|
საქართველოში კიდევ ჩინელები იხდიან 10 000 -ს , ფიქტიურ ქორწინებაში. იცით ხალხო, ემიგრანტების შეფარება და დახმარება განვითარებული ქვეყნების ვალია და არა განვითარებადის და თავისი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნების, როგორც საქართველოა, თავისი ხალხი ყავს გაჭირვებული და გამათხოვრებული და რა ჩინელზე და რა ყაზახზე საუბარი,
ალბათ არც იცით საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა, რომ თითქმის ყველაფერს ყიდიან, მალე ალბათ გვეტყვიან სახლები დაცალეთ , ეს ადგილი გაყიდულიაო, ბორჯომის ტყე-პარკი გაყიდულია, ტყეში რომ სეხვიდე და სოკო მოკრიფო ჯარიმა არ აგცდება. ბათუმის ტერიტორიები თითქმის გაყიდულია, ახლა კიდევ ვიღაც არაბმა შეიხმა იყიდა იმხელა ადგილი, მოიწყობს აქ ცხოვრებას, მილიარდელია კაცი, მალე არაბებით გაივსება ეს ქვეყანაც... მადლომოისილ მიწაზე სახლდებიან, მათ წყალიც კი არ აქვთ, ყიდულობენ ...ჯერ კიდევ 12 წლის წინ მაგენი, ეუბნებოდნენ ჩემს მეგობარს რომ საქართველომ წყლის იმპორტი რომ გააკეთოს მარტო მაგით იცხოვრებსო... ძირითადი ობიექტები ხომ რუსების და ყაზახების ხელშია, თითქოს ქართველებმა მუშაობა არ ვიცოდეთ, ახლა , მე სადაც ვმუშაობ , რკინიგზის დეპარტამენტში, იამასაც ან რუსებს, ან ყაზახებს მიყიდიან, უკვე ითვა ამაზე, ეს ხომ კატასტროფააა.... წარმოიდგინეთ, უძლიერესი ორგანიზაციააა წელიწადში 300 მილიონი აქვს შემოსავალი და ერთადერთი ობიექტი მგონი რომელიც გაჭირვების პერიოდშიც კი თავის ხალხს ინახავდა და ახლა სხვებს უნდა გადასცენ , თურმე ასხვისებენ... ამათ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს... თითქმის ყველაფერს ყიდიან, შენობებს, ორგანიზაციებს, ნეტა გამაგებინა როცა აგარაფერი იქნება გასაყიდი ბიუჯეტს რითი შეავსებენ.... მემგონი ვერ აზროვნებენ...ვითომ რუსეთი არ უნდათ და ძირიადად ისინი ეპატრონებიან ყველაფერს და იარაღით თუ არ დაგიწყებს ომს .. ეკონომიკურად დაგცემს ძირს, მაინც მის ხელში იქნები და დარჩები მუდამ შავ მუშად... აი ასე აქ საქმე... ჩემს დასაც კი ვერ ვაკავებ უკვე საქართველოში, რომელსაც ასეთუ ისე ნორმალური ხელფასი აქვს, მაგრამ გაქცევას არის... რა აზრი აქვს ყაზახები მოვლენ და ვის დატოვებენ და ვის არა არავინ ვიცითო. ასე შიშის ქვეშ ვართ , რომ დღეს თუ ხვალ რა იქნება არ ვიცით. უარესი უმუშევრობას ველი, იმიტომ რომ ის დაიქირავებს სამის მაგივრად ერთს, გააძრობს ტყავს და ის კიდევ იძულებული იქნება იმუშაოს, რომ იარსებოს ამ ქვეყნად...
|