↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მაკარონი და სხვა იტალიური კერძები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 50 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
lelka7 შეგვპირდა ლაზანიას რეცეპს მაგრამ აღარ გამოჩენილა მას შემდეგ. აი ლაზანიას ჩემეული ვერსია:

მასალა 2 ულუფისათვის: ლაზანიას ფურცლები საკმარისი რომ 5 ფენა გამოვიდეს; ხორცის სოუსისათვის - 250-300 გრამი ძროხის ხორცის ფარში, 1 ხახვი, 400 გრამი გახეხილი პამიდორი, მარილი, შავი პილპილი, ორეგანო, პეტრუშკა (ქართულ სახელს ვერ ვიხსენებ); ყველის სოუსისათვის - 150-200 გრამი გახეხილი მოცარელა, ამდენივე რიკოტა ricotta, 1ჩაის კოვზი დაჭრილი მწვანე რეჰანი, 1 კვერცხი. ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ მოცარელას და პარმეზანის ნარევი.

ფარში და წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ერთად, ფარში რომ გაყავისფრდება დაამატეთ პამიდორი და სუნელები და 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე თავდახურული ხარშეთ.

მე ვყიდულობ მშრალ ლაზანიას ფურცლებს და ვხარშავ 10 წუთით, ერთმანეთს რომ არ მიეწებონ ცოტა ზეითუნის ზეტი ჩაამატეთ.

ღუმელის ტაფაზე ძირზე მოუსვით კარაქი, დააფინეთ პირველი ფენა ლაზანიას ფურცლები, მოათავსეთ ყველის სოუსის ნახევარი, დაფარეთ ლაზანიას ფურცლებით, შემდეგ ხორცის სოუსის ნახევარი. გაიმეორეთ იგივე. ბოლო ფენას მოაყარეთ მოცარელა და პარმეზანი და შედგით ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი, თავი რომ ოქროსფერად მოებრაწება მზადაა :)

წარმატებას გისურვებთ :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნერწყვები მომადგა :) არადა ახლა თბილისში პირველი საათი ხდება ჩემ გასახეთქ მუცელს კიდე ჭამა უნდა? :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ჭამე,ჭამე და დაილოცოს ორშაბათი, დაიწყე დიეტა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჰო ასე ორშაბათის იმედზე ვარ ხოლმე სულ გენაცვალე და ნელ-ნელა იზრდება ეს მუცელიც :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
არადა რა გემრიელია?

მიდნდა დამემატებინა, 2 ულუფისათვის ვყიდულობ 250 გრამიან ლაზანიას ფურცლებს. გარდა ამისა, schwartz უშვებს სუნელების ნაზავს lasagne mix, რეცეპტიც აწერია უკანა მხარეს :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
უი მაიკო შენ გეტყობა, რომ ნამდვილი ქართველი ქალი ხარ :) ისე კარგად ერკვევი კულინარიაში. მაგარია გაფასებ ძაან, გენაცვალე შენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემი კულინარიული გამოცდილება სულ რაღაც 2 წლისაა, ბევრი არაფერი ვიცი, აი ნათიკუ არის ჩვენი შეფი :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
საინტერესოა :) არ ვიცნობ ნათიკუს ნახელავს, მაგრამ შენ დაწერილ რეცეპტზე ისეთი ნერწყვი გადავყლაპე მოულოდნელად კინაღამ დავიღრჩვი :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
საინტერესოა არ ვიცნობ ნათიკუს ნახელავს, მაგრამ შენ დაწერილ რეცეპტზე ისეთი ნერწყვი გადავყლაპე მოულოდნელად კინაღამ დავიღრჩვი

ეგ არაფერი კაცო გამოცდილებაა მთავარი,ქართულს ბერძნულ რუსულ ფრანგულ გერმანული სამზარეულო
ერთმანეთში და მაგარი კარგი რამეები გამოვა, მონდომება და კიდევ ერთხელ მონდომება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts80
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალებო და კაცებო ვისაც მაკარონი გიყვართ!!! მოუხარშავი მაკარონი ცოტა დავყაროთ დუხოვკის ჟარონაზე ცოტა ღრმა უნდა იყოს(მოვშუშავთ:ხახვი,ბულგარული პერეცი,ნიორი,მარილი,სუნელები.ფარში ღორის და ძროხის)დავყაროთ ეს მასაც,მერე კიდევ მაკარონი მერე----ეს მასა დაზემოდან ეს მასაში გაურიოთ ცოტა რძე და დავასხათ დავახეხოთ ყველი(ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში ვცხოვრობთ და ამიტომ რომელსაც ნახავთ ოღონდ მაგარი ყველი უნდა იყოს).ზოგს მაიონეზი ვისაც გიყვართ შეიძლება ცოტა ზემოდან.ვისაც კეჩუპი--ისიც შეიძლება და ასე. მადა წამაში მოდის,ქართველი ქალი ყველა არაჩვეულებრივი კულინარია.სასიამოვნო საუზმე,სადილი,სამხარი და ვახშამი.გაამოთ.კიდე დაგიწერთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
საინტერესოა, მაკარონი ასწრებს მოხარშვას? რამდენი ხანი უნდა მომზადებას, სულ ცოტა 40 წუთი მაინც ალბათ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეგ რეცეპტი საინტერესოა მაგრამ მე ჩემსას შემოგთავაზებთ
ავიღოთ მაკარონი, მსხვილი ცერის სისმხოები,აურიოთ ჩანგლით დაჭყლეტილი ფეტა(ყველი)უმ მაკარონს რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებთ ცეცხლგამძლე სააერღუმელე თასში,აურიოთ დავასხათ 2 ჭიქა რძე 2 ჭიქა წყალი, 5 კვერცხი ათქვეფილი 1 ჭიქა რძესთან ერთად, ზემოდან მაგარი ყველი თეთრი გახეხილი სახეხზე, ისე რომ კარგად დაფაროს მაკარონი და 1-2 კოვზი კარაქი, ზემოდა, 200 გრადუსზე ზემოთ -ქვემოთ, სულ ესაა(მარილი პილპილი კვერცხში )მაკარონი შეწითლდება მზადაა. კარგ მადას გისურვებთ
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
აი მე როგორ ვაკეთებ მაკარონს და ძალიან მიყვარს:

მოხარშავთ მაკარონს ტომატიან წყალში. ცალკე ვწვავ ხბოს სოსისებს დაჭრილს 2-3 სანტიმეტრის სიგრძეზე, თითქმის რომ მზადაა, ვურევ მაკარონთან და ვაწითლებ, მერე ვასხამ ზემოდან 2-3 გათქვეფილ კვერცხ გახეხილ მოცარელასთან ერთად არეულს და ვაგრძელებ შეწვას. კაი რამეა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
საღოლ ნიაჩკა უძლიერესია, მაგრამ ჩემები არ ჭამენ ძროხის სოსისებს,მარტო ჩემთვის ამხელა სამზადისი მეტისმეტია, ისიც მეყოფა ბაჟეს მარტო ჩემთვის რომ ვიკეთებ და ყველაფერს ზედ რომ ვასხამ რასაც მჭამ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Oct 2007
Posts16
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ზალიან მიკვარს ბადრიჯანი ნიგოზსში ცჰკუა მეკეტება
და მაგარი მიკვარს სოკო კეცებსჰი სურგუნტან ერტად
სჰეიზლება ამ ორი რაგაცის გულისტვის ვიგაცა ავცჰეხოოოო :D :D :D :D :D :D

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 50 posts ] 
მაკარონი და სხვა იტალიური კერძები
დესპანი