|
არ ვიცი გულს როგორ უნდა ვუბრძანო-გაჩერდი?! ნუ ფართხალებ?!..სისულელეა.. გულის გაჩერებას ვერავინ ვერ გრძნობს-ეს სიკვდილია, გარდამავალი წუთი თუ წამი სააქაოსა და საიქიოს შორის. გაჩერება-სიკვდილია, არა სიკვდილი არა!ქართველებს არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს-გარდაცვალება, ანუ სახეცვლილება, გარდასვლა დაბალი იერარქიიდან უფრო მაღალში, სააქაოდან საიქიოში... გულის გაჩერება სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაა, გაათავისუფლეთ ვაგონები!!! კარგია, ძალიან კარგი, როცა იცი ამ ტანჯული ცხოვრების შემდეგ რა გელოდება-სამუდამო სასუფეველი, სიმშვიდე, სიწყნარე, სულის სილაღე.. დაიღალა სული ამდენი ტყუილით, ღალატით, პირფერობით...კივის, გაქცევა უნდა... სად წავა? ვინ გაუშვებს? სანამ მისი დროებითი ჭურჭელი ცოცხალია... იცოცხლე სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაზე გალაღდება, მოშორდება მძორს და გათავისუფლდება... რა კარგია თავისუფლება...ვინც საიქიო ნახა უკან არავინ დაბრუნებულა, ვისაც შორიდან შეახედეს-ისიც ისეთ საოცრაბებს ჰყვება იქით მოგინდება... მოგინდება - ეგრე სად არის?! სანამ ბოლო გაკვეთილს არ მოიმენ და ბოლო გამოცდას არ ჩააბარებ ბოლო გაჩერებამდე არავინ მიგიშვებს... რა გამოცდას?ჩვენ ყველანი სკოლაში დავდივართ...ჩვენი ცხოვრება ჩვენი სკოლაა, ვსწავლობთ და გამოცდებს ვაბარებთ, ვინ როგორ,ამის და მიხედვით საიქიოშიც იმ იერარქიაში მოვხვდებით რომლის გამოცდასაც აქ ჩავაბარებთ... ყველაფერი გამოცდაა: ყველა წუთი,წამი,ყველა სიტყვა, გამოხედვა, ქცევა,. ღმერთმა ყველას კარგად ჩაგვაბარებინოს გამოცდები... ძნელია, ძალიან ძნელია ისე იცხოვრო უფლის მცნებები რომ არ დაარღვიო:კაცს თუ არ მოკლავ-იმრუშებ, მშობლებს თუ პატივს სცემ-ლოყას არავის მიუშვერ, რახან მარჯვენაში გამარტყი მარცხენაშიც შემომილაწუნეო. ძნელია...ერისკაცებისთვის კი არა, ბერისკაცებისთვის არის ძნელი უცოდველობა... ერთი უფალი იყო უცოდველი და ისიც ჩვენმა ცოდვებმა ჯვარს აცვა... ძნელია, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისთვის.. მადლობა, რომ\" ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან\", რომ დავიბადე დედაჩემის და მამაჩემის ოჯახში, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა მყავდა, რომ მყავს უმაგრესი ძმა თავისი ლამაზი ოჯახით, რომ მყავს არაჩვეულებრივი სანათესაო და სამეგობრო, და რაც მთავარია უდიდესი მადლობა ჩემი ულამაზესი შვილისთვის-მარიამისთვის,რომელიც უფლის შემდეგ ყველაზე ძალიან მიყვარს, მადლობა, უფალო, რომ სიყვარულის ნიჭი უხვად მომმადლე, მადლობა ყველაფრისთვის! გამაძლიერე,უფალო,მომეცი ძალა ცხოვრების,გამაძლებინე უამათოდ ამ უცხო მხარეში, უცხო რჯულში, უცხო გარემოში...უცხო, უცხო, უცხო...ეს არაა საუცხოო!!!მეტიჩრები ვართ ქართველები, რატოა ყველაზე კარგი -საუცხოო?! რა აქვთ ამათ კარგი?!ლაპარაკი? კულტურა? ქცევა? ადათი? სიყვარული? მეგობრობა? სტუმარ-მასპინძლობა? ცეკვა-სიმღერა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო? ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი!!! ღმერთმა არაფერი გაიმეტა ამათთვის მდიდარი ცხოვრების გარდა... ჩვენთან რომ სიყვარული იციან, დედა-შვილობა, მეგობრობა, სიმღერა, ქეიფი,სტუმარ-მასპინძლობა, ჩვენთან რაც ლამაზი ქალი და კაცი დადის ამათ არც მოელანდებათ! რა იციან ამათ კარგი ღვინის და საჭმლის ფასი??
ღმერთო, გააძლიერე საქართველო და ქართველობა, მიეცი ძალა ცხოვრების, ყველა გადახვეწილი ქართველი დააბრუნე თავის ოჯახში და ტკბილად დააბერე თავის შვილებთან! ღმერთო, შეეწიე ყველას და მეც მათ შორის! ჩვენ ეს ყველას გვჭირდება!!!ამინ!!!
|