↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 106 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
კამათს რა ჟობია ზვიგენ,მითუმეტეს საღად მოაზროვნე ადამიანებთან,ბოლოსდაბოლოს კამათში ხომ ჭეშმარიტება იბადება.
საერთოდ მეც იმ აზრზე ვარ რომ ბევრი რამე უნდა შეიცვალოს.მე მაგალითად ყაზბეგს გადავხედავ ხოლმე,მაგრამ ახალი თაობისთვის არ იქნება მთლად სასიამოვნო საკითხავი თუ არ ეცოდინებათ ისტორია,როგორ შემოდიოდა რუსი საქართველოში.არ მესმი, ჯავახიშვილი როგორ შეიძლება დაკარგო.ვერაფერს ვიტყვი გოგია უიშვილზე და უამრავ ისეთ რამეზე რომელიც ვფიქრობ ჩვენც არ უნდა გვესწავლა.
მერჩულეს ევროპა-აზიური კლასიკოსებით ჩანაცვლება მართლა მტკივნეულია,მაგალითად მერჩულე და ხანძთელი დავივიწყოთ და კოსტა ხეთაგუროვი ვიცოდეთ,საშინელებაა.მგონია რომ ბევრი რამ არ უნდა ისწავლებოდეს,უბრალოდ კლასგარეშე ანუ დამატებითი საკითხავი ლიტერატურა უნდა გახდეს

ასევე არ უნდა გვესწავლა ხევისბერი გოჩაც!!! ჩემი აზრით საშინელება!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
აქ დაკარგვაზე არაა საუბარი... უბრალოდ ან გაკვრით უნდა ისწავლებოდეს ისეთი მასალა რაც ძნელად აღსაქმელია მოზარდისსათვის ან როგორც თავად აღნიშნე კლასგარეშე საკითხავ მასალად მიიჩნეოდეს.
მერჩულე და ხანძთელი და რუსთაველი რათქმაუნდა საუნჯეა ჩვენი ერის და ლიტერატურის ისტორიაში უნდა ისწავლებოდეს და არა მთელი სემესტრი ან წელი ჩემი აზრით. ჩვენ უნდა ვიამაყოთ მათი მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მოზარდი სკოლას რომ დაამთავრებს უნდა აზროვნებდეს იმ გარემოში სადაც ცხოვრება უწევს. არაა სასიამოვნო ბავშვმა წეროს 19 საუკუნის რომანტიკოსების თვალთახედვით, უკეთესია თუ რეალობისაკენ ექნება სწრაფვა და თავისუფალი აზროვნება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ზვიგენ რუსთაველზე მეც მასე ვფიქრობდი,ოღონდ ხმამაღლა დაფიქსირების შემეშინდა,ვერ გავბედე,იქნებ სწორად არ იქნას ჩემი აზრი აღქმულიმეთქი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნანანო ეს არ ნიშნავს პატრიოტიზმის ან ქართული სულის დაკნინებას. ბავშვი არის ბავშვი და ისეთი რთული მასალა უფრო ენათმეცნიერებს უნდა მივანდოთ და უნივერსიტეტებში იქნას გადატანილი.მე არა მგონია რომ იგივე რუსთაველს ან ხანძთელს მეცხრე კლასელი დედანში კითხულობს და იგებს მასალას, არამედ ხდება ისე რომ იზეპირებს. ხომ შეიძლება მაგალითად შუშანიკის წამება ორიგინალით ანუ როგორც მეხუთე საუკუნეშია დაწერილი იმის ნაცვლად იყოს შეცვლილი თანამედროვე ქართული ენით რომ არ გაუჭირდეს მოსწავლეს მისი აღქმა. ანდა ხომ შეიძლება ციტატები ცოტა იყვეს სასწავლი ვეფხისტყაოსანიდან და დანარჩენი შინაარსი გარჩევის ან თხრობის სახით ისწავლებოდეს?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
გეთანხმები.უბრალოდ ეს ნაწარმოებები მეტ დროს მოითხოვს რომ გულდაგულ წაიკითხო ,დაფიქრდე,გაანალიზო,სკოლაში სასწავლებლად მართლა ცოდოა,ნაკუწ-ნაკუწ საზეპიროების სახით.მოზარდი ცოდოა,საბოლოოდ გამოდის რომ ბავშვი პასუხისმგებლობის გამო სწავლობს ხოლო ბოლომდე გააზრება ვერ ხდება.თუკი დამატებითი საკითხავი გახდება და მის გარჩევებსაც მოაწყობენ მგონი უფრო ისწავლიან

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
cash wrote:
ციტატა:
nanano wrote:
ციტატა:
კამათს რა ჟობია ზვიგენ,მითუმეტეს საღად მოაზროვნე ადამიანებთან,ბოლოსდაბოლოს კამათში ხომ ჭეშმარიტება იბადება.
საერთოდ მეც იმ აზრზე ვარ რომ ბევრი რამე უნდა შეიცვალოს.მე მაგალითად ყაზბეგს გადავხედავ ხოლმე,მაგრამ ახალი თაობისთვის არ იქნება მთლად სასიამოვნო საკითხავი თუ არ ეცოდინებათ ისტორია,როგორ შემოდიოდა რუსი საქართველოში.არ მესმი, ჯავახიშვილი როგორ შეიძლება დაკარგო.ვერაფერს ვიტყვი გოგია უიშვილზე და უამრავ ისეთ რამეზე რომელიც ვფიქრობ ჩვენც არ უნდა გვესწავლა.
მერჩულეს ევროპა-აზიური კლასიკოსებით ჩანაცვლება მართლა მტკივნეულია,მაგალითად მერჩულე და ხანძთელი დავივიწყოთ და კოსტა ხეთაგუროვი ვიცოდეთ,საშინელებაა.მგონია რომ ბევრი რამ არ უნდა ისწავლებოდეს,უბრალოდ კლასგარეშე ანუ დამატებითი საკითხავი ლიტერატურა უნდა გახდეს

ასევე არ უნდა გვესწავლა ხევისბერი გოჩაც!!! ჩემი აზრით საშინელება!!!

ქეშ, ეს რა თქვი?! ხევისბერი გოჩა როგორაა საშინელება?! ეს ნაწარმოები გვასაწავლის, რომ სამშობლოს ინტერესები პირადულზე მაღლა უნდა დავაყენოთ...:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
dorado wrote:

კაი რა მე არ მწამს იმ ადამიანის სამშობლოს სიყვარული რომელსაც შვილის მოკვლა შეუძლია. სად არის აქ სამშობლოს სიყვარული? ანალოგიური წარმატებით სამშობლოს სიყვარულზე მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მატეო ფალკონეზე ან სულაც სამშობლოს სიყვარული შეგვილია დავინახოთ სიტყვებში: \"მე მოვკლავ დედას და დავახრჩობ მამას თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას\"

ადამიანმა თავისი ხელით შვილი მოკლას, ამაში სამშობლოს სიყვარულს მე ვერ ვხედავ :( და საერთოდ რა უბედურებაა ძმაკაცის ცოლთან მითუმეტეს მეჯვარე ძმაკაცის ცოლთან კურკული??? საშინელებაა აბა რა არის???
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
\"ხევისბერი გოჩა \" ერთგანზომილებიანი ნაწარმოები არაა და პირდაპირი ცხოვრებისეული პარალელებით არ უნდა იხილებოდეს.წინააღმდეგ სემთხვევაში ვაჟას \"არწივი\"-უბრალოდ ერთი დიდი ზომის გასისხლიანებული ჩიტია, \"სიყვარული აღგვამაღლებს \"-ნიშნავს რომ შეყვარებულებს ფეხები უგრძელდებათ და ა.შ.რაც შეეხება სამშობლოსათვის შვილის გამეტების ფაქტს_არამარტო გამოგონილ, ლიტერატურულ პერსონაჟებს ახასიათებთ ეს,არამედ ისტორიულად რეალურ პიროვნებებს ხშირად უხდებოდათ ამ საზარელი არჩევანის გაკეთება... მაგალითად იგივე გიორგი სააკაძემაც თავისი შვილის სიკვდილი დაუშვა -არაპირდაპირი გზით.ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ძმაკაცის ცოლთან კ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
გაგრძელება-
ცოლთან კურკური საშინელებაა, ავტორი სწორედ ამას უსვამს ხაზს.გეთანხმები, რომ ხევისბერი გოჩა მოზარდისთვის ცოტა მძაფრსიუჟეტიანია, მაგრამ ზოგჯერ გრძნობების გამძაფრებას სწორი დასკვნები მოჰყვება:დასკვნები ღალატსა და ერთგულებას, საერო და პირად ცხოვრებას შორის არჩევანზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ალექსანდრე ყაზბეგი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში \"ხევისბერი გოჩა\" ჩემი აზრით ხაზს უსვამს იმდროინდელი საქართველოს ზოგიერთი ტრადიციის არასწორობას, კერძოს კი ბრმად გათხოვებას... უდიდესი დატვირთვა აქვს და შეიძლება ამ მოთხრობის დედა აზრადაც კი ჩავთვალოთ ფრაზა: გაიხსენე ვისი გორისა ხარ.... \"ხევისბერი გოჩა\" ჩEმი უსაყვარლესი ნაწარმოებია
ისე კი ძიძიას პიროვნებას ვერ ვიტან:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
\"ხევისბერი გოჩა \" ერთგანზომილებიანი ნაწარმოები არაა და პირდაპირი ცხოვრებისეული პარალელებით არ უნდა იხილებოდეს.წინააღმდეგ სემთხვევაში ვაჟას \"არწივი\"-უბრალოდ ერთი დიდი ზომის გასისხლიანებული ჩიტია, \"სიყვარული აღგვამაღლებს \"-ნიშნავს რომ შეყვარებულებს ფეხები უგრძელდებათ და ა.შ.რაც შეეხება სამშობლოსათვის შვილის გამეტების ფაქტს_არამარტო გამოგონილ, ლიტერატურულ პერსონაჟებს ახასიათებთ ეს,არამედ ისტორიულად რეალურ პიროვნებებს ხშირად უხდებოდათ ამ საზარელი არჩევანის გაკეთება... მაგალითად იგივე გიორგი სააკაძემაც თავისი შვილის სიკვდილი დაუშვა -არაპირდაპირი გზით.ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ძმაკაცის ცოლთან კ

აქ ვერ დაგეთანხმები, განსხვავება დიდია სამშობლოსათვის შვილის გამეტებასა და იმ ფაქტს შორის რაც გააკეთა ხევისბერმა.

1 ის რომ არ გაუმეტებია სამშობლოსათვის

2 ის რომ თითონ მოკლა

3 ის რომ როდის გააკეთა ეს, მაშინ როცა ომი მოგებულია, მტერი აღარ არსებობს, თემმა აპატია, და მაინც კლავს..... და ფინალიც სახეზეა გარეკა ხევისბერმა....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ქეშ, ცდები, მაგრამ აღარ მინდა კამათი, იმიტომ რომ:
1.უმეტეს შემთხვევებსა და თემებზე გეთანხმები ხოლმე
2.ახალი წელია
3.კაცია და გუნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ქეშ, ცდები, მაგრამ აღარ მინდა კამათი, იმიტომ რომ:
1.უმეტეს შემთხვევებსა და თემებზე გეთანხმები ხოლმე
2.ახალი წელია
3.კაცია და გუნება

ხოოდა ჩემო კარგო არც მე მინდა კამათი და:

1. გილოცავ დამდეგ ახალ წელს

2. გისურვებ ყველა შენი ოცნების ასრულებას

3. გისურვებ ჯამრთელობას, წინსვლას და ყველაფერში გამარჯვებას
=sher= =rose

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მე მეგონა უფრო სხვა ნაწარმოებზე გაკეთდებოდა აქცენტი. ხევისბერი გოჩა კარგი ნაწარმოებია ... მტავარი ამ ნაწარმოებში ისაა რომ ადამიანი ზღვარს არ უნდა გადასცილდეს და სიყვარულის გულისათვის, მეგობარი, მშობელი და სამშობლო არ უნდა გასწიროს. რამხელა პატრიოტიზმია ხევისბერის ქმედებაში რომელმაც თავის შვილს არ აპატია ის რისი პატიებაც არ შეიძლებოდა, აპატიებდა მეგობრის ღალატს, მისი ავტორიტეტის შელახვასაც მაგრამ სამშობლოს ღალატს ვერ აპატიებდა ხალხო!!!!!!!!!!! დიახაც რომ ყველამ უნდა ისწავლოს და გაითავისოს რა განძია სამშობლო. სამშობლო თავად ღმერთიაო გალაკტიონს დავესესხები, ხოდა ღმერთისა და ხატის შემაგინებელს ხევისბერი არ შეინდობდა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ზვიგენ!მაგარი ხარ...ეგრეა!
ქეშ, გმადლობთ და მეც გილოცავ თუ კარგია!

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 106 posts ] 
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში
დესპანი