შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მწვადები და ჩახოხბილი, ცხელი თონის პურები. ხიზილალა ჩურჩხელები, ღვინით სავსე ჭურებიიი. ოოო რა ძლიერ გამოვძეხი, აი მესმის ცხოვრებაა აბა ერთიც კიდევ ვჭამოთ, ჩემი ღიპის ცხონებაა..
გაზაფხულდა აყვავილდა ნუში, იღიმება ლურჯთვალება ია, სითბო ისე შემოიჭრა გულში, თითქოს კარი დამრჩენია ღია. ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო, ყვავილების ფიფქი ცვივა მთიდან, ყვავილების სურნელება მათრობს და ბავშვივით სიყვარული მინდა......
წარმავალია ნათელი სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება, ბინდისფერია სოფელი,უფრო და უფრო ბინდდება, ეა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახიც აბიბინდება. იმასაც მოკლედ უვლია,გრძლად ვინც გვეგონა იარა, შუქს ბნელი შესჭამს,ვარდს-ჭია,კაცის გულს-ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო,ერთ წამში აგვყრის იარაღს, ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან,სხვას არა წაუღია რა,