↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Jun 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
იმ ქვეყანაში სადაც სიღატაკის და სიღატაკის ქვემოთ ფენა არსებობს დიდი პროცენტი,სადაც ქართველის გარდა ყველა მშვენივრად გრძნობს თავს,ემიგრანტების დაბრუნება არ უშველის ხალხო--- ნამდვილი ეროვნული და ეროვნული საქმის მკეთებელი მთავრობა როცა გვეყოლება და არა ისე ყველაფერს გადამთიელებზე რომ ყიდიან და ქართველებს მარტო ციხეებში ყრიან ,ასეთ ქვეყანაში დაბრუნება ცოტა ძნელია,მითუმეტეს აქედან რამდენი არჩენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს!!!!!მითუმეტეს იქ 30 წლის ზევით ადამიანი არავის სჭირდება!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts33
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ
როგორც ჩანს ემიგრანრები ჩაკეტილ წრეში ვართ მომწყვდეული,ერთი მხრივ უმეტესობას დაბრუნება სურს ,მაგრამ არსებული სიტუაცია საქართველოსი არ იძლევა ამის საშვალებას ,იმიტომ რომ ხელისუფალნი დრევანდელი საქართველოსი არც არიან სინამდვილესი ამით დაინტერესებული ,და ნაცარს გვაყრიან თვალებსი; ჩამოდითო;
არადა ხომ ინდა იყოს სადღაც დასასრული ამ ტრაგედისაა რაშიც ქართველი ერია გახვეული
ისე კარგი იქნებოდა ერტი მასობრივი ჩასვლა რომ მოხდეს ქართველებისა ატასობით მაქვს მხედველობასი და ამ ურჯულოებისგან გაანთავისუფლებს საქარYველოს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 May 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
აუ ისე წერთ თითქოს წაუკითხავს არ დატოვებს:),დავბრუნდე ეგ შემინახავს ,ვინც იქაა ისინიც გარბიან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით ყველას! საქართველოში ყველანი უნდა დავბრუნდეთ ადრე თუ გვიან. არ მომწონს ისე ამდენი კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ რომ გაისმის. საქართველოში პოლიტიკურა კულტურა არ არსებობს და ამის ბრალია ვფიქრობ ყველაფერი.. დაბოღმილ გაზეთებით ჟურნალისტები ხალხს უფრო აღიზიანებენ და სულ უარყოფით მუხტათაა გადაქცეული საქართველო. ნეხეთ აბა ვთქვათ ასავალ დასავალი(გაზეთია თუ რუსეთის აგენტურის მიერ შემუშავებული პროექტი)... რას გავს ეს ყველაფერი, ბოლოს და ბოლოს ქართველ ადამიანს თავისი ქვეყნის პრეზიდენტი უნდა უყვარდეს(რავიცი აბა წირვაზე ყველა მოიხსენიებს ღმერთმა მშვიდობით გვიმყოფოსო და გარეთ რომ გამოდიან ავიწყდებათ).. კომუნისტური რეჯიმი საქართველოში არაა რომ ერთი კაცი წყვიტავდეს და აკეთებდეს ყველაფერს. ჩემი აზრით თითოეულმა ადამიანმა უნდა შექნას თავისი მომავალი. რამდენი რამ გაკეთდა საქართველოში რევოლუციის შემდეგ: უამრავი პარკი გაკეთდა და შერემონტდა თანამედროვე სტანდარტებით, გზები დაიგო, ქართული ჯარი ძალიან გაძლიერდა, განათლების სისტემა მოწესრიგდა, ქალაქები გალამაზდა, საწარმოების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, მიზანდასახული და ეროვნული პოლიტიკა წარმოებს სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისათვის,მთელ საქართველოში შადრევნები ჩუხჩუხებს(გაგეცინათ... მე მგონი სჯობია კანალიზაციის წყალი რომ ამოდიოდა ტრასებზე იმას, ლამაზია), ტურიზმის განვითარებისათვის ბევრი გაკეთდა... რავიცი აბა კარგის დანახვაც უნდა შეგვეძლოს ხოლმე... საქართველო ისეა დაქცეული 5 ან 10 წელიწადი არ ყოფნის რომ გამოკეთდეს. ქვეყანა ჩემი აზრით პირველ ნაბიჯებს დგამს და უნდა ვაცალოთ ამოსუნთქვა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:ვეთანხმები zvigens,ერთი უნდა გვესმოდეს,მედალს ორი მხარე აქვს,თუ ვხედავთ ცუდს უნდა დავინახოთ კარგიც,საქართველოში კი ამ მხრივ ბევრი კეთდება,ეს ასეა...შედარებაც ძნელია იმასთან,რაც საქართველოს ახლო წარსულში ხდებოდა და რაც ახლაა,ამაზე სხვა თემაში უკვე ვისაუბრო...უბრალოდ მინდოდა zvigens გამოვხმაურებოდი :cl: :cd:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ფაქტია, რომ საქართველოში ბოლო დროს ბევრი რამ კეთდება. მომწონს, რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება; რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მომწონს, რომ ყველა ქურდებს იჭერენ. ხალხის დასაქმებისთვის კი კერძო კაპიტალისტებმა უნდა იზრუნონ. სამწუხაროდ საქართველოს ბევრი კაპიტალისტები არ ჰყავს და სწორედ ეს არის უმუშევრობის მიზეზი. ზოგი ოპოზიციონერები უკმაყოპილონი არიან: რატომ ბიუჯეტის 25% სამხედრო არმიაში მიდისო. მე ვიტყვი, რომ ვინც ამას ამბობს მას არ ესმის საერთოდ პოლიტიკა და რა უნდა პარლამენტში? ნებისმიერ ქვეყანაში ბიუჯეტის დიდი თანხა მიდის სამხედრო მომსახურეობაში. 25% რა არის? ზღვაში წვეთია. მილიონობით ფული იხარჯება ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, კანადაში და ა.შ. საქართველოში დაბრუნებაზე თუ ვისაუბრებთ: ვერ დაბრუნდებიან აქეთ დაოჯახებული ხალხი.( დაბრუნდებიან ალბათ პენსიაში როცა გავლენ). ქვეყანა უნდა ეცადოს დაუქორწინებლები დაიბრუნოს. ამისთვის სამსახურია საჭირო, რაც კაპიტალისტებმა უნდა მოაგვარონ. განათლებულ ხალხს კი, მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება. მე ვეთანხმები მთავრობას იმაში, რომ აყარეს რიყეზე ის რესტორნები თუ ა.შ. რას გავდა იქაურობა? ვეთანხმები იმაშიც, რომ დიდი ფულადი გადასახადი დაწესდა (ნალოგი) ძველი თბილისის სახლებზე. რამდენი სახლები დანგრევის პირსაა მისული. ე.ი. ვისაც ფული აქვს, ის ნალოგსაც გადაიხდის და რესტავრაციასაც ჩაუტარებს სახლს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
...მერედა რამდენი ხელმოკლე ოჯახი ცხივრობს იმ სახლებში ვინ იცის,(არ ყავს ბატონო ყველას ოჯახის წევრი უცხოეთში)ხოდა თუ გადასახადებს ვერ გადაიხდიან,გამოყარო უნდა ალბათ იქედან,ხიდის ქვეშ რომ იცხოვრონ,არა?გადასახადებს რომ უწესებ ხალხს ხომ უნდა იფიქრო,რითი არსებობს,ფანტანების კეთებას ჯობდა ეგ თანხები ფაბრიკა ქარხნების მშენებლობას მოახმარონ,გახსნეს 20კაციანი რამდენიმე ცეხი და აუ რა ვქენითო,ქალაქის გალამაზებაზე ცოტა მერე იფიქრე,ჯერ ხალხს სხვა მხრიდან შეუქმენი ხალისი რომ გულით იყოს მადლიერი.ისეა ჩვენი საქმე მგონი მხოლოდ მტრის გულის გასახეთქად გარედან,შიგნით კი მოყვარეს უსკდება გული.შარშან ტონობით ციტრუსი დაკრიფა ხალხმა,დააბინავა,ვეღარ გაასაღა და ახლა იმისი გადაყრა თქვი,რამდენი ფუჭი შრომა დასჭირდა ამ ყველაფერს.წარმოიდგინე ზვიგენი,რა საცოდაობა იქნებოდა.წელს კიდე ყურძნის ფასიის არ იყოს,უარესად ციტრუსის საქმე იქნება,იარონ და იგრილონ გახურებული გულები ფანტანებზე?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნანანო გეთანხმები რომ ბევრი რამაა გასაკეთებელი და ერთი რაღაც მინდა გითხრა ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო... პრეზიდენტი ვერ მივა თითოეულ ოჯახში და ციტრუსს და ყურძენს ვერ იყიდის, ეს უნდა გააკეთოს ბიზნესმენმა ან თავად ფერმერს უნდა გააჩნდეს გეგმა იმისა თუ სად და რა ფასად გაყიდოს. მე არ ვამბობ საქართველო გაბრწყინდა და გაცისკროვნდაო უბრალოდ შემიძლია დავინახო ის თუ რა კეთდება და ჩემი აზრით ქვეყანა ემსგავსება ქვეყანას.ისე არ ხდება მოსახლეობა მთელი დღე და ღამე ბირჟაზე იდგეს სვამდეს , ფეხებზე ეკიდოს (ბოდიში) ყველაფერი და სააკაშვილს უყურონ რას გაგვიკეთებსო. ქვეყანაში სადაც მუშაობა სირცხვილია, სადაც ქურდული მენტალიტეტია განმსაზღვრელი საზოგადოების ყველა სფეროში, სადაც ყველას დიპლომი აქვს და კაბინეტში უნდა ჯდომა.. როგორ ფიქრობ ეშველება რამე? ხანგრძლივი პროცესია საჭირო იმისათვის რომ რაღაც შეიცვალოს და თაობების ცვლაა საჭირო ამისათვის...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ეჰ,ჩემო კარგო,ეგ ყველაფერი,რაც ვითომ კეთდება საქართველოში,ფუფალას ფერ-უმარულს მაგონებს.დასავლეთი 10წელია გადაჭამა თეთრმა პეპლებმა და მატლებმა.სანამ ურეკში ამ ზაფხულს პს მობილი არ გამოიძახეს დამსვენებლებმა,მანამდე ვითომ მთავრობამ არაფერი იცოდა.ხოდა საპასუხოდ ერთხელ მოაშხაპუნეს რაღაც წამლები ვერტმფრენებით.ეგ უშველიდა?იმის შემდეგ რაც საქართველოში ცვლილებები დაიწყო,თაობაც ახალი წამოვიდა,მაგრამ რა,კარგი არაფერი.მშობლებს შვილები გვენატრება,ბებიებს და ბაბუებს შვილიშვილები.ასე დიდხანს გაგრძელდება კიდე.თვითონ უზარმაზარი ხელფასები აქვთ,საწყალ პენსიონერებს კი გეცოდინება,რამდენით გაეზარდათ პენსია.სამარცხვინოა,სამარცხვინო.მარტო თბილისი ხომ არ არის საქართველო,რაიონებში საშინელი მდგომარეობაა.გაზრდილი მგზავრობის ფასები,გადასახადები...ევროპას ვუტოლდებით,მგრამ აქ ხალხზე ზრუნვაც რომ სხვა დონეზეა, მაგაზე არაფერს ამბობენ.მუშაობა იყო სირცხვილი მაშინ,როცა სამსახურები სარჩევად იყო,ახლა არის თავისუფალი ადგილები და ხალხი არ მუშაობს?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნანანო, რომ იწერები: მარტო თბილისი ხომ არ არის საქართველოო და არ მოგწონს რაიონში ცხოვრება, იცი რას გეტყვი? მე თუ მკითხავ, დღეს ჭკვიანი კაცი, ვისაც ცხოვრება ესმის, რაიონში უფრო იცხოვრებს, ვიდრე თბილისში. რატომ? იმიტომ, რომ სოფლებში მიწის ნაქვეთებია. ვინც ზარმაცი არ არის, დაამუშავებს და მოუვლის. მაგრამ ქართველი ხალხი, თანაც ეხლანდელი ახალგაზრდობა ზარმაცია. ყველას უცებ უნდა გამდიდრება. ასე კი, არ არის. მე თუ მკითხავ, მესაქონლეობაში კარგი ფულია. აიღე ქირით მთავრობისგან მიწები და დაიწყე ფერმერობა. მაგრამ ამას მოფიქრება ხომ უნდა! ჩვენი ხალხი კი, მიწას კი არ ამუშავებს, არამედ ჩინელებზე ჰყიდიან. ქართველებმა არც იცით, რა ფასი აქვს მიწას. და როცა გაიგებთ, მერე უკვე გვიანი იქნება. ჩვენს ქართველებზე უფრო ჭკვიანები თათრები ყოფილან. იყიდეს თავის დროზე მთელი გარდაბანი და მარნეული. ეხლა კი ცხოვრობენ მიწის ნაკვეთებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
შარშან ხალხს ციტრუსი დაულპა სახლში, რადგან არ იცოდნენ სად და ვისთვის მიეყიდათ. წელს კი ყურძნის საუკეთესო მოსავალი ყოფილა, მაგრამ არ იცის ხალხმა სად წაიღოს. მთავრობა კი კაპიკებში იბარებს. და ვის უნდა მთელი წელი ადამიანმა წელი იწყვიტოს, და მერე კი მოსავალი სახლში დაულპეს??? :au:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
არ ვცხოვრობ თოლია რაიონში,თბილისში ვცხოვრობ,მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს,მე სად ვიცხოვრებ.უბრალოდ მესმის კარგად იმ ხალხის.მესაქონლეობის განვითარებას საძოვრები სჭირდება,ხოლო საქართველოს ყველა რეგიონში არ არის,თორემ გლეხს მე საბურთალოდან ნამდვილად ვერ ვასწავლი ვერც მესაქონლეობას და ვერც მიწათმოქმედებას,არ ვიქნები კომპეტენტური.იციან როგორ დაიპურონ სული.მაგისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროა რომელიც არაფერში ეხმარება მათ.ბათუმში გახსნეს ვითომ ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა,(მცირე ზომის,რომელიც ვერ მოერეოდა იმ მოსავალს)სადაც მიზერულ ფასებში იბარებდნენ საუკეთესო ხარისხის,ნარჩევ ციტრუსს,საშუალო ხარისხის გადაყარეთ,მოაშორეთ აქედანო.და ხალხმა იქ მხოლოდ ის თანხა აიღო რომ ქარხანამდე მიტანილი ციტრუსის ტრანსპორტირების ფასი დაეფარათ.ვითომ გაკეთდა საქმე არა?გამდიდრება კი არ უნდათ უცებ,მდიდარი ხალხი გაღატაკდა და მიწასთან გასწორდა.ერთეულები კი არა.ყველა,ვისაც შრომის უნარი ჰქონდა და ხელგაწვდილები არ იყვნენ.ექიმთან ვეღარ მიდის ხალხი.და იგივე სოფლებში მაცხოვრებლები იყვნენ თავიანთი შრომით მდიდრები.შენ ისე ლაპარაკობ ეტყობა კარგად გესმის ჩვენგან განსხვავებით მიწის ფასი და მესაქონლეობასაც მიზდევ, ალბათ ფერმერი ხარ.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ბიზნესში

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts80
კარმა50
OFFLINEPROFILE
თოლია გამარჯობა ჩემო კარგო,წყენად არ მიიღო და ამიხსენი რატოა რუსეთში წასვლა დამცირება ,დედას გაფიცებ ა!მე აქ 10წელია ვცხოვრობ და რუსი არ გამომკიდებია თუ გამოგვეკიდა კიდე ეგ ბატონი მიშიკოს ბრალი იყო .ნუ გაგეცინებათ და იმას ნუ იფიქრებთ რომელი რო გარუსებული და გადაჯიშEბულიაო.მე სისხლით და ხორცით ქართველი ვარ საქართველოს მიწაზე დაბადებული და გაზრდილი.საქარტველოს სიყვარული და თავის დამცირება რუსეთში ყოფნით არ განისაზღვრება.ახლა რო გაჰყვირის ჩამოდით ,ასე და ისე ვიზამო.რა დღეს მოვიდა ხელისუფლებაში?ემიგრანტების ჩასვლა თუ უნდა და ქართველი ხალხის ბედი ,სიცოცხლე და კეთილდღეობა აწუხებს,სად იყო მაშინ მოსკოვში ქართველები როააწიოკეს.ქალი,კაცი,ბავშვი დიდიდა პატარა აღარ იყო გარჩევა ცხვრებივით ყავდათ შეყრილი ერთ ფარეხში.12 წლის გოგო 3დღედა ღამე განყოფილებაში ჰყავდათ,40 წლის ქალი განყოფილებაში მოკვდა ინსულტით,წაიყვანეს აქედან ხალხი და შუა გზაში მატარებლებიდან ჩამოყარეს 30% ყინვაში .ხალხო,რომელი ერთი ვთქვა.რო დაარბენინებს შარაში გამომდგარი ქალივით ენებს,მაშინ რატო გავარდა ბუშთან და ნატოა თუ ნადია.ქართველების უფლებებს არღვევს რუსეთიო ხო არ იცით! ასე გამოუდის მაგას რაც დარჩით ჩამოდით და მე დაგხოსავთო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts80
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიტყვა გამიგრძელდა მაპატიეთ,მაგრამ გული მტკივა.ქართველი ქალი გადახვეწილია მის შვილებს პური რო აჭამოს და საქართველოს პირველი ლედი , /ქართველი ქალის/ სახით ვიღაცა გადამთიელს ჰქვია.თქვენ შემოგევლეთ გამრავლდით და გაიხარეთ,გამძლეობა მოგვცეს უფალმა ყველას.ვერც რუსი მოგვერევა და ვერც ოსი ერთობა რო იყოს,რაც დიდიხანია აღარ არის საქართველოში.რა გახდა 1989წლის მერე კაცი არ გამოჩნდა ხეირიანი......ოჯახს რა უფროსიც ჰყავს,საქმეც ისე მიდის. არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.მაპატიეთ .მადლობთ.ღმერთმა დაგლოცოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
დაიხურა საზღვრები და რა ქნას ხალხმა, სადაც შესაძლებლობა ექნება რომ მოახერხოს გაქცევა იქ გარბის რომ ოჯახი გადაარჩინოს, ძნელია როდესაც არჩევანის უფლება არაგაქვს, საზღვრები ტავისუფლად რომ გახსნილი იყოს ამდენი ხალხი ემიგრაციაში არ დარჩებოდა შიშით, რომ მეორედ ვერ მოახერხებენ წასვლას რჩებიან წლებით, რომელიც ძალიან დიდი ნერვიულობის და ცრემლის ფასად უჯდებათ ეს განვლილი დრო ,მაგრამ რას იზამ მომავლის იმედით ცოცხლობს ადამიანი და ღმერთმა ეს იმედი ნუ მოგვიშალოს.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)
დესპანი