↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 67 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined20 Dec 2007
Posts24
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა. ჩემი აზრით ქართული \"იოგა\" - ლოცვაა, ფსალმუნება, სინანული, აღსარება, შეურიგებელი ბრძოლა საკუთარ თავთან , სულის წვრთნა სრულყოფისაკენ, ღვთის მოშიშება და სიყვარული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
რამოდენიმე ლინკს ვდებ და უყურეთ ყველამ არ დაიზაროთ
http://www.youtube.com/watch?v=qu447MkpqQw

http://www.youtube.com/watch?v=lnLPclrB0rk&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=8SZFCgzlpWw&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=fJVydzNJrno&NR=1

http://www.youtube.com/watch?v=bdyRt7P7ttU&feature=related

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ბუდა (სანსკრ.სიტყვაა და ნიშნავს გასხივოსნებულს) ბუდიზმში პირი, რომელმაც მიაღწია ნირვანას. ასევე სიდჰარტა გაუტამას, ბუდიზმის დამფუძნებლის ეპითეტი. ინდუიზმის მიმდევრებისთვის ბუდა მფარველი ღვთაება ვიშნუს მეცხრე განსახიერებაა.
სურათი აღარ არსებობს
ბუდა,ბორობოდურის ტაძარი, ინდონეზია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ბუდისტური სიმბოლოები

სვასტიკა
[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i3922_Suastika.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t3922_Suastika.jpg[/IMG][/URL]

სვასტიკა ”კეთილად ყოფადი”- ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებომხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ქონდა.

არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი ე.წ. ”ტრიკვესტი” და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზევმხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალა ჰქვია). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
სვასტიკა და ნაციზმი

ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1920 წლის აგვისტოში, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს გამოიყენა სვასტიკა, როგორც საკუთარი მოძრაობის სიმბოლო (ერთი ვერსიით იგი გიორგი გურჯიევმა უკარნახა ნაციზმის ერთ-ერთ იდეოლოგს კარლ კლაუს ჰოფერს, ჯერ კიდევ ოკულტური და პოლიტიკური გაერთიანების ”ტულეს საზოგადოების” 1919 წ. დაარსების დროს რის შემდეგაც გერმანელ მშრომელთა ნაციონალურ-სოციალისტურმა პარტიამ მემკვიდრეობით მიიღო იგი). ამ სიმბოლომ იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში, რაზეც ჰიტლერი მოგვიანებით წერდა: ”ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ ყუმბარის აფეთქებას ჯობდა”. მან სვასტიკა დაუკავშირა ”არიული რასის” სიწმინდეს, მისტერიულ სათავეს და მის გარშემო სიცრუეზე დაფუძნებული ნაცისტური იდეოლოგია ააგო.

გერმანული ოკულტური ორგანიზაციის \"ტულეს საზოგადოების\" ემბლემა.
http://up.pixgeo.com/out.php/i3918_78pxThulegesellschaftemblempj5.jpg
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i3918_78pxThulegesellschaftemblempj5.jpg[/IMG]

1933 წლის ნაცისტური მოძრაობის დროშა
http://up.pixgeo.com/out.php/i3919_120pxFlagofgermany1933nx9.jpg
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i3919_120pxFlagofgermany1933nx9.jpg[/IMG]

სვასტიკა ქრისტიანულ სამყაროში

http://up.pixgeo.com/out.php/i3920_120pxParissvastik.jpg
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i3920_120pxParissvastik.jpg[/IMG]
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის იატაკი.

ადრეული ქრისტიანობის დროს რომში სვასტიკის გამოსახულება გვხვდებოდა საფლავის ქვებზე. ცნობილია, აგრეთვე, კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ცნობილი ფრესკა, რომელსაც კომპოზიციურ ფონად გასდევს სვასტიკის ფორმის ჯვრის სიმბოლოები. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იატაკზე გვხვდება სვასტიკის გამოსახულებიან საკმაოდ საინტერესო კომპოზიციები. ამ ჩუქურთმის გამოყენება არც ქართული ეკლესიისთვის არის უცხო - სვასტიკას ჩვენ ვხდებით სვეტიცხოველში, აგრეთვე მისი გამოსახულება მოიპოვება, ქართული კულტურის უძველეს კერაზე პალესტინაში - ჯვრის მონასტრის კედლებზე.

ისრაელი

სემიტურ სამყაროში სვასტიკის გამოსახულება საკმაოდ ხშირად გვხვდება. მას აქაც წმინდა და საკრალური დანიშნულება აქვს. შესაძლოა ეს კავშირი სათავეს შუმერიდან იღებდეს, რადგან სემიტური კულტურა შუმერული კულტურის წიაღიდან აღმოცენდა. სვასტიკამ განსაკუთრებული დანიშნულება მოიპოვა ძველ ისრაელში. აქ მზისა და კოსმიური მოძრაობის ამ უნიკალურ ნიშანს ხშირად იყენებდნენ სინაგოგების მოჩუქურთმებისას. ძველი ისრაელის უმთავრეს ტაძარშიც კი - სოლომონის ტაძარში - გვხვდებოდა სვასტიკის მისტიური ორნამენტი.
[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i3921_150pxSinagogasvastika.jpg][IMG]
http://up.pixgeo.com/out.php/t3921_150pxSinagogasvastika.jpg[/IMG][/URL]
სვასტიკის მოზაიკა სინაგოგაში.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ბუდისტებს აქვთ 5 მცნება და 4 ჭეშმარიტება

4 ჭეშმარიტება

არსებობს ტანჯვა
არსებობს ტანჯვის მიზეზი
არსებობს გაკურნება
და არსებობს გზა განკურნებისა და ხსნისა

5 მცნება

1. არ მოკლა
2. არ მოიპარო
3. არ იმრუშო
4. არ იცრუო
5. არ ილოთო

მხოლოდ ამ მცნენბებით და ჭეშმარიტებებით მიაღწევს ადამიანი ნირვანას (ბუდისტების რწმენით)

ნირვანა არის სრული სიმშვიდე, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი არამედ - ზეყოფნა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ეს ამოვიკითხე და ტერენტის სიტყვები გამახსენდა : გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის.

გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 67 posts ] 
დესპანი