|
GEO-GIO-ს ლექსია,დავწერე ამას წინათ მაგრამ წაიშალა:( და ამიტო კიდე დავწერ:)
ერთად მოვდივართ მე და ლექსი დასაბამიდან, ერთად ვიზრდებით,სიყვარულიც ერთად გვეწვია, ზამთრის ამ ცივ დღეს,ერთად ორი იუბილარი სასმელით ხელში,ბუხრის პირას,ცეცხლთან თვრებიან... მახუსი მათრობს,სპილენძისფერ ცეცხლთან ვსაუბრობ, და საუბარში ჩაერია დღესჩემი ლექსი, ჯერ მე წარმოვთქვი სადღეგრძელობდა მერე ლექსმა, თუმც დაჟინებით ვერას გეტყვით მწერდა თუ ვწერდი. როს მერიქიფემ დაასრულა რიტუალები, მერე თამადამ აიტაცა სასმისი ხელში, როგორ ფიქრობთ რომელია ჩვენში თამადა? ხან მე ვიყავი მერიქიფე ხან ჩემი ლექსი. ჯერ ვადღეგრძელეთ ჩვენი რწმენა,წმინდა სამება, არ დაგვრჩენია გელათი და სვეტიცხოველი, მამა ღმერთს ვთხოვეთ შეწყალება, ძე ღმერთს-იმედი, და სულიწმინდას სამშობლოსთვის კარგი ყოველი. დავლოცეთ ბავშვი მშობლ;ის ნაცვლად რადგან ყოველი, ჯერ ბავშვი არის პაწაწინა მერე -მშობელი... და კონტურები შემოვავლეთ არეს და მარეს, მშობლის ამაგი ვერ გავზომეთ,ვერ შემოვფარგლეთ, დედმამიშვილი გავაღმერთეთ-ჩვენი ყოველი, განუყოფელი სისხლით,ხორცით,კარგის მყოფელი... დავლოცეთ ყველა,ვისაც ვუყვარვართ და ვისაც ვძულვართ. არც წინაპრების დავივიწყეთ დიდი ამაგი სულიც ვახსენეთ წარსულების რიდით ადათით, ბევრი ვიბორგეთ მე და ლექსმა მუზასთან ერთად, და ჩაბნელებულ ოთახს სანთლის შუქი აკრთობდა, სარკმლიდან ნაზად შემოიჭრა მთვარის ციალი, და თეთრ,მომნუსხველ,ნატიფ თითებს ყელზე მაჭდობდა. ...კვლავ საუბარში ჩაერია დღეს ჩემი ლექსი, თუმცა ვერ გეტყვით დაჟინებით მწერდა თუ ვწერდი...
|