↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE

თავადთა გვარების წარმომავლობა


საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორიის წინამდებარე ელექტრონული ვერსია შედგენილია ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილის იოანე ბაგრატიონის-ბატონიშვილის (1768-1830) გენეალოგიური ნაშრომის \"შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა\" მიხედვით, რომელიც ქართული გვარების წარმოშობისა და ისტორიისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მასში მოცემულია საქართველოს სამეფოს სამასზე მეტი თავად-აზნაურის გვარის ეტიმოლოგია, მათი სოციალური მდგომარეობა და სხვ.
აღნიშნული ნაწარმოები პირველად გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძემ 1884 წელს ჟურნალ \"ივერიაში\", სადაც ილია აღნიშნავს, რომ \"ეს აღწერა ანუ ისტორია საქართველოს თავადთა და აზნაურთა გვარებისა ამოვწერეთ ხელნაწერებიდგან, რომელიც პროფესორს დ. ი. ჩუბინაშვილს ჰქონია თავის ბიბლიოთეკაში\". ილიას მიერ \"ივერიაში\" გამოქვეყნებული გვარების ეს აღწერა სრულად გადაუწერია ხელით ცნობილ მწერალსა და ისტორიკოსს პოლიევქტოს კარბელაშვილს (1855-1936) და ეს ხელნაწერი ინახება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში (ფონდი 1461, საქმე 27). ხოლო, იოანე ბატონიშვილის იგივე ნაშრომი 1997 წელს ცალკე წიგნადაც გამოქვეყნდა (რედაქტორი და გამომცემელი ზურაბ კაცელაშვილი) ილიას მიერ \"ივერიაში\" დაბეჭდილი ტექსტის მიხედვით.
იოანე ბატონიშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვან და ძვირფას წყაროს წარმოადგენს ქართული გენეალოგიისათვის. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მისი ცნობა არადამაჯერებლად გამოიყურება და მოითხოვს დამატებით მეცნიერულ შესწავლას, რაც ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან მკითხველს უცნაურად მოეჩვენება იოანეს მიერ ზოგიერთი ჭეშმარიტი ქართული გვარის წარმომავლობის დასახელება \"კიტაიიდან\", ეთიოპიიდან, იტალიიდან, სპარსეთიდან, სომხეთიდან თუ სხვ. მხრიდან, საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლეთ განვმარტოთ ამის მიზეზი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეოდალური ხანის თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველი დაწინაურებული გვარი თავისი წინაპრების უცხო სახელმწიფოთა რომელიმე წარჩინებული გვარის ნათესავად წარმოჩენის სურვილით იყო შეპყრობილი. მაგალითად, რუსეთის ზოგიერთი დიდგვაროვანი ცდილობდა დაესაბუთებინა, თითქოს მისი მოდგმა ვარიაგებისაგან (ვიკინგებისაგან) მოდიოდა. უნგრელი წარჩინებულები (გრაფები: ჰადიკები, ზიჩები და სხვ.) კი ცდილობდნენ ქართველების თავიანთ სისხლით ნათესავებად გამოყვანას (რ. ხუციშვილი, უნგრულ-კავკასიური პრობლემა, თბილისი 1994, გვ. 212). შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოში ბაგრატიონები თავიანთ შთამომავლობას მიაკუთვნებდნენ ებრაელთა მეფეებს - ბიბლიურ იესეს, დავითსა და სოლომონს. მათი ტიტულაცია ხომ ასე იწყებოდა: \"ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან...\" ცნობილია, რომ ორბელიანები ჩინელებს აცხადებდნენ წინაპრებად. ასევე უცხოელობდნენ წინაპრებით ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები და სხვ. პროფესორი იასე ცინცაძე სამართლიანად აღნიშნავს (რუსეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო, თბილისი 1968, გვ. 26), რომ გვარის არარსებულ ისტორიას იმისათვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისაგან განსხვავებულიყვნენ და სხვებისაგან განსხვავებით მფლობელობის უფლებები თითქოს იმთავითვე უცხო ქვეყანაში ჰქონოდეთ მათ წინაპრებს მინიჭებული. აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის აზრით, \"ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას\" (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ. 1970, ტ. I, გვ. 313).
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადი

თავადი, ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV-XVIII საუკუნეებში საქართველოში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება.

XV საუკუნამდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი აზნაური იყო. აზნაურთა ზედა ფენას დიდებული აზნაურები (დიდებულები), ხოლო ქვედა ფენას აზნაურები შეადგენდნენ. \"თავადი\" წარმოდგება სიტყვა \"თავისაგან\" და ნიშნავს უფროსს. XI-XIV საუკუნეებში ქართულ წყაროებში გვხვდება გამოთქმები \"თავადნი კაცნი\", \"თავადნი სამეფოსანი\", \"თავადი სპათა\", \"ვაჭართა თავადი\" და სხვა. ამ შემთხვევებში თავადი უფროსს, თავკაცს ნიშნავს. იმავე დროს თავადი დიდებულის სახლის უფროსსაც უნდა რქმეოდა.

თავადთა წოდების წარმოშობა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკური დაქვეითებასა და პოლიტიკური დაქუცმაცებულობასთან, რის შედეგადაც მოხდა დიდი ცვლილება საადგილმამულო ურთიერთობაში: სახელმწიფო ტერიტორიული და ადმინისტრაციული ერთეულები მეფე-მთავრებისა და მსხვილი ფეოდალების მამულებად იქცა, შეუვალობია მნიშვნელოვნად გადართოვდა და გაღრმავდა, წინ წამოიწია კერძოუფლებრივი საწყისი.

თავადი დიდებულის სოციალური მემკვიდრეა. ზოგიერთი ფეოდალური გვარი, რომელიც XV საუკუნამდე დიდებული იყო, XV საუკუნიდან თავადად იწოდებოდა. XV საუკუნის შემდეგაც წყაროებში თავადი და დიდებული ზოგჯერ ერთსა და იმავეს ნიშნავდა.

თავადები საქართველოში მეფე-მთავართა, დედოფალთა და ბატონიშვილთა ვასალები იყვნენ. თავის მხრივ მათ ვასალებად ჰყავდათ აზნაურები. თავადის სამფლობელო - სათავადო, შედგებოდა ნაწყალობევი, ნასყიდი და სხვა სახის ყმა-მამულისაგან, რომელიც თავადს \"სამკვიდროდ, სამამულედ, უცილობლად და ჴელშეუვლად\" ჰქონდა განსხვისების უფლებითა და იმუნიტეტით.

თავადის წოდებრივი უფლებები ვრცელდებოდა მისი სახლის ყველა წევრზე და გადადიოდა მემკვიდრეობით. მეფეს ბეითალმანის უფლება ჰქონდა - ამოწყვეტილ თავადთა მამული მეფის საკუთრებაში გადადიოდა. ყოველ ახალ მეფეს თავადის სამფლობელოს განახლების უფლება ჰქონდა, მაგრამ გვიანდელი საშუალო საუკუნეებში წყალობის განახლების ფორმალური ხასიათი მიეცა. XVI-XVII საუკუნეებში, როცა ცენტრალური ხელისუფლება სუსტი იყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა თავადების ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე, მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ. ხშირად ისინი მეფისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, აწყობდნენ შეთქმულებებს და ზოგჯერ პირადი სარგებლობისთვის უცხოელ დამპყრობლებსაც კი ეხმრობოდნენ. ზოგი თავადი (არაგვის, ქსნისა და რაჭის ერისთავები, აბაშიძეები და სხვა) ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთავრის უფლებები მოიპოვა.

თავადებმა სამემკვიდრეოდ დაიჩემეს დიდი თანამდებობები (სახლთუხუცესი, მდივანბეგი, სარდალი, მოურავი და სხვა), რაც ფეოდალური რენტის მიღების ერთ-ერთი წყარო იყო. თავადი ადმინისტრაციულ საგადასახადო და სასამართლო შეუვალობით სარგებლობდა. ადმინისტრაციული შეუვალობა იმაში გამოიხატებოდა, რომ, ჩვეულებრივ, სათავადოში ცენტრალური ხელისუფლების მოხელეები ვერ შედიოდნენ. თავადის სასახლისა და მამულის მართვა-გამგეობა სამეფო კარის მიბაძვით იყო მოწყობილი. თავადის მოხელეები იყვნენ:სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი, მეჯინიბეთუხუცესი, ზინდართუხუცესი, მოურავი, ნაცვალი, ბოქაულები, იასაულები, მდივანი და სხვა. თავადი მოხელეებად თავისსავე აზნაურებს და მსახურებს ნიშნავდა. მას აზნაურებისა და მსახურებისაგან შემდგარი სამხედრო და საპოლიციო რაზმები ჰყავდა, რომელთა საშუალებით ერთი მხრივ სამეფო ლაშქარში გამოდიოდა, მეორე მხრივ კი მორჩილებაში ჰყავდა გლეხობა. თავადის და მისი ყმა-მამულის მთავარი მოვალეობა მეფე-მთავრებისადმი ლაშქარ-ნადირობა იყო. გარდა ამისა, თავადის მამულს ედო \"სახელმწიფო კოდის პური\", საური, საბალახე და სხვა. ზოგიერთი თავადის ყმაგლეხობა ერთი ან ორი სახის გადასახადს იხდიდა, ზოგჯერ თავადის ყმების მხოლოდ ერთი ნაწილი იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, ზოგიერთი თავადის ყმა-მამული კი სულ თავისუფლდებოდა ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისაგან. განსაკუთრებით გაფართოვდა საგადასახადო შეუვალობა XVII საუკუნის საქართველოში. თავადის სასამართლო შეუვალობა, კანონის თანახმად, სამოქალაქო საქმეებით იფარგლებოდა. მაგრამ რთული საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის და ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის ვითარებაში სახელმწიფო ნორმა ირღვეოდა, თავადები თვითნებობდნენ, ხშირად \"დამნაშავე\" გლეხებს ახეიბრებდნენ, ზოგჯერ კლავდნენ კიდეც, ან ოსმალებსა და ირანელებზე ყიდდნენ. გლეხების გაყიდვა განსაკუთრებით ხშირი იყო დასავლეთ საქართველოში. თავადების თვითნებობა და სისასტიკე იწვევდა გლეხთა მღელვარებას და კლასობრივი ბრძოლის გამწვავებას.

თავადის სახლს ჰქონდა მეფისაგან ნაბოძები \"სახლისკაცობის რიგი და და წესი\", სადაც ჩამოყალიბებული იყო სახლის უფროსისა და სხვა წევრების უფლება-მოვალეობანი, ყმა-მამულის მოვლის წესი, შემოსავლის განაწილების რიგი და სხვა. თავადის სახლს თავისი \"უფროსი და პატრონი\" ჰყავდა, რომელსაც მეფე ნიშნავდა \"სახლისკაცების ნებაყოფლობით\", თუმცა ხშირად იძულებული იყო სალისკაცების მიერ არჩეული ან თავისით \"დამჯდარი\" სახლის უფროსი ეცნო. ეს იყო სიუზერენის მიერ ვასალის შეწყალება-დალოცვის წესის გადმონაშთი. სახლის უფროსს - თავადი, ხოლო სახლისკაცებს თავადიშვილები ეწოდებოდათ. სახლის უფროსი იყო უზენაესი გამგებელი სათავადოში. მას ეკითხებოდა მამულის მართვა-გამგეობა, ურთიერთობა მეფესთან, მეზობელ თავადებთან და სხვა. სახლის უფროსი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით თავადიშვილზე მაღლა იდგა. მისი სისხლი ორჯერ მეტად იყო შეფასებული, ვიდრე სალისკაცისა. ყმა-მამულის შემოსავლიდან ორი წილი მიჰქონდა სახლის უფროსს, თითო - სახლისკაცებს. თავადის სახლში ხშირად იყო ბრძოლა სახლის უფროსობისა და შემოსავლის წილისათვის.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით, საქართველოში თავადთა 3 კატეგორია იყო: 1. დიდებული თავადი 2. შუა თავადი და 3. დაბალი თავადი ანუ მესამე თავადი პირველი კატეგორიის სისხლი 1536 თუმნად, მეორისა 768, ხოლო მესამისა 384 თუმნად იყო შეფასებული. ქართლში 6 დიდებული იყო (არაგვისა და ქსნის ერისთავები, ბარათაშვილი, ამილახვარი, მუხრანბატონი და ციციშვილი). იმერეთში XVII საუკუნის შუა წლებისათვის - 10 (აბაშიძე, რაჭის ერისთავი, წერეთელი, წულულიძე და სხვა). კახეთის დიდებული თავადები იყვნენ ჩოლოყაშვილები, ვაჩნაძეები, ჯანდიერები და სხვა. დიდებული თავადები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვა-გამგეობაში და დიდ გავლენას ახდენდნენ სახელმწიფო საქმეებზე, ხშირად მეფის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ.

XVIII საუკუნის II ნახევარში ერეკლე II-მ სცადა შეეზღუდა თავადების თვითნებობა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: გააუქმა არაგვისა და ქსნის საერისთავოები, ამილახვართა მამულის ნაწილი ნასისხლად აიღო თავისთვის, რამდენადმე აღადგინა \"ბატონყმური რიგი\", შეზღუდა ცალკეულ თავადთა შეუვალობა. ანალოგიური ღონისძიებების გატარებას ცდილობდა XVIII საუკუნის შუა წლებში დასავლეთ საქართველოში სოლომონ I. მან გაანადგურა რაჭის ერისთავი და ზოგიერთი სხვა მოღალატე თავადი, აბაშიძეებს ჩამოართვა მამულის ნაწილი და სამეფო მამულს შეუერთა და სხვა. აღნიშნულმა ღონისძიებებმა რამდენადმე გააძლიერა ცენტრალური ხელისუფლება როგორც ქართლ-კახეთში, ისე იმერეთში.

XIX საუკუნეში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ცვლილებები მოხდა თავადთა წოდებაშიც. მნიშვნელოვნად შეიზღუდა თავადების შეუვალობა, მათ დაკარგეს პოლიტიკური უფლებები. თავადების ვასალობიდან განტავისუფლდნენ აზნაურები, ორგანიზაციულად გაფორმდა თავად-აზნაურთა წოდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაური

აზნაური, ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასის წარმომადგენელი. ტერმინი უცხოური წარმოშობისაა და ქართულად გაფორმებულ სიტყვად არის მიჩნეული. ზოგიერთი მკვლევარი მას სომხურ \"აზნს\" (გვარი) უკავშირებს. ზოგი - სპარსულ \"ზანას\" (გვაროვნობათა კავშირი, ერი), ზოგი - სპარსულ \"აზნას\" (წარჩინებული).

აზნაური, ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასის წარმომადგენელი. ტერმინი უცხოური წარმოშობისაა და ქართულად გაფორმებულ სიტყვად არის მიჩნეული. ზოგიერთი მკვლევარი მას სომხურ \"აზნს\" (გვარი) უკავშირებს. ზოგი - სპარსულ \"ზანას\" (გვაროვნობათა კავშირი, ერი), ზოგი - სპარსულ \"აზნას\" (წარჩინებული).

ეტიმოლოგია

თავდაპირველად \"აზნაური\", ჩანს, \"თავისუფალს\" ნიშნავდა, უძველეს ქართულ ნათარგმნ ლიტერატურაში (ძველი და ახალი აღთქმის წიგნები) ამ მნიშვნელობით არის ნახმარი. \"აზნაურთა\", \"დიდ-დიდ აზნაურთა\" და \"უაზნოთა\" არსებობა ქართლში უკვე V საუკუნის II ნახევრის ორიგინალურ ძეგლში \"შუშანიკის მარტვილობაშია\" დადასტურებული. იმდროინდელ საქართველოში არსებობდა წოდებრივი ჯგუფები, კერძოდ, მემკვიდრეობითი პრივილეგიებოთ აღჭურვილი მემამულეთა წოდება. სახელწოდება \"აზნაური\" მომდევნო პერიოდში ყველა წარჩინებულზე გავრცელდა და სწორედ ამ წოდებას აღნიშნავდა. ასე რომ ქართული \"აზნაური\" დაახლოებით იმასვე აღნიშნავდა, რასაც დასავლეთ ევროპაში ნობილიტეტი (წარჩინებული). აზნაურთა წოდების შინაგანი აღნაგობა სულ უფრო რთულდებოდა.

კლასიფიკაცია

IX საუკუნიდან მოყოლებული და შემდეგ, ფეოდალური მონარქიის ხანაში, X-XIII საუკუნეებში ეს სტრუქტურა ასე წარმოგვიდგა: ყველაზე მაღალ წრეს შეადგენდნენ \"დიდებულნი აზნაურნი\" ან მარტივად \"დიდებულნი\" - მსხვილი ფეოდალური არისტოკრატია. დიდებულად იწოდებოდა ისეთი აზნაური, რომელიც დიდი მამულისა და მრავალრიცხოვან ყმათა მფლობელი იყო და ამიტომ ესა თუ ის დიდი თანამდებობაც ეჭირა. ასეთ აზნაურს საკუთარი ციხეც ჰქონდა. ამდენად \"დიდებული აზნაური\" და \"ციხოვანი\" ანუ \"ციხის უფალი აზნაური\" მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე იყო. იყვნენ აგრეთვე \"უციხო აზნაურნი\" - საშუალო და წვრილი აზნაურობა. რადგან აზნაურული პრივილეგიები მემკვიდრეობითი ხასიათისა იყო, ამიტომ ამ წოდების დიდი უმრავლესობა \"მემამულე\", \"ნათესავით\" (ე.ი. მემკვიდრეობითი) აზნაურებისაგან შედგებოდა. შედარებით იშვიათად შეიძლებოდა \"გააზნაურებაც\", განსაკუთრებით მეფის სამსახურში დაწინაურების გზით. ამგვარად ჩნდებოდა \"მსახურეულ აზნაურთა\" ჯგუფი (\"ტაძრეულნი აზნაურნიც\" ალბათ იგივენი იყვნენ), რომელიც \"დიდგვაროვანთა\" \"მსახურეული სახლებისაგან\" განსხვავებით ახლად იძენდა წოდებრივ პრპვილეგიებს. ამ წრეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აბსოლუტიზმისადმი მიდრეკილების მქონე მეფეების ცენტრალისტური პოლიტიკისათვის. მემკვიდრეობითი მსხვილი მემამულე არისტოკრატიისა და საშუალო და წვრილი აზნაურობის შინაკლასობრივი ანტაგონიზმი განსაკუთრებით მწვავდებოდა მაშინ, როცა დიდგვაროვან ფეოდალებს ეს \"უგვარო\" და ახლად აღზევებული გააზნაურებული მდაბიონი უპირისპირდებოდნენ.

სამეფო სამსახურში დაწინაურება მეფეთა \"წყალობისა\" და \"ბოძების\" გზით იწვევდა, პირველ ყოვლისა, მიწის, აგრეთვე ფეოდალური მფლობელობის სხვა ობიექტის იმ მატერიალური საფუძვლის ზრდას, რაზედაც დამყარებულია სოციალური-პოლიტიკური კეთილდღეობა და ბატონობა ფეოდალურ საზოგადოებაში. თავდაპირველად ამ \"საბოძვრებს\" პირობითი სამფლობელოს, \"საკარგავის\", ხასიათი ჰქონდა და მათი მფლობელნიც \"მოსაკარგავე\" აზნაურებად იწოდებოდნენ. სოციალური რაობით ამ ფენას შეესაბამება XIV-XVII საუკუნეები რუსული \"დვორიანსტვო\". მოსაკარგავე აზნაურები გამუდმებით ცდილობდნენ სამფლობელოს პირობითი ხასიათი შეეცვალათ და სამემკვიდრეოდ ექციათ. ჩვეულებრივ ეს ტენდენცია მიზანს აღწევდა: იმკვიდრებდნენ არა მარტო მიწებს, არამედ პირობითი მფლობელობის სხვა ობიექტებსაც, მაგ., სახელმწიფო თანამდებობებს. ასე ყალიბდებოდა ახალი მსხვილი მემამულე არისტოკრატია, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ძველი დიდგვარიანების პოზიციას იჭერდა.

ისტორია

აზნაურთა წოდების სხვადასხვა ფენის შინაკლასობრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი იყო, ე. წ. პატრონმყობა, რომელსაც საფუძვლად აგრეთვე საადგილმამულო ურთიერთობა ედო. პატრონყმობის ურთიერთობა ქმნიდა აზნაურის დამოკიდებულებას არა მარტო მეფისაგან არამედ აზნაურისაგანაც. სათანადო ფაქტებს უკვე ადრინდელი ფეოდალურ ხანაშივე ვხვდებით. აზნაურთა წოდების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა თავადთა ინსტიტუტის საკითხი. ძველ ხანაში თავადები, როგორც ჩანს, მხოლოდ აზნაურთა საგვარეულოების თავკაცები იყვნენ, მაგრამ XIV-XV საუკუნებში ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ ცალკე წოდებად, რომელიც ფეოდალურ იერარქიაში აზნაურებზე მაღლა მოექცა. თავადთა ხელში პოლიტიკური ძალაუფლების გადასვლის შემდეგ აზნაურთა წოდება შედარებით დაკნინდა და დამოუკიდებელი მნიშვნელობა დაკარგა.

XVI-XVII საუკუნეებიდან აზნაურობა თანდათან მოექცა მეტ-ნაკლებად მყარ დამოკიდებულებაში სამეფო სახლთან, ეკლესიასა და თავადებთან. ამ გზით აზნაურთა სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა. სამეფო აზნაურები მეტი პრივილეგიებითა და გავლენით სარგებლობდნენ, ვიდრე საეკლესიო და სათავადო აზნაურები. დამოკიდებულების საფუძველი ყველა შემთხვევაში ერთი იყო - აზნაურს ბატონის მამული ეჭირა. აზნაურს ბატონისაგან წასვლის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ მას მიწასა და იქ დასახლებულ ყმებზე უარს იტყოდა. ბატონის უფლებები აზნაურის მიმართ დიდი იყო. ბატონს შეეძლო აზნაური მზითვადაც გაეცა. მეფეთა მიერ აზნაურის გაჩუქება ან მზითვად გატანება საეკლესიო და სათავადო აზნაურების გაჩენის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა. ამ დამოკიდებულების წარმოშობის მეორე უმნიშვნელოვანესი პირობა იყო აზნაურთა მცირემემამულიანობა ან უმამულობა, რა მათ აიძულებდა მსხვილ საეკლესიო თუ საერო მიწისმფლობელთა მფარველობისათვის მიემართათ. უმთავრესად მამულის სიდიდისა და ყმათა რიცხვის მიხედვით, ნაწილობრივ კი შთამომავლობის მიხედვითაც, აზნაურები სამ ხარისხად განიყოფებოდნენ, კერძოდ, სისხლის ფასის მხრივ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი იცნობს დიდს(ანუ გადიდებულს), შუასა და ცალმოგვ აზნაურს. პირველის სისხლს აფასებს 192, მეორისას - 96, მესამისას - 48 თუმნად. აზნაურის საგვარეულოს გაყოფა მამულის დაქუცმაცებას მოასწავებდა და ამ იერარქიულ კიბეზე ჩამოქვეითების მიზეზი ხდებოდა.

რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ ქართველ აზნაურთა მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეფის ბიუროკრატიული მთავრობა ფორმალურად თითქოს იჩენდა მიდრეკილებას ქართველ თავადაზნაურობა განეხილა ისეთივე სოციალურ მოვლენად, როგორსაც ეს კლასი თვით რუსეთში წარმოადგენდა (ამას მოითხოვდა აგრეთვე 1783 წლის ტრაქტატის სათანადო მუხლი), მაგრამ არსებითად ეს საკითხი ძალთა რეალურ განლაგებასა და საერთო პოლიტიკურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ცარიზმს ახლად დაპყრობილ ქვეყანაში ეს კლასი თავის სოციალურ დასაყრდენად მიაჩნდა და ცდილობდა მის ისეთ ორგანიზებას, რომ ყველაზე საიმედო ელემენტები გამოეაშკარავებინა.

1803 მთავარმართებელ პ. ციციანოვის პროექტის თანახმად, ქართლ-კახეთში დაარსდა თავადაზნაურობის წარმომადგენლობით ორგანოები - სამაზრო და საგუბერნიო დეპუტატთა საკრებულოები. სათანადო \"წესებში\" რელიეფურად ჩანდა მოვლენის სოციალურ-ეკონომიკური ბუნება: საარჩევნო და წარმომადგენლობითი უფლება, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც სრ მისცეს იმ აზნაურებს, \"რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი საკუთრება და არავითარი შემოსავალი\". ცოტა გვიან დადგა საკითხი მსხვილ ფეოდალთაგან დამოკიდებულ აზნაურთა პირადი და სამამულო უფლებების შესახებ. საკითხი ეხებოდა საეკლესიო და სათავადო აზნაურებს. სამეფო აზნაურები მექანიკურად ჩაირიჩხნენ სახაზინო უწყებაში. 1811 წელს მთავრობამ საეკლესიო აზნაურებიც მამულითა და ყმით სახაზინო უწყებაში გადარიცხა. ამასთან სახაზინო მიწებზე მათი გადასახლების განკარგულება გასცა.

ბევრად უფრო რთული იყო თავადთაგან დამოკიდებულ აზნაურთა საკითხი. მთავარმართებელ ნ. რტიშჩევია აზრით, სათავადო აზნაურები მდაბიოებად უნდა ჩათვლილიყვნენ და არ უნდა ესარგებლათ რუსეთის აზნაურთა პრივილეგიებით. 1816 რტიშჩევს უცდია კიდეც ამ შეხედულების განხორციელება. შემდეგ მთავრობამ კურსი შეცვალა. 1820 წელს მთავარმართებელ ა. ერმოლოვის წინადადებით, \"საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ\" განიხილა სათავადო აზნაურთა საკითხი და გამოიტანა დასკვნა - თავადთა ყმა აზნაურები სამეფო აზნაურთა ტოლნი არიანო. მწვავედ დადგა ამ აზნაურთა მამულების საკითხი. 1825 \"საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ\" ერმოლოს წარუდგინა მოსაზრებები ამის შესახებ, სახელდობრ:

* ა) თავადებს უცილობელი უფლება უნდა ჰქონოდათ იმ მამულზე, რომლითაც აზნაური თავადის ყმობაში შევიდა მეფეთა წყალობის სიგელით, აგრეთვე თვით თავადის მიერ აზნაურისთვის ნაბოძებ და აზნაურის მიერ ომავე თავადის სხვა აზნაურისგან ნასყიდ ან მზითევში მიღებულ მამულებზე.

* ბ) წასვლის შემთხვევაში აზნაური უტოვებდა თავადს ზემოხსენებული სახის მამულს მასზე მოსახლე გლეხებით;

* გ) აზნაურთა უცილობელ საკუთრებად რჩებოდა თავადის ყმობაში ყოფნისას მეფის მიერ პირადად მისთვის ან მისი წინაპრებისათვის ნაწყალობევი და აგრეთვე თავისი ბატონისაგან ან უცხო მფლობელისაგან ნაყიდი მამული.

ცენტრალური მთავრობის შეხედულება ამ საკითხზე გამომჟღავნდა მაშინ, როცა სენატმა თავად ორბელიანებისა და მათი ყმის აზნაურ ყაითმაზაშცილის საქმის გარჩევისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ყაითმაზაშვილების დამოკიდებულება ორბელიანებისაგან \"ფეოდალური დამოკიდებულების სახე\" იყო და არა \"მიმაგრება\". უფრო ზოგადი სახე ამ შეხედულებამ მიიღო 1833, როდესაც ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა სახელმწიფო საბჭოს აზრი, რომ \"ხსენებული აზნაურები თავადების დამოკიდებულებაში არ უნდა იმყოფებოდნენ და რომ ისინი უნდა მიჩნეულ იქნენ სამეფო აზნაურთა თანასწორად\". ამ კანონმა სათავადო აზნაურები ყმობისაგან გაათავისუფლა და ქართველ თავადებთან ერთად რუსეთის \"დვორიანსტვოს\" გაუთანასწორა. საადგილმამულო მფლობელობის საკითხს იგივე დოკუმენტი შეწმდეგნაირად წყვეტდა: თავადებს მათთვის მეფის მიერ ნაწყალობევ აზნაურთა მამულზე უცილობელი უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭებოდათ, თუ წყალობის სიგელში სპეციალურად იქნებოდა აღნიშნული, რომ აზნაური ნაბოძებია მამულიანად.

სხვა შემთხვევაში მამული აზნაურს უნდა დარჩენოდა. ასევე აზნაურს უნდა მიკუთვნებოდა მეფის მიერ ნაბოძები ან თვითონ მის მიერ ნაზიდი მამული. უშვილობის შემთხვევაში ნამზითვი დარჩებოდა ქალის ნათესაობას. თავადის მიერ ნაჩუქარი მამული აზნაურს მხოლოდ თავადისავე სურვილით შეიძლებოდა მიეღო. თავადმა განთავისუფლებულ აზნაურს უნდა აუნაზღაუროს ბატონის მიწაზე ბატონისავე ნებართვით გაშენებული ბაღ-ვენახის და სხვადასხვა ნაგებობათა ღირებულება. თავადისაგან განთავისუფლებული აზნაური სახაზინო გლეხთა წოდებაში ჩაირიცხებოდა, სანამ აზნაურობას ფორმალურად დაამტკიცებდა. ამას გარდა, მას სახაზინო მიწაც მიეცემოდა, განსაკუთრებით ღარიბ აზნაურს ეს მიწა შემდეგაც არ ჩამოერთმეოდა. თავადებსა და მათგან განთავისუფლებულ აზნაურთა შორის საადგილმამულო დავის გასარჩევად 1836 დაარსდა ადგილობრივი \"საშუამავლო\" სასამართლოები. მაგრამ რადგან ეს სასამართლოები მთლიანად ტავადთა გავლენაში მოექცნენ და აზნაურები განუწზვეტლივ ჩიოდნენ მათი უმოქმედობის შესახებ, მათ ნაცვლად 1846 ქ. გორში დაარსდა \"განსაკუთრებული დროებითი კომისია\". ამგვარად, რუსეთის თვითმპზრობელობამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი თავისი ბუნების შესაფერად და საკმაოდ ოსტატურად გადაჭრა.

მთავრობის წვრილი აზნაურეობის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს უპირისპირებდა უკმაყოფილებას, რომელსაც ძველი პოლიტიკური უფლებების დაკარგვის გამო სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა ქართველი მსხვილი მემამულე არისტოკრატია. შემთხვევითი არ არის, რომ მტავრობის სათანადო აქტი გამოქვეყნდა 1832 წლის შეთქმულების მომდევნო წელსვე. საყურედღებოა ისიც, რომ 1833 პეტერბურგის მმართველი წრეები ამ მხრივ მეტ რადიკალობას იჩენდნენ, სიდრე ადგილობრივი ხელისუფალნი ოციანი წლების დამდეგს. \"დიდგვაროვანთა\" მიმართ თვითმპყრობელობა მაინც ერიდებოდა უხეშ ზომებს, რადგან მისი მიზანი იყო ამ ჯგუფის ერთგვარი \"დატუქსვა\" და არასრული გარიყვა. აზნაურთა განთავისუფლებით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება თავადებს სახელმწიფო სამსახურით შეეძლოთ. მთავრობა მათ ამისათვის ფართო შესაძლებლობას უქმნიდა. მთავრობა კიდევ უფრო დიდ სიუხვეს იჩენდა გლეხობის ხარჯზე ორივე წოდების გულის მოსაგებად: XIX საუკუნის I ნაევარში თვითმპყრობელობამ საქართველოში ზედიზედ გამოსცა რამდენიმე განკარგულება, რომლებიც მიზნად ისახავდნენ გლეხობის სრულ დამონებას. გლეხებს აეკრძალათ სასამართლოში ბატონზე საჩივრის შეტანა და სასამართლოს საშუალებით თავისუფლების ძიება. ბატონებს კი, პირიქით, უფლება მიენიჭათ მკაცრად გასწორებოდნენ ურჩ ყმებს. ამ ღონისძიებებით ადგილობრივი გაბატონებული კლასების ყურადღება პოლიტიკური სფეროდან სოციალურ სფეროში იქნა გადატანილი. ერთგვარი შინაკლასობრივი ანტაგონიზმი თავადებსა და აზნაურებს შორის შემდეგშიც იჩენდა თავს.

აზნაურობის ეკონომიკური საფუძვლის - ბატონყმური მეურნეობის - რღვევამ ამ წოდების შეუჩერებელი დაცემა გამოიწვია. ბატონყმობის გაუქმებამ და კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებამ აზნაურობა საბოლოოდ გააღატაკა. ოქტომბრის რევოლუციამ საბოლოოდ მოსპო აზნაურობა, როგორც მემამულეთა კლასის ნაწილი და პრივილეგიური წოდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ოფიციალური სია საქართველოს თავადებისა, რომელიც შეტანილია ე. წ. “ბარხატნაია კნიგაში” (ხავერდოვანი წიგნი), გამოცემული და დამტკიცებული სანკტ-პეტერბურგში, 1850 წ.

ბაგრატიონ-მუხრანსკი, აბაშიძე, ფალავანდიშვილი, ჩხეიძე, ხერხეულიძე, ჯამბაკურ-ორბელიანი, მელიქიშვილი, ავალიშვილი, ბეგთაბეგიშვილი, ერისთავი, ბარათაშვილი, მაჩაბელი, დიასამიძე, სოლაღაშვილი, სუმბათაშვილი, ამილახვარი, ბაგრატიონ-დავითაშვილი, ჯავახიშვილი, ფავლენიშვილი, თუმანიშვილი, ხიდირბეგიშვილი, ციციშვილი, თარხან-მოურავი, ამირეჯიბი, ჩოლოყაშვილი, ჯორჯაძე, მაყაშვილი, ტუსიშვილი, გურგენიძე, საგინაშვილი, ხიმშიაშვილი, ჭავჭავაძე, ვახვახიშვილი, ჯანდიერიშვილი, ყარალაშვილი, ლიონიძე, ანდრონიკაშვილი, ვაჩნაძე, ჩერქეზიშვილი, გურამიშვილი, წერეთელი, ჯაფარიძე, აბამელიქი, ბაბადიშიშვილი, რობიტაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ა)

აბაშიძე

ესენი არიან ადგილათ აბაშით, რომელ არს (ეთიოპია). ესენი იყვნენ ჩინებულნი გვარნი მის ჟამისანი. ამათთანი წინაპარნი დაშთნენ იმერეთს შინა დროსა მეფისა არჩილისასა ქრისტეს აქეთ 668, ოდეს აღაოხრა მურვან ყრუმ დისწულმან მამადისამან საქართველო და იმერეთი და დაიპყრო ოდიშიცა და მიიწია აფხაზეთს და ბრძო ანაკოფის მყოფთა მირს და არჩილს, რომელ მირ მეფე მოიწყლა მუნ მძიმედ და მოკვდა. ხოლო არჩილ იქმნა მეფედ, ძმა მირისა და ვერა რაისა დამკლემან მურვან ყრუმ და ძლეულმან იწყო უკუნ-ქცევა და მოვიდა ცხენის წყალსა და დაიბანაკა, რომელსა ეწია რისხვა ღვთისა და ღამე გადიდდა წყალი იგი და გარდავარდა ბანაკს მათზედა, რომელნიცა მოაშთო მხედარნი მისნი ვიდრე ოცდაათ ათასამდის და უმრავლესნი ცხენნი და სახედარნი, რომლისა გამო აწ ეწოდების მდინარესა მას ცხენისა წყალი და ესრეთ განგებითა ღვთისათა წავიდა მამულად თავისა მურვან ყრუ სირცხვილეული და მხედრობათაგან მისთა დაშთნენ ტყვედ და თვისისა ნებითაცა რა რიცხვთა ამათ შინა ყრმა ვინმე ბეგისა შთამომავლობისა აბაში დაშთა მუნ, რომელსაც მეფეი არჩილ უყოფდა პატივსა და ზრდიდა თვისთანა. ხოლო შემდგომად ამისა ნადირობასა შინა ძესა მეფისა არჩილისასა იოანეს ზედან შეახტა მგელი განსაბძარავად და მაშინ აბაშმან მან აღმოიწოდა ხმალი და მით მოკლა მგელი იგი და განარინა ძეი მეფისა და ამისა ჯილდოდ უბოძა მეფემან არჩილ თავადობა და გვარად მისცა აბაშის ძეობა და მიუბოძა მამული ჭალას, სვერსა და ზოთას ხევსა შინა და სხვანიცა მასთან მყოფნი აბაშნი მიიღო აზნაურობისა ხარისხითა და დაასახლა ჭალას, რომელნიცა იწოდებიან ჭალელ აბაშიძეებად. ხოლო უკანასკნელ გვარი ამა თავადის აბაშიძისა უმეტეს განდიდდა მეფეთაგან და მამულიცა უფრორე შეიძინეს დროსა გიორგის მეფობისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1605. და მერე დროსა მეფის ვახტანგისასა, რომელნიმე გადმოსახლდნენ ქართლსა შინა ხეობასა სურამისასა და რომელნიმე დაშთნენ იმერეთსავე. აწ არიან განყოფილნი ქართლში მცხოვრებნი: 1) ქაიხოსროს შვილები, 2) ევგენის შვილები, 3) ნიკოლაოზისა შვილები, ხოლო კახეთსა შინა იოანე აბაშიძის შვილები, 2) სვიმონის შვილები და ესენიცა არიან სამ ხარისხად: 1) ქაიხოსრონი, მეორე ნიკოლოზისა, და სხვანი მესამე თავადობისა ხარისხსა შინა, ხოლო კახეთის მცხოვრებისა პირველი არის იოანეს შვილი პირველის ხარისხით, ხოლო მეორეს თავადის ხარისხით - სვიმონის შვილნი.

აბაშიძე (კახეთის თავადნი)

ესენი არიან ვითარცა ზევით აღვწერეთ აბაშიძეების შთამამავლობანი და იყო ივანე აბაშიძე ძე ზაალ აბაშიძისა, რომლისა ქალი მეფესა ერეკლესა ჰყვა ცოლად, რომლისაგან იშვა მეფე მე-13 გიორგი და არიან კახეთსა შინა მცხოვრები ორ სახლად: 1) ივანეს შვილები, 2) სვიმონის შვილები.

აბაშიძე (იმერეთის თავადნი)

მურვან ყრუ რო მოვიდა, დარჩა აბაშური ბეგის შვილი, რომელიცა აღზარდა არჩილ მეფემან და უბოძა ჭალა და თავადობა. სხვანიცა ამისა სახლნი დარჩნენ მრავალნი და ესენიცა მუნ დაასახლა, რომელნიც არიან აზნაურად, ისევ აბაშიძეებად წოდებულნი 668 წ.

აბაშის შვილი

ესენი იყვნენ ძველად ყიფიანნი ეგვიპტის ნაწილიდგან; ოდეს მეფეს დიმიტრის ბრძოლასა შინა ეგვიპტელთასა ცხენი მოუკლეს, მაშინ აბაშმა ამან ცხენი თვისი მიართო და განარინა მით წელსა ქრისტეს აქეთ 1285-სა და შემდგომად ბრძოლისა, მეფემან მიიღო აბაში იგი და მერეთ შემდგომად მოსვლისა ქართლსა შინა, თანა მოჰყვა აბაში იგი და მეფემან ჯილდოდ უბოძა თავადობა აბაშადვე წოდებით და სომხითსა შინა სამეფოთაგან ადგილნი და სოფელნი ორბისის მხარეს და სხვაგან და მუნ ჟამიდგან არიან თავადად აბაშად აღვიარებულნი. გარნა ამა დროსა შინა ასწყდა გვარი მათი და არვინღა არიან შთამამავლობანი მისნი.

ავალისშვილი

ესენი ძველად იყვნენ ციციანთა გვართაგან შორეულნი ნათესავნი, რომელსაც ამათ წინა-პარსა ავალა ეწოდა. ესენი იყვნენ მოსახლენი ახალციხისა კერძოთა ადგილთა შინა და ოდეს გადგა ათაბეგი და დაიპყრა ახალციხე თვისად შეწევნითა თურქთა წელსა 1601, მათგანი რომელიმე შთავიდნენ იმერეთს. სხვანი მოსახლე იყვნენ ძველადვე მტკვრის ხეობასა შინა და იწოდებოდნენ მტკვრის მოურავად და მერე მტრიანობისა მიზეზითა აიყარნენ და წოდებულნი ავალიანნი ქართლს მოსახლენი და კახეთს მოსახლენი. ხოლო ქართლს მოსახლენი არიან უპირველესნი: 1) პეტრეს შვილები, 2) გოგიას შვილები, ანუ გიორგისა და სხვანი ამათნი სახლის კაცნი, ხოლო იმერეთს შინა რომელნიმე არიან თავადად და რომელნიმე აზნაურად და ესრეთვე ამათ გვარნი არიან ახალციხესა შინაცა.

ამილახვრიანნი

ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თავისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 (გარკვევით არ არის) და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ და შემდგომ ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვა და სხვა სახელად: 1) რევაზის შვილებად; 2) ქაიხოსროს შვილებად; 3) ბეჟანის შვილებად; 4) ერასტის შვილებად და მის ძმისწულებად; 5) გივის შვილებად. ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზის შვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვა სხვათა ქონდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი. ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა.

ამირეჯიბი

ამირაჯიბნი არიან ესენიც ძველადვე ფალავანდიანთა გვარისანი, რომელთაცა აქვთ მამულნიცა ურთიერთისა შორის შერევნილნი, გარნა ამირეჯიბობაი გაუგვარდათ სახელისა გამო, ვინაიდგან ამირაჯიბი ნიშნავს საქმის მომხსენებელსა შეფისასა რომელიცა ნიშნავს (დაკლადჩიკს). ხოლო ესენიცა არიან ახალციხიდგანვე მოსულნი ქართლში; რომელნიც სახლობენ ზემო ქართსა შინა ზემო ამირაჯიბად და ზემო ამირაჯიბად; ზემონი არიან დავითის შვილები, ხოლო ქვემონი ზაზას შვილები აასპანის შვილები, რომელნიმე ამათ გვარნი სცხოვრობენ იმერეთს აზნაურად და რომელნიმე ახალციხეს ბეგებად წოდებულნი.

ანდრონიკეს შვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან გვარით მანოელ კეისრისა ძმის წულნი, რომელნიცა გამოძევებულ იქმნენ საბერძნეთიდგან და მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1144-სა, ხოლო მეფემან დიდად მიიღო ესე ანდრონიკე სახლეულობითურთ თვისით და უბოძა კახეთსა შინა მამულნი სოფლებითურთ და დაეშენნენ მუნ, რომელსაცა ადგილსა მას ეწოდების აწ საანდრონიკო და სცხოვრებენ მუნიდგან წოდებით თავადათ ანდრონიკე შვილებად, რომელნიცა არიან აწ განყოფით მოსახლენი: 1) პაპუას შვილები, 2) თამაზის შვილები, 3) სოლომონის შვილები, 4) მდივან ბეგის შვილები ანუ ქაიხოსროსნი, 5) მზეჭაბუკის შვილები, 6) ზურაბის შვილები, აწ ზაალის შვილებად წოდებულნი, 7) ერასტის შვილები, ესენი არიან მოსახლედ დავითის შვილებად: 1) დიმიტრის შვილები, 2) ივანეს შვილები, 3) პეტრეს შვილები, ამათ სახლის კაცნი და სხვანი.

არღუთაშვილი

ესენი იყვნენ ძველად ჯუღელი სომეხნი და არღუთა ვინმე სომეხმან მსახურა არღუნ-ყაენსა, რომელმაც აჩვენა სხვა-და-სხვა შამოსავალნი და დასდო დიდი ხარჯი ქრისტიანეთა ზედა და ჯილდოთ ამისა არღუნმან უწოდა არღუნინობა და მიიღო აზნაურობისა ხარისხითა, წელსა ქრისტეს აქეთ 1287-სა და იწოდებოდნენ არღუთად. უკანასკნელ დროსა ყაზან ყაენისასა არღუთაანნი აიყარნენ სპარსთა ბევრისა ხარჯისა მიცემითა და გარდმოსახლდენ ასურეთის მხარეს, ქურთების სომხების ადგილთა შინა და იყვნენ მუნ შემდგომად დროსა მეფისა გიორგისასა, წელსა ქრისტეს აქეთ 1397. რა მოვიდა მეორედ ლანგთემურ და შემუსრა ყოველგან ადგილნი საქართველოსანი და ეგრეთვე შემუსრა ლორეს ხეობაზედ მონასტერნი ახტალა და სანაინი სასაფლაო სომეხთ მეფისა; შემდგომად ამისა მოვიდა ქურთებიდგან (ვართაპეტი), რომელ არს მღვდელ-მონაზონი, სომხურად პარკიკუჭად წოდებული, რომელიც იყო პირველ ტერტერა ანუ სომეხთა მღვდელი და ჰყვა შვილები და მოვიდნენ ესენი სომხითს და დაეშენნენ ქციისა პირსა ზედა დროსა კონსტანტინე მეფისასა წელსა 1410-სა და მერე პარკიკუჭამ ვართაპეტმან ჰსთხოვა მეფესა განახლება სანაინისა ეკლესიისა და მისცა ნებაი მეფემან და გაახლა იგი ეკლესია და დაემკვიდრა მუნ და ეკლესიასა ზედა დააწერინა სახელი თვისი და განახლება მისგანვე, რომელიც იყო ვიდრე აქამომდე. ხოლო ვართაპეტისა შვილსაცა ეწოდა არღუთა და მეფემან მიიღო აზნაურად არღუთაშვილებად; ხოლო უკანასკნელ დროსა ნადირშაისასა ამათი ნათესავი იყო ვინმე მაიარბაშად წოდებული და სახლთხუცესი ნადირისა და სწყალობდა დიდად ნადირშა და ამან მსახურა და შეეწია ნადირშასთან მეფესა თეიმურაზს და მეფესა ირაკლის და სთხოა თვისთა სახლისა კაცთა არღუთაანთათვის მამული და უბოძა მეფემან სანაინს შინა ადგილნი და ქციისა პირსა ზედა სოფელი ავლავარი და მინბაშობა მისხანის მადანსა შინა მცხოვრებთა და ზედა მდგომლობა მადნისა და მუნიდგან ათის თავი, რაიცა მადნიდგან სპილენძი შემოვიდოდა. ხოლო უკანასკნელ დროსა იმპერატორის პავლესასა მიიღეს მხარ-გრძელისა გვარობა სომეხთა არქიერისა ოსეფასაგან შეწევნით, რომელიცა იყო ბეჟან არღუთაშვილისა ძმა და დროსა იმპერატორის ეკატირინესასა და მეფისა ერეკლესასა, ტრაკტატსა შინა დადებულსა მისვე არქიერისა შუამდგომლობითა ბეჟანისა და მოსეს სახლმან იწოდა თავადობა არღუთაშვილად და არა მხარგრძელად. გარნა არქიერნი და მისი ძმანი იწოდებოდენ მარკოზაშვილებად, ვითარცა არს სომეხთა ისტორიასა შინა მოხსენებულიცა. სხვანი ჯუმაშვილებად და კვალად სახლის კაცნი ამათნი თაყაშვილად, სისუა შვილად, ზუზუინად და მათაშვილებად და სხვა. და ესე ყოველნი აზნაურად.

აფაქიძე (ოდიშის თავადნი)

არფახან იყო თათრის ჩინგის ყეენის დროსა და ამან მიიღო სარწმუნოება ქრისტიანეთა და დაშთა აბხაზეთს და უწოდეს ძეთა მისთა აბაქიძეთ და მერე დაეშენნენ ოდიშში დროსა მეფისასა და მიღებულ იყვნენ თავადად და მუნიდგან იწოდებიან გვარნი მათნი აფაქიძეებათ.

აფხაზისშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან აფხაზეთიდგან მოსრულნი, ოდეს იწყეს მამადიანობა აფხაზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა ხარისხითა აფხაზად წოდებულნი, რომელნიც იწოდებიან აწ აფხაზისშვილებად და უბოძა კარდანეხს სახასო მამულნი და ყმანი და მუნ სცხოვრებენ მუნ ჟამიდგან წელსა 1636-სა და არიან ერთ სახლად.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ბ)

ბაბადიშიშვილი (კახეთის თავადნი)

ამათი წინა პარი არის ბაგრატიონთა შთამომავლობისა იმამ ყულისაგან და არიან თავადნი მესამისა ხარისხისანი.

ბარათაშვილი

ესენი არიან ჯამბაკურიანთა თანა ერთის დროისანი, რომელიც ზევით აღვწერეთ (2) პუნკტშია. და არიან სხვა-და-სხვა სახლად გაყოფილნი და მოსახლენი სომხითსა შინა.

ბებუთოვი

ესენი არიან მოსრულნი ანისა ქალაქიდგან, ოდეს სპარსთა აღაოხრეს ადგილი იგი და მოვიდენ გვარნი მათნი და დაეშენენ კახეთისა ნაწილსა შიგან ადგილსა, მახლობელ ტფილისისა, სოფელსა პირშავად წოდებულსა და მერმე მიაღწიეს პირველსა მოქალაქეობისა ხარისხსა შინა და იყვნენ მდიდარ და იყიდეს ადგილნი; აღაშენეს აბანოები და ქარვასლა და იყიდეს ბაღი და დაეშენენ კარგად. ამათმან შთამამავლობამან, ახშარბეგმან, უმეტეს შემატა მამულსა თვისსა და მიიღო ხარისხი მელიქობისა და დიდად სწყალობდა და უყვარდა ისაყ ფაშასა, ოდეს ეპყრათ საქართველო ოსმალოთა ქრისტეს აქეთ 1731 და ამა აშხარ ბეგმან დიდად მსახურა დროსა მას მეფესა თეიმურაზს, ოდეს ენება ღალატით სიკვდილი მეფისა ფაშასა და ამან აშხარბეგმან ამცნო მეფესა იდუმალ ფაშისგან ღალატი და მეფე განივლტო და განერა ხელთაგან, მისთა და ამა მიზეზისა გამო აშხარბეგ მოაშთო ფაშამან. ხოლო უკანასკნელ, რა დაიპყრა ქართლივე მეფემან თეიმურაზ, უბოძა შვილთა მისთა ჯილდოდ სოფლები და აზნაურობისა ხარისხი და დაუმტკიცა ქალაქის (რომელ არს გოროდნიჩი რუსულად) და ეგრეთვე სწყალობდა დიდად აღამელიქს და შვილსა მისსა ავეტიქს მეფე ირაკლიც, რომელმანცა უბოძა თავადობა ავეტიქს მელიქსა და ძმასა მისსა გვარად თავად ბებუთოობა წელსა ქრისტეს აქეთ 1783 და არიან მუნიდგან თავადად წოდებულნი: 1) ავეტიქას შვილები, 2) მისკარმაშიოანეს შვილები, 3) იოსების შვილები, ამხარ ბეგისა და სხვანი.

ბეგთაბეგოვი

არიან ძველადვე სომეხთა მელიქთაგანნი და პირველ მოსახლენი ქალაქსა შინა ანსა. ხოლო შემდგომად დაპყრობისა სპარსთაგან ადგილთა მათ, მოვიდნენ საქართველოსა შინა, რაოდენისა მეკომლისა კაცითა და მიიღო მეფემან პატივითა თავადობისათა. ხოლო უფრორე დროსა მეფისა თეიმურაზისა შეიქმნენ წარჩინებულნი და მიიღეს მეფისა მდივნობისა ხარისხი ამათთა წინა-პართა წელსა ქრისტეს აქეთ 1633-სა და აწ არიან: 1) სულხანის შვილები, 2) ბეგთაბეგის შვილები, 3) დავითის შვილები და სხვანი. ხოლო ყარამ დივნის შვილები აწყვეტილ არიან და არვინღა არის მათი შვილთაგანი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (გ)

გებუაძე (ოდიშის თავადნი)

ღემუნა იყო მდივანი აბგარ მეფისა, რომელმანც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროსა თურქთაგან დაპყრობისა მოვიდნენ ახალციხეს და მუნიდგან ოდიშში და მეფემან მიიღო თავადათ წელსა 785.

გობიტაშვილი (კახეთის თავადნი)

ამათნი წინა-პარნი არიან საბერძნეთიდგან თანა მოყოლილი თავადი ანდრონიკესი დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1144-სა, რომელიც ამათ წინაპარი იწოდებოდა სახელით გობიტად და ესე მიღებულ იქმენ თავადადვე გობიტაშვილებად და არიან მუნიდგან მცხოვრები ფხოელსა შინა ერთ სახლად, აწ კონსტანტინეს შვილებად წოდებულნი.

გოშაძე (ოდიშის თავადნი)

გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.

გურამისშვილი (კახეთის თავადნი)

ამათნი წინა-პარნიცა არიან ძველადვე მონათესავენი ტუსიანთა გვარისანი, ვითარცა ზემორე აღვსწერეთ, გარნა გვარნი ამათნიცა ისევ ძირით არიან ზედგინიძის ძეების შთამამავლობისანი და ესენი მეფისა ალექსანდრეს დროსავე ცნობილნი იყვნენ თავადად წელსა 1585-სა, რომელნიცა პირველ მოსახლეობდენ საგურამოს შინა და აწ არიან მოსახლეები ქვემო ავჭალას: 1) ზაალის შვილები, 2) გიორგის შვილები, 3) დავითის შვილები, 4) მილახვრის შვილები, 5) ეფრემის შვილები და სხვანი. ხოლო ამათნი სახლის შვილნი ადრიდვე, ცხოვრობენ აჭარასა შინა თავად ოღლით წოდებულნი.

გურგენისძენი (კახეთის თავადნი)

ძველად გურგენის ძეები იყვნენ თავადნი შილდისანნი, რომელნიცა ასწყდენ და არვინღა დაშთა გვართა მათთაგანი. ხოლო უკანასკნელ მორდლის ძემან სოლომონ, რომელიც იყო აზნაურად ცალმოგვად დიდად მსახურა მეფესა ირაკლის. ოდეს ნადირშამ წაიყვანა მეფე ირაკლი ინდოეთსა შინა თანა წარყვა მუნ სოლომონ და თავდადებითაც მსახურა. ამისთვის მეფემან ირაკლი უბოძეს თავადობა და უწოდეს გურგენისძეობა და არიან ესენი წელსა 1744-სა წოდებულადვე თავადად, რომელნიცა აწ მოსახლეობენ შილდასა შინა და იწოდებიან სოლომონ მორდლის შვილებად თავადად გურგენის ძეებად ესენი და ამათნი სახლის კაცნი.

გურჯი რევაზის შვილი

ესენი არიან ბარათაანთ გვარისანი, გარნა გაუგვარდათ სახელი, სიმხნისა გამო, რომელ გურჯი რევაზად სახელდვეს თათართა, ოდეს ბრძოდენ მათ და რომელიც ითარგმანების (გურჯი რევაზ) ქართველი რევაზ და ესე გვარი მიიღო რევაზმან დროსა მეფისა ვახტანგისასა წელსა 1703-სა და მუნიდგან იწოდებიან გურჯი რევაზის შვილებათ მისნი შთამამავლობანი და არიან რაოდენსამე სახლად სომხითსა შინა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (დ)

დადიანი მთავარი (ოდიშის თავადნი)

დადიანის ბიძები და ბიძისშვილები (ოდიშის თავადნი)

დავითის შვილი

არიან გვარით ბაგრატოანნი, რომელნიც აწ მოსახლეობენ ქრცხინვალის კერძოდ ნულის ხეობასა შინა და არიან ორ სახლად: 1) ზაალის შვილები, ხოლო 2) ელიზბარის შვილები, ხოლო სხვანი მდაბალნი ამათისა გვარისანივე არიან ფაცას მოსახლენი შანშე შვილებით და სხვანი კვალად ლეონის შვილებით.

დოლენჯის შვილი

ესენიც არიან ძირით სომხეთის თავადნი და მიიღეს გვარად სახელისა გამო დოლენჯისა მეფობასა ვახტანგისასა ქრისტეს აქეთ 1703 წ. და მუნიდგან იწოდებიან დოლენჯის შვილებად. ამათნი წინა-პარნი ცნობილნივე იყვნენ დროსა მეფისა სვიმონისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1624 და მათი გვარნი რომელნიმე არიან ახალციხის ნაწილთა შინა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ე)

ერისთავი (არაგვის)

ესე არაგვის ერისთავნი არიან კავკასიის მთით მოსულნი ოსნი კარგის გვარისანი სიდამონის ძენი. ამათ პირველათ მიუბოძა მეფემან კონსტანტინემ გიორგის ძემან, აზნაურობა და განაწესნა მოხელედ სიდამონ წოდებული არაგვისა ზედა, ხოლო ოდეს მოვიდა მუსათურქი საქართველოსა ზედა დიდისა მხედრობითა, მაშინ ბრძო მეფემან კონსტანტინემ თურქთა მათ და ბრძოლასა ამას შინა მოიკლა მეფე თურქთაგან და იძლივნენ Gქართველნი და იქმნა აღრეულობა ურთიერთისა შორის ქართველთაგან წელსა ქრისტეს აქეთ 1407. ამ მიზეზითა სიდამონმან შემოიყარნა მხედრობანი ოსთანი და სახლისკაცნი თავისნი და მოსწყვიდნა ბაზლიძენი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა, რომლისა გამო დღესაცა ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელისა გამო მათისა და ამა სიდამონმან დაიპყრა ადგილნი იგი. გარნა ვერა იწოდა ერისთავად, არამედ მებატონედ არაგვისა, ხოლო შემდგომ ამისა ჟამისა მეფობისა სვიმონისასა იქმნა მრავალი ბრძოლაი თურქთა და სპარსთაგან და ყოველგან შეიმოსა ძლევაი მეფემან სვიმონ ლუარსაბის ძემან და უკანასკნელს ბრძოლასა შინა თურქმეთსა იძლივნენ ქართველნი და შეიბყრეს ბრძოლასა შინა მას მეფეი სვიმონი და დაშთა ძეი მისი ლუარსაბ ჯერეთ ყრმა, მაშინ იწოდა ერისთავად შთამომავლობაი სიდამონისა სიდამონ ერისთავად და მერეთ ამისა ძე მისი ნუგზარ, რომელმაცა დანაშთენი მუნ ბაზლის ძენი ასწყვიტნა. ხოლო მდაბალნი ბაზლიძენი რომელიმე განივლტვნენ ქართლსა და შეიქმნენ დამდაბლებულნი. ხოლო შემდგომ ამისა მოვიდა რა შაჰაბაზ ყაენი შირვანსა შინა, მაშინ განუდგა სააკაძე გიორგი მეფესა, და ნუგზარ ერისთავი სიმამრი გიორგი სააკაძისა და მივიდნენ წინაშე შააბაზისა, რომელსა იამა ფრიად და მან დაუმტკიცა ერისთაობაი არაგვისა მტერობისათვის საქართველოს მეფეთა, რომლისა მიზეზითა მეფეცა ლუარსაბ მივიდა შააბაზისა თანა დასაცველად ერთა საქართველოსათა, რომელმანაცა სული თვისი დასდო ერთათვის, და განარინა მისვლითა თვისითა ერნი ქართველთანი და უკანასკნელ აწვია შააბაზ მამადიანობა ლუარსაბ მეფესა, გარნა არა ინება ჰსჯული მისი და უკანასკნელ პყრობილობასა შინა კვალად აწვია ჰსჯულსა მამადისასა და მიცემად ქართლი, გარნა არა ინება მეფემან და იწამა ქრისტესთვის წელსა 1622-სა, და მუნიდგან უმეტეს ფლობდნენ არაგვსა ერისთავნი მათნი. ხოლო ოდეს დაიპყრეს თურქმეთა საქრთველო და ერთგულობდნენ ერისთავნი უმეტეს თურქმეთა და დროსა ამას შინა. რა მიიღო ტახტი სპარსეთისა ნადირშამ და გარეკა ყოვლის მხრიდან ოსმალნი და აგრეთვე საქართველოთგანაც, მაშინ დაამდაბლნა ერისთავნი და მისცა არაგვი მეფესა თეიმურაზსა ჯილდოდ ერთგულებისათვის მისისა ქრისტეს აქეთ 1742-სა. ხოლო უკანასკნელ მეორემან ირაკლი მეფემან თეიმურაზის ძემან შეაერთა საქართველო და კახეთი. მაშინ განასხნა დანაშთნი არაგვის ერისთვის ძენი კახეთსა შინა და მიუბოძა მუნ ადგილნი და სოფელნი, რომელნიცა პირველნი იწოდებოდნენ სარიდანის შვილებად. ხოლო მეორე მდაბალნი ლალიხანის შვილებად, რომელ ახლა იწოდებიან მდივან-ბეგის შვილებად ზედ წოდებით ბეჟანისა. ხოლო მეორენი ლალი ხანის შვილებად, რომელ ამათა აქვთ გაღმა მხარეში მამული და აწ არიან გვარნი ამათნი აზნაურნი ლალოხანის შვილები. ხოლო თავადნი მდივან-ბეგის შვილებნი.

ერისთავი (ქსნის)

ძველთა დროთანი არვინღა არიან, რომელნიც მოსრულნი იყვნენ თურქისტნის მხრიდგან ავარიელნი ხალხი, რომელთაცა დაიპყრეს კასპიის ზღვიდგან ვიდრე შავ ზღვამდის და დაეშვნენ მუნ დროსა საქართველოს მეფისა გურამ ბაგრატიონისასა, ხოლო მეფე ესე მარადის ბრძოდა და ავნებდს მათ, რათა დაეტევებინა ადგილნი იგი და მაშინ მივიდნენ ბეგნი ამათნი წინაშე კეისრისა იუსტინიანესა და სთხოვეს შუამდგომლობა მეფისა თანა საქართველოს და აღუქვეს მსახურება, ვითარცა ქვეშევრდომთა და მაშინ სთხოვა მეფესა საქართველოსასა კეისარმან ზავყოფნა მათთანა და ამანაც ინება და რომელნიმე დაასახლა მთასა შინა კავკასიისათა ცარიელთა ადგილთა და ხუნზახსა შინაცა, რომელ აწ იწოდებიან ავარიელებად. ხოლო უჩინებულესი მათგანი მოიყვანნა და დაასახლა ქართლსა შინა და იყვნენ თავადობისა ხარისხითა. ხოლო ამათ შთამომავლობათაგან დაიდგინა მთავრად შიდა ქართლისა კონსტანტინე და რომელიც ეწამა სპარსთაგან ქრისტესთვის და მერმე ამისა შთამომავლობათაგან თორნიკე დაიდგინა ერისთავად ქსნისა, რომელმაცა, დროსა რომანოზ კეისრისასა, ბრძო წინააღმდეგთა მისთა და ძლევა შეიმოსა მტერთა ზედა მისთა, დროსა ბაგრატისასა მეფისასა და ამან თორნიკ ერისთავმან დაუტევა სოფელი და მიიღო მონაზონობა და წარვიდა ათონის მთასა შინა, ხოლო შემდგომად ამისა იყვნენ მონათესავენიცა მათნი ერისთავად, გარნა ასწყდენ იგინიცა.
მაშინ მართვიდნენ ქსანსა სხვა და სხვა მოხელენი მთისანი და სხვანნი თავადნი სხვათა და სხვათა დროთა შინა, ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა რუსუდანისასა იქმნა რა აღრეუოლობა საქართველოსა შინა და ბრძოლაი ნოინთაგან, მაშინ მოვიდნენ ეს აწ წოდებულნი ერისთავთა წინაპარნი სამეფოს ხეობიდგან ოსეთისა, რომელიც არს ნარად წოდებული ადგილი, რომელნიც იყვნენ გვარით გორჭიანნი, რომელნიცა აწცა არიან ნარასა შინა გვარნი მათნი. ამათნი უკვე მოვიდნენ ორნი მამანნი. პირველს ეწოდა ბიბილა, ხოლო მეორესა რატი, რომელნიცა დაეშენნენ ქსნის ხეობასა შინა წელსა ქრისტეს აქეთ 1235, ხოლო ბიბილა უკვე დაესახლა ადგილსა წოდებულსა ქვენაფხვენს, რომელი აწ იწოდების იფნევად. ხოლო რატი დაესახლა ჟამურის ხეობასა შინა და უკანასკნელ დროსა მეფობისა კონსტანტინესა მსახურებისათვის მიიღეს თავადობისა ხარისხი წელსა 1412-სა შინა და იწოდნენ ბიბილურები ქვენა ფხოველებად გვარითა და იყვნენ ნაიბად ერისთავთა და მართვიდნენ ადგილთა მათ. ხოლო შემდგომ რა მიიღო მეფობა სვივონ მეფისა ძმამან დაუდხანად წოდებულმან ამან იმოყვრა ელიზბარ ქვენა ფხოველი და დაუმტკიცა ერისთაობა გასამტკიცებლად თავისა თვისისა წელსა ქრისტეს აქეთ 1569 და მუნითდგან იწოდებიან გვარნი მათნი ერისთავად. ხოლო რომელიცა ამათ შთამამავლობათა შინა იქმნებოდა პირველი იგი ახლო ჟამებში მისცა შანშეს ერისთაობა მეფემან თეიმურაზ და მერე დავით ერისთავს და მერე მეფე ირაკლი დავით ერისთავის შვილს როსტომს, რომელსა ზედა დასრულდა ერისთაობა ამავე მეფესა დროსა მამულის ორგულებისა გამო და ბრძოლისა, რომელმან დაიპყრო ბრძოლით ქსანი წელსა ქრისტეს აქეთ 1777-სა. ხოლო აწ არიან სამ სახლად გაყოფილნი: 1) დავით ერისთავის შვილები; 2) ყულარაღასის შვილები. ხოლო 3) აღაბაბის. ამათაცა აქვთ ვითარცა სხვათა სამ სახედ თავადობაი: პირველის ხარისხის თავადი, რომელიც პირველი შვილია როსტომისა, მეორე ხარისხი თავადობისა ყულარაღასისას და მესამე თავადის ხარისხი აღაბაბას შვილებს და სხვათა. ხოლო სხვანი ბიბილურები არიან აზნაურად გამხდარნი და გაყმაებულნი მათნი და რატიანიცა დამდაბლებულნივე მათგან, რომელსაცა თავისითვის ადგილსა შინა მოვიხსენიებ მიზეზსა მათსა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ვ)

ვაჩნაძეშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი ძველად იყვნენ სომეხთავე მეფეთა დროსანი, არტავაზის შვილებად მოხსენებულნი მამუკუნიანთა გვართა, რომელნიცა პირველ იყვნენ მოსრულნი კიტაიის მხრიდგან ვანსა შინა და სპასპეტნიცა სომეხთა მხედრობისა წელსა ქრისტეს აქეთ 286-სა, ხოლო შემდგომად ამისა გარდმოვიდა კახეთსა შინა ამა ვაჩას შთამამავალი ვარდან მამიკუნიანი და დაეშენა ხორანბუჯს შინა, რომელსა ეწოდების აწ ჭოეთი და ამათ მიუბოძა მეფემან სუმბათ კახეთსა შინა ადგილნი, რომელსა ეწოდებია აწ სავაჩნაძო და არიან მუნიდგან ვაჩნაძედ წოდებულნი. ხოლო მეორეცა გვარი მიიღეს ბებურისა გამო, რომელიცა იყო ვაჩნაძე ბებურ ჩინებული ვაჟი-კაცი. ამის გამო აწ უწოდებენ ბებურის შვილებადაცა. ვაჩნაძეები ესენი არიან მამულით სახლებითაც სხვა გვარად წოდებულნი, ესე იგი, ასათის შვილებად და აგათოშვილებად და ონანა შვილებად, ხოლო პირველნი არიან ამათ შორის მოსახლენი: 1) ბებურის შვილები, 2) ყაპას შვილები, 3) გიორგის შვილები, 4) აიდებურის შვილები, 5) თამარის შვილები და ომანის შვილები. ესენი სახლობენ კარდენახს. ხოლო აგათოშვილები ბაკურციხეს და ონანაშვილი კოლავს. თუმცა ონანაშვილი იყვნენ პირველ სომეხთა გვარნი, გარნა მეფემან ერეკლე პირველმან შუამდგომელობითა განჯის ბეგლარბეგის ქალბალაის ხანისა თხოვნითა უბოძა ვაჩნაძეობა წელსა ქრისტეს აქეთ 1695-სა და მამული ამოწყვეტილი ვაჩნაძისა და გვარიცა მისივე და ესრეთვე მეფემან თეიმურაზმანცა და მეორემან ირაკლიმანცა მიიღეს რიცხვთა შინა თავად ვაჩნაძედ და აწ არიან მოსახლედ ლუარსაბის შვილებად წოდებულნი.

ვახვახაშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი იყვნენ პირველ სამცხის თავადნი ვახვახად წოდებულნი, მეფობასა დიმიტრისასა, წელსა 1294-სა. ხოლო უკანასკნელ მოვიდნენ კახეთსა შინა თელავს და დასახლდენ მუნ და იწოდებიან ვახვახის შვილად თავადად აგრეთვე ბაზიერთ-ხუცის შვილებადცა, ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ყორჩიბაშის შვილებად და კახის შვილებად: 1) არიან ზაალის შვილები, 2) ყორჩიბაშის შვილები, 3) კახის შვილები. ყორჩიბაშის შვილობა გაუთვისდათ სახელის გამო, რომელ ყორჩიბაში სპარსულად ნიშნავს აბჯართუხუცესობას. ხოლო კახის შვილობა მამეულ სახელის გამო გაუთვისდათ.

ვეზირისშვილი

ესენი არიან ძველადვე სპარსნი და მუნებურნი ბეგის გვარისანი და რომელიცა ყიას ბეგ ვეზირად წოდებული იყო მეფისა როსტომისა თანა განუშორებელ და მიიღო ქართლისა მეფობაი როსტომ მეფესას წელსა ქრისტეს აქეთ 1634-სა, ესე ყიას ბეგ ვეზირიცა თანა ჰყვა და მიღებულ იყო თავადად. ისინიცა გვარითვე იყვნენ ვეზირის შვილები და ბეგები და ესრეთვე ნადირშასა დროსაცა იყო საქართველოსა შინა ვეზირიშვილი იბრაიმ, თანა შემწე მეფისა თეიმურაზისა. შემდგომად სიკვდილისა იბრაიმისა მიიღეს მისთა შვილთა ქრისტიანობა მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისა, რომელნიცა მოსახლეობენ ქართლში სურამის კერძოდ აწ გორის ანუ გიორგის შვილებად; ხოლო სხვანი ამათნი სახლის კაცნი მოსახლეობენ ტფილისს მამადიანადვე და არიან ორ სახლად: 1) გაბაშის შვილი, ხოლო 2) აღაბამას შვილი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ზ)

ზურაბის შვილი

ესენი იყვნენ სომეხთ სამეფოდგან მოსრულნი ანის ადგილიდგან დროსა მეფისა ბაგრატისასა, წელსა ქრისტეს აქეთ 1064-სა. და მერე იყვნენ ამათ გვართაგანი ორნი ზურაბ და ნაზარ ზურაბის შვილნი. მოსახლობდენ ლორის ხეობასა შინა ახპატსა და აქვნდათ მამულნი სხვა-და-სხვა ადგილთა შინა, ხოლო ნაზარ მარაბდას გარდა. ამათ გვარნი დროსა ამას შინა არვინძეღა არიან, რომელ ასწყდენ შთამამავალნი ამათნი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (თ)

თარხნიშვილი

ესენი ძველად იყვნენ დაღისტნის მხრის თავადნი, ჭანკაანად წოდებულნი, რომელნიცა აწცა არიან დაღისტანს და ბელაქანსა შინა ჭანკაანად წოდებულნი. ამათნი გვარნი ვინმე მოვიდნენ სისიანის კერძოდ. ნახჩევანის მხარეს და დაეშენნენ მუნ და მეფემან სომეხთამან მიიღო ხარისხითა პირველისა აზნაურობისათა და მიიღეს ამათ სარწმუნოება სომეხთა და უწოდეს სააკ (რომელი არს ისაკ) და მისცა ადგილი აგულელს შინა და გუხთანისა მოხელედ განაწესეს წელსა ქრისტეს აქეთ 767-სა, ხოლო უკანასკნელ რა სპარსთა იწყეს დამდაბლებად სომეხთა სამეფოისა, გადმოსახლდენ მუნითგან და მოვიდნენ ქართლს და მეფემან საქართველოსამან მიიღო იგი და უბოძა თეგმის ხეობასა შინა მამულნი და მოხელობა კლდე-კარისა. ხოლო შემდგომად ამისა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1503 იწოდებოდენ მოურავებად და ხარისხით მესამე თავადად და უკანასკნელ ოდეს მოვიდა შააბაზ ყაენი სპითა დიდითა საქართველოსა ზედა წინამძღომელობითა სააკაძე გიორგი მოურავისა, ვითარცა მოუთხრობს ქართველ მატიანესა შინა; მიზეზითა ამით მეფეცა ლუარსაბ შეპყრობილ იქმნა შააბაზ ყაენისაგან, რომელიცა აიძულებდა მამადინობასა, ხოლო მეფე, არა მიმღები ბრძანებისა მისისა, იწამა ქრისტესთვის წელსა 1622-სა და შემდგომად ამისა შააბაზმან დაუმტკიცა თავადობა გიორგის და უბოძა გვარად თარხანობა (რომელ არს თათრულებ თავისუფლება) და მუნიდგან იწოდებიან თავადად თარხნის შვილებად, რომელნიცა აწ მოსახლეობენ გაღმა მხარს ახალქალაქსა ადგილსა შინა: 1) ბეციას შვილები, 2) ზაზაშვილები, 3) გლახას შვილები, 4) პატარა ბეციას შვილები და სხვანი სააკაძენი სახლობენ აზნაურად ტანის ხეობასა ზედა რაოდენსამე სახლად.

თაქთაქის შვილი

ესენი იყვნენ პირველად სამცხის თავადნი და ამათი წინაპარი შეიქმნა მამადიანი და უწოდეს თაქ აღა. ოდეს დაიპყრეს თურქთა ახალციხე და მერე დროსა მეფისა თეიმურაზისა მოვიდნენ შვილნი ამათნი და მიიღეს მართმადიდებელთ სარწმუნოება წელსა 1627-სა და დაეშენენ ქრცხინვალის ადგილის ნაწილთა შინა და არიან მუნითგან თაქთაქის შვილად, თავადად მიღებულნი. ამათნი სახლნი არიან: 1) ელიზბარის შვილები, 2) ივანეს შვილები და სხვანი.

თუმანისშვილი

ესენი ძველად იყვნენ ვანის ადგილთა შინა მოსულნი კილიკიიდგან და მსახურებდენ მეფესა ბაგრატოანსა თეოდორეს, სომეხთა მეფესა წელსა 1167-სა. ხოლო უკანასკნელ ამათგანი გვარნი უკვე გარდასახლდნენ გილანსა შინა და იყო ამათსა შინა უპირველესი თუმანა სომეხი თავადობის ხარისხითა, ხოლო უკანასკნელ ესე თუმანა მოვიდა დედა წული თურთ თვისით საქართველოსა შინა და მიღებულ იყო მეფეთაგან. ხოლო ასწყდენ რა გვარნი ამისნი დაშთა ერთი ოდენ ყრმა მცირე და ზრდიდა ბებია თვისი. ჟამსა თურქთგან დაპყრობისა ქართლისა წარვიდნენ დასახიზნავად სამეფოსა ადგილსა შინა მთასა კავკასიასა, როკად წოდებულსა, და მუნ ბებიამან მისმან აქორწინა კარგისა ოჯახისა გვარისა ქალსა ზედა და შვა მუნ ძენი და უკანასკნელ ბებია ამათი მოვიდა ძღვნითა ისაყ ფაშისა თანა და ევედრა შვილის შვილთა თვისთათვის და რომელ ფაშამან მისცა ადგილი ხელთუბანი და შთამოვიდნენ მუნ თუმანიანნი და რომელიმე დაშთა მასვე ადგილსა როკასა შინა, რომელნიც იწოდებიან თომანიანად და ესენი თუმანიანად. წელსა 1726-სა ოდეს განასხა ნადირშამ ოსმალნი საქართველოდგან, ამათ გვარნი იწოდნენ მდივნებად მეფისა თეიმურაზ მეორისა და მსახურობდენ. ხოლო შემდგომად მეფემან ირაკლიმ მიუბოძა გვარად მამიკუნიანობა, რომელნიცა აცხადებდენ თავსა თვისსა მამაკუნიანად, გარნა გაგვარებულად აქვსთ თუმანისშვილობა, რომელ არიან რაოდენიმე სახლად: 1) ნიკოლაოზის შვილები, 2) სულხანის შვილები, 3) მანუჩარის შვილები, 4) ბირთველის შვილები, 5) ეგნატეს შვილები, 6) კიდე თუმანის შვილები, ბირთველისა და სხვათა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ი)

იარალის შვილი

ესენი არიან გვარით სომხითის ერისთავის გვარისანი, ხოლო ამათგანსა ეწოდა რომელსამე იარალი და მერე მისთა შთამომავლობათა გაუგვარდათ იარალის შვილობა მეფობისა გიორგისასა ქრისტეს აქეთ 1609 და მუნიდგან იწოდებიან იარალის შვილებად.

იოთამის შვილი

არიან გვარით ბარათიანნივე, ხოლო დროსა მეფისა კონსტანტინესა სიმხნისა და მამაცობისა გამო იწოდა ქავთარად, რომელ არს აფთარი (ხოლო რუსულებ ღენია) და აწ იწოდებიან გვარნი ამათნი რომელნიმე იოთამის შვილებად და თავადნიცა თაქალთოანნიცა არიან ამათნივე ძმათა შვილები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (კ)

კორძაია (ოდიშის თავადნი)

არიან გვარად კურტნისძეები, ქართლიდამ მოსრულნი და ამათნი რომელნიმე თავადნი არიან და რომელნიმე აზნაურნი (ეხლა მათში თავადნი არ არიან).

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ლ)

ლიონისძე (კახეთის თავადნი)

ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლენ კახეთსა შინა გვარნივე ამათნი ადრითვე და ესენიცა ამოსწყდენ. ხოლო ოდეს მეფემან ირაკლი ბრძო ერევანს ერევნის ხანის უსინ ხანს და ძლევა შეიმოსა მუნ მეფემან ირაკლი, მაშინ დაიჭირა ბრძოლასა შინა მდივანი ანაფინთა სოლომონ და ჯილდოთ ამისა მეფემან ირაკლი უბოძა გვარად ლიონისძეობა და მიიღო თავადად და აწ არიან: 1) სოლომონის შვილები, 2) ირაკლის შვილები.

ლორთქიფანიძე (იმერეთის თავადნი)

ლორიქან არის ციხე მხარესა მცირის აღბაკისასა, რომელ არს სალმასის კერძოდ და მუნებურნი მეციხოვნენი მოვიდნენ დროსა გიორგი მეფისასა 1656 წ. და ამის გამო მიიღეს სახელად ლორიქანის მაგიერ ლორთქიფანიძეობა.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია
დესპანი