↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავადთა გვარების წარმომავლობა (ჯ)

ჯავახიშვილი

ეს პირველ იყვნენ მოსახლე აბულეთსა შინა კერძოდ ჯავახეთისა და ესენი იტყოდნენ ქართლოსიანთ გვარობასა ჯავახოსისგან შთამომავლობასა, ხოლო უკანასკნელ დროსა - მეფისა ბაგრატისასა, ოდეს მეფე იქმნა ბაგრატ წელსა 1360 და დროსა ამისასა მოვიდა ლანგ თემურ და ბრძო მეფესა, მაშინ ჯავახოს სახელ წოდებით დიდად გაისარჯა და მრავალგან ბრძო თათართა და შემდგომად მეფემან ამანვე გადმოასახლნა ჯავახოს და სახლეულნი მისნი და დააშენნა გაღმა მხარს ფხოელის ადგილსა შინა და უბოძა ხეობასა მას შინა ადგილნი და სოფელნი. ხოლო ესენი არიან ერთ დროს ციციშვილებთან გადმოსრულნი და მუნიდგან იწოდებიან თავად ჯავახის შვილებად და აწ არიან მოსახლედ: 1) თეიმურაზის შვილები, 2) ვახუშტის შვილები, 3) დიმიტრის შვილები, 4) ქაიხოსროს შვილები, 5) იოსების შვილები.

ჯაიანი (ოდიშის თავადნი)

ჯან, ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი. ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთ გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე მოვიდნენ დროსა თათართაგან დაპყრობისა და დაესახლნენ იმერეთს და მეფემ მიიღო მათი გვარი თავადად ჯაიანად.

ჯამბაკურიანი

ესე ჯამბაკურ იყო ადგილი ჩინეთისა, რომელ არს კიტაია დიდისა თათარიასა შინა. ესე ჯამბაკურ იძულებული მუნ ადგილსა თავისსა აღიყარა თავისი სახლის კაცებითურთ, რომელსა ჰყვა ორნი მახლობელნი ნათესავნი. ერთი უკვე ბარათად წოდებული და მეორე შოშიაღად წოდაბული და წამოსულნი მუნით მოვიდნენ რანისა ადგილსა შინა, რომელსა აწ ეწოდება ყარაბაღი და მუნითგან ევედრნენ მეფესა ფარნაოზს ქართლოსიანსა, რათა მიეცა მათთვის ადგილი დასასახლებლად საქართველოსა შინა, ხოლო მან მიუბოძა სომხითსა(?) ადგილსა შინა კერძოდ გორისა და თრიალეთისა მხარესა და ადგილთა შინა მისთა, და მოვიდნენ ორნი ესე ბეგები ჯამბაკურ და ბარათა ვიდრე ხუთი ათასითა ოდენ მეკომურისა კაცითა და დაეშენნენ მუნ. ხოლო ბოშაღა დაშთა ყარაბაღისა ადგილსა შინა ხალხითა 3650 სიონად წოდებულ ადგილსა კერძოდ, აწ რომელიცა არს წოდებულ სასიანად და მის გარეშემო დაემკვიდრნენ იგინი, თუმცა მათ გამოყვა მრავალი ხალხი მუნებურნი, გარნა უმეტეს იყვნენ ბოშებად წოდებულნი, რომელნიცა დაიფანტნენ და დასახლდნენ სპარსეთისა კერძოთა ცარიელთა ადგილთა შინა. ხოლო მეფემან ფარნავაზ პატივსცა ჯამბურს და ბარათს და მიიღო ხარისხითა თავადობისათა წელსა დასაბამითგან სოფლისა -სა ხოლო შემდგომად ამათ გაუგვარდათ კვალადა ორნი უკვე სახელნი გვარად: ერთი ორბელისა შვილობა და მეორე ყაფლანის შვილობა. ორბელიანობა გაუგვარდათ მაშინ, ოდეს აბაშმან თავადმან ორბელად წოდებულმან, რომელიც იყო მოსახლე ორბელის კერის და მას არა ესვა ძეი, გარდა ერთისა ასულისა კიდე. და ესე ორბელ განარისხეს თავისთა სახლისა კაცთა და ამან ჯამბაკურიანი დავით აღიყვანა ზედ სიძეთ და მიათხოვა ასულ თავისი და მისცა თავისი წიაღ მამული ორბეთსა და სხვათა ადგილთა შინა ქრისტეს აქეთ 1469 და მუნითგან იწოდებიან ორბელის შვილებად ანუ ორბელიანად. ხოლო რომელიმე მეისტორიენი სწერენ ორბეთის ადგილის გამო ეწოდათ გვარი ესე, ხოლო ყაფლანის შვილად იწოდნენ ყაფლან სახელისა გამო, რომელმანცა მსახურა და წარჩინებულ იქმნა ბრძოლათა შინა დროსა ბაგრატ მეფისა ბაგრატოანისასა, ოდეს ბრძო (ლანგთემურს) და მან უწოდა ყაფლანად, და მის გამო იწოდებიან ყაფლანიანად. ესენი აწ არიან გაყოფილი ამ სახით: 1. არიან რევაზის, 2. დიმიტრის, 3. ზაალის შვილებად, რომელნიცა ასყდენ სრულიად ამა საუკუნესა შინა, 4. აწ არიან ვახტანგის შვილებად და აწ არიან ამათნი შთამომავლობანი სხვადასხვა სახელად განყოფილნი ამა დროსა შინა. მათ სახლსა შინა ვინმცა იქნების პირველი შვილი რევაზ სარდლის სახლისაგან შთამომავალი, იგი არს შერაცხილ პირველ თავადად, ხოლო ბიძაშვილი მეორე თავადად, ესრეთვე სხვანი მეორე და მესამედ არიან შერაცხილ თავადებად ხარისხისა შინა.

ჯანდიერისშვილი (კახეთის თავადნი)

ამათნი გვარნი უკვე პირველ ესახლენ გლდანსა ადგილსა შინა, ოდეს მოვიდნენ თურქნი და აიღეს ტფილისი და დაემკვიდრენ მუნ. მაშინ ჯანდიერ ვინმე ლეონის შვილმან, რომელიც მაშინ იწოდებოდენ ამ გვარითა აზნაურად, ამა ჯანდიერმან მეფისა დიდისა თეიმურაზისა დროსა სთხოვა მხედრობანი და აღუთქვა ტფილისის აღება. ხოლო მან უბოძა მხედრობანი და ამა ჯანდიერმან ღამე იდუმალად მიიყვანა და დამალა ქვეითობანი ბაღებთა შინა და თვითონ ჯანდიერმან და სახლის კაცთა ამისთა აჰკიდეს სახედართა ფიჩხნი და დამალეს მასშინა თოფები და მოვიდნენ კოჯრის კარს წოდებულსა და მცველთა ქალაქისათა განუღეს კარნი, ეგონათ ფიჩხთა განსყიდვაი მათგან და მაშინ აღმოიხადეს მახვილი და მოსრნეს მეკარენი იგი და თვით გაამაგრეს კარისა მის კოშკი და მისცეს ნიშანი დამალულთა ჯართა, რომელნიცა შემოესივნენ და აღიღეს ტფილისი და მოსრნეს მასშინა მყოფნი მცველნი და ამა ჯილდოსათვის მეფემან მისცა თავადობაი გვარად ჯანდიერობისა წელსა ქრისტეს აქეთ 1628-სა და სახასოთაგან კახეთსა შინა მამული და ყმა და არიან აწ მცხოვრებნი კალაურსა შინა: 1) ზაალის შვილები, 2) ფრიდონის შვილები, 3) ნიკოლაოზის შვილები, 4) ომანის შვილები და მისის ძმისა, 5) თარხნის შვილები, რომელ არიან ლუარსაბისა და ბიძინას შვილები; ხოლო ახმეტას მცხოვრებნი იწოდებიან ჩოკაშვილებად ამავე ჯანდიერთა გვარისა და არიან აზნაურნი.

ჯოლია (ოდიშის თავადნი)

ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა ქართლს და ნათელ იღო, იმას მიუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ჯოლიები).

ჯორჯაძეშვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980-სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა ქალაქსა შინა და მიღებულ თავადად და უკანასკნელ მეფეთგან მიიღეს გრემის მოურაობაი და ენისელისა და იწოდენ ენისეს მოურავად, რომელნიცა აწცა იწოდებიან ენისელთ მოურავის შვილებად. ეს ჯორჯაძეები არიან: 1) იოანეს შვილები, 2) ზურაბისა შვილები და ძმისა მისისა თამაზის შვილები. ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ნოდარის შვილებად, რომელნიცა მოსახლეობენ საბუესა შინა და არიან ესენიცა მოსახლედ: 1) გიორგის შვილები, 2) გრიგოლის შვილები და 3) დავითის შვილები.

ჰ-ზე არ არის

ამის შემდეგ გავაგრძელებ აზნაურების გვარებს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ა)

აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ა)

აბაზაშვილი (თავადის სომეხთ მელიქის ადგილთა შინა აზნაურნი)

აბაზ იყო სპასპეტი სომეხთ მეფისა, ყარსსა შინა დადგინებული 984 წ. და ჟამსა თურქთა დაპყრობისასა მოვიდნენე მცირესა სომხითსა შინა და მუნიდგან იწოდებიან აბაზისშვილებად იმა აბაზისა შთამომავლობანი.

აბაზაძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პართაგანი იყო აბუბაზ წოდებული დროსავე მეფისა დავითის აღმაშენებლისასა და აბუზამ ძველად ერისთავი სომხითისა და მერე, ოდეს დავით აღმაშენებელმან განსდევნა თათარნი მოსახლენი ქართლიდგან, მაშინ ამათ გვარმან მსახურეს მეფესა და იყვნენ პირველ თავადისა ხარისხითა წელსა 1295-სა შინა. ხოლო უკანასკნელ, სხვათა და სხვათა მფლობელობასა ქვეშე, მათგანიცა გვარნი დამდაბლებულ იქმნენ და უკანასკნელ იწოდნენ აზნაურებად და არიან აწ მოსახლენი სურამსა შინა, აზნაურად მიღებულნი.

აბდუშერისშვილი (იმერეთის აზნაურები)

აბდიშურ იყო ზედამდეგი ედესიისა ქალაქისა მოხელე წელსა 33. და ამათნი გვარნი მოვიდნენ დროსა თურქთა დაპყრობისასა სომხითისა და იწოდნენ აზნაურად აბდუშერისშვილებად.

აბელიშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

აბელა იყო ფარეშთა მოხელეთაგანი ზედამდეგი და ნაიბი ფარეშთ ხუცისა დროსა ვაღარშაკ მეფისა არშაკუნიანთასა 3859 წ. და ამათ გვართა მიიღეს აბელის შვილობა მოვიდნენ შემდგომად თათართ დაპყრობისა სომეხთ სამეფოსა 5518 წ. დაეშენნენ ალავერდს, კახეთსა შინა, გაუგვარდათ აბელიშვილობა და არიან რიცხვთა შინა აზნაურთასა.

აბრამისშვილი (საციციანოს ხეობის აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნიცა იყვნენ იმერეთიდგან მოსრულნი აბრამიშვილებად, მცირე აზნაურად მიღებულნი და ჰსჩნდენ ესენიცა როსტომ მეფის დროსა 1635 წ. და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

აბულაძე (იმერეთის აზნაურები)

(იხილე ზემორე აბულაჯ).

აბულვარდისშვილი (საჯავახიანოს ადგილის აზნაურნი)

ამათ წინა-პართათვის იტყვიან, რომ იყვნენ სენემ ქარიმის გვართაგან და იყვნენ პირველ მოსახლე ვანსა შინა და უკანასნკნელ მოვიდნენ აბულეთს და მუნიდგან გაღმა მხარს ქართლში და ესენი სჩნდნენ ქრისტეს აქეთ 971 წ. და არიან მუნიდგან წოდებულნი სახელისა გამო აბულ-ვარდისა და იწოდებიან შთამომავლობანი მისნი აბულვარდის შვილებად და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

აგიაშვილი (იმერეთის აზნაურები)

არიან მასხარაშვილები ძველად.

ავალიანი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მდაბალთა ავალიანთა მონათესავენი და ცნობილნი დროსავე როსტომ მეფისასა, რომელნიმე სახლობენ იმერეთს და რომელნიმე ქართლს, იხილე ზემორე ავალიანთათვის და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.
ავალიშვილი (იმერეთის თავადები და აზნაურები)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ბ)

ბაგრატისშვილები (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

ბაგრატ გრიგოლის ძე იყო ტარონის ქვეყანასა შინა კერძოსა ვანისასა, რომელიც იყო კეისრისაგან რომანოსისა, პატრიკრად დადგინებული წელს 926 და, ოდეს დაიპყრეს ოსმალთა ადგილნი ესე, მოვიდნენ სომხითს და მეფემან მიიღო ამათი გვარნი აზნაურად და უბოძა ადგილნი. მერე დაშთათ ყაფლანიანთა გარემოებისა გამო.

ბადრიაშვილი (საამირეჯიბოს აზნაურნი)

ამათნი წინაპარნი მოსახლე იყვნენ ერევნის კერძოდ, ბაგრიჯის სოფელს და მუნიდგან აღრეულობისა გამო თათართაგან აიყარნენ და მოვიდნენ იმერეთს და იწოდნენ მუნ აზნაურად ბაგრიჯელად. ხოლო უკანასკნელ ენისა გამოცვლისა გამო ბადელის უწოდდენ იმერნი და ამათნი გვარნი მოვიდნენ ქართლს და ბადელიას წილ უწოდეს ბადრიას შვილათა მათთა და არიან იმერეთს და ქართლს მოსახლენი. მოსულან 1711 წ. და მოხსენებულნი არიან ტრაკტატში.

ბაზლიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი ძველად მოსულან დავით მეფის დროსა 1299 წ. მოსახლე იყვნენ ვაკე ბაზალეთს, რომელისა გამოცა აქვნდათ გვარი ბაზლიძეობისა ადგილისა გამო და ოდეს ამათნი წინა-პარნი ამოწყვიტეს ნუგზარ სიდამონისძემ არაგვის ერისთავმა 1569 წ., ვითარცა ზემორე დავწერეთ არაგვის ერისთავთათვის, მაშინ განიბნივნენ დანაშთნი ბაზლიძენი, რომელნიმე დაესახლნენ კახეთს, რომელნიმე ქართლს და რომელნიმე ყიზლარსა შინა და ამათნი გვარნი ცნობილ იყვნენ დროსა დავით მეფისასა წელსა 1299 და მოხსენებულნიც არიან ტრაკტატსა შინა მეფისა ირაკლისასა.

ბათის შვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან ოსთა აზნაურისა თაგაურისა სახელით ბათესა შთამომავლობისანი და მის გამო გაუგვარდათ მამულით სახელი ბათეშვილობა. ამათნი წინა-პარნი ჩნდნენ დროსა მეფისა გიორგისასა 1563 წ. და მუნიდგან ცნობილ არიან მეფეთაგან ბათეშვილ აზნაურებად და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინაცა.

ბანძაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

არის ხეობა სიონისა ანუ სისიანისა. იქიდამ არიან მოსულნი და სახელისა გამო მიიღეს ბანძაშვილობა. ბაძენ იყო თავადი კილიკიისა, რომელიც ცხოვრობდა 1095 წ. და ამათნი გვარნი მოვიდნენ ჟამსა თურქთა გაძლიერებისასა და დაესახლნენ ქართლში და მიიღეს გვარი ბანძაშვილებისა.

ბასილაშვილი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი ესახლენ პირველ ადგილსა ბასიანსა შინა და მერე დასახლდენ იმერეთს და მუნიდგან მოვიდნენ რომელნიმე ქართლს, რომელნიც ადგილისა გამო ბასიანისა ბასილაშვილებად იწოდნენ და განუგვარდათ ესე, ესენიცა არიან ცნობილი აზნაურად მეფისა. ბასილაშვილობა მიიღეს გიორგი მეფის დროს 1587 წ. და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

ბასილაშვილი (საამილახრო აზნაურნი)

იხილე ზემორე ბასილაშვილი, იმათნი გვარნი არიან და მოხსენებულნიცა ტრაკტატსა შინა.

ბაქრაძე (საამირეჯიბოს აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან რაჭიდგან მოსულნი 1711 წ. პირველ იყვნენ ჩინგიზ ყაენის ბეგებად წოდებულნი ორნი ძმანი, პირველს ეწოდა ბარქაშ და მეორესა ბაქსარ. ხოლო ბარქაშმან შესცოდა რაიმე მანგუნ ყაენსა და შიშვნეული გამოიქცა და მოვიდა საქართველოსა შინა წელსა 1255-სა ხოლო მეფემან ნარინ დავით დაასახლნა ესენი რაჭას და უბოძა მამული და პირველის ხარისხის აზნაურობაი, გადმოსულან რაჭიდამ 1711 წ. და არიან აწ მოსახლენი რაჭას და ქართლსა შინა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა და ამათ გაუგვარდათ მამულით სახელი ბაქრაშ ბაქრაძეთ.

ბაქრაძე (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

იხილე ზემორე საამირეჯიბოსა აზნაურთა აღწერასა შინა იმათ გვარისანი არიან, ვითარცა ზემორე აღვწერეთ და მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ბაქრაძე (იმერეთის აზნაურები)

ბაღაშვილი (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათნი წინა-პართაგანი მოჰყვა სპარსეთით როსტომ მეფესა, ბადაღად წოდებული თათრულად, და მერე შემდგომად მიიღეს მართლ-მადიდებლობა გუართა ამათა. იწოდებიან აზნაურ ბადაშვილებადვე და ესენიც არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ბახუტაშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ბახტინ იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც სცხოვრობდა ყარაბაღსა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნიდგან იწოდებიან ბახტინიშვილები ბახუტაშვილებად.

ბეჟანის შვილი (საჯავახიანოს ადგილის აზნაურნი)

ამისა წინა-პარნი დაშთენ კალმურთაგან ბეჟან წოდებული საქართველოსა შინა, რომელნიც იწოდებოდნენ შვილნი მისნი ბეჟანის შვილებად ოდეს ლანგ თემურ ბრძოდა მეფესა ბაგრატს, მაშინ მხნედ გამოჩნდა ბეჟან ამათი შთამომავლობისა და მეფემან მიიღო ბეჟანის შვილებად და იწოდებიან მუნიდგან ბეჟანის შვილებად და არიან ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.
შენიშვნა, მეორე ვარიანტი: ბეჟანის შვილი არის სპარსით მოსული ბეჟან ბეგ ვინმე, დროსა მეფის როსტომისასა 1638 წ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (გ)

გაბაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი ძველადვე დროსა მეფისა მირიანისასა ჰსჩნდენ და იტყვიან ამათ მოსვლასა ურიასტანის ადგილით, გაბაონიდგან მოსვლასა ადრითვე, ოდეს ურიანი გადმოესახლნენ, დროსა ნაფუგოდონოსოსორისასა და იყვნენ ესენი მცხეთისა ქალაქსა შინა მოსახლენი. ხოლო უკანასკნელ, რა იწყო ტფილისის ქალაქის შენობამან, მაშინ გვარნიცა ამათნი გარდასახლდენ ტფილისსა შინა და არიან მუნ ჟამიდგან მცხოვრებნი აზნაურად და მეფეთაგანც იყვნენ მიჩნეულნი.

გაბილაშვილები (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

გაბილ, ანუ ზაბილ იყო ასული ლეონ III სომეხთა მეფისა, ამან აღზარდა ობოლი ვინმე ყმა და უწოდა გაბილა შვილად. მის გამო მიიღეს აზნაურობა და მათ შთამომავალს ეწოდა გაბილაშვილობა. ესენი მოვიდნენე წელსა თურქთა დაპყრობისასა დიდისა სომხითისასა.

გაბუნია (ოდიშის აზნაურნი)

ესენი არიან ურიისტანის გაბაიდგან გარდმოსახლებულნი სემირამიდისაგან ოდიშში და მუნიდგან იწოდებიან გაბუნიებად.

გამყრელიძე (საჯავახიანოს ადგილის აზნაურნი)

ესენი იხილე ზემორე, გამყრელიძეებში იმერეთიდამ მოსული სახასო აზნაური მეფის არჩილის დროს 1675 წ. ამათგანნი არიან ესენიცა და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.

გამყრელიძე (იმერეთის აზნაურები)

განძიელი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ გვარითა განძიძედ წოდებულნი, რომელ განძი იყო სომეხთა მეფეთა დროს თავადად და ოდეს დამდაბლდა სომეხთა სამეფო და იქმნა აღრეულობა, ამათნი წინა-პარნი მოვიდნენ და დასახლდენ ადგილსა თრიალეთისასა, განძად წოდებულსა, და მერე მუნიდგან შთამოვიდნენ ვახტანგ მეფის დროს 1727 წ. და დამდაბლებისა გამო შეიქმნენ აზნაურნი და იწოდნენ შთამომავლობანი მათნი განძიელებად და ესენი ცნობილნი იყვნენ დროსა მეფის ვახტანგისა, და თეიმურაზისასა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა.

გარაყანიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი ძველადვე არიან ქსნის აზნაურნი პირველ ცხრა ძმის ხეობის მოსახლენი და მუნებურნი ხევის ბერნი მოხელედ, ხოლო ოდეს მოვიდა ყაზან ყაენი მტრობითა დიდითა დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1300 წ. ამათმან წინა-პარმან ბრძო მეფისა ლუარსაბის დროს 1556 წელსა მხედრობათა ყაზან ყაენისათა, ოდეს შევიდნენ ქსნის ხეობასა შინა, ვინაიდგან მეფე იყო გამაგრებულ არაგვსა შინა და ბრძოდენ მაშინ ამა გარაყანიანთა წინამძღრობითა, გამოდევნეს მტერნი ქსნის ხეობიდგან, რომლისა გამო მეფემან უბოძა და უწოდა გვარად განმყრელობა და მერეთ, ცვლილებისა გამო ენისა, იწოდებიან გარაყანიძედ და არიან მუნიდგან აზნაურად წოდებულნი, ქსნის ხევზედ ლამის ყანას მცხოვრებნი და პატრონნი მის ადგილისანი: 1) ზურაბის შვილები, 2) დიმიტრის შვილები, 3) სპირიდონის შვილები, ხოლო სხვანი გარაყანიძეები არიან კახეთის წილნი, ზემო ავჭალას მოსახლენი.

გარაყანიძე (კახეთის სამეფო აზნაურნი)

გარნიკ შვილის-შვილი იყო გუღამისა დიდსა სომხითსა შინა წ. 2140-სა და 3300. ესენი დია ძველად მოვიდნენე, ორ სახლად გაყოფილნი, და იწოდებოდნენ ბარნიკაშვილებად. პირველნი სახლობდენ ქსანსა ცხრა ძმასა ზედა და პატრონობდნენ ადგილსა მასსა. ხოლო მეორენი იდგნენ გარდანისა (გლდანისა) მხარეს, აწ ზემო ავჭალად წოდებულსა, პირველნი არიან აწ ლამის ყანის სოფლისა პატრონნი, ერისთავთაგან დამდაბლებულნი, ხოლო მეორენი აწ ცხოვრობენ ზემო ავჭალას.

გარსევანაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან საბერძნეთიდგან მოსრულნი, რომელნიცა მგალობელნი იყვნენ ბერძენთ მეფისა ასულის ელენე დედოფლისა, რომელიცა იყო მეუღლე მეფისა ბაგრატისა, ზითევსა შინა მოყოლილნი ელენე დედოფლისა და რომელნიცა მსახურებდენ ქრისტეს სამჭვალსა და ოქონისა ღვთის მშობლისა ხატსა, რომელ ხატი ესე მოსცა კეისარმან ზითევსა შინა ქალსა თვისსა ქრისტეს აქეთ 1028-სა და მერე მეფემან ბაგრატ მიიღო მათნი წინა-პარნი და უბოძა ამოწყვეტილის აზნაურის გარსევანად წოდებულის მამული და გვარიცა მათი და არიან მუნიდგან ცნობილნი აზნაურად და რომელნიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

გეგელია (ოდიშის აზნაურნი)

იყო სომეხთ მთავარი (განძში), დადგენილი ბერძენთაგან წელსა 1038 და მათი გვარი მოვიდნენ დროსა მეფისა და მიიღეს გვარად განძიელი და იმერეთ შესცვალეს ენის თვისებისა გამო გეგელიათ.

გეგეჭყორი (ოდიშის აზნაურნი)

გეგენა ჭყორელი იყო და ამან გეგენამ მიიღო აზნაურობა სამსახურისა გამო მეფისა და მიუბოძა გეგეჭყორობა გვარად და გაუგვარდა ესე.

გეთასანაშვილი (აზნაურნი საბარათისშვილოს ადგილისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მონათესავენი შორიელნი მხარგრძელისანი და მოსახლენი ხაჩინის ადგილსა შინა. ამათთა პირველ წინა-პართა ვახტანგაშვილს უწოდნენ. ხოლო უკანასკნელ ამათგანნი ვინმე გათათრდა და უწოდეს ასან, და მერე ხაჩინის მთავარმან რისხვით გამოაძო და უბოძა გეთასან (რომელ არის თათრულებ, წარვედ ასან) და მერე მოვიდნენ სომხითს და ამათნი შვილნი კვალად გაქრისტიანდენ და განუგვარდათ გეთასანაშვილობა და არიან მუნიდგან ცნობილ აზნაურადვე და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.
შენიშვნა, სხვა ვარიანტი: აზნაური გეთასანაშვილი, ახალ-ციხით მოსრული, თათარი ასანა წოდებული, რომელიც ცხოვრებდა სომხითსა როსტომ მეფის დროს 1635 წ. აიყარა და წარვიდა თვისსავე მამულსა და დაშთენ მისნი რომელნიმე ნათესავნი და ამის გამო ეწოდათ გეთასანა შვილი რომელნი ნიშნავს: გეთი ასან, ესე იგი: წარვიდა ასან).

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (დ)

დავითის შვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი შთამამავლობანი არიან თავადის დავითისშვილის მონათესავენი და მისივე დროსანი აზნაურად მიღებულნი მეფეთაგან, რომელიც დავსწერეთ დავითის შვილისთვის და არიან მეფეთაგანცა მიღებულ და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

დანდლის შვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მონათესავენი დიასამიძისანი და მცხოვრებნი ახალციხეს აზნაურადვე მიღებულნი, რომელიც იყო მორდალ აღად წოდებული დიასამიძის გვარისა ახალციხეს მოსახლე მისი მახლობელნი ნათესავნი. გარნა გაუგვარდათ დანდალის შვილობა მიზეზითა ამით, რომელ ამათი პაპათთაგანნი ეწყობოდა ჩანგლით ნადირობასა თევზისასა, (რომელ დანდალი ნიშნავს ჩანგალსა) და ამის გამო უწოდეს დანდალის შვილობა ძეთა მისთა და მერე გაიგვარეს გვერდწითელობაცა. ოდეს ნადირობდა ვახტანგ მეფე თრიალეთსა, ერთმან ამათგანმან მოკლა ერთი ირემი და მეფემან იხილა შორით და ბრძანა, მომგვარეთ კაცი, რომელსა აქვს გვერდებზედ წითელი, რადგანაც ეკერა კაბის გვერდებზედ წითელი მაუდი და ოდეს მოვიდა მეფესთან უბრძანა: ბარაქალა გვერდ-წითელოო, და მუნიდგან ეწოდა გვერდ-წითელობაცა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა დანდალის შვილებად.

დაფქვიაშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათმა წინა-პარმან მიიღო სახელად დაფქვიაობა სვიმონ მეფის დროს გაუგვარდათ ეს სახელი, რომელიცა არა მოიღალებოდა უბნობასა და ბაასობასა შინა და საზოგადოება მიზეზისა გამო ამისა უწოდნენ დაფქვიას და ესენი იყვნენ პირველ ქრცხინვალს მოსახლენი, და მერე მოვიდნენ საციციანოსა და იყვნენ მცირე აზნაურად ცნობილნი დროსა მეფისა თეიმურაზისასა და არიან ტრაკტატსა შინაც მოხსენებულნი.

დეკანოზისშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი საბერძნეთიდგან მოსულან ბაგრატ მეფის დროს 1028 წ., მოყოლილი ზითევში ბერძენთ მეფისა ელენესი მღვდლად და ყვა მას შვილნიცა და იწოდებოდა მღვდელი იგი დეკანოზად, ამის გამო გაუგვარდათ გვარი ესე. ესენი არიან ზოგნი ქართლს მოსახლენი, ზოგნი კახეთს და ზოგნი იმერეთს და იყვნენ ამათნი წინა-პარნი დროსა მეფისა ბაგრატისასა, წელსა 1028 და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

დეკანოზისშვილი (სამროვლო აზნაურნი ეკლესიისა)

ამათნი წინა-პარნი არიან კონსტანტინეპოლიდგან მოსრულნი და მოყოლილნი ზითევში კეისრის ქალის ელენე დედოფლისა მეფისა ბაგრატისა მეუღლესთან, რომელიცა იყო დეკანოზი ოქონის მღვთისამშობლისა ხატისა ქრისტეს აქეთ 1028-სა და მუნიდგან არიან აზნაურად შერაცხილნი და მოსახლენი ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა შინა შთამომავლობანი მისნი და მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა.

დიდებულიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა არჩილ მეფისასა, წელსა 1690-სა.

დივანაშვილები (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

არიან გვარით დვიანთის გვარისა თუმანის შვილებთაგანი, გილანიდამ მოსრულნი. ამათმა გვარმა პირველმა განითვისა თუმანიშვილობა და მეორემ დივანიშვილობა.

დოვრათაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

დოღრათა იყო თათართ მთავარი ყალმუხთა და ოდეს იყვნენ საქართველოსა შინა ყალმუხნი მფლობელად, მაშინ ამისნი გვარნი დაშთნენ და ეწოდათ დოვრათაშვილები, ენის თვისებისა გამო 1238 წ.

დუშიაშვილი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

დდუშ იყო სპარსთა მეფისა მელიქშას შვილი. წელსა 1092 მისი გვარნი მოვიდნენ გარდაგდებულნი სპარსთაგან და მიიღეს სარწმუნოება ქრისტიანეთა და მეფემან უბოძა ადგილნი სურამის სამთავროსა შინა და აზნაურის ხარისხით იყო მიღებულ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ე)

ეგაძე (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნიცა არიან იმერეთიდამ მოსრულნი რომელნიც იყვნენ ერაძეთ ხმობილნი და აწ იწოდებიან გვარად ეგაძედ. ესენი ჰსჩნდენ ვახტანგ მეფის დროსა 1661 წ. და ტრაკტატშიაც არიან მოხსენებულ, რომელნიმე სახლობენ იმერეთს და რომელნიმე ქართლსა შინა.

ედიშერისშვილი (საავალიშვილო აზნაურნი)

არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი.

ელარაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან ძველად კავკასიის მთით მოსრულნი ოსთა აზნაურთაგანი. ცნობილან 1719 წ. ელიყანას შვილებად, რომლისა გამო გაუგვარდათ ილარის შვილობა. და იწოდებიან ესენიცა ილარის შვილად და არიან აზნაურადვე ცნობილნი დროსა მეფისა თეიმურაზისა და ვახტანგისასა და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულნი.

ელიოზისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან ურიასტანიდგან მოსრულნი და მცხეთის ქალაქსა შინა მოსახლენი. ხოლო ამა ელიოზის შვილმან მღვდელმან ურიათამან აბიათარ მიიღო მეფისა ხოსროიანისა მირიანისაგან ხარისხი აზნაურობისა, ოდეს ნათელ იღეს წმიდა ნინოსაგან მეფემან და სხვათა ქართველთა წელსა ქრისტეს აქეთ 317 და მღვდელმანცა აბიათარ და მაშინ იწოდნენ აზნაურად ელიოზისშვილებად საზოგადოთ. ხოლო ძმათა ამათთა შვილები იწოდნენ აბითარის შვილებად, ელიოზის შვილებად და გედეონის შვილებად და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა მეფისა ირაკლისაგან.

ელიოზისშვილი (საკათოლიკოზო აზნაურნი)

იხილე ზემორე, ვითარცა დავსწერეთ.

ელიოზისშვილი (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

იხილე ზემორე ელიოზისშვილის აღწერაში, ამათ გვართაგან არის და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ელიოზისშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

(იხილე ზემორე)

ენაკოლოფაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეოდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნებური სომეხთა სჯულისა. ხოლო ამათნი შთამამავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოსა შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ დროსა მეფისა ირაკლისასა უმეტეს წარჩინებულ იქმნენ მირზა გურგინა და ძმა მისი მირზა მიხეილა, ვინაიდგან სპარსისა და არაბულისა ენისა და წიგნისა და წერისა მეცნიერნი იყვნენ და საკუთარნი მწერალნი მეფისა. ამისათვის დაუმტკიცა ამათ აზნაურობაი პირველის გვარისა ენუქარქუნისა ენიკოლოფაშვილად და მოიხსენა ტრაკტატსა შინაცა და არიან აწ მოსახლედ: 1) მირზა გურგინა შვილებად წოდებულნი, 2) აზარიაშვილებად და სხვანი.

ენდრონიკაშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ესენი არიან ენდრონიკაანთაგან დაშთომილნი აზნაურნი (იხილე თავადი ენდრონიკაშვილი).

ესიტაშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ესეცა ასასაშვილთაგან არიან, ძველად ასიტ ბერძენთ მეფეთა მხედართაგანი იყო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ვ)

ვაჩიანიძე (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

ამათ წინა-პართა ადგილისა გამო ვაჩიანისა მიიღეს გვარი ესე, რომელიცა არიან ჯავახეთის ადგილიდგან მოსრულნი და ცნობილნი, როსტომ მეფისა დროსავე მცირე აზნაურად მიღებულნი, როსტომ მეფემ 1597 წ. მისცა აზნაურობა, როდეს მოჰყვა ათაბეგისა ქალსა დედოფალს თინათინს ზითევში და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ზ)

ზაალის შვილი (საამილახრო აზნაურნი)

ამათ წინა-პარსა ეწოდა ზაალ ტაოელი და იყო აზნაური მესამე ხარისხისა. ესე წარიყვანა ყაენმან და ჰყო მამადიან. ხოლო უკანასკნელ შვილნი მისნი მოვიდნენ მეფისა სვიმონის თანა 1588 წ. და მიიღეს მართლ-მადიდებლობაი და მიიღო მეფემან ზაალის შვილებად აზნაურად და არიანცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.

ზაალისშვილი (საჯავახიანოს ადგილის აზნაურნი)

ესენი იხილე ზემორე ზაალის შვილებში, ამათნი გვარისაგან არიან და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

ზავარაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ სპარსნი ზავარ აღალარად ხსენებულნი და დროსა მეფისა როსტომისა 1655 წ. იწოდნენ ზავარაშვილად და მიიღეს-ღა ქრისტიანობა და არიან ესენი მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა.

ზალდასტანის შვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ესენი არიან გვარით სპარსნი. ზალდასტან სახელია და მუნიდგან გაიგვარეს ზალდასტანის შვილობა.

ზანდუკელი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან სახლის კაცნი კობიაშვილებისა და გვართაგან მათთა, რომელიცა ზემორე მოვიხსენე კობიანთათვის და ესენი მოსახლეობენ არაგვის მამულსა შინა და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ აზნაურად.

ზარდიაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ შთამომავლობით დედით დავითის შვილისა განნი, გარნა უკანასკნელ იწოდენენ ესენი ზარდიაშვილებად, რომელიც პირველ ძველად ზარდა ვინმე შანშიანისა ადგილსა მეპატრონე აზნაური და უკანასკნელ ამათ მიიღეს მამული იგი სამეფო, ვინაიდგან ზარდის აღარავინ დაშთა ნათესავთაგანნი და ესენი იყვნენ დედით მონათესავენი, ამისათვის გაუგვარდათ ზარდიაშვილობა და არიან მოხსენიებულნი ტრაკტატსა შინაცა აზნაურ ზარდიაშვილებად.

ზედგინიძე (საამილახრო აზნაურნი)

ესენი არიან ზედგინიძის გვართაგანნი მონათესავენი ძველად ამილახვართა, რომელიც დავსწერეთ ზემორე იხილე მუნ. ცნობილ არიან გიორგი მეფის დროს 1456 წ. ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულ.

ზედგინიძე (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

იხილე ზემორე ამილახვრიანთ გვართ აღწერაში და არიან ესენი მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ზუმბულიძე (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ძველად აფხაზეთსა შინა მოსახლენი, დაშთომილნი სპარსთაგან მხედრობისა და მერეთ რომელნიმე გადმოვიდნენ საქართველოსა შინა და დაესახლენ ქართლს და იწოდებიან მუნიდგან ზუმბულისძეთ და ცნობილნი იყვნენ დროსა ვახტანგ მეფისა და მოხსენებულცა არიან ტრაკტატსა შინა, რომელნიმე სახლობენ ქართლში და რომელნიმე ამათ გვარნი აფხაზეთს შინა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (თ)

თაზიშვილი (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი ესახლენ სამცხეს და დროსა ახალციხის განდგომისასა შთამოვიდნენ ქართლსა 1703 წ. და ამათ შინა იყო უფროსი თამაზა, მცირე აზნაური მესამისა ხარისხისა, რომელსა ძველად უწოდნენ თამაზაშვილად და ამათმან გვართაგანმან ვინმემ განარისხა საქმესა რასმეზე როსტომ მეფე და მეფემან შერისხა და უბრძანა `შე თაზის შვილოო~ (ესე იგი თათრულად მწევრის შვილოო) და მერმე მის გამო გაუგვარდათ თაზის შვილობა და ესენიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

თანიშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ესენი არიან შორს განაყოფნი ფანიაშვილებისა და იწოდებიან თანიაშვილებად. ესე სახელი მიიღეს თათართაგან: თაან ტანოვანს ეწოდება და მის გამო გაუგვარდათ ესე.

თაყაშვილნი (იმერეთის აზნაურები)

არიან გვარად ბარათიანი და რომელნიმე ჯაფარიძეები.

თაყაშვილი (იმერეთის აზნაურები)

ფანასკერტელნი აზნაურნი

თაყველისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათ წინა-პართა გაუგვარდათ ადგილისა გამო თაყველისა, რომელიც მოსახლეობენ მუნ. ესენი არიან ძველად რაჭის ადგილიდამ გარდმოსულნი ქართლსა, მოსულან ვახტანგ მეფის დროს 1712 წ. და ცნობილნიცა დროსა მეფისა თეიმურაზისასა მცირე აზნაურად, რომელნიცა მოხსენებულ არიან ტრაკტატსა შინაცა.

თევდორაშვილი (იმერეთის აზნაურები)

თეოდორ რუსტუმელი იყო მხედართ მძღვანი სომეხთა 625 წ. ამათნი გვარნი მოვიდნენ დროსა თურქთა განძლიერებისასა და იწოდნენ თეოდორას შვილებად.

თოფაური (თოფურია) (ოდიშის აზნაურნი)

არიან ჩერქეზის მხრიდან თათარ თოფიდგან მოსულნი და ადგილისა გამო მიიღეს გვარად თოფურია.

თულაშვილი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი ძველად იყვნენ სპარსნი თუქლი ყაენის შვილი, რომელიცა მობარებული ჰყვანდა ყაენისაგან, მეფესა დავითს მზევლად 1294 წ., და მას ყვა სომეხთა ქალი ვინმე ტფილისს ხარჭად და მისგან ნაშობნი იწოდნენ თუქლის შვილებად, და შემდგომ მეფემან არა უტევა წარყვანებად არცა ქალისა მის და არცა შვილთა მისთა სპარსეთად და დაშთნენ თუქლის შვილები და მიიღეს მართლ-მადიდებლობაი და მერე იწოდნენ შეცვლისა გამო სახელისა თულაშვილებად და იყვნენ ხარისხითა აზნაურისათა მეფეთაგანვე ცნობილნი და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულ. ამათნი გვარნი რომელნიმე მოსახლეობენ ქართლს, მზითვად გაყოლილნი და რომელნიმე სომხითსა შინა.

თურმანიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი გვარნი არიან იმერეთიდგან სამეფო აზნაურნი, მოსრულნი ქართლში დროსა მეფისა თეიმურაზისასა ქრისტეს აქეთ 1748 და რომელნიცა მოხსენებულ არიან მეფისა ირაკლისაგან ტრაკტატსა შინა, ამათნი გვარნი რომელნიმე სახლობენ ქართლში და რომელნიმე იმერეთს.

თურქისტნისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან ადრითვე მოსრულნი თურქისტანის ადგილსაგან, და ამათნი წინა-პარნი სომხითსა შინა ესახლნენ მეორე აზნაურის ხარისხითა და ამათნი წინა-პარნი იყვნენ მოხელედცა თამარ მეფისა ქრისტეს აქეთ 1202-სა და მუნ ჟამიდგან არიან აქამომდე აზნაურად მიღებულნი სომხითსა შინა პირველნი აზნაურნი.

თუშმალიშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

იყო მოხელე მზარეულთა, შემდეგი ნაზირისა და მეფემან თეიმურაზმან გაუგვარა სახელი თუშმალისშვილობა და ირიცხებიან აზნაურთ რიცხვში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ი)

იაშვილი (იმერეთის თავადები და აზნაურები)

იეგუალას შვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან სომეხთა მეფობათაგან ადგილით ყარსით ფრანგნი. მოსრულნი და ცნობილნი აზნაურად ადრევე და მეფისა თეიმურაზისა და ირაკლის განვე ცნობილნი 1778 წ., რომელნიცა მოხსენებიან ტრაკტატსა შინა, დადებულსა მეფისა ირაკლისასა.

იესელიანი (ოდიშის აზნაურნი)

არიან ადგილის იასიდგან მოსრულნი ოდიშს დროთა მეფისასა წელსა 1532 და ადგილისა გამო მიიღეს იოსელიანობა.

ინასარიძენი (იმერეთის აზნაურები)

ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა გვარისა, თავადად მიღებული 3984-5183 წელსა და ამათნი გვარნი მოვიდნენე იმერეთს და იწოდნენ ინასიძეებად.

იონათამისშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პართაგანნი ვინმე იყო შორს მონათესავე ციციანთა, იონად წოდებული, და პირველვე მოსახლენი, გვერდის ძირს მოსულა კონსტანტინე მეფის დროს 1483 წ. ცნობილნი მეფისა როსტომისავე დროსა და გაუგვარდათ იონათამისა გამო შვილთა მათთა იონათამის შვილობა და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებული.
იორამისშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ესენი არიან გვარით ბერძენნი იორის შვილები, მოსრულნი ძველადვე საბერძნეთით და მუნიდგან იწოდებიან იორამიშვილებად, აზნაურად მიღებულნი.

ისაშვილი (თავადის სომეხთ მელიქის ადგილთა შინა აზნაურნი)

ისა, ანუ ისაია არიან ავღანელნი ძველად თავადნი 855. მიღებულ არიან აზნაურად საქართველოს მეფისაგან, ესენი დაშთნენ დროსა ბუღასასა, სპარსთა მთავრისასა.

იშხნელისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი ძველადვე არიან გუარითა აწრუნელნი, რომელსა ეწოდა არიუზ საჩიკხული და ამის შვილს იშხან და ესენი იყვნენ კეისართაგან დადგინებულნი ვანსა შინა მებაჟეთა უფროსად წელსა 1042-სა და ოდეს განძლიერდენ, მოსულან იმერეთიდამ მეფის თეიმურაზის დროს 1745 წ. და დაიპყრეს კერძონი აზრუმისა და სხვანი. მაშინ მოვიდნენ გვარნი ამათნი ახალციხეს და დაესახლნენ სახასოთა ადგილთა შინა და არიან მუნიდგან ცნობილნი აზნაურ იშხნელის შვილებად და მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (კ)

კალატოზისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი გვარნი რომელნიმე იტყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არხიტეკტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუგვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ აზნაურებად და სწერიან ესენიცა ტრაკტატსა შინა.

კარგარეთელი (სათარხნოს აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან მოსრულნი საავალისშვილოს ხეობიდან ადგილით კორტანეთით, დროსა მეფისა ლუარსაბისასა, ჰსჩნდენ ესენი ქრისტეს აქეთ 1609 და ამათ გაუგვარდათ კორტანენეთელობისა გამო კარგარეთელობა, აწ ჰსცხოვრებენ სათარხნოსა შინა, და არიან მოხსენებულიცა ტრაკტატსა შინა.

კარგარეთელი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

(იხილე ზემორე).

კახიძე (იმერეთის აზნაურები)

კახაბერის გვარიდგან არიან.

კეირდია (კეიდია) (ოდიშის აზნაურნი)

ამათი გვარი ეგვიპტის ქალაქის კეირიდგან მოყვნენ მეფესა დიმიტრის და მან უბოძა აზნაურობა კეისადგეობის ადგილის გამო.

კეცხოველი (საავალიშვილო აზნაურნი)

არის ადგილი კეცხეტი. მუნებურნი არიან და ადგილისა გამო მიიღეს გვარი ესე.

კვალიაშვილი (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი, კაკიაშვილები გვარით. შესცვალეს სახელნი ამათნი კვალიაშვილებად. როსტომ მეფის დროს მოსულან 1635 წ. და არიან ესენიც ცნობილ მეფეთაგან და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.
კვინიხიძე (იმერეთის აზნაურები)

კვიტაშვილი (იმერეთის აზნაურები)

კატუკ ქალაქია კილიკიის კერძო და მუნიდგან მოვიდნენ წ. 1288 აზნაურთა გვარნი და იწოდებიან კვიტაშვილებად ადგილისა გამო.

კიკნაძე (იმერეთის აზნაურები)

კიკირონ მოშაირე მეცნიერი იყო წელსა 5137 და ამათნი გვარნი დროსა ბერძენთ მეფისასა მოვიდნენ პომპიოსთან და დაეშენნენ იმერეთს და მის გამო დაშთნენ იმერეთს, გამრავლდა მათი გვარი და იწოდებიან კიკნაძეებად.

კირმალაძე (იმერეთის აზნაურები)

კირმანოელის მსახურთაგანი მოვიდნენ საბერძნეთიდგან 1144 წ. და კირმანოელის სახელისა გამო მიიღეს კირმალაძეობა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined05 Dec 2007
Posts26
კარმა50
OFFLINEPROFILE
კალიტრი ისე სხვა თემებში რატომ არ შემოდიხარ, ან ფორუმში რატომ არ იღებ მონაწილეობას, კარგი იქნება თუ თქვენს აზრს სხვაგანაც დააფიკსირებთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ლ)

ლამაზის შვილი (აზნაურნი საბარათისშვილოს ადგილისანი)

ამათნი წინა-პარნი ესახლენ კახეთსა შინა, ლაბიანად წოდებულსა ივრის ხეობაზედ, რომელთაცა უწოდენ ლამიანის ძეებად, დროსა გიორგი მეფისასა 1587 წ. ხოლო ამათ შთამომავლობათაგანნი იყო ვინმე ყრმა ფრიად მშვენიერი, რომელსა სახელად უწოდდენ ლამაზსა და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ლამაზის შვილობა და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ლაპინაშვილი (საავალიშვილო აზნაურნი)

არის ადგილი ლუპინი საშუალ ალვაანისა და ლეკთა და მუნიდგან არიან მოსულნი და ლაპინასშვილს უწოდებენ შთამომავლობათა მათთა. ხოლო რომელნიმე მათ გვართა ლოპინის შვილად უხმობენ. ესენი არიან დროსა მეფისა გიორგისასა ქართლსა შინა მოსრულნი და ადგილისა გამო გაიგვარეს ესე.

ლარაძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ახალციხის ნაწილის ადგილსა შინა ლივანად წოდებულსა მოსახლენი, მოსულან დავით მეფის დროს 1259 წ. და ოდეს განდგა ათაბეგი, მაშინ გარდმოვიდნენ სომხითსა შინა და მიღებულ იქმნენ მეფეთაგან აზნაურისა ხარისხითა და აქვნდათ სოფელნიცა, რადგან რაოდენისამე კომლისა კაცითა მოვიდნენ და ესრეთვე აქვნდათ სახელად თრიალეთისა სამეფო შემოსავლის პურის მოკრეფის უფროსობაცა და ორთავე მეფეთა დროსვე არიან ცნობილნი, ესე იგი მეფის თეიმურაზისა და მეფის ირაკლის დროსა და მოხსენებულიცა არიან ტრაკტატსა შინა, რომელნიცა მოსახლეობენ ტფილისს, გიორგი ლარაძის შვილებად წოდებულნი.

ლაშატისშვილი (საფალავანდისშვილო აზნაურნი)

ლაშტივარ არის არზრუმის მხარეს მახლობელ ქალაქი, რომელ დააქციეს თურქთა 1049 წ. აქაური აზნაურთაგანი მოვიდა ქართლში და მიიღეს გვარად ლაშატის შვილებად.

ლაშის შვილი (იმერეთის აზნაურები)

მეფემან ლაშა გიორგიმ აღზარდა ობოლი ვინმე აზნაურთაგანი და უწოდდა ლაშის შვილად.

ლიპარიტის შვილი (საამილახრო აზნაურნი)

ესენი არიან ძველადვე გააზნაურებულნი ორბელიანთ გვარისა, რომელსა ეწოდა ლიპარიტ ორბელიანი, იოანეს მამა და არიან იმერეთიდგან მოსრულნი 1711 წ. და ცნობილნი მეფისა თეიმურაზისა და როსტომისგანვე და აწ მოხსენებულიცა ტრაკტატსა შინა. რომელნიმე სახლობენ სალიპარტიანოსა შინა იმერეთს და რომელნიმე ქართლს.

ლოლაძე (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი და ესენი ჩნდენ ერეკლე მეფის დროს 1695 წ. და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულ, რომელნიმე სახლობენ აწ იმერეთს და რომელნიმე ქართლს.

ლოლაძე (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

(იხილე ზემორე).
შენიშვნა. ლოლვა, ანუ ლელვა არის ციხე კილიკიისა სამზღვარსა ზედა და ესენი იქიდამ მოსულ არიან ციხისთავნი 1202 წ. რომელნიმე იმერეთსა შინა მოსახლობენ, რომელნიმე ქართლსა შინა.

ლოლუა (ოდიშის აზნაურნი)

ესენი არიან ქურთის გვარისანი ლოლაღისშვილები, ესენი მოვიდნენ და მეფემან უბოძა აზნაურობა, გვარად ლოლუაშვილობა.

ლომიძე (საავალიშვილო აზნაურნი)

არიან იმერეთის აზნაურნი, მათი სახლის კაცი მოსულა ქართლსა შინა.

ლორის-მელიქისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ესენი არიან ძველადვე თავადის მელიქის შვილის სახლთა კაცთაგანნი, ვითარცა ზემორე აღვწერეთ თავადის მელიქის შვილისათვის და არიან აწ მოსახლენი, რომელნიმე ლორის ხეობაშია, რომელნიმე ტფილისს და რომელნიმე რუსეთსა შინა. ამათნი გვარნი რომელნიმე იწოდებიან პაპა მუშრიბის შვილებად, მელიქ ჯანაშვილებად, ავთანდილის შვილებად, ზრიგოგია შვილებად, და სხვანი ხელოქანად და სხვანი. და ესე მელიქის შვილებიც არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (მ)

მათადაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათ გვართა ეწოდათ პირველ ანსა შინა ტერტერას მადათას სახელისა გამო შვილთა მისთა მადათაშვილობა და იყვნეს მუნ მიჩნეულნი ბეზირგანნი და დროსა ანისა დაცლისასა მტერისაგან რაოდენსამე კომლისა კაცითა მოვიდნენ სომხითსა შინა დროსა მეფისა ალექსანდრესასა 1415 წელსა და დაეშენნენ ბოლნისის ხეობასა შინა და მეფემან მიიღო მესამის ხარისხის აზნაურად და სხვათა მეფეთაგანცა შეწყნარებულ იყვნენ და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულ.

მამაცაშვილი (სამროვლო აზნაურნი ეკლესიისა)

ამათნი წინა-პარნი არიან რაჭიდგან მოსრულნი იმერელნი, რომლისა მამაცობისა გამო გაუგვარდათ შვილთა მისთა მამაცაშვილობა და არიან მეორე ხარისხის აზნაურნი, ცნობილნი დროსა კონსტანტინე მეფისასა, წელსა 1479 და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ და მოსახლენი რუისს.

მანურისშვილი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან ქურთის გვარისანი მანურ აღად წოდებულისა და ესენი მოვიდნენ და იყვნენ ახალ-ციხეს და მერე შთავიდნენ იმერეთს, და ამათგანნი დაშთა ლეჩხუმსა შინა აზნაურად მანდარისშვილად. ხოლო სხვანი მოვიდნენ ქართლსა, დროსა მეფისა არჩილისასა 1675 წ. და პაპეულის სახელითა სახელისა გამო მანურისა გაუგვარდათ მანურის შვილობა და არიან მუნიდგან წოდებულნი და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინა.

მანუჩაროვი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი შთამომავლობა არიან ძველადვე სუმბატიანთ გვარისანი, რომელიც ზემორე აღვწერეთ სუმბატის შვილებისათვის და ესენი არიან გვართაგან მათთა, გარნა აზნაურად მიღებულნი მეფეთაგან და ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი.

მარკოზიშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან ძველად არღუთაანთაგანნი. გარნა ამათნი წინა-პარნი გარდასახლებულ იყვნენ ფანასკერტს, ადგილსა თაყა ფანასკენტელის მონათესავენიცა და მერეთ მოვიდნენ ქართლს მეფე დავითის დროსა 1300 წ. და პირველ იყვნენ სომეხთა სარწმუნოებისა და მერეთ მიიღეს მართლმადიდებლობისა სარწმუნოება და უწოდეს მარკოზ და მუნიდგან იწოდებიან აზნაურ მარკოზის შვილებად; თუმცა მეორე ხარისხის აზნაურნი იყვნენ, გარნა აქვნდათ მუშრიბობისა ხარისხი სახლთა ამათთა და არიან ესენი მოხსენებულ ტრაკტატსა შინა, რომელნიც მოსახლეობენ ტფილისის ქალაქსა შინა.

მასხულია (ოდიშის აზნაურნი)

მასხული არის ადგილი თათართა და იქიდან არიან მოსულნი.

მაღალაშვილი (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათგანი რომელიმე იყო თავადი და რომელიმე აზნაური ვითარცა ზემორე დავსწერეთ თავადის მაღალაშვილისათვის. იხილეთ მუნ.

მაღრაძე (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან კახეთიდგან კისის ხევიდგან მოსრულნი გაღმა მხარს შინა, რომელნიც იყვნენ ძველად ბერძენთაგანნი მადნის ხელოსანნი, რომელნიცა ჰსთხრიდენ მადანთა მაღაროებთა და მის გამო მაღრაძეობა გაუგვარდათ და არიან მოხსენებულიცა ტრაკტატსა შინა.
მაჩაბელი (იმერეთის თავადები და აზნაურები).

მაჭავარიანი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ყარაბაღის კერძოდ, ადგილსა მაჭარაკამურს მოსახლენი ვაიუც წურსა შინა და მათნი წინაპართაგანნი გარდასახლდენ ახალციხეს და მუნიდგან იმერეთს შინა შთავიდნენ დროსა ახალციხის განდგომისასა და მერე რომელნიმე მოსულან გიორგი მეფის დროს 1587 წ. გადმოესახლენ ქართლსა შინა და იწოდნენ გვარად ადგილის გამო მაჭავარიანებად და არიან ესენი ცნობილნივე დროსა გიორგი მეფისასა და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულნი რომელნიმე სახლობენ ქართლში და რომელნიმე იმერეთს.

მაჭავარიანი (საჩხეიძო აზნაურნი)

იხილე ზემორე.

მაჭავარიანი (სახერხეულიძო აზნაურნი)

იხილე ზემორე.

მაჭავარიანი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

(იხილეთ ზემორე).

მაჭავარიანი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

(იხილე ზემორე)
შენიშვნა. მაჭარაკაძურ ადგილი არის ყარაბაღის მხარეს ვაიცნურსა შინა და ესენი არიან მუნიდგან მოსულნი, რომელნიმე იმერეთს და რომელნიმე ქართლსა 1371 წ.

მაჭავარიანი (იმერეთის აზნაურები)

(იხილე ზემორე)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ნ)

ნაბიჭრისშვილი (სამაჩაბლოს აზნაური)

ესენი არიან მაჩაბელთაგანვე ხარჭთაგან შობილნი და მცირე აზნაურად მიღებულნი მეფეთაგან ძველადვე და მოხსენებულნიცა ტრაკტატსა შინა. ამისთვის იყო ეს გვარი მიღებულ აზნაურად, ვინაიდგან ძველადვე იყო განწესებულ, რომელ მეფეთა ანუ მეფეთა ძეთაგან უწესოთ შექმნილთა აქვნდათ ხარისხი თავადობისა, თავადთაგან უკანონოდ შექმნილთა აქვნდათ ხარისხი მცირე აზნაურობისა. აზნაურთაგან შთამომავალთა ამასვე სახელად აქვნდათ მსახურის მეფისა ადგილი. ხოლო გლეხთაგანი მიეცემოდენ ეკლესიათა ყმად, რომელისა საეპისკოპოსა შინა იქმნებოდა ესე გვარი შემთხვევა, მის საყდრისა იქმნებოდაცა ყმად იგი.

ნაგლაძე (საფალავანდისშვილო აზნაურნი)

არის ძირით იმერეთიდამ მოსრულნი, ესენი იყვნენ ნერძენიდგან, ვანის მხრიდამ გადმოსულნი.

ნათისშვილი (სახიდირბეგოს მცხოვრებნი აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი მოვიდა სტამბოლიდგან ბერძენთა გვარი, რომელსაც ეწოდა ნათან და დაესახლა ახალ-ციხეს და იყო მუნ აზნაურად მიღებული და, ოდეს ათაბეგი შეიქნა მამადიანი, ესენიც აიყარნენ და შთამოყვნენ ხოდირბეგის შვილებს ქართლშია და დაეშენნენ მუნ და არიან ცნობილი მცირე აზნაურებად მეფისაგან დროსავე ლუარსაბისა მეფისას 1612 წ. და მეფის ირაკლის დროსაც იყო გლახა ნათის შვილი მიჩნეულ მეცნიერებისა გამო და არიან ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.

ნათისშვილი (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

იხილე ზემორე ნათისშვილების აღწერაში. მისნი გვარნი არიან და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.

ნათანისშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი).

(იხილე ზემორე ნათიშვილი).

ნამორაძე (აზნაურნი საბარათისშვილოს ადგილისანი)

ესენი არიან ქართლიდგან სომხითს განსრულნი დროსა ვახტანგ მეფისასა 1704 წ. მონათესავენი ნამორასძენი იხილე მუნ და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ნამორაძე (საფალავნეს შვილნი აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან ძველად ნაურიიდგან თერგის წყლის პირას მცხოვრებნი, მოსრულნი იმერეთს, დროსა ბაგრატ მეფისასა, ქრისტეს აქეთ 1525 წ. და იქიდგან გადმოვიდნენ და დაეშენნენ სამეფოსა ადგილს ნიქოზს, რომელიცა სვიმონ მეფესა, თვისსა ბატონის შვილობაში, ეპყრა გვერდის ძირი და ადგილი ესე ნიქოზი, და მუნ სცხოვრობდა ნაურელი მცირე აზნაურად მიღებული, და ამა ნაურელის შთამომავლობათა მიიღეს გვარად ნამორაძეობა ენისა ცვლილებისა გამო და არიან მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინა და იყო მეფის ირაკლისგან მიჩნეულ ერასტი ნამორაძედ მსახურებისათვის, ოდეს ავარიის ხანი დიდის ჯარითა შემოადგა ყვარელს და გაჭირვებისა დროსა სხვათა თანა ესე ერასტი შევიდა და უთავადა ციხესა შინა ყვარელისასა და გაამაგრეს ციხე იგი.

ნანიაშვილი (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

ესენი არიან ძველადვე გვარით ნინიაშვილისანი, ვითარცა ზეით დავწერეთ და იწოდნენ მერე ნანიაშვილად და იყვნენ ცნობილ დროსა როსტომ მეფისასა და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ, რომელნიცა აწ სცხოვრობენ სამუხრანოსა შინა.

ნანიაშვილი (მთავარ ეპისკოპოსის აზნაურნი)

ესენი არიან გვარად ელიოზის შვილები, ვითარცა ზემორე აღვწერეთ იხილე მუნ.

ნასიძე (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

ამათნი გვარნი არიან სომეხთა ადგილის ვანისაგან მოსრულნი, რომელსა ეწოდა ნერსაძე და დროსა თათართა განძლიერებისასა მოვიდნენ ქართლსა და დაეშვნენ და მიიღეს ნაცვლად ნერსესის ძეობისა ნასიძეობა და არიან ესენი ცნობილ დროსა გიორგი მეფისასა და სხვათასა და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.
შენიშვნა. მეორე ვარიანტი: ძველად იყვნენ იმერეთიდ ნასრაძეთ წოდებულნი, მოსრულსა დროსა მეფისა შაჰნავაზისას 1661 წ. და მუნიდგან იწოდებიან ნასიძედ.

ნაცვლისშვილი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მოხელედ მეფეთა ნაცვლად წოდებული და მის გამო გაუგვარდათ გვარი ესე ნაცვლის შვილობა, რომელნიმე სახლობენ კახეთსა და რომელნიმე ქართლსა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ნაცვლიშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

(იხილე ზემორე)

ნაცვლიშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)
(იხილე ზემორე)

ნაცვლისშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

(იხილე ზემორე)

ნემსაძე (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ესენი არიან ძველნი ნემეცის ძეები: ნურშაპურ აწრუნელი ვანის ქვეყნიდამ.

ნინიაშვილი (საჯავახიანოს ადგილის აზნაურნი)

ამათი წინა-პარი იყო კალმოესთა ნოინთაგან ნანანად წოდებული და დაშთა მუნიდგან ქართლსა შინა ადგილსა (ოლსა) შვილთაგან მისთა და იწოდნენ ნინიაშვილად, აზნაურად და არიან ტრაკტატსა შინა მოხსენებულ, წელსა ქრისტეს აქეთ 1237.
შენიშვნა, მეორე ვარიანტი: ესენი იყვნენ გვარად ნანანა შვილნი მოყოლილნი ტრაპიზონით ანდრონიკესთან (იხილე ანდრონიკაშვილი თავადი ზემოთ) და დაშთნენ რომელნიმე კახეთს და დამდაბლდნენ ჟამთა ვითარებისა გამო და რომელნიმე მოვიდნენ ქართლსა შინა და იწოდებიან ნინიაშვილებად დროსა მეფისა თეიმურაზისა.

ნახუცრისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი, ხუციაშვილად წოდებულნი, რომელიცა ხუცესი ამათი წინა-პარი შესცდა და მეორე ცოლი შეირთო და დაუტევა ხუცობა. ამის გამო გაუგვარდათ ნახუცრის შვილობა და ამათნი წინა-პარნი ჩნდნენ დროსა მეფისა ბაგრატისასა წელსა 1629 და მუნიდგან არიან მოსახლენი ტფილისს და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინა.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია
დესპანი