sosoias rusi--მოკლედ რა პროფესია გაქვს...თვალსა და ხელს შუა მილიონრებს ფცქვნი 
ხარბი მილიონერი და მათემატიკოსი
ერთი ხარბი მილიონერი და მათემატიკოსი შეთანხმდნენ დაედოთ ასეთი გარიგება:
მთელი თვის (30 დღის) განმავლობაში მათემატიკოსი მილიონერს ყოველდღე მიუტანდა 100 000 ლარს. სამაგიეროდ პირველ მიტანაზე მილიონერს უნდა მიეცა 1 თეთრი, მეორე მიტანაზე 2 თეთრი, მესამე მიტანაზე – 4 თეთრი და ა.შ. ყოველი 100 000 ლარის მიტანის შემდეგ მათემატიკოსი უკან წაიღებდა ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე წინა მოსვლაზე.
გარიგება არ უნდა დარღვეულიყო 30 დღის მანძილზე. მართლაც, გარიგების შემდეგ მათემატიკოსმა მილიონერს მიუტანა 100 000 ლარი, უკან კი წაიღო თავისი კუთვნილი 1 თეთრი. მეორე დღეს ისევ 100 000 ლარი გადავიდა მდიდრის ხელში 2 თეთღად, მესამე დღეს 100 000 ლარი – 4 თეთრად, მეოთხე დღეს 100 000 ლარი – 8 თეთრად და ა.შ.
პირველ დღეს მდიდრის საქმე ძალიან კარგად მიდიოდა და გულში კიდეც ზეიმობდა, რომ ადვილად მოატყუა მათემატიკოსი.
გარიგებიდან შვიდი დღის შემდეგ მდიდარმა უკვე მიიღო 700 000 ლარი, ხოლო გადაიხადა სულ უმნიშვნელო თანხა:
1+2+4+8+16+32+64=127 (თეთრი ) = 1 ლარი და 27 თეთრი.
მოეწონა ეს ხარბ მილიონერს და უკვე ნანობდა, რომ ეს გარიგება მხოლოდ ერთი თვით იყო დადებული და ამიტომ 3 მილიონ ლარზე მეტს ვერ იღებდა.
14 დღის შემეგ მდიდარმა მიიღო 1 400 000 ლარი, ხოლო გადაიხადა სულ რაღაც, 150 ლარამდე. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მდიდრის სიხარული. იგი მალე მიხვდა, რომ დადებული გარიგება არც ისე ხელსაყრელია მისთვის, როგორც აქამდე ეგონა. მოგება ყოველდღე მცირდებოდა და ამასთანავე სულ უფრო და უფრო სწრაფად. 25-ე დღეს მდიდარმა მიიღო 100 000 ლარი და გასცა 167 772 ლარი და 16 თეთრი. ე.ი. ამ დღიდან დაწყებული უხდებოდა უფრო მეტის გადახდა ვიდრე იღებდა, მაგრამ არ შეიძლებოდა პირობის დარღვევა.
შემდეგ კიდევ უფრო უარესად წავიდა საქმე. მდიდარს უკვე მილიონების გადახდა დასჭირდა. უკანასკნელმა ორმა დღემ კი მას უდუდესი დარტყმა მიაყენა და სულ ერთიანად გააკოტრა.
რა დაუჯდა ხარბ მილიონერს ვითომ მუქთად ნაშობნი 3 მილიონი ლარი?
როცა 30-ე დღეს მათემატიკოსმა მოიტანა 100 000 ლარი უკან წაიღო 5 368 709 ლარი და 12 თეთრი. აღმოჩნდა, რომ მილიონერს ვითომ იაფად ნაშოვნ 3 მილიონ ლარში გადაუხდია 10 737 418 ლარი და 23 თეთრი, ე.ი. თითქმის 11 მილიონი ლარი. საქმე კი სულ რაღაც ერთი თეთრით დაოწყო. მათემატიკოსს ყოველდღიურად 100 000 ლარის ნაცვლად რომ მიეტანა 300 000 ლარი, საბოლოო ჯამში მაინც მოგებული დარჩებოდა.