებაზე წასვლა. პირველად მოგეჩვენება, რომ ეს ის არ არის, რაც გინდათ, მაგრამ შენი ქმარი აუცილებლად უნდა წავიდეს.“ ეს იყო ოთხშაბათს. ხუთშაბათს მეუღლე გასაუბრებაზე წავიდა. ორშაბათს კი უკვე მუშაობა დაიწყო.
დიდება უფალს! მატრონას ლოცვით უკვე ერთი წელია სოლიდურ დაწესებულებაში თავისი სპეციალობით მუშაობს და თანაც – მაღალი ანაზღაურებით.
იულია სილჩენკოვა. ზელენოგრადი. მოსკოვის ოლქი.
* * *
ჩემს ნაცნობ ქალს ათი წლის შვილიშვილი – გოგონა გაუხდა ავად. ბავშვი რეანიმაციაში იწვა. იმდენად კრიტიკული იყო ბავშვის მდგომარეობა, რომ ექიმები მშობლებს გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ. მშობლები, ბებია, ბაბუა, ამას, ცხადია, მტკივნეულად განიცდიდნენ. და... ბებია ნეტარი მატრონას საფლავისკენ გაეშურა. შევნიშნავ, რომ ეს ქალი მთელი თავისი სიცოცხლე ურწმუნო იყო, თანაც – მოუნათლავი. მრავალი წელი სკოლაში ისტორიისა და ათეიზმის პედაგოგად მუშაობდა. და აი, საფლავზე მიიღო კურთხევა: სასწრაფოდ მონათლულიყო ტაძარში და ქრისტიანული ცხოვრების ყველა წესი შეესრულებინა. ამით ის დაეხმარებოდა ავადმყოფ შვილიშვილს. ყოველივე ეს მატრონას საფლავზე მომსახურე მონაზონმა უთხრა, მან ზედმიწევით შეასრულა. ბავშვი გამოჯანმრთელდა, სკოლაში დადის, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს და ახლობლების გულს ახარებს. გმადლობთ მატრონა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაულები

პირველი ნაწილი

გემის გადარჩენის ამბავი
ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილთა თაყვანისსაცემად ის-ის იყო მირონისკენ უნდა გამგზავრებულიყო, რომ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი ზეთი წაეღოთ წმიდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა საღუპვა სურდა. გამგზავრებიდან მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს ასეთ-იქით. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. როცა იგი გემს მიუახლოვდა, დაიძახა:
- გადააგდეთ ზღვაში ის ბოთლი, ქალმა რომ გამოგატანათ, რადგან იმ ქალის სახით ეშმაკმა ჯადო შემოგატყუათო.
მაშინვე შეასრულეს წმიდანის ნება. გადააგდეს ზღვაში ზეთიანი ჭურჭელი, ამოვარდა საშინელი ალი და აუტანელმა სუნმა აავსო ჰაერი, ზღვიდან კი ამოხეთქა მდუღარე წყალმა. ზღვაოსნები შეშინდნენ, მაგრამ წმიდა ნიკოლოზმა გაამხნევა ისინი. მალე ზღვა ჩაწყნარდა და ხომალდი მოგზაურებით ზურგის ქარმა გააქროლა. დაუბრკოლებლად მიაღწიეს ლუკიის ნაპირებს. მირონში მისულებმა სასწაულებრივად გადარჩენილებმა მოგზაურებმა მადლობა და დიდება შესწირეს წმინდანს.

ხალიჩის ამბავი
კონსტანტინეპოლში ერთი ხელოსანი, რომელიც პატიოსანი შრომით ცხოვრობდა, წმიდა ნიკოლოზისადმი საოცარი სიყვარულით იყო განმსჭვალული და ყოველწლიურად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. მოხუცებულობაში იგი ძალიან დაძაბუნდა და სიღატაკეში ჩავარდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს მოახლოებისას მოხუცმა უთხრა მეუღლეს:
- ახლოვდება ჩვენი საყვარელი წმინდანის ხსენების დღე. ჩვენ კი არაფერი გვაქვს ამის აღსანიშნავად.
- შვილებიც არა გვყავს. ამიტომ არც ეს ხალიჩა გვჭირდება. მოდი გავყიდოთ და ამაში აღებული თანხით აღვნიშნოთ ეს დღეო. - ურჩია ცოლმა.
მოხუცმაც ხალიჩა წაიღო გასაყიდად. გზაზე მას თავად წმიდა ნიკოლოზი შემოეგება დიდებული მოხუცის სახით და ჰკითხა:
- საით მიდიხარ, მეგობარო?
- სავაჭროდ მივიდვარ, ეს ხალიჩა უნდა გავყიდო.
- მაინც როგორ ყიდი? - დაიმტერესდა მოხუცი.
- ადრე ეს 8 ოქრი მაინც ეღირებოდა. შენ კი რაც გინდა ის მიბოძეო. - უთხრა ხელოსანმა.
წმინდანმა ხელოსანს 6 ოქრო მისცა, გამოართვა ხალიჩა და წავიდა. ამასობაში ხალხი შემოეხვია ხელოსანს და დაცინვა დაუწყო:
- შენ რა მარტო დაიწყე ლაპარაკი?!
- რა მარტო, ვერ დაინახეთ, როგორ იყიდა იგი მოხუცმა?
არავინ დაუჯერა, რადგან მათ მართლაც არავინ დაუნახავთ.
ამასობაში კი წმინდა ნიკოლოზი მოხუცის ლოცთან მივიდა, დაუბრუნა ხალიჩა და უთხრა:
- შენს ქმარს მე დიდი ხანია ვიცნობ. გზაში შემხვდა და მთხოვა, ეს ხალიჩა შენთან მომეტანა. გადმომცა, რომ შეუნახო. - ამ სიტყვებით მღვდელმთავარი ქალს გაშორდა.
ხელოსნის ცოლი ძალიან გაბრაზდა თავის ქმარზე, ეგონა ქმარს დაენანა ხალიჩის გაყიდვაო. შინ დაბრუნებული ქმარი საყვედურებით აავსო.
- როგორ შეგეძლო წმიდა ნიკოლოზისათვის მიცემული აღთქმა დაგერღვია და ხალიჩა უკან მოგეტანაო. აგერ შენი ხალიჩა, რახან ასე დაგენანა, მასთან დაგტოვებ, მე კი შენგან წავალო.
- ვინ მოგიტანა ეს ხალიჩა? - ჰკითხა დაბნეულმა ცოლს და მანაც დაწვრილებით რომ აუწერა, როგორმა ადამიანმა მოიტანა ხალიჩა, მოხუცებულმა სიხარულით წამოიძახა:
- წმინდა ნიკოლოზს უყიდიაო ჩემგან ხალიჩა.
მაშინ ორივემ მუხლი მოიდრიკეს და მადლობა შესწირეს ღმერთს და წმინდა ნიკოლოზს, რომელიც ყოველთვის ასე მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მის თაყვანისმცემლებს.

სარკინოზის გაქრისტიანება
შავი ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქი სპოლიტისი სრუტით იყო გამოყოფილი სარკინოზებით დასახლებული ქალაქისაგან. იმ ქალაქის ერთ-ერთი მდიდარი სარკინოზი ზღვაზე სეირნობისას ბერძნებმა შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. იქ მას სულ ესმოდა როგორ მიმართავდნენ მისი თანასაკნელები ვინმე ნიკოლოზს თხოვნით.
ერთხელაც ჰკითხა მათ:
- მაინც ვინ არის ის ნიკოლოზი თქვენ რომ უხმობთო?
ერთმა ტუსაღმა უამბო ყველაფერი, რაც წმინდა ნიკოლოზზე იცოდა და გაანდო ქრისტიანული რწმენის მთვარი ჭეშმარიტებანი.
სარკინოზის გულში ამ საუბარმა ნაყოფი გამოიღო, ძალიან ააღელვა ქრისტიანის ნაამბობმა, ღამით კი თვითონაც იწყო ლოცვა წრფელი გულით:
- უფალო, შენ თუ მართლა ჩვენს სახსნელად ჩამოხვედი დედამიწაზე, მაშინ გამოგზავნე ჩემს საშველად წმიდა ნიკოლოზი. მან გამომიხსნას ტყვეობისაგან და მაშინ მე მთელ ჩემს ოჯახთან ერთად გავქრისტიანდები.
ამ ლოცვებში ჩაიეძინა. სიზმრად წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც შეეხო მის ბორკილებს და უთხრა:
- ქრისტე, რომელსაც შველა შესთხოვე, გათავისუფლებს შენ. წადი მშვიდობით და არ დაგავიწყდეს იმ აღთქმის შესრულება, რასაც დაპირდი, თორემ, იცოდე ცუდი დღე დაგადგებაო.
ამ სიტყვებზე სარკონოზს გაეღვიძა და ნახა, რომ თავის სახლში წევს. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. გონს რომ მოეგო და დაწყნარდა, ცოლ-შვილთან ერთად მადლობა შესწირა ღმერთს ხსნისათვის.
ეს ამბავი ელვისებური სისწრაფით გავრცელდა სარკინოზთა ქალაქში და მრავალი უსჯულო მოექცა ქრისტეს სჯულზე. მეორე ღამით წმიდა ნიკოლოზი ისევ გამოეცხადა სარკინოზს და უთხრა:
- ჩაჯექი ახლავე ნავში და გასცურე ბერძნებისაკენ. უამბე მათ, როგორ გაგათავისუფლე საპყრობილიდან, თორემ მათ ჰგონიათ, რომ დარაჯები მოისყიდე და მათ დასჯას აპირებენო. შენი თავის დარდი ნუ გექნება, მეც შენთან ერთად ვიქნები და ვერავინ გაგიბედავს შეხებას.
უამბო გაღვიძებულმა სარკინოზმა ამ ხილვის შესახებ თავის მეუღლეს. ყურიც არ ათხოვა მის მუდარას არ წასულიყო ბერძნებთან და თავი არ ჩაეგდო ასეთ საფრთხეში:
- წმიდა ნიკოლოზს ძალუძს მეორეჯერაც მიხსნას მე საფრთხისაგანო. - ასე დააიმედა ცოლი, ჩაჯდა ნავში და გასცურა მტრის ქალაქისაკენ. იქ მისულმა ყველას უამბო რა საოცრებაც გადახდა თავს და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნების ნავები აედევნენ, მშვიდობიანად დაბრუნდა შინ. სულ მალე კი იერუსალიმს გაემგზავრა ოჯახთან ერთად და დაპირებისამებრ მოინათლა.

ტყვეობიდან დაბრუნება
ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი მეტად მდიდარი და ღვთისმოშიში კაცი აგრიკი. იგი ყოველ წელს ნიკოლოზობას გადიოდა ქალაქგარეთ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე. ეკლესიიდან დაბრუნებისას კი უმასპინძლდებოდა ყველა თავის ახლობელ, ღარიბ-ღატაკს ტრაპეზით. ერთხელაც წინა დღით უთხრა თავის ვაჟს - ბასილს:
- დღეს შენ წადი წმიდა ნიკოლოზის ტაძარში, დაესწარი წირვა-ლოცვას, მე და დედაშენი კი ტრაპეზს გავამზადებთ ღატაკებისთვის.
ბასილიც წავიდა, მაგრამ უკან აღარ მობრუნებულა. ცისკრისას სარკინოზებმა ალყა შემოარტეს ტაძარს და ყველა იქ მყოფნი ტყვედ აიყვანეს. მათ შორის მოხვდა ბასილიც. წაიყვანეს ყველანი კუნძულ კრეტაზე. იქ ბასილი სარკინოზთა ამირამ თავის მერიქიფედ დაიყენა.
მშობლებმა ორი წელი გლოვაში გაატარეს და ამ ხნის განმავლობაში არ აღუნიშნავთ წმინდა ნიკოლოზობა. მესამე წელს კი უთხრა აგრიკამ მეუღლეს:
- აბა რა ვნახეთ ასეტ ტირილსა და წუხილში?! ხვალ წმიდა ნიკოლოზობაა, მივიტანოთ ტაძარში ზეთი, სანთელი, საკმეველი, ვილოცოთ მისი ხატის წინაშე. იქნებ შეისმინოს ჩვენი და ნუგეში გამოგვიგზავნოს. იქნებ დაგვიბრუნოს შვილი, ან ის მაინც გვაცნობოს, ცოცხალია თუ მკვდარი.
ასეც მოიქცნენ. წავიდნენ ეკლესიაში. შინ დაბრუნებულებმა კი ისევ უხმეს ნაცნობ-მეგობრებს, ღატაკებს და იწყეს მათი გამასპინძლება. უცებ ატყდა ძაღლის ყეფა. გარეთ გასულმა მსახურებმა ვერავინ ნახეს, ძაღლი კი ყეფას განაგრძობდა. მაშინ აგრიკი თვითონ გავიდა გარეთ და ხედავს სარკინოზის ტანსაცმელში დგას ვიღაც ახალგაზრდა ბოთლით ხელში უძრავად. ცოტა კი შეკრთა აგრიკა, მიუახლოვდა და რას ხედავს! მისი შვილია.
- ნუთუ ეს შენა ხარ შვილო! - შესძახა აღელვებულმა.
- მე ვარ მამა, მაგრამ აქ როგორ მოვხვდი, ვერ გამიგია?! სულ ახლახან ამ ბოთლიდან ვუსხამდი ღვინოს თავად ამირას. უცებ ვიღაც მოხუცმა ხელი ჩამკიდა და ერთ წამში აქ გავჩნდი. ახლა ვფიქრობ, ნუთუ იგი წმინდა ნიკოლოზი იყო?!
ასე დაასაჩუქრა წმინდა ნიკოლოზმა ღვთისმოშიში აგრიკას გალმოდგინება, დაუბრუნა შვილი, რომელიც უკვე გამოტირებული ჰყავდა.

ქრისტეფორე მღვდლის ამბავი
მღვდელი ქრისტეფორე მიტილენეში ცხოვრობდა. იგი ყოველთვის ფეხით დადიოდა წმიდა ნიკოლოზის თაყვანსაცემად მირონ-ლუკიაში. ერთხელაც გზაზე იგი სხვა მლოცველებთან ერთად არაბებმა შეიპყრეს, ტყვედ წაიყვანეს და აიძულებდნენ სარწმუნოების გამოცვლას. ვერაფრით რომ ვერ გატეხეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მიიყვანეს კიდეც თავის მოსაკვეთად.
ქრისტეფორეს ღრმად სწამდა, რომ განსაცდელში წმინდა ნიკოლოზი შეეწეოდა და გულმოდგინედ ევედრებოდა:
- შენ ხომ მსწრაფლ შეეწევი ყველას, წმიდაო ნიკოლოზ, მიხსენ მე ამ ბასრი ხმლისაგან, გადამარჩინე სიკვდილს!
ამ ლოცვაში იყო, წმინდანი რომ წარსდგა მის წინ და უთხრა:
- არ შეშინდე, ქრისტეფორე! შენთან ვარ!
და როცა ქრისტეფორემ თავი დაუხარა ჯალათს, წმინდა ნიკოლოზმა, რომელსაც ვერავინ ხედავდა, ხმალი გამოსტაცა ხელიდან. ჯალათმა ეს ქრისტეფორეს ჯადოქრობად ჩათვალა და სხვა ხმალი მოიტანა, მაგრამ იგიც სადღაც გაქრა. მესამე ხმალიც რომ ასე გაუქრა, გაოცებულმა შეხედა ქრისტეფორეს.
- წმიდა ნიკოლოზი დგას აქ შენს გვერდით და ის გაცლის მას ხელიდანო. - უთხრა ქრისტეფორემ. მერე უამბო ჯალათს წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებასა და სასაწულებზე, ისიც გაუმხილა, სწორედ მას რომ შეავედრა თავი. მაშინ აღელვებულმა არაბმა ყველა სიკვდილმისჯილს ახსნა ბორკილი და ჩუმად გააპარა.

ღირსი პეტრე ათონელი ხსნა
ბერძნებსა და სამარიტელთა შორის ომის დროს, ერთი ბერძენი სარდალი პეტრე, სიმამაცით გამორჩეული და სამხედრო საქმის ბრწყინვალე მცოდნე, ტყვედ ჩაუვარდა სარკინოზებს. იგი სამარიაში წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. ტყვედ ჩავარდნილი იხსენებდა ცოდვებს, გულწრფელად ინანიებდა და საშველად წმინდა ნიკოლოზს უხმობდა. ადრე წმინდანს იგი ტყვეობიდან დაუხსნია, მაგრამ პეტრეს დაპირება - რომში ბერად აღვიკვეცებიო, არ აუსრულებია. ახლა კი ტყვეობაში მეორედ მოხვედრილი, კვლავ ტირილითა და გოდებით მოუხმობდა წმინდა ნიკოლოზს. მეორე ღამეს ესიზმრა იგი პეტრეს და უთხრა:
- ვისმინე შენი ლოცვა. მაგრამ ღმერთი არ ჩქარობს შენს ტყვეობიდან დახსნას. ნუ მიეცემი სასოწარკვეთას, გაიხსენე ქრისტეს სიტყვები: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. ამიტომ ნუ შეწყვეტ ლოცვას და სასოებას უფლისას.
რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ეახლა ტუსაღს წმინდანი და ახარა:
- არ ისმინა ღმერთმა ჩემი ლოცვა შენზე. ახლა მიგასწავლი მისაც უნდა სთხოვო შემწეობა.
- კი მაგრამ, ვის შეუძლია შენზე უკეთ მიშუამდგომლოს ღვთის წინაშე?! - იკითხა გაკვირვებულმა პეტრემ.
- გსმენია სვიმეონ მიმრქმელზე, აი, მასზე, ვინც მიირქვა 40 დღის ჩვილი იესო?! იგი ყოვლისმპყრობლის ტახტთან თან ახლავს ღვთისმშობელსა და წმიდა იოანე ნათლისმცემელს; მას შესთხოვე და იგი შეგისრულებს სურვილს.
გაღვიძებულმა პეტრემ იწყო გულმხურვალე ლოცვა სვიმეონ მიმრქმელილსადმი.
ერთხელაც ხედავს პეტრე ძილში: მის საწოლთან დგანან წმინდა ნიკოლოზი და სვიმეონ მართალი. ეკითხება სვიმეონი:
- შეასრულებ შენს აღთქმას და აღიკვეცები ბერად?!
- ოღონდ მიხსენი და მაშინვე შევასრულებ ჩემს დანაპირებს.
მაშინ შეეხო სვიმეონი კვერთხით მის ბორკილებს და ჩამოცვივდნენ ძირს. უთხრა წმინდა ნიკოლოზმა:
- ახლა კი წადი რომში და აღასრულე დანაპირები.
გამოიყვანეს პეტრე გზაზე, თვითონ კი მიეფარნენ თვალთა ხედვის არეს.
იმავე ღამეს გამოეცხადა მღვდელმთავარს ძილში წმინდა ნიკოლოზი, დაანახა გათავისუფლებული პეტრე და უთხრა:
- აღკვეცე ბერად და დააყენე ხსნის გზაზე.
გამოცხადდა პეტრე ტაძარში. მღვედლმთავარმა მაშინვე იცნო იგი და იმავე დღეს აღკვეცა ბერად. რამდენიმე ხნის შემდეგ პეტრე ათონის მთაზე წავიდა და იქ გაატარა თავისი სიცოცხლის დარჩენილი დღეები. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს ივნისის თვის მეთორმეტე დღეს.

პატრიარქის გადარჩენა
კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი ღვთის მოშიში, მოგზაურობის მოყვარული და მოწყალე ადამიანი - თეოფილე. ერთხელ ძილში მას გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა, დაევალებინა ვინმესთვის სამი ხატის - მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის დახატვა, ხოლო როდესაც ამას შეასრულებდა, ეჩვენებინა ისინი პატრიარქ ათანასესათვის. გამოფხიზლებულმა თეოფილემ მაშინვე შეუკვეთა ხატები ერთ განთქმულ ფერმწერს. შემდეგ კი მოიწვია პატრიარქი. თავდაპირველად პატრიარქმა მაცხოვრის ხატს სცა თაყვანი, მერე - ღვთისმშობელს. წმიდა ნიკოლოზის ხატი რომ დაინახა, უკმაყოფილოდ თქვა:
- აქ არ უნდა დაგედგათ მირონლუკიელი ნიკოლოზის ხატი. იგი ხომ დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო და განა შესაძლებელია მისთვის ამათ გვერდით ყოფნა?! - და ბრძანა გაეტანათ ხატი ოთახიდან. ფერმწერს კი აუკრძალა ხატების ხატვა. მერე მიუჯდა ტრაპეზს და შეექცა. თეოფანემ ნახა, რომ ღვინო სულ გამოლეოდა და ისე გვიან იყო, ვერც ვეღარსად იშოვნიდა. მაშინ გავიდა იმ ოთახში, სადაც გაიტანეს წმიდა ნიკოლოზის ხატი და შესთხოვა მას ეხსნა ამ უხერხული სიტუაციისგან. უკან შესულს ღვინის ჭურჭელი სავსე დახვდა. მიართვა ღვინო პატრიარქს და ეგემრიელათ იგი სტუმრებს ძალიან.
მეორე დღეს პატრიარქი კუნძულ გერდელაზე გაემგზავრა, სადაც ერთი ავი სულით შეპყრობილი ქალიშვილისთვის უნდა წაეკითხა ლოცვები. უკანა გზაზე ქარიშხალმა მოუსწრო და ერთმა ტალღამ მორევში გადააგდო პატრიარქი. მაშინ გაახსენდა მას წმინდა ნიკოლოზი და შესძახა:
- ვცოდე შენს წინაშე, წმინდაო ნიკოლოზ, მაპატიე და მიხსენი სიკვდილისაგან. - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი ტალღებზე მომავალი, ხელი ჩაავლო და უთხრა:
- განა დაბალი წარმომავლობისა არა ვარ?! რატომ მიხმობ?
- შეგცოდე, წმინდაო. შემინდე და ამიერიდან სულ გადიდებ, როგორც ყველა გაჭირვებულის მსწრაფლშემწეს.
მაშინ მიიყვანა წმინდანმა იგი გემთან და უთხრა:
- ნუ გეშინია, საყვარელო ძმაო. ღმერთმა ჩემი ხელით გიხსნა დახრჩობისაგან. იარე მშვიდობით და მწყემსე ქრისტეს სამწყსო. გემზე პატრიარქმა ყველას წინაშე მოინანია თავისი საქციელი. შინ დაბრუნებულმა კი გამოითხოვა თეოფანესაგან წმინდანის ხატი, საზეიმო ლოცვით დააბრძანა იგი სოფიას ტაძარში. სულ მალე კი მონასტერი და ეკლესიაც ააშენა წმინდანის სახელზე და იქ გადააბრძანა მღვდელმთავრის ხატი.

დიმიტრის ხსნა დახრჩობისაგან
ერთი სათნო და ღვთისმოშიში ადამიანი დიმიტრი ლოცვას ყოველთვის ქალაქ ანტიფირეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ესწრებოდა. ეს ქალაქი ათიოდე სტადიონით იყო დაშორებული კონსტანტინეპოლს, სადაც იგი ცხოვრობდა. ერთხელაც ამხანაგებთან ერთად პატარა ნავით ისევ გაეშურა სალოცავად, მაგრამ უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა დაამსხვრია მათი ნავის ანძა, დახია აფრები, შემდეგ კი ნავიც გადააბრუნა. ღონემიხდილი დიმიტრი ზღვამ ფსკერზე ჩაითრია. იგი განწირული უხმობდა წმინდა ნიკოლოზს. უეცრად მართლაც მოევლინა მღვდელმთავარი და სახლში მიიყვანა. იქ დაკეტილ ოთახში შეიყვანა და დატოვა. შეშინებული დიმიტრი უგონოდ იყო და ისევ გაჰყვიროდა:
- წმინდაო ნიკოლოზ, დამეხმარე!
ამ ყვირილმა გააღვიძა მისი ახლობლები:
- კი მაგრამ როგორ მოხვდი ჩაკეტილ ოთახში? - ეკითხებოდნენ მას. - და რა გაყვირებს ასე საშინლად?
- თქვენ თვითონ მითხარით, რა ხდება ჩემს თავს, სადა ვარ? ვერაფერი გამიგია!
- შენს ოთახში ხარ და წმინდა ნიკოლოზს უხმობს საშველად.
მაშინ კი გონს მოეგო და უამბო მათ როგორ იხსნა წმინდა ნიკოლოზმა იგი დახრჩობისაგან.

უდანაშაულოს გათავისუფლება
ერთი კონსტანტინეპოლელი დიდებული აპიფანე ბაზარში წავიდა მონის საყიდლად. მაგრამ ვერ იყიდა და უკან ხელცარიელი დაბრუნდა. ფული შეინახა, მაგრამ გადაავიწყდა სად დადო და რომ ვერ მიაგნო, ეჭვებმა შეიპყრო. ფულის მოპარვა მსახურს დააბრალა. საწყალი მსახური ეფიცებოდა ფული არ მომიპარავსო, მაგრამ ეპიფანე ვერაფრით ვერ დააჯერა. მან ყმაწვილი დილეგში ჩააგდო. ახლოვდებოდა ნიკოლოზობა. საწყალი ყმაწვილი თვალცრემლიანი ლოცულობდა, წმინდა ნიკოლოზს ევედრებოდა, რომ ეხსნა ამ საშინელი ცილისწამებისაგან. ამ ლოცვებში ჩაეძინა და ძილში წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც შემწეობას დაპირდა. იმავე ღამეს წმინდანი ეპიფანესაც გამოეცხადა და უთხრა:
- ფული ამა და ამ ადგილას დევს. მსახურს კი ტყუილუბრალოდ დააბრალე ქურდობა. მაგრამ რახან შენ ეს განგებ არ გაგიკეთებია და ეშმაკისაგან დაგებულ ეჭვებს წამოეგე, ამიტომ მოვედი და განგიცხადე ფულის ადგილსამყოფელი. ახლა კი გაათავისუფლე მსახური.
ეპიფანეს გაეღვიძა და მართლაც იპოვა ფული, მივიდა მსახურთან, შესთხოვა პატიება და გაათავისუფლა. ცოდვის გამოსასყიდად კი ფული სამ ნაწილად გაჰყო, ერთი დაზარალებულ ყმაწვილს გადასცა, ერთიც ღატაკებს დაურიგა და ერთიც წმინდა ნიკოლოზის ტაძარს შესწირა.

ღირსი იოსების სხნა
გრიგოლ დეკაპოლელის თანამოსაგრე ღირსი იოსები, რომელიც ითვლება კანონთა შემდგენელად, სომეხი იმპერატორის ლეონის მეფობისას კუნძულ კრეტაზე გადაასახლეს და დილეგში ჩააგდეს. ასე ბორკილებში გაატარა იქ მთელი ექვსი თვე.
820 წელს, ქრიტეს შობის დღესასწაულზე, როცა ლეონი თავისივე მცველებმა მოკლეს, იოსები ლოცვებში იყო ჩაძირული. სწორედ ამ დროს მისი დილეგი განათდა და მის წინ მღვდელმთავრის სამოსში შემოსილი ჭაღარა კაცი წარსდგა:
- მირონ-ლუკიიდან გამომგზავნა შენთან უფალმა, რათა მეხარებინა, რომ ეკლესიის მტერმა ლეონმა უკვე დაკარგა ტახტიც და სიცოცხლეც. ახლა იგი ღვთის სამსჯავროს წინაშე დგას. შეგიძლია დაბრუნდე კონსტანტინეპოლში.
წმინდა ნიკოლოზმა მერე გადასცა მას ქარტია და უბრძანა ჩაეყლაპა. ქარტიაზე ეწერა: „იჩქარე გულუხვო, ეცადე, როგორც ძალგიძს, ვითარცა მოწყალეს, ჩვენს დახმარებას“.
- რარიგ ტკბილია ეს სიტყვები ჩემთვის, - წამოიძახა იოსებმა და ქარტია ჩაყლაპა. მაშინ წმინდანმა უბრძანა ეგალობა ეს სიტყვები და მანაც გალობა რომ იწყო დასცვივდა ხელებიდან ბორკილები. საპყრობილის კარიც თავისით გაიღო და იოსები გაჰყვა მღვდელმთავარს უკან. მცველებს არაფერი გაუგიათ. დილეგიდან გამოსვლისას უხილავმა ძალამ აიტაცა მაღლა და კონსტანტინეპოლის გზაზე დააყენა. ღირსმა იოსებმა ადიდა უფალი წმიდა ნიკოლოზის გამოგზავნისათვის და რამდენიმე ხნის შემდეგ სამეფო ქალაქის მახლობლად წმინდანის სახელზე მონასტერიც ააშენა.

ბერის გადარჩენა
მეზღვაურები თავიანთ მფარველად ტყულად როდი მიიჩნევენ წმინდა ნიკოლოზს! ამას საფუძვლად მის მიერ ზღვაზე მოხდენილი სასწაულები დაედო.
იყო ერთი ასეთი ბერი ნიკოლოზი, რომელიც ერთხელ მოძღვარმა გაგზავნა ქალაქ კატავალაში საქმეზე. ყმაწვილი იქ ნავით გაემგზავრა. უცებ ამოვარდა ძლიერი ქარი და ტალღებმა მისი ნავი ღია ზღვაში გაიტაცა. ყველანი დაემხნენ ნავის ფსკერზე და საშველად უსმობდნენ წმინდა ნიკოლოზს. და აი, იგიც უცებ გამოეცხადათ თეთრ სამოსში, მიმოდიოდა ტალღებზე და სიტყვებით ათვინიერებდა ტალღებს. მალე ქარი შესუსტდა. გამხნევებულმა მეზღვაურებმა ისევ აიღეს ხელში ნიჩბები და წმინდა ნიკოლოზის შემწეობით ერთ საათში ნაპირს მიაღწიეს, თუმცა ისე იყვნენ ნაპირს დაშორებულნი, რომ თუ არა წმინდა ნიკოლოზის შემწეობა, ორი კვირა მაინც დასჭირდებოდათ ნაპირამდე მისაღწევად.

ყმაწვილის განკურნება
ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი იმდენად დასნეულდა, რომ არც დგომა და არც სიარული არ შეეძლო. ფეხები სულ დაკრუნჩხოდა და მხოლოდ ცოცვასღა თუ ახერხებდა. ასეთ დღეში იყო იგი 6 თვე. მრავალ ექიმთან იმკურნალა, მთელი თავისი ქონება ამაში დაეხარჯა, შველას კი ვერავისგან იღებდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზობას დაინახა ტაძრისაკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმინდა ნიკოლოზი და ჰკითხა:
- საით მიღოღავ ასე გაჭირვებით?
- ეკლესიისკენ. - მიუგო ყმაწვილმა და შესჩივლა თავის მდგომარეობაზე.
- მომყევი, მართლა თუ გინდა განიკურნო. - უთხრა წმინდანმა. მერე მიიყვანა ეკლესიის კარამდე, თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეღოღდა ტაძარში, დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმინდანის ხატს, იცნო იგი და შესძახა:
- წმინდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. განა შენ არ შემპირდი: თუ გსურს განკურნება, მე მომყევიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გევედრები, განმკურნე!
დიდხანს ლოცულობდა ასე თვალცრემლიანი და ბოლოს სთხოვა გარშემომყოფთ, წამოეყენებინათ და მიეყვანათ წმინდა ნიკოლოზის ხატთან. მათაც წამოაყენეს იგი. მაშინ ყმაწვილმა შესძლო მაგრად მოხვეოდა ხატს, რასაც იგი მანამდე ვარ ახერხებდა, ემთხვია და უცებ მყარად დადგა მიწაზე, რადგან ფეხები გასწორებოდა. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ ანთებული კანდელიდან ზეთი იცხო და ყველას თვალწინ სასწაულებრივად მთლიანად განიკურნა.

ღვთის წყალობა
ერთი მდიდარი კაცი თავის მხლებლებთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მივიდა შესაწირის გასაცემად. ეკლესიის მახლობლად გზაზე დაგდებული მიცვალებული დაინახა და იგი მონასტერში ქრისტიანულად დაკრძალა და ბერებს მისი სულის მოსახსენიებლად გარკვეული თანხაც დაუტოვა. მერე კი გზა განაგრძო.
იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც გვამი იპოვა, მტირალი ბიჭი შეამჩნია.
- რა გატირებს? - ჰკითხა მან.
- მამაჩემი ყაჩაღებმა მოკლეს და გაძარცვეს. მის გვამს ვეძებ და ვერ მიპოვნიაო. - უპასუხა ბიჭმა.
მაშინ უთხრა ყმაწვილს, როგორ და სად დაკრძალა მამამისი და მონასტრამდეც გააცილა. სთხოვა ბიჭმა ბერებს, გაეთხარათ საფლავი, რათა წაეღო მიცვალებული მგლოვიარე დედასთან. ბერებმაც გათხარეს და მასში მიცვალებულის ნაცვლად უამრავი ოქრო-ვერცხლი აღმოაჩინეს. გაოცებულებმა ბიჭისკენ გაიხედეს, მაგრამ იგი გამქრალიყო. მაშინ ადიდეს უფალი, თუმცა ვერ აეხნათ რა მოხდა. იმავე ღამით სავანის იღუმენმა წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელმაც უთხრა:
- უფალმა ინება რომ ამიერიდან არ გეცხოვრათ სიღატაკეში და ამისთვის გამოიგიგზავნათ ის კეთილმოსავი ადამიანი.

სერბეთის მეფე სტეფანე
სერბეთის მეფე ილუტინს ჰყავდა უფლისწული სტეფანე, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით, სათნოებით და მოწყალებით. მაგრამ ეშმაკმა გადაწყვიტა მისი დაღუპვა და ჩაგონება დედინაცვლისთვის რომ ცილი დაეწამებინა მისთვის და ეთქვა ქმრისათვის, რომ თითქოსდა სტეფანეს განზრახული ჰქონდა მამის მოკვლა და ტახტის ხელში ჩაგდება. მართლაც, დედინაცვალმა ილუტინი დააჯერა ნათქვამში და შეაჯავრა შვილი. უფლისწულმა იცოდა დედინაცვლის ვერაგობის შესახებ, დიდებულებიც ურჩევდნენ გაქცეოდა დედინაცვალს, მაგრამ კეთილი გულის სტეფანე მიენდო ღმერთს და ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. დედინაცვალმა შეაპყრობინა სტეფანე და დააბრმავა. ეს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მახლობლად მოხდა. საშინელი ტკივილებით გაწამებული სტეფანე დიდხანს ეგდო მიწაზე უგონოდ; გამთენიისას კი ჩაეძინა და ხედავს სიზმარში წმინდა ნიკოლოზს, რომელსაც ხელში უჭირავს მისი თვალები და ეუბნება:
- ნუ სწუხარ სტეფანე, შენი თვალები ჩემთანაა.
საოცარი შვება იგრძნო და კვლავ მიენდო უფალს.
ილუტინმა არ აკმარა ყმაწვილს ეს. ცოლის რჩევით იგი თავის სიმამრთან, აღმოსავლეთის იმპერატორ ანდრონიკ პალეოლოგთან გაგზავნა, რათა მასთან ყოფილიყო მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. კონსტანტინეპოლში ჩასული სტეფანე მაშინვე ჩაკეტეს სენაკში.
აქაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას შეუდგა. იგი მოთმინებით, მშვიდი, წრფელი სინდისით გამოირჩეოდა. ამან ძმები მისდამი სიყვარულით განაწყო. თვითონ იმპერატორიც კეთილად განეწყო მისდამი და თავად ეახლებოდა ხოლმე სენაკში.
ასე მშვიდ გარემოში გაატარა მან ხუთი წელი. მეექვსე წელს იგი სხვებთან ერთად გაეშურა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. იქ მისულმა ჩათვლიმა. გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა:
- გახსოვს ხუთი წლის წინ რომ გითხარი შენი თვალები ჩემთანაა-მეთქი?! ახლა მინდა დაგიბრუნო ისინი.
და შეეხო სტეფანეს სიტყვებით:
- უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, განგკურნავს შენ სიბრმავისაგან!
სიზმარი ამით შეწყდა და უფლისწულმა თვალი რომ გაახილა გარშემო ყველაფერი გარკვევით დაინახა. დიდხანს ვერ მოეგო გონს. ბოლოს მადლობა შესწირა ღმერთს, მაგრამ დედინაცვლისგან დაშინებულმა, დამალა თვალის ახელის ამბავი, შემოიხვია სახვევი და ასე ბრმად აჩვენებდა თავს ტახტზე ასვლამდე. ამასობაში მამამისამდეც მიაღწია მისი სათნოების ამბებმა. იგი დარწმუნდა, ტყუილად რომ აითვალწუნა შვილი და ბრძანა დაებრუნებინათ. ამაღელვებელი იყო მამა-შვილის შეხვედრა. მამა სინანულის ცრემლებით შეხვდა შვილს. უფლისწულიც ტიროდა და ანუგეშებდა მოხუცს:
- შენ არაფერ შუაში ხარ, მამა, უფალმა ინება ჩემი ცოდვებისათვის ჩემი ამ სახით განწმენდა. შენ სახელმწიფოზე უნდა გეზრუნა, მე კი ჩემი სულისთვის ასე უნდა მიმეხედა, მოთმინებითა და ტანჯვით უნდა მეცხოვნებინა იგი. კურთხეულ იყოს სახელი მისი.
მამა მალე გარდაიცვალა. დარჩა სტეფანეს ტახტი და იმ წუთიდან შეიხსნა სახვევი თვალებზე. ყველას აუწყა მხედველობის დაბრუნება.
სტეფანე მართლმსაჯულებით გამოირჩეოდა. მან შეაჩერა ის შუღლიც, მის უმცროს ძმას რომ ჰქონდა წამოწყებული ტახტის ხელში ჩასაგდებად, მოიგერია გარეშე მტრებიც. ბოლოს ისევ წმინდა ნიკოლოზმა ამცნო, რომ უფალი თავისთან უხმობდა. იგი გაახარა ამ ამბავმა, მაგრამ ადარდება შვილის საქციელი, რომელიც ცდილობდა როგორმე ჩაეგდო ხელში ტახტი. მალე იგი მტრებთან ერთად თავს დაესხა მამას და მოკლა.
სტეფანეს აღსასრულიდან შვიდი წლის თავზე მოწამე მეფის უხრწნელმა ნაწილებმა სასწაულების მოხდენა იწყეს. ბრმები ხედავდნენ, უძლურნი მისი კუბოს შეხებისთანავე ძალ-ღონით ივსებოდნენ და ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც ასე სწყალობს თავის მორჩილთ.

ჩვილის გადარჩენა
ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა. სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი შინ დაბრუნდნენ. წმინდა ნიკოლოზი კი დიდ სასწაულს ამზადებდა იმ ქალაქის მცხოვრებთათვის. ღამით მან ამოიყვნა დნეპრიდან ჩვილი და სოფლის ჩაკეტილ ეკლესიაში თავისი ხატის ქვეშ დააწვინა. ცისკარზე მნათე რომ შევიდა ეკლესიის ეზოში, ბავშვის ტირილი შემოესმა. უსაყვედურა დარაჯს:
- შენ რა ბავშვიანი ქალების სასტუმროდ აქციე ტაძარი?!
დარაჯმა მნათეს გაკვირვებულმა შეხედა და ჩაკეტილი კარზე მიუთითა. მაშინ ორივე შევიდნენ ტაძარში და სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხატის წინ ნახეს მტირალა ჩვილი, რომლის სახვევებს ჯერაც ვერ მოესწრო გაშრობა. დილაადრიან მიტროპოლიტმა თავისი წარგზავნილების პირით ამცნო ბავშვის მშობლებს და მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს ეს ამბავი. ასე იპოვეს უკვე გამოტირებული ჩვილი მშობლებმა წმინდა ნიკოლოზის ხატთან.

ყივჩაღის შეგონება
ერთ კაცს კარგა ხანს ჰყავდა ყივჩაღი ტყვედ. ერთხელ ჰკითხა:
- დიდხანს აპირებ ასე ტყვედ ყოფნას?! მომეცი გამოსასყიდი, ან თავმდები იშოვე და გაგიშვებო.
- შინ რომ ვიყო, სიამოვნებით მოგცემდი გამოსასყიდს, მაგრამ აქ ეს არ შემიძლია, ვერც თავმდებს ვიშოვი, მე ხომ აქ არავის ვიცნობ.
მაშინ კაცმა წაიყვანა იგი ეკლესიაში, მიუთითა წმინდა ნიკოლოზის ხატზე და უთხრა:
- გინდა თავმდებად წმინდა ნიკოლოზი რომ დაიყენო?
ყივჩაღს გულში გაეცინა კაცის გულუბრყვილობაზე, რაღა თქმა უნდა მაშინვე დათანხმდა ამ წინადადებაზე და ხატის წინ პირობაც მისცა სამშობლოდან გამოსასყიდის გამოგზავნაზე.
მისცა მას კაცმა ტანსაცმელი, ცხენი და იარაღი და შინისაკენ გაისტუმრა.
- რა სულელი ყოფილა, - ეცინებოდა გზაში ყივჩაღს. - ჩემი თავი იმ გამოსახულებას რომ მიანდო. მელოდოს სანამ დაპირებულს გავუგზავნი! ჩემს თავმდებს გამოართვას გამოსასყიდი.
შინ დაბრუნებულს რამდენიმე თვეში გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი, ზუსტად ისეთი სახით, როგორიც ხატზე იყო გამოსახული და მრისხანედ უთხრა:
- მე ნიკოლოზი ვარ, უხუცესი მხედართმთავარი. თუ გინდა უბედურება არ შეგემთხვეს, დროზე გაუგზავნე დაპირებული თანხა იმ კაცს.
ყივჩაღს, შეშინებულს გაეღვიძა. მაგრამ მალე გადაავიწყდა ეს ამბავი.
ცოტა ხნის შემდეგ მინდორში ცხენით მ
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძველ დროში აღსრულებული სასწაულები ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში

ქართულ საისტორიო წყაროებში მრავლად არის შემონახული ცნობები საქართველოს მიმართ დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობის შესახებ. საკუთარი ერის ღირსების გრძნობით აღსავსე წერს ქართველი მემატიანე: „ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისანი“.
მოვლენებს, თუ როგორ ერგო ღვთისმშობელს საქართველო თავის წილხვედრ ქვეყანად, შემდეგი სახით განმარტავს მოსე ჯანაშვილი „საქართველოს საკლესიო ისტორიაში“:
„სტეფანე მთაწმინდელი ამბობს, რომ სულის წმიდის მოფენის შემდეგ მოციქულთ განიზრახეს წილის-ყრა იმის შესახებ, თუ ვის რომელი ქვეყანა წილად ხვდება, რათა ჰქადაგოს სახარება. მაშინ წმიდამან მარიამმა უთხრა მოციქულთა: „მეც მიყარეთ თქვენთან წილი, არ მინდა უწილოდ დავშთე. დაე მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მარგუნებს უფალიო“. წილის ყრით დედა მარიამს ერგო ივერია, ანუ იბერია, ესე იგი საქართველო. როდესაც ღვთისმშობელმა დააპირა ივერიისკენ გამომგზავრება, ანგელოსი გამოეცხადა მას და უთხრა: „ნუ გენეშორები იერუსალიმსა; წილ-ხდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ“.
მანამდე კი, როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, უფლის ნებით, დედა ღვთისმშობელს ადრია პირველწოდებული უნდა გაეგზავნა ამ ქვეყანაში და გაეტანებინა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც მისი სახება იქნებოდა უშუალო შეხებით გადატანილი და მის მაგივრობას ეს წმიდა ხატი გასწევდა „უკუნისამდე ჟამთა“.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უთხრა ანდრია მოციქულს: „შვილო ანდრია, დიდად უჩნს ჩემს სულს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში - საქარველოში არავის უქდაგნია ჩემი ძის სახელი. როცა მე საქადაგებლად გავემართე ჩემს წილხვედრ ქვეყანაში, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რომ შენ წახვიდე და თან წარასვენო სახე ჩემი და ჩემი ძისა, რათა მე ვიყო ქართველთა ცხოვრების განმგებელი, ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგან მძლე ექმნას მათ“.
ყოვლადწმიდამ მოითხოვა ფიცარი, დაიდო სახეზე და გამოისახა ხატი ღვთისმშობლისა, რომლის წიაღშიც გამოხატული იყო განხორციელებული ჩვილი - ყრმა იესო - სიტყვა ღვთისა. მისცა ის მოციქულ ანდრიას და უთხრა - „მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანაშემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვდიდოდე, და მეცა თანაშემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო „ჩემდა ხვედრებულს“.
ანდრია მოციქული პირველად ქალაქ ტრაპიზონში მოვიდა, რომელიც მეგრელთა ქვეყანაშია. აქ მცირე ჟამი დაჰყო, აქედან შევიდა ქართლის ქვეყანაში, რომელსაც დიდ-აჭარა ეწოდება. დაიწყო სახარების ქადაგება. მრავალი ჭირი და განსაცდელი მოითმინა ურწმუნოებისაგან. ღვთისა და წმიდა ხატის შეწევნით ყოველივე მადლობით მოითმინა, სანამ ყველა არ მოაქცია და მოწმუნედ გახდა. იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმიდას ხატი დააასვენა, გადმოჩქეფა ფრიად დიდმა და მშვენიერმა წყარომ, რომელიც დღესაც შეუწყვეტლად ამოდის. შემოიკრიბდნენ მის გარშემო იმ ქვეყნის მკვიდრნი და ნათელი სცა ყველას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
წამოვიდა ანდრია მოციქული, გადმოვლო მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდება. თქმულია, რომ ის ჯვარი თვით ანდრიას მიერ არის აღმართული. მოციქულმა ჩაიარა ოძრახის ხევი, მივიდა სამცხის საზღვართან და დაივანა სოფელ ზადენ-გორაში. აქ კერპთაყვანისმცმლები ცხოვრობდნენ. ილოცა ხატის მიმართ და კერპები დაემხნენ. წმიდა მოციქული გაემართა და მივიდა სოფელ აწყვერში, რომელსაც პირველად სოსაგნეთი ეწოდებოდა, ხოლო მის პირდაპირ მდებარე ადგილს - საქრისი.
მაშინ მთავარი იყო ერთი ქვრივი დედაკაცი - სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი, მისი იმედი, იმჟამად მოკვდომოდა. იდგა ტირილი, ვაება და გლოვა.
იმ ღამეს ციდან იხილედ დიდი ნათელი ღვთისმშობლის ხატისა. გამთენიის ჟამს ანდრიას მოუგზავნეს კაცი ვინაობის გასაგებად. მისი პასუხი აუწყეს მთავარს - ქვრივ დედაკაცს: „არიან უცხო კაცები, ქადაგებენ ჩვენთვის უცნობ ღმერთს ქვეყნის შემოქმედად, დამბადებლად, ადამიანისთვის სიცოცხლის მიმნიჭებლად და მკვდართა აღმდგენელად. ჰყავთ მათ მშვენიერი ხატი, რომელსაც პატივს სცემენ“. როცა ქვრივმა მოისმინა სიტყვა მკვდართა აღდგომის შესახებ, გაუკვირდა და მცირედ ნუგეში მიეცა. მოუხმო მოციქულს და გამოჰკითხა. მოუგო წმიდა მოციქულმა - „მოვედი წმიდა ქალაქ იერუსალიმიდან, სადაც უფალს ფეხი დაუდგამს - გოლგოთასა და ცათა მსგავს ბეთლემიდან, ვარ მოციქული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც წამის-ყოფით აღადგენს მკვდრებს. მას ვქადაგებ ღმერთად, უფლად და ყოველი დაბდებულის მპყრობელად. ვინც ირწმუნებს მას და ნათელს იღებს სახელითა მამისა და ძასათა და სულისა წმიდისათა, ყოველივე, რასაც ითხოვს სარწმუნოებით, მიეცემა მას და ყოველი სენისაგან განიკურნება“.
ეს რომ მოესმა დედაკაცს, დავარდა მიწაზე და ცრემლით უთხრა მოციქულს: „შეიწყალე ჩემი სიქვრივე და უბედურება, რადგანაც ემსახურები მკვდრების აღმდგენელს, ილოცე შენი ღმერთის მიმართ და მიანიჭე ჩემს შვილს სიცოცხლე. ყოველივეს, რასაც მიბრძანებ, შეგისმენ და ურჩობას არ გაგიწევ, თუ ჩემს ვაჟს ცოცხალს ვიხილავ, რამეთუ მხოლოდ ესა მყავს და სხვა არა“.
წმიდა მოციქულმა მიუგო: „თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს, ძეს ღმრთისას, ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც ჩვენს მიერ იქადაგება, რაც არ უნდა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველივე მოგეცემა მის მიერ“.
დედაკაცი ამის მოსმენამ სიხარულით აღავსო და ცრემლით უთხრა მოციქულს: „ჰოი, ჭეშმარიტო ღვთისმსახურო, ჭეშმარიტად მწამს და ვაღიარებ იესო ქრისტესს, რომელსაც შენ ქადაგებ, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“.
მოციქულმა იქიდან გააყვანინა ხალხი და არავინ დატოვა ქვრივისა და თავისი კაცების გარდა, აიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, დასვენა საწოლზე, სადაც ყრმა იდო. დაიწყო ლოცვა და ვედრება ღვთისა მიმართ ხელაპყრობით. ლოცვის შემდეგ მოკიდა ხელი ყრმას, როგორც ძილისაგან, ისე წამოაყენა და მისცა დედამისს. როცა სხვებმა ნახეს ეს სასწაული, ძალიან გაუკვირდათ.
დედაკაცმა რა იხილა თავისი გაცოცხლებული ვაჟი, სიხარულით წამოდგა, დავარდა მოციქულის ფეხებთან, ცრემლით თაყვანის სცა და მადლი შესწირა. იწამა უფალი იესო ქრისტე, მოინათლა ეს დედაკაცი თავის ვაჟთან და თავის სახლეულთან ერთად. სასწრაფოდ მისწერა ხალხის მთავრებს: „მე, ქვრივი, გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს მთელი ხალხისა: მოვიდა ჩვენთან ერთი კაცი უცხო ქვეყნიდან, რომელიც უცხო ღმერთს ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმაც ჩემი მკვდარი ვაჟი გააცოცხლა. სწრაფად მოდით, რათა წესი და რჯული ავირჩიოთ და ვცნოთ, თუ რომელია უმჯობესი“.
როცა მესხებმა ეს საკვირველი ამბავი მოისმინეს, სწრაფად შეიკრიბნენ ყოველი კუთხიდან და შეიქმნა ფრიად დიდი სიმრავლე ხალხთა ისე, რომ აივსო საქრისის ველი. გაუკვირდა ყველას, როცა იხილეს ქვრივის მკვდრეთით აღდგომილი ძე.
ქალაქში იყო საკერპო ბომონი, რომელშიც ემსახურებოდნენ ბილწ კერპებს, არტემიდასა და აპოლონს. ამ საქმის მნახველი სიცრუის მღვდლები (ქურუმები კერპებისა) აღივსნენ შურით და წინააღმდეგობა გაუწიეს მოციქულს. ღვთისმშობლის ხატის სასწაულით, ღვთის ნებით, დაილეწა კერპები. კერპთა მღვდლები სირცხვილით აღივსნენ და შენდობა ითხოვეს მოციქულისაგან. მთელმა ხალხმა მადლობის ხმა აღმოუტევა და თქვეს: „დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელსაც მოციქული ანდრია ქადაგებს“. და ყველამ ირწმუნა ჩვენი უფალი იესო ქრისტე და სიხარულით მოინათლნენ ყველანი სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

მოგივანებით საქართველოს ქრისტიანული ნათელღება ქალწულის - წმიდა ნინოს მეოხებით, ნათლად მიუთითებს დედა ღვთისმშობლის ხელდებულებაზე ამ ქვეყნის მიმართ. ანუ, როგორც გვაუწყებს „საკითხავი სვეტისა ცხოველისა, კვართისა საუფლოსა და კათოლიკე ეკკლესიისა“: „...ვინაიდგან იგი დედაკაცი იყო ყოვლად სანატრელი და კურთხეული უზენაესი იგი დედათა და მამათა და ზეცისა ძალთაცა, ამისთვისცა უკვე უკანასკნელთა ჟამთა რაჟამს ღმერთმან ინება წყალობა და ცხოვრება ნათესავისა ჩვენისა დედაკაცივე წარმოავლინა ვითარ ვგონებ მე გამოთხოვითა და ხვაიშნითა დედისა ღვთისათა ძისა თვისისთანა, ვინადგან ნაწილიცა იყო დედისა ღვთისა...“
ღვთისმშობელს გამოურჩევია კეთილმორწმუნე ქრისტიანი კაპადოკიელი ქალი - ნინო, რომელსაც სიყრმითვე ოცნებად ჰქონია ქცეული ქვეყნის ხილვა, სადაც მაცხოვრის წმიდა კვართი ინახებოდა და დღემუდამ ევედრებოდა ღვთისმშობელს, შემწეობა აღმოეჩინა ამ მიზნის მისაღწევად.
და მართლაც, ღვთივ სათნო ზრახვათა პასუხად: „ღვთის-მშობელიც სიზმარში გამოსცხადებია ნინოს და უთქვამს მისთვის: „გაემგზავრე ივერიაში, დაამკვიდრე იქ სახარება და მე ვიქნები შენი შემწე“. მერე, დედა მარიამს ვაზის ტოტების ჯვარი გადაუცია ნინოსთვის და უთქვამს: „ეს იქმნება შენი შემწე და მფარველი ყოველს გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ. ძალითა მისითა დაამყარებ იქა სიტყვასა ძისა ჩემისასა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“. მყის წმინდანს გამოღვიძებია და თავის ხელში უნახავს სწორედ ის ჯვარი, რომელიც ძილში მყოფობის დროს მისცა მას დედამან ღვთისამან“.

ორ საუკუნეზე ცოტა უფრო მეტი ხნის შემდეგ, წმიდა ნინოსებრ საგანგებო მისიით ცამეტი ასურელი მამა გადმოლახავს საქართველოს საზღვრებს.
საქართველოსა და მის გარშემო პატარა ქვეყნებისათვის მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და ქრისტეს მოძულე დამპყრობთაგან იდეოლოგიური დათრგუნვის პირობებში, ეს მამები, წმ. იოანე ზედაზნელის მეთავეობით, თავისი წილხვედრი ქვეყნის გადასარჩენად წარმოგზავნა თვით დედა ღვთისმშობელმა.
„წმიდა იოანემ ბრძანება მიიღო ჩვენებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისაგან მის წილხვედრ ქვეყანაში - საქართველოში წასულიყო თორმეტ მოწაფესთან ერთად და ჭეშმარიტი რწმენის გამტკიცებისათვის ეღვაწა იქ“, რის შესახებაც თვით იოანე შემდეგს აუწყებს თანამხლებლებად მისგან გამორჩეულ ძმობის წევრებს:
„მოუწოდა ყოველთა და ჰრქუა ნეტარმან იოანე: „შვილნო ჩემნო და ძმანო საყვარელნო, აჰა ესერა ყოველთა მადლითა ღვთისათა გხედავთ სრულსა ყოველთა შინა საქმეთა ღვთისათა. ისმინეთ, რომელი ესე მეუწყა ღვთისა მიერ, რამეთუ ვიხილე მე ყოვლად წმიდა დედოფალი ღვთის მშობელი და მიბრძანა, რათა აღვიხუნე ჩემთანა ათორმეტნი თქვენგანნი და წარვიდეთ ქვეყნად ქართლისა და მუნ ვიღვაწოთ სარწმუნოებისათვის ქვეყნისა“. საბინინი ხაზგასმით აღნიშნავს „საქართველოს სამოთხეში“, რომ „წმ. იოანეს არ ენება მოსვლა საქართველოს, არამედ მოივლინა ბრძანებითა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისათა“.

ნიშანდობლივია, რომ მოგვიანებით, უკვე საქართველოში, თავისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო, იოანეს ერთ-ერთი მოწაფე, შიო მღვიმელი თვით დედა-ღვთისმშობლის გამოცხადების ხილვის ღირსი გახდა. ერთხელ შიო მთელი ღამე ლოცულობდა და ითხოვდა ღვთისაგან შეწევნას ბოროტთა სულთა დასაძლევად. ცისკრის დროს მთელ ხევს მოულოდნელად რაღაც ნათელი მოეფინა და „...წმ. შიოს გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელსაც თან ახლდა იოანე ნათლისმცემელიც. შეშინებული განდეგილი მოწიწებით დავარდა მის წინაშე და ამავე დროს მოესმა ანგლოსთა გალობა. ყოვლად წმიდა მარიამმა აკურთხა იგი, გაამხნევა და მისცა საზრდოდ რაიმე, მსგავსი თოვლისა. შემდეგ ამისა გამხნევებული ბერი კიდევ უფრო გულმოდგინედ მოღვაწეობდა იმ საშინელ ხევში მარტო“.

ღვთისმშობელი მარადის მფარველი იყო ყველა იმ უფლის სათნომყოფელი ქართველი მოღვაწისა, ვინც თავის შეგნებულ ცხოვრებას ნიადაგ უფლისადმი მსახურებას ანდომებდა.
გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ აღწერილია სასწაულები, რომლებიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ამ დიდი მოსაგრე მამის ლოცვითი მეოხმყოფლობით აღასრულა:
ერთხელ ქურდებს განეზრახათ მისი სენაკის გაძარცვა. მამა გრიგოლმა „ცნა მოსლვა მპარავთა“ და დღისითვე განუმზადა პური. ღამით, როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრები გამოჩნდნენ, შესთავაზა პური და თანაც დაარიგა, რომ წმიდა ღვთისმშობელი უბრძანებდა, ვნება არ მიეყენებინათ ბერისათვის და ამ პურს დასჯერებოდნენ.
მაგრამ ერთმა მათგანმა, სახელდობრ, ამ ბოროტმოქმედების მოთავემ, ყურად არ იღო გაფრთხილება და სცადა ყველაფერი იმის წაღება, „რაიცა-იგი აქვნდა წმიდასა მას“.
წმიდა გრიგოლმა ღვთისმშობელს უხმო შემწედ და მასვე მიანდო კადნიერებაზე ღირსეული სასჯელის მიგება.
და მაშინვე „დაეცა იგი მტერისაგან ბოროტისა“. მისმა მეგობრებმა ცრემლით შესთხოვეს პატიება მამა გრიგოლს, რომელმაც ღვთისმშობლისავე ნებითა და მეოხმყოფობით აღადგინა დაცემული - ჯვარი გადასახა და უთხრა:
- განგკურნებს წმიდა ღვთისმშობელი. - და იგიც მსრაფლ წამოდგა უვნებელი.
წმიდა გრიგოლმა ჯერ გაკიცხა იმისთვის, რომ უკეთურ საქმეზე წარმოუძღვა თანამზრახველებს, მერე გაუმასპინძლდა მათ და მშვიდობით გაისტუმრა უკან.

სხვა დროს იყო ერთი ასეთი შემთხვევა: შატბერდის მახლობლად კაცი ვინმე ცხოვრობდა თავისი ცოლ-შვილითურთ. იგი მდიდარი იყო და მისი ცხოვრებაც კეთილად და სიხარულით მიედინებოდა, რადგან ყველანი ჭეშმარიტი მორწმუნენი იყვნენ. მაგრამ ერთხელაც მის ცოლს სნეულება შეხვდამ რაც მის სასიკეთოდვე იყო, რამეთუ უფალს ნებავდა ნეტარი გრიგოლის მეშვეობით განეკურნა იგი და ეშმაკიც სირცხვილეული განედევნა, - ეს ხომ სწორედ ბოროტი სულის მანქანებით დაეცა დედაკაცს უძლურება და ათივე თითი გაუშეშა სასტიკი ტკივილით.
დედაკაცმა უფლის კარნახით გულის-ხმა ჰყო ნეტარი გრიგოლის სიწმიდე და საჩქაროდ მას მიაშურა თავის ძესთან ერთად. გრიგოლის წინაშე ცხარე ცრემლებით გოდებდა დედაკაცი თავისი სნეულების გამო და ნეტარ მამასაც ფრიად შეეწყალა იგი. მან უბრძანა ერთ-ერთ მღვდელს ეკლესიაში წასულიყო და ევლოგია მოეტანა - ზეთი იმ კანდელიდან, რომელიც განუწყვეტლივ ენთო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. თვითონ კი ხელებზეაპყრობილი ლოცვად დადგა და ცრემლთა ღვრით ევედრებოდა უფალს დედაკაცის განკურნებას. შემდეგ ზეთი ჯვარის სახედ სცხო დედაკაცს სნეულ ხელებზე ყოვლადწმიდა სამების სახელით და ღვთისმშობლის მეოხებით და თქვა:
- განკურნებულ იქნას შენი ხელები!
და უმალვე ეშმაკი ზარგანხდილი გავიდა დედაკაცისაგან და იგიც სრულიად განიკურნა. უფლის დიდებით დაბრუნდა იგი შინ და დიდძალი შესაწირავი მიუძღვნა ნეტარი გრიგოლის სავანეს.

წმიდა ილარიონ ქართველის ცხოვრებაში აღწერილია ღვთისმშობლის მეოხება ამ ბერის ღვთისსათნომყოფელ საქმიანობაში.
ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, საბა წმინდის ლავრასა და იორდანეს უდაბნოში სურლიერი წვრთნითა და შრომით განვლილი შვიდი წლის შემდეგომ, სწორედ მარიამ ღვთისმშობელმა აღუსრულა უფლისადმი აღვლენილი თხოვნა, ეუწყებინა, თუ სად იყო მისთვის უმჯობესი მსახურება. ღვთისმშობელმა გაუმხილა, რომ იგი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეღვაწა ღვთის სადიდებლად.
მოგვიანებით, სამშობლოდან დიდებასა და პატივს გამორიდებულ ილარიონს ისევ დედა ღვთისმშობელმა დააფარა თავისი მოწყალების კალთა. ორ ქრისტესმიერ ძმასთან ერთად, ულუმბოს მთაზე მცირე ეკლესიას უბრალო მწირის სახით შეხიზნულს, მამასახლისი უპირებდა ეკლესიიდან განტევებას, რაკიღა არ უწყოდა უცხო ენაზე მეტყველთა ჭეშმარიტი ვინაობა.
მამასახლისს ღამით ღვთისმშობელი გამოეცხადა და წყრომით ამცნო, რომ იგი ადამიანებს უპირებდა გაძევებას, რომლებიც უფლის სიყვარულისთვის ჩამოსულიყვნენ; ამასთანავე, უფლის მცნებასაც არღვევდა უცხოთა შეწყნარების შესახებ. განა არ უნდა სცოდნოდა, რომ ულუმბოს მთაზე მარად იყვნენ უცხო სტუმრების მშობლიურ ენაზე მეტყველნი, ხოლო ვინც მათ არ შეიწყნარებდა, ისინი იქნებოდნენ მტრები თვით ღვთისმშობლისა!
მეორე დილით, ძილისაგან გამოფხიზლებული მამასახილი ფერხთ ჩაუვარდა მამა ილარიონს და შენდობის თხოვნასთან ერთად, აფიცებდა, არ წასულიყო მათგან და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასჯელის ღირსი არ გაეხადა.
წმიდა ილარიონი დაჰყვა მამასახლისის ნებას. ახალ სამკვიდროში მან მალე გაითქვა სახელი სასწაულმოქმედებებითა და ქრისტიანული სწავლების გადმოცემით. მრავალი მომსვლელი ცდილობდა სხვადასხვა მოსაკითხით დაესაჩუქრებინა, მაგრამ იგი ყველას უარით ისტუმრებდა პასუხით:
- მზრდის ჩვენ წმიდა ღმრთისმშობელი და არა დამაკლებს ჩვენ ხორცთა საზრდელსა.

ღვთისმშობელი ზრუნავდა მასზე მლოცველი საეკლესიო პირებსა და ერისკაცების სახლეულობაზეც და სამემკვიდროზე.
აი, რას გვიამბობს წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის მამა წმიდა იოანე მთაწმინდელი: „ათონზე ჩემი შვილი - ყრმა ექვთიმე შეიპყრო მძაფრმა სენმა - სასიკვდილოდ დაავადდა - „სიკვდილს მიეახლა“, მეგონა სული ამოხდებოდა, ვინაიდან აღარც სიტყვის თქმა შეეძლო და აღარც ხმის ამოღება. დავკარგე სასოება მისი სიცოცხლისა, ასე შეშფოთებული წავედი ღვთისმშობლის ტაძარშჲ, დავვარდი წმიდა დედოფლის ხატის წინ და მხურვალე ცრემლით ვევედრებოდი მარად ქალწულ ღვთისმშობელს, რათა შემწეოდა და ეშველა. ვამცნე მღვდელს, სწარაფად ამოსულიყო და ეზიარებინა. სწრაფადვე გავეშურე ექვთიმეს სახილველად თუ რა დაემართა, გავაღე სენაკის კარი, სადაც ის მწოლიარე დავტოვე. და იცებ ვიყნოსე სუნი სურნელებისა საკვირველი, რამეთუ იქმნა მოხედვა წმიდა ღვთიმშობლისა. და ვიხილე ექვთიმე მისი მადლით აღდგომილი და იჯდა საწოლზე ყოველმხრივ ჯანმრთელი და უვნებელი. შეკრთა ჩემი გონება და ვკითხე მას - „რა არის ეს, შვილო?“ მიპასუხა: - „ახლახან წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მითხრა ქართული ენით „- რა არის, რა გტკივა ექვთიმე?“ - ხოლო მე ვუთხარ - „მოვკვდები დედოფალო“, და ეს რომ ვთქვი, მომიახლოვდა, მომკიდა ხელი და მითხრა - „აღარავითარი ვნება შენთან აღარ იქნება, ადექი, ნუ გეშინია და ქართულად უნაკლოდ ილაპარაკე!“ - და აჰა, როგორც მხედავ, სრულებით არაფერი მტკივა“. და ამბობდა ხოლმე ნატარი იოვანე, რომ ამ ჟამამდე დიდხანს უცხოობაში ნამყოფი ექვთიმე ძნელად საუბრობდა ქართულად და ფრიად მწუხარე ვიყავი ამის გამო, ხოლო მის შემდეგ შეუწყვეტლივ, როგორც წყარო, ამოდის მისი პირიდან ქართული სიტყვა, ყველა ქართველზე უფრო წმიდად.

ეს ამბავი კი დავით V ულუს ცხოვრების პერიოდს ეხება.
... ანაზდად მეფის პირმშო ძეს გიორგის მუცლის სნეულება დაეცა და ისე მძაფრად მოსწყლა, რომ მკვდარივით იწვა სარეცელზე და ძლივსღა სუნთქავდა. და როცა ამ მწუხარებასა და უიმედობაში იყო მეფეცა და ყველა მკვიდრიც საქართველოისა, მეფეს დმანისის ღვთისმშობელი გაახსენდა და უმალ წავიდა იქ. მაშინ ყველანი ფეხშიშველნი მოჰყვებოდნენ მეფეს და მხურვალე ცრემლებით ევედრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მეოხი ყოფილიყო თავისი ძის წინაშე და განეკურნა მეფისწული. ღვთის დედამაც შეისმინა მათი ვედრება და როგორც კი სნეული წმიდა ხატს მიამთხვიეს, უმალვე გაახილა თვალი და სრულიად უვნებელი წამოჯდა, თითქოს არც ყოფილა მძიმედ სნეულიო. ამის ხილვაზე დიდად განკვირდნენ მეფეცა და ყველა მისი თანმხლებიც და ერთხმად განადიდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ღმერთი.

ღვთისმშობელი მარადის შეეწეოდა ქართველებს უთანასწორო ბრძოლებში ურჯულოთა მრავალრიცხოვანი ურდოების წინააღმდეგ. არც „ოქროს ხანად“ წოდებული დროება დამკვიდრებულა საქართველოში ღვთისმშობლის გარეშე.
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული თამარ მეფე ღვთისმშობელს ავედრებდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობას და სწორედ დედა-ღვთისმშობლის მეოხმყოფობით მისი ხელმწიფების ჟამს იქნა გადახდილი ბრძოლის ველზე არაერთი ძლევამოსილი ომი.
როდესაც ბაღდადის ხალიფასა და სპარსთა ძალისხმევით ერთად თავშეყრილი მაჰმადიანთა უზარმაზარი ლაშქარი აღიძრა საქართველოზე, ქართველთა წმიდა მეფემ, როგორც ყოველჟამს, ამჯერადაც დედა ღვთისმშობელს ანდო მისი წილხვედრი ქვეყნის ბედი.
ცნობილია თამარ მეფის მიმართვა შამქორის ბრძოლის წინ მეომრებისადმი - იგი მათ ამხნევებდა, არ შეძრწუნებულიყვნენ მტრის რიცხვობრივი სიმრავლით და საკუთარი რიგების სიმცირით, რადგან ღმერთი იყო მათთან. თამარს მაგალითები მოჰყავდა ძველი აღთქმის ისტორიიებიდან, როდესაც გედეონმა სულ სამასი კაცით სძლია ურიცხვ მადიამელებს და ეზეკიელის ლოცვით ანგელოზის მიერ წამიერად დაეცა ასურასტანელთა ბანაკი.
- შეისწრაფეთ ქვეყნად მათდა შეწევნითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯვარისათა წარემართენით - მოუწოდებდა იგი და ბიბლიური მაგალითებით შთააგონებდა ქართველ მებრძოლებს, რომ როგორც ოდესმე უფალი იფარავდა თავის მსასოებელ ისრაელს, ასევე ამჯერად ღვთისმშობელი გადააფარებდა კალთას მასზე მლოცველსა და მავედრებელ ერს საქართველოისას.
ჯარის გამხნევებისა და დალოცვის შემდეგ, თვით თამარ მეფე ფეხშიშველი ეახლა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს და „წინაშე ხატსა მას წმიდასა არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი“.
ასევე ღვთისმშობელს შეავედრა სამშობლოს ხსნა თამარმა ბასიანის ომის წინ, როდესაც რუმის სულტანი რუქნ-ად-დინი წამოემართა დიდი ლაშქრობით.
თამარმა ამჯერად ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარს მიაშურა და „ვარძიისა ღმრთისმშობლისა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი და დროშა ბედნიერად ხმარებული და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი“.
ლაშქარს თვით თამარი მიუძღოდა წინ. ისევ ფეხშიშველი მიდიოდა წმიდა მეფე და ცრემლი უსველებდა სახეს.
საარაკო და დაუჯერებელი გამარჯვებები შამქორსა და ბასიანში რიცხობრივად განუზომლად ჭარბ მტრის ძალასთან, როგორც თამარის მემატიანე ბასილი ეზოსმოძღვარი აღნიშნავს, ღვთისმშობლისადმი თამარის ცრემლიანი ვედრების შედეგად იქნა მოპოვებული და იყო ნიშანი იმისა, თუ „ვითარ-იგი წყალობა ყო ღმერთმან ერისა თვისსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა“.

როგორც ქვეყნის კეთილდღეობის ჟამს თანამდგომი ქართველთა საბრძოლო გამარჯვებებისა, ღვთისმშობელი ასევე მხსნელად ევლინებოდა დროთა უკუღმართობით გარეშე ქვეყნის დროშის ქვეშ მეომარ ქართველობასაც.
ეს ამბავი საქართველოს უმეფობის ხანაში მოხდა. მონღოლები ალამუთს იყვნენ საბრძოლველად, სადაც თავიანთ გვერდით საკუთარი ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფ ქართველებსაც აომებდნენ. მულიდების, იგივე ასასინების ციხე-სიმაგრეს თავდაუზოგავ ფანატიკოსთა ორდენის წევრები დარაჯობდნენ; ამადაც იყო, რომ სამკდრო-სასიცოცხლო ბრძოლა შვიდ წელიწადს გაგრძელდა მონღოლებსა და მულიდებს შორის.
როგორც ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, ერთ დილას დიდი ჩოჩქოლი და ფორიაქი ამტყდარა მონღოლთა ბანაკში: ღამით ჩაღატა ნოინის კარავში შეპარულ მულიდს მძინარე ნოინისათვის დანა ჩაერტყა გულში. ნოინის სიკვდილი მონღოლებმა მაშინვე ქართველებს გადააბრალეს, რადგან, მიუხედავად თანამოლაშქრეობისა და ქართველთა მამაცური შემართებისა, ისინი მაინც პყრობილი ქვეყნის შვილები იყვნენ, რომლებსაც, მათი წარმოდგენით, არ შეიძლებოდა მონღოლთა წინააღმდეგ ავი არ სდებოდათ გულში. მხოლოდ ჩარმაღან ნოინი არ იზიარებდა თვისტომთა ერთსულოვან რისხვას, რომელიც არწმუნებდა მათ, რომ ქართველთა ბუნებისათვის უცხო იყო ვერაგული მოქმედება.
მაგრამ მონღოლები არ მშვიდდებოდნენ. ბოლოს მთელი ბანაკი აიშალა და მტრად დასახულ ქართველთა წინააღმდეგ წამოიმართა. ქართველების საგონებელში ჩავარდნენ: აღარ იცოდნენ, რა ეღონათ. ზოგნი პირისპირ შებმას ამჯობინებდნენ, სხვები თავს იკავებდნენ მცირერიცხოვნობისა გამო. მაშინ სიტყვა აიღო ქართლის ერისთავმა გრიგოლ სურამელმა. მისი სჯით, ბრძოლის გამართვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ცოტანი იყვნენ - ამ შემთხვევაში მონღოლები ყველას ერთიანად გაღლეტდნენ, ხოლო თუ დაითმენდნენ, შესაძლოა, ნაკლები მსხვერპლით გადარჩენილიყვნენ - ოდენ წარჩინებულთ დასჯიდნენ სიკვდილით და დანარჩენი სპა გადარჩებოდა. „უმჯობეს მიჩნს ჩვენ მოვიკვლნეთ და არა ყოველი ესე ძალი“ - ამბობდა ღირსეული ქართველი მამულიშვილი.
ხოლო, რა გაასრულა სათქმელი, გრიგოლ სურამელმა მთელ ქართველ ლაშქარს მოუწოდა უფლისათვის მიენდოთ საკუთარი ბედი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის ეთხოვათ დახმარება და ამისთვის სამჯერ მოედრიკათ ლოცვით მუხლი და ერთობლივი ვედრებით წაეკითხათ შეხმა მისი: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“.
მოწოდებისთანავე მთელმა ლაშქარმა დაიჩოქა და ერთხმად აღავლინა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი. უეცრად, შორიახლოს ლერწმებიდან გამოხტა კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა სისხლიანი მახვილი და მთელი ხმით დაიძახა სპარსულად: - მან ქუშტემ ჩაღატა - მე მოვკალ ჩაღატა!
ქართველების წინააღმდეგ დაძრული მონღოლები გამოენთნენ მიწიდან ამომძვრალ სიკვდილის მაძიებელს, შეიპყრეს და თავიანთ ნოინებს მიჰგვარეს. როგორც გამოირკვა, იგი მულიდთა შორის გამორჩეული პიროვნება ყოფილიყო და ასრულებდა ასასინთა მთავრების განსაკუთრებულ დავალებას - მოეკლა ოთხ ნოინთაგან ერთ-ერთი. „წარმოვე, მოვკალ და დავიმალე“ - დაასრულა თავისი აღსარება მულიდმა. ხოლო როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა იყო მიზეზი, რომ დამალულმა კაცმა გაამხილა თავისი საქციელი, პასუხად შემდეგი რამ მოუთხრო მონღოლებს მკვლელმა:
ხშირ ლერწმიანში მას უეცრად თავს წამოსდგომია უმშვენიერესი ქალბატონი, რომელსაც მკაცრად დაუტუქსავს: - როგორ ჩაიდინა, რომ კაცი მოკლა და დაიმალა; ახლა მრავალი ადამიანი უდანაშაულოდ უნდა დაიღუპოს მისი მიზეზით! მას უკითხავს: - რა ვჰყო, დედოფალო? რაზედაც იმ ქალბატონს უბრძანებია, წაჰყოლოდა იქ, სადაც თავად წავიდოდა და განეცხადებინა, რომ მან მოჰკლა ჩაღატა და ამით მრავალი უცოდველი ადამიანი ეხსნა სიკვდილისაგან. ისიც დამორჩილებია. ქალბატონს იგი მონღოლთა მხედრობის სიახლოვეს მიუყვანია და საკმარისი იყო მას თავისი დანაშაული ხმამაღლა გაეცხადებინა, რომ ქალი გაუჩინარებულა და თვით მარტოღა შერჩენილა მტრის წინაშე.
მონღოლებმა მეტის თქმა აღარ დააცადეს, ხმლით განკვეთეს თავიანთი ნოინის მკვლელი.
ასე იხსნა თავისზე მლოცველი ერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა! როგორც ჟამთააღმწერელი მადლიერებით გვამცნობს:
„ამათ საკვირველებათა არა უდარეს გვონებ, რომელ აწ იქმნა მსწრაფლი და ანასდათი ხსნა ქრისტიანეთა ყოვლადწმიდისათა ღვთისმშობელისა მიერ. გარნა ვინ-მე შეეძლოს დიდებისმეტყველებისა მიერ სამადლობელი შესხმა საკვირველისა ამისთვის, რომელ დაიცვა ურიცხვი სული ნათესავისაგან ქართველთა ყოვლად უბიწომან სიტყვისა ღმრთისა მშობელმან, ღმრთაებისა და კაცობისა გვამოვნებითა და შეერთებითა შემაერთებელმან ღმრეთად სრულად და კაცად სრულად - ორთა შინა ბუნებათა და ორთა ნებათა შეურევნელად“.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 87 posts ] 
ვინ თქვა რომ სასწაულები არ ხდება?
დესპანი