|
თქვენ კიდევ ვერ გაიგეთ რომ კარმა აქ არაფერ შუაში არ არის? მე რას მეკამათებით? მე დავწერე ეს ინფორმაცია? მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ დავაკოპირე მისი საკუთარი ვებ გვერდიდან და წყაროც მიუთითე, ხოლო პირადად მე არავითარი კომენტარი არ გამიკეთებია, ხოლო კარმის წართმევას რაც შეეხება, ეს იმას ნიშნავთ რომ, რახანს ართმევ ადამიანს კარმას ესეიგი დაიმსახურა ხომ? მაგრამ მე ვერ ვხვდები რითი დავიმსახურე, ან რატომ მელაპარაკებით ამ ტონით? თქვენ ხომ საერთოდ არ მიცნობთ და აქედან გამომდინარე არ იცით მე რა პიროვნება ვარ, და რომ მაკადრებთ რომ კარმისთვის თუ შემოდიხართ კარგად გქონია საქმეო, ერთს გეტყვით, შვილი, შენგან ნამდვილად არ მეკუთვნის ეს სიტყვები, ხოლო კარმას რაც შეეხება ამისთვის არ შემოვდივარ რასაც ამტკიცებს ჩემი შრომა, რაც დავწერე ირაკლის შემდეგ, რაც ალბათ არ წაგიკითხავთ თორემ თავისუფლად მიხვდებით რომ ირაკლის შესახებ ჩემი დაწერილი არ გახლავთ ეს კომენტარი, და კიდევ გავიმეორებ მათთვის ვინც ვერ გაიგო, ეს გახლავთ დაკოპირებული მისი საკუთარი ვებ გვერდიდან, ხოლო თუ რაიმეს თქმა გსურთ უთხარით პირდაპირ ირაკლის, მე აქ არაფერ შუაში ვარ, აი ის გვერდიც: http://www.ikaextrasens.com/index.php აქ შეგიძლიათ გაუგზავნოთ წერილი და მას აუხსენით ის ყველაფერი რასაც მე მიხსნიდით და რაც მე შეიძლება თქვენზე უკეთ ვიცოდე უბრალო მიზეზის გამო რომ თქვენი სურათიდან გამომდინარე გაცილებით უფროსი გახლავართ და ჩემი ცხოვრების საკმაო ნაწილი ამ ცხოვრებისთვის მაქვს დათმობილი, კიდევ გიმეორებთ ეს თემა დავდე იმიტომ რომ მეთქვა: აი თურმე ასეთი რამეებიც ხდება თქო, და თქვენ უკვე პირადულში გადმოდიხართ. ამისათვის ჩემგან ერთი კარმა თქვენ, ხოლო თქვენ თუ მორწმუნე ბრძანდებით უნდა იყოთ შემწყნარებელი და არა განმსჯელი, რითიც თქვენ მე განმსაჯეთ, რაც კარმის წართმევაში გამოიხატება, აი ეს არის ის რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის, და არა კარმის წართმევაზე დამწყვეტია გული, კარგი იქნება თუ გაიგებთ ჩემს საუბარს ისე როგორც გასაგებია, თუ არა, შეგიძლიათ ყოველ 6 საათში წაიღოთ თითო კარმა, მე მოგიმატებთ ყოველ 6 საათში. დიდად გმადლობთ ყურადღებისთვის, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გფარავდეთ ღმერთი, კეთილის სურვილებით კალიტრი (ზაზა) ერთი კარმა ჩემგან.
|