↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
გეთანხმები ზვიგენ მხოლოდ ერთი განსხვავებით საერთო სახე ოპოზიციას ესე დავყოფდი გამყრელიზე ორ ფრონტზე თამაშობს მაგრამ არის გაწონასწორებული ინტილიგენტი,სარიშვილზზე ლაპარაკი ზედმეტია ,გაჩეჩილაძე არა პრეზიდენტად ნამდვილად ვერ წარმომიდგენია სისულელეა მითუმეთეს ოჯახს ახლოს ვიცნობ, ნათელაშვილი ნამდვილად პატიოსანი პატრიოტი ადამიანია მაგრამ არა პრეზიდენტათ,სააკაშვილი უკიდურესთა შორის უკიდურესია ,აი პატარკაციშვილმა კი მართლაც გაიფუჭა ყველაფერი რაც კი ქონდა მცირედი ნდობა იმ ხალხის თვალში ვინც,ირჩევდ ა რა გამოდის ? ნუთუ საქარტველოს არაყავს ასარჩევი ან ღირსეული პიროვნება რა ხდება რა ბინძურ თამაშს თამაშობენ ეგ ძალად პოლიტიკოსები .სანდო არცერტი არარის დაწყებული მიშადან დამთავრებული ბადრიმდე .ნამდვილად მგონია 6 რიცხვში არეულობა იქნება და ვაი ხალხის ბრალი თორემ ყველა მაგ ხალხს გასაქცევი არაჩვეულებრივად აქვთ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
გეთანხმები ზვიგენ, მე პირადად არცერთის არ მჯერა და თანაც რა მოხდება 5 იანვარს არავინ იცის. ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში არეულობაა მოსალოდნელი.ღმერთმა ქნას ყველაფერი დაწყნარდეს.რაც შეეხება პატარკაციშვილს მე ეგ სერიოზული ოპოზიცია სულ არ მგონია. მე მგონი მთავრობისაგან აქცენტი პატარკაციშვილზე კონკრეტულად იმიტომ კეთდება რომ ხალხის ტვინი არჩევნებზე ფიქრს ცოტა მოაცილონ. უფრო გარკვევით რომ გამომივიდეს ნათქვამი ხმამაღლა ყვირიან პატარკაციშვილს და ხალხი გადართულია სააკაშვილისა და პატარკაციშვილის დაპირისპირებაზე. სხვა კანდიდატები კი უგულებელყოფილია. ამ დროს პატარკაციშვილი ურეიტინგოა. სააკაშვილის მოწინააღმდეგე (ხმის მიმცემ ხალხს ვგულისხმობ) უკვე დაბნეულია . და რასაც უკვე იძახიან ზოგი სიმართლეცაა და ზოგი მოგონილ-გამოგონილი. ისე არცერთი არ დაგვაყრის ხეირს. საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს ცხოვრებაში. მეტი არაფერი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაგიტომ არ ვარტ გადმოხვეწილები ცემო პიკასო? საკუთარი თავის გარდა ,რომ ვერავის ენდობი?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ამიტომ მანჩო ჩემი აზრით პოლიტიკოსების იმედი არ უნდა გვქონდეს არცერთს და ვეცადოთ ყველანი ჩვენი შრომით გავაკეთოდ იმდენი რომ დავბრუნდეთ და მივხედოთ ჩვენს თავს, ხელი გავუწოდოთ სხვასაც თუ ამის საშუალება გვექნება.მაგრამ თუ ქაოსი და დესტაბილიზაცია იქნება არავინ დაბრუნდება, სამწუხაროთ იმდენი პრობლემის წინაშეა საქართველო რომ ყველას ჩვენსავით სხვა ქვეყანაში უნდა წყნარად იშრომოს და ოჯახი გადაარჩინოს , ყველას გაქცევისაკენ აქვს თვალები. ნეტავ ეს სიტუაცია შეიცვლებოდეს და მიშა იქნება თუ ბადრი ვინც ნაბიჯს გადადგამს ამისათვის მივესალმები. ხალხი უნდა დასაქმდეს და ტერიტორიული პრობლემები უნდა გადაწყდეს რომ ქვეყანა დაემსგავსოს ქვეყანას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
კი ჩემო ზვიგენ აბსოლუტურად გეთანხმები, მხოლოდ ერთს ვნერვიულობ და ვდარდობ. მე ვიცი ,რომ ჩემი ფესვები და სიმდიდრე საქართველოა, ისიც ვიცი საიდან მოველ და არც ის მესწავლება გზა საით დავიდო მომავალში.მაგრამ ჩემს შვილებს რა ეშველებათ,ბიჭებს რომლებიც აქ დავაჟკაცდნენ, რომელთაც 9 წელია სამშობლო არ უნახიათ. არ იფიქროთ თქვენ შემოგევლეთ, მომხრე ვიყო მათი აქ ცხოვრების, ანდა აქაურ ყაიდაზე აღზრდის, არამც და არამც! ხშირად რჩევას ვითხოვ, შველას ვითხოვ, რადგან ღრმად ქართულ ტრადიციებზე არზრდილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ეს უდიდესი ტკივილია. მე დაბრუნების იმედით მიხარია ხვალინდელი დღე, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებია იმედი იმისი,რომ ჩემი შვილები ისურვებენ იქ დაბრუნებას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენებიიდან პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ საიტზე გავრცელდა


ყველა ციხეში!

14 თებერვალი 2006


ბევრი თქვენგანი და თვენი ახლობელი გამხდარა დანაშაულის მსხვერპლი.
ხშირად, ჯიბის ქურდებს, ყაჩაღებს იჭერენ, რამდენიმე დღეში უშვებენ და ისევ ქუჩაში, ჩვენი საზოგადოების გვერდით არიან.
ამიერიდან ასე აღარ იქნება!
ვაცხადებ ახალ კანონპროექტს ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ!
სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც ბინის და

ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობასა და ნარკოტიკების შენახვაზე გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს.
ამ დანაშაულებებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს - ყველა ციხეში!
ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დამღუპველი სენია.
ჰუმანურობის ნიადაგზე, ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს.
ამისათვის 3000 კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებთ, მზად ვართ ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ.
ნულოვანი მოთმენა ყველანაირი, თუნდაც წვრილმანი დანაშაულის მიმართ!
დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ ნარკომანიის წინააღმდეგ.
თქვენ იცით თუ რა უბედურებაა ეს, თქვენ იცით, რომ ნარკოტიკების მთავარი გზა ავღანეთიდან საქართველოზე გადის.
ჩვენთან შემოსავლები გაიზარდა - რამდენჯერმე გაიზარდა ახალგაზრდების შემოსავალი და რამდენჯერმე შემცირდა ნარკოტიკების ფასი, ნარკოტიკი დაღეს პურზე უფრო ადვილი საშოვნია.
უნდა მოხდეს ნარკოლოგიური დიაგნოსტიკის მოდერნიზაცია.
მომავალი 4 თვის განმავლობაში ყველა სახელმწიფო მოხელეს ნარკოლოგიური შემოწმება მკაცრად უნდა ჩაუტარდეს და არა ისეთი როგორსაც ამას ლეჟავა აკეთებდა.
არც ერთ სახელმწიფო აპარატში არც ერთი ნარკომანი აღარ იმუშავებს, საზოგადოებას უფლება აქვს, რომ სახელმწიფო აპარატში საღად მოაზროვნე ხალხი ჰყავდეს.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აშენებს სკოლებს, საავადმყოფოებს, ამბულატორიებს, შადრევნებსაც კი, და ამავე დროს, აშენებს ახალ ციხეებსაც.
ჩვენ სახელმწიფო ვართ, სახელმწიფომ კი იცის, როგორ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, როგორ განავითაროს საგანმანათლებლო სისტემა და შესაძლებლობები და იცის როგორ უნდა დასაჯოს ის, ვინც ამ მოქალაქეებს განვითარებაში ხელს უშლის.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ

8000 ნარკოტიკების მომხმარებელია დაკავებული


2008 წლის 8 იანვარს ტელეკომპანია რუსთავის 2-ზე, TBC TV-ს გადაცემა „პრაიმ თაიმი\"-ში მიწვეულმა პარტია ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ლიდერობს სხვა კანდიდატებთან შედარებით, პირდაპირ ეთერით განაცხადა, რომ იგი მზად იქნება გადახედოს ნარკო დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი პირების საქმეებს, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება სულაც არ იყოს დამნაშავე, არამედ დაავადებული აღნიშნული სენისგან, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.

მისივე განცხადებით თუ ვინმეს აკავებენ ნარკოტიკების მოხმარების გამო, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს კრიმინალად. ნარკომანია არის დაავადება და ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა იყოს დასჯადი.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად 8000 ნარკოტიკების მომხმარებელია დაკავებული და ეს
ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოსთვის. შესაბამისად მანვე აღნიშნა, რომ პატიმრების რაოდენობა ციხეებში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ. პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ის შეცდომები, რომელიც მან პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დაუშვა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სასჯელი მტკიცებულების გარეშე

კანონპროექტის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნას დაემატება მე-3 პუნქტი: \"ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენისას, თუ პირი უარს განაცხადებს გამოკვლევაზე, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი მიჩნეულ იქნება დადგენილად.\" პოლიციელი შესაბამისად პირს 500 ლარით დააჯარიმებს ან 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯის მიზნით წარადგენს სასამართლოში.
კანონროექტი პოლიციელს (ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირს) აძლევს განუზომელ უფლებამოსილებას ჩაერიოს რომელიმე მოქალაქის პირად ცხოვრებაში და ჩამოართვას საკუთრება.

წარდგენილი კანონროექტის შესაბამისად თუ პოლიციელი ეჭვს მიიტანს პირზე, რომ ის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაშია და არ დაემორჩილება პოლიციელის მითითებას შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევაზე მის წარდგენასთან დაკავშირებით მაშინ დაჯარიმდება და უფრო მეტიც წარდგენილი იქნება სასამართლოს წინაშე მისთვის 30 დღიანი პატიმრობის შეფარდების მიზნით. კანონროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონროექტი არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლის გარემოებას, რომელიც მრავალი შეიძლება იყოს.

რამოდენიმე კვირის წინ მიუხედავად ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებისა, რომ კანონის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ და ეს ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ დაპატიმრებით პარლამენტი კვლავ აგრძელებს მკაცრ სადამსჯელო ცვლილებების განხორციელებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

წარდგენილი ცვლილებების განხილვა პარლამენტში დაგეგმილია 30 ოქტომრიდან - 2 ნოემბრამდე და სასესიო განხილვები 6-9 ნოემბრისთვის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე

ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.

2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.

3. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენისას თუ პირი უარს განაცხადებს გამოკვლევაზე, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი ჩაითვლება დადგენილად

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველოში ნარკოტიკული დანაშაული გასამმაგება პოზიტიურ ტენდენციად შეფასდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით და 2007 წლის 6 თვის ანალიტიკური კვლევის მიხედვით საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა მიმდინარე წელს სხვა დანაშაულების კლების ფონზე, გაიზარდა და თითქმის გასამმაგდა ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის ფაქტები, რაზეც წარმოდგენილი ციფრებიც მეტყველებს.
კერძოდ, თუ 2006 წლის პირველ 6 თვეში ნარკოტიკული დანაშაული რეგისტრირებულ იქნა 1190-ჯერ, 2007 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ეს რიცხვი გაზრდილია 3713-მდე ანუ სახეზეა
ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის 212%-ით ზრდა. გენერალური პროკურატურა კი ნარკოტიკული დანაშაულის გასსამაგებას თავის მხრივ სახელმწიფოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ გამოცხადებული შეურიგებელი ბრძოლის პოლიტიკით ხსნის და პოზიტიურ ტენდენციად აფასებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დადგენა თმის ნიმუშითაა შესაძლებელი

23 აგვისტო, 2007 წელი


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად თმის ნიმუშზე კვლევები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული მეთოდით, 5 თვის განმავლობაში შემოწმდა 3000-ზე მეტი პირი. გამოკვლევები, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციათა მომართვის საფუძველზე, მათი თანამშრომლების შემოწმების მიზნით ჩატარდა საქართველოში მოქმედ საექსპერტო
ლაბორატორიებში ნარკოლოგიური ექსპერტიზა შარდის გამოკვლევით ტარდებოდა, თუმცა, ამ მეთოდით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა მისი მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში არის შესაძლებელი. ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის უფროსის ხათუნა ომიაძის განმარტებით, ახალი მეთოდოლოგიის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მისი გამოყენებით ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 3-4 თვის შემდეგაც ხერხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხმარებული ნარკოტიკის სახეობისა და დოზის დადგენაც. „აღნიშნული მეთოდის გამოყენებით გაცილებით მეტ ინფორმაციას ვიღებთ, რის გამოც, ორგანიზაციები თანამშრომელთა შემოწმებას თმის ნიმუშით ითხოვენ“, - განაცხადა ხათუნა ომიაძემ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თანამშრომლები დაერივნენ ერთმანეთს და თმის ღერების ძებნით არიან დაკავებული=fiqri= =lol= =fiqri= =lol=

ვაი ჩვენს თავს უბედურს? რა დღეში ვართ და კიდევ რა გველის ვინ იცის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
აბა დაიწყებენ გადაპარსვას=lol= მარა ვისაც თმა არ აქვს,იმათ რას უპირებენ ნეტა?:side: =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სადმე ხომ ექნება თმა??????????????????????=haa= =haa= =lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)
დესპანი