↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 70 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
მოდით ტოპიკი რელიგიური უმცირესობის დაკნინების მცდელობა რომ არ გამოვიდეს, თუ ვინმემ იცით თუ როგორ წარმოიშვა იეჰოვას სექტა დაწერეთ (ან მე შევეცდები დავდო შემეცნებითი,ინფო მოგვიანებით)

ასევე დისკუსია -თუ ვინ არიან იეჰოვას მრწამსის მიმდევრები?რას ითხოვენ ჩვეულებრივი ადამიანებისგან და ა.შ..

ვფიქრობ უარყოფითი დამოკიდებულება ე. წ "იეღოველების" მიმართ გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით.
კარდაკარ ქადაგება, ჯარის სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდება,სისხლის არ გადასხმა ,საეჭვო ორგანიზაციებიდან დაფინანსება და ა.შ
გამოხმაურების შემთხვევაში ,გთხოვთ გამოიჩინეთ კორექტულობა თქვენი აზრი გამოხატეთ სხვა მრწამსის მიმდევრების შეურაცხყოფის გარეშე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
შურაწყოფისგან შორს უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა,

შევეცდები მოკლე განმარტება დავწერო...
ეს კონფეისა ცნობილია იეღოვიზმის, უფრო სწორად, _ იაჰვიზმის, ანდა იაღოველების სახელწოდებით. იგი აღიარებს იუდაისტური რწმენის ერთ ერთსახოვან ღმერთს _ იახვეს ანუ იაჰვეს. იაჰვე" არის ებრაელთა ღმერთის ერთ-ერთი სახელი (ძველს აღთქმაში.) უფრო სწორად _ ზეთსართავი, რაც ნიშნავს, ,,მყოფს" არსებულს", ,, ჭეშმარიტს." სახელწოდება შემდეგ ღვთის საკუთარ სახელად აქციეს, ეს სიტყვა შემდეგ მცდარად იქნა ამოკითხული , რის გამოც დამკვიდრდა არასწორი ფორმა ,,იეღოვა"
მათი ამოსავალი დებულება სქემატურად ასე გადმოიცემა: იაღოველები უარყოფენ ერთარსებას , ღმერთის სამების საკითხს, იაჰვე არის თითქოს ერთი და ერთსახოვანი ღმერთი, რომელმაც ყოვლის უწინარეს შვა ქრისტე და ლუციფერი , უკანასკნელი ადამიანთა მეთვალყურე იყო , მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მას შეეყარა ამპარტავნების სენი, მოისურვა გამხდარიტო ზეციუყრი მამის _ ღვთის სწორი და ტოლი. მან აცდუნა ადამი და ევა და, რადგან ღვთის უძლურების ილუზია შეექმნა, ომი გამოუცხადა ყოვლისშემოქმედს. ეს ომი გრძელდება დღემდე, მან უმძაფრესი ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც შეიქმნა სატანის ამქვეყნიური სამეფო -სსრკ და სოციალიზმი. ამის გამო 1918 წელს დედამიწაზე დაბრუნდა იესო ქრისტე და დაიწყო აღნიშნული ომის ახალი ფაზა - არმაგედონი. მისი მიზანია ყველა სატანისეური სახელმწოფოს დამსხვრევა , რის შედეგადაც მოისპობიან ურწმუნონი და შეიქმნება ერთიანი, ჭეშმარიტი, თეოკრატიული <<იეღოვას მოწმეთა" ღვთაებრივი სახელმწიფო. არმაგედონიუს საბოლოო საფეხურზე შეიმუსრება ლუციფერი და მისი არმია, მოიწევს საოცნებო ჟამი და ნეტართა რანგში მხოლოდ იაჰვისტი ავა. სხვათ კი დაღუპვა ელით.
აი, ასეთი დოგმა აქვთ, მოკლედ რომ ვთქვათ იაღოვას მოწმეებს. ისინი მსგავსნი არიან თითქმის სხვადასხვა ერესებისა, მაგალითად არიანელების, რომელთაც ამ ქვეყნათ ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების დამყარება სწამდა. ეს სექტები უარყოფენ სამოთხეს და ჯოჯოხეთის არსებობასმ ქრისტეს ღვთაებრიობას, სამებას. ამ თეორიის მიმდევრები ბიბლიის ტექსტებით საუბრობენ. ეს მიმდევრობა გასული საუკუნის ნახევარში გამოეყო ადვენტისტების სექტას. 1931 წელს ჩამოყალიბებუი სახე მიიღო იაჰვეს მოწმეთა სახელწოდებით. მისი წარმოშობის მხარეა ამერიკა. იქ, ნიუიორკის გარეუბანში, ბრუკლინში, მდებარეობს შტაბ-ბინა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ მოძღვრების გავრცელების საქმეს. მის პრეზიდენტს განუსაზღვრელი უფლებები აქვს, რომელიც ითვლება იაჰვეს თანამოსაყდრედ დედამიწაზე. მის ხელშია რადიო, პრესა და პროპაგანდის სხვა საშვალებები.
ეს რაც შეიძლებოდა მოკლედ იაღოვაზე, რამდენად გასაგებად დავწერე არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მქონია მათთან საუბარი და მერწმუნეთ ძალიან სუსტები არიან, თუ შეგამჩნიეს რომ ერკბვევი რელიგიაში უკან იხევენ, ერთხელ სახლში დამიკაკუნეს და შემოვიპატიჟე, მინდოდა მათი მცდარი აზროვნება მემხილებინა და ასეც გამოვიდა,მალევე წავიდნენ, საუბარი აგარ შეეძლოთ.

P.ადვენტიზმს განვმარტავ _ ადვენტუს ლათინურია და ნიშნავს მოსვლას, ლაპარაკია მაცხოვრის მეორედ მოსვლაზე და სასუფევლის განახლევაზე, მათ სჯერატ რპომ მათივე სიცოცხლეში დადგება წარწყმედისა და მართალთა ცხონების ჟამი. მათმა წინამძღვარმა მილერმა თითქოს გამოცხადების წყალობით, ამტკიცებდა, რომ წუთისოფელი არსენბობას შეწყვეტდა 1844 წლის 21 მარტს ან 24 ოქტომბერს. და წინასწარმეტყველებდა ყველას სიკვდილს გარდა მისი მიმდევრებისა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს ჩემო კარგო რელიგური უმცირესობანი, რომლებიც ქრისტიანულ წიაღში არიან აღმოცენებული უფრო საშიშნი არიან ვიდრე ფანატიკოსი მუსლიმები, თუ რელიგიის ისტორიაში ოდნავ მაინც ერკვევა ადამიანი ადვილად მიუჩენს მათ ადგილს, მაგრამ თუკი ჩვენი განათლება ამ სფეროში მოიკოჭლებს მაშინ ადვილია ჭკუის გადაბრუნება, მითუმეტეს რომ ისინი ეკონომიური თვალსაზრისით ერთმანეთს ემარებიან და უმეტესწილად ამითაც იმორჩილებენ საზოგადოების დამშეულ ფენებს,რამდენი იაღოველი მინახავს შიშით პირჯვარს რომ იწერდა მიწისძვრის დროს იმიტომ რომ მათი რწმენა მყარი არაა, ეს მასონების მოგონილი მასების დასამორჩილებელი ერთ ერთი ფანდია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
natiku
"ეს მასონების მოგონილი მასების დასამორჩილებელი ერთ ერთი ფანდია."

:biggrin: შეიძლება მართალი ხარ..

თუმც სექტებში კიარა მსოფლიო რელიგიებშია ჩაქსოვილი,ხალხის მართვის პოლიტიკა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე პირადად მაგათში ის მაღიზიანებს აქეთიქით რომ დაწანწალებენ და ძალაზე რომ არიან, რომ მოდიან და გელაპარაკებიან, სურვილი მაქ ხოლმე რომ ერთი მაგრად შემოვარტყა.
სხვა არც მაინტერესებს თავში დიდი ქვა უხლიათ. ოღონდ ნუ ავრცელებენ ამ იდიოტობას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ. მეც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა მათზე. რა თქმა უნდა ახალს ვერაფერს ვიყვი, მაგრამ..... საქართველოში მართლა მობეზრებული მქონდა თავი მაგათთგან, მაგრამ არ არიან ძნელად მოსაშორებლები თუ შენს რწმენას დაუპირისპირებ.ღვთის მადლით ერთი ოჯახი , რომელიც იეღოვას მიმდევარი გადა და უამრავი განსაცდელი დაატყდა თავს, მოვაბრუნეთ "ჩვენსკენ".და კიდევ , ერთმა სრულიად უცხო ქალმა, რომელიც შემხვდა მგზავრობისას და დააპირა ჩემი ჩათრევა ამ იდიოტიზმში, დაშორებისას მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ მე მისი ოჯახი დანგრევისაგან გადავარჩინე ,რადგან იეღოვას ნიადაგზე დიდი განხეთქილება ჰქონია . იმ დღეს უფალმა მომცა რაღაც განსაკუთრებული უნარი იმისა, რომ გზასაცდენილი ადამიანისთვის სწორი მიმართულება მეჩვენებინა.ეჭვი არ მეპარება, რომ უმეტესობა მატერიალურად არიან მიჯაჭვულები ამ სექტაზე. დიდება უფალს. ღმერთმა დაგლოცოთ!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ეხლა ამერიკაში ვარ და უნდა გენახათ ჩემი გაოცება, როცა იეღოველებმა ქართულად დაბეჭდილი წიგნი შემომთავაზეს.პირჯვარი გადავიწერე, გამოვართვი და ნაგავში გადავუძახე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
იაგოვას რაა..... დედის ტყვ.............................აააააააააააა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ვეთანხმები ნაბას, თუ შეგამჩნიეს რომ უფლის რწმენით და ენით უწევ წინააღმდეგობას, თუ დაინახეს რომ არა ხარ უმეცარი რელიგიაში ,უკან იხევენ, ვერ გეწინააღმდეგებიან და წყვეტენ კამათს, ზუსტად მსგავსი ფაქტი მოხდა საქართველოში, ისინი ხომ ბიბლიით ხელში დადიან და გარკვეული შემოხაზული პუნქტებით გიმტკიცებენ იაღოვას ჭეშმარიტებას, მაგრამ არ სცნობენ სული წინდას, და როდესაც მე დავუსვი ასეთი კითხვა: რატომ არ გწამთ სული წმინდა, რატომ ჰგმობთ მას მეთქი და იქვე მიუთითე ახალი აღთქმიდან მონიშნულ ფრაზაზე, რომ მამის გმობა გეპატიება, ძის გმობაც გეპატიება ,მაგრამ სული წმინდის გმობა ეს მომაკვდინებელი და სამუდამო ცოდვაა , როგორც თვითმკვლელობა, იმ წუთში შეწყვიტა კამათი, ერთი შორიდან მომაძახა: ასე ამბობს იაღოვა, ღორებს ნუ დაუყრით მარგალიტებსო და გაიქცა, ამ თემაზე უფალი გვიკრძალავს კამათსო. ასე რომ საკმაოდ სუსტები არიან, თუ მოწინააღმდეგე მათზე განათლებულს არ ვიძახი, თუ მათზე უვიცი არ შეხვდათ.ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე. გაიხარეთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთი სიტყვაც არ მჯერა მაგათი. მეტი სალაპარაკო ვერაფერი ნახეთ?!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
იაღოვამ თქვა ხიშტი მინუს ორასიო და ყველას ჯერა და ეთანხმება მეტი რაღა გინდათ ზეგავლენის ქვეშვართ უკვეე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
რას გვიშვება ეს სოროსი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
მართლა ,მაგათ ვგონივართ ჩვენ და ჩვენი წინაპრები ნომრიანი იდიოტები, ვიღაც ბრუკლინში გამოჩეკილმა 130 წლის წინ გაიღვიძა ერთ დღეს და გადაწყვიტა(სხვათა შორის თვითონ არც არის იაღოველი) რომ აქმდე რაც გზა გამოგვივლია და სამშენებლო მასალა დაგვიხარჯავს ამხელა ტაძრები გვიშენებია სულ ცოტა კრეტინები ვართ და სულ ტყუილად შევიწუხეთ თავი რა და ახლა ჩვენ რამის ყვავის ხნის ქრისტიანებს გვასწავლის ვიღაცა ყვავი რასელი რომელი გზით უნდა ვიარო არა? გაგა მაგარი ხარ ხიშტი მინუს 200 ფაიზაღი მაპატიეთ მართალია არაქრისტიანულია რომ გავცხარდი ,მაგრამ აღარაა ამათი საშველი აქაც(სალონიკში) სახლებში გვივარდებიან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
საიდან რა მოიტანეეთ ტემები ვეგარ მიგონეთ
რა დროს იღოვაა ჰაა რა გჭირთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
პროექტი Genesis (კორპორატიული მიმოწერიდან)

გენერალურ დირექტორს, იეღოვას მარკეტინგის

განყოფილების უფროსის, გაბრიელისაგან

პროექტ «გენეზისის» ფარგლებში ჩვენი განყოფილების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბაზარზე საუკეთესო პერსპექტივა გააჩნია შემდეგი კონფიგურაციის სისტემებს:

პლანეტა: 1 ც.

რადიუსი: 3000 კმ

სიმძიმის ძალა: 0.5 g

შეფარდება წყალი/ხმელეთი: 1:1

ტემპერატურა: +24

ატმოსფერო: ჟანგბადი

ზღვები: მტკნარი წყლის

მდინარეები: რძე, თაფლი

ფაუნა: ბალახისმჭამელი

პერიფერია: მნათობი 2 ც. (დღის/ღამის), სიჩქარე 0.0007 ბრ. წუთში (1 ბრუნი დღეღამეში)

«გაიგზავნოს სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილებაში ტექნიკური დავალების მომზადებისათვის - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების უფროსის, მიქაელისაგან

სისტემის თვითღირებულების შემცირების მიზნით გთავაზობთ ორივე მნათობი გადავიყვანოთ საერთო კვების წყაროზე, ხოლო ჟანგბადი კი შევცვალოთ აზოტით.

«ჟანგბადი 50% მაინც უნდა დავტოვოთ, თორემ მომხმარებლები დაიხრჩობიან - ტესტირების და ტექმომსახურების განყოფილების უფროსი რაფაელი»

«25%-იც ეყოფათ - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

პროექტ გენეზისზე მიმდინარე სამუშაოებისას (სტადია «და იყოს სინათლე») გამოვლენილია შემდეგი სიძნელეები: ჩვენ არა გვაქვს უწყვეტი ნათების კომპაქტური წყარო ორ მნათობზე გამანაწილებლით. გთავაზობთ გამოვიყენოთ «წითელი ჯუჯის» სტანდარტული ტიპის წყარო, ხოლო ღამის მნათობისათვის გამოვიყენოთ სარკე.

«სჯობს «ყვითელი ჯუჯა». თვითღირებულება გაცილებით ნაკლებია. დიზაინი კი უფრო შთამბეჭდავია - მარკეტინგის განყ. უფრ. გაბრიელი»

«ეს ხომ სერვერის ტიპის წყაროა. რაში ჭირდება იგი ერთპლანეტიანი სისტემის მომხმარებელს? - ლუციფერი»

«რა ჭირდება მომხმარებელს და რა არა, მას მარკეტინგის განყოფილება აუხსნის - გაბრიელი»

«ლუციფერ! დაკავდით საკუთარი განყოფილების საქმეებით. ვამტკიცებ «ყვითელ ჯუჯას» - იეღოვა»

«სხვათა შორის, «ყვითელი ჯუჯას» ისეთი კაშკაშა სინათლე აქვს, რომ სარკის მაგივრად ჩვეულებრივი პლანეტოიდის დაყენებაც შეიძლება»

«ვეთანხმები - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

ტექნიკურ დავალებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ წარმოიშვა შემდეგი სიძნელეები: უწყვეტი ნათების წყაროს მასა მრავალჯერ აჭარბებს თავად პლანეტის მასას, რის შედეგადაც სინათლის წყარო არ ბრუნავს პლანეტის ირგვლივ. ამის მაგივრად თვით პლანეტა ბრუნავს სინათლის წყაროს ირგვლივ. ამას გარდა, სინათლის წყაროს დიდი სიმძლავრის გამო პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა სტაბილურად 2 ერთეულით მეტია, ვიდრე ტექნიკურ დავალებაში მითითებული. თუ გავზრდით მანძილს სინათლის წყარომდე, მნიშვნელოვნად გაიზრდება მთელი სისტემის გაბარიტები.

«გაბარიტები - ეს პრესტიჟულია. რაც შეეხება პლანეტის ბრუნვას სინათლის წყაროს მიმართ, ამის გამო მომხმარებელს შეიძლება განუვითარდეს არასრულფასოვნების გრძნობა. გრავიტაციული მუდმივა ხომ არ შეგვეცვალა? - გაბრიელი»

«გრავიტაციული მუდმივის ცვლილება გამოიწვევს თავსებადობასთან პრობლემებს - მიქაელი»

«მომხმარებლისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა რის გარშემო ტრიალებს? დაევალოს მარკეტინგის განყოფილებას, მოიფიქროს რაიმე ფარდობითობის თეორია - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

ორბიტის რადიუსის ზრდის შემდეგ პლანეტის სიჩქარის გაზრდა დავალებაში მითითებულ სიჩქარემდე გამოიწვევს სისტემის კრახს - (პლანეტა გაფრინდება კოსმოსში). იგივე სიტუაციაა ღამის მნათობთან.

«არა აქვს მნიშვნელობა, რა ხდება სისტემაში - მთავარია, რას ხედავს მომხმარებელი. ხომ არ დაგვეტრიალებინა პლანეტა თავისი ღერძის მიმართ? მაშინ მომხმარებელი იფიქრებს, რომ მზე და მთვარე მის გარშემო ბრუნავენ ტექნიკურ დავალებაში მითითებული სიჩქარით - გაბრიელი»

«მომხმარებელი ვერ მიხვდება? - იეღოვა»

«როდესაც მომხმარებელი მიხვდება, პროექტი უკვე დიდი ხნის ჩაბარებული იქნება - გაბრიელი»

«ვეთანხმები - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

ტესტირების განყოფილების უფროსის

რაფაელისაგან

სისტემის პირველადმა ტესტირებამ გამოავლინა შემდეგი დეფექტები:

შეიმჩნევა პერმანენტული გადახურება
ბრუნვის ღერძი გადაიხარა ვერტიკალთან მიმართებაში 33 გრადუსით, რის გამოც წარმოიშვა ციკლური ტემპერატურული ანომალიები
მდინარეების გამტარუნარიანობა არ შეესაბამება საპროექტო მნიშვნელობებს
ბალახისმჭამელი ფაუნა არ არსებობს
ორბიტა არასტაბილურია, პლანეტას აქვს მზეზე დაცემის ტენდენცია
-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

აბა რას ელოდებიდით ხმელეთის და წყლის ასეთი შეფარდებისას? ოპტიმალური გაგრილებისათვის საჭიროა სადღაც 1:3 – 1:4
ამ საკითხზე ვმუშაობთ
იმიტომ რომ რძე ამჟავდა და თაფლი ჩაშაქრდა
ბალახისმჭამელ ფაუნას ბალახი ჭირდება. ბალახი კი არ იზრდება ასეთ სიცხეში და უწყლოდ. გთავაზობთ მდინარეებში წყლის გაშვებას. ეს ამავდროულად გადაჭრის მე-3 საკითხს
გრავიტაციული დამბალანსებლის სახით გარეთა ორბიტაზე გავიყვანთ კიდევ ერთ პლანეტას
«ხმელეთის შეკუმშვა მეტი აღარ შეიძლება - იძულებული ვართ, გავზარდოთ ზღვების ფართობი. ეს კი მოცულობისა და სიმძიმის ძალის ზრდას მოითხოვს. და კიდევ ერთ პლანეტას... - მიქაელი»

«არა უშავს, მომხმარებელი აიტანს. კიდევ ერთ პლანეტას გავაფორმებთ, როგორც დამატებით ფუნქციონალს. აი რძის და თაფლის ანონსი კი უკვე გაკეთებული გვაქვს. ყველაზე შესამჩნევ მდინარეებში მაინც მოგვიწევს დატოვება - გაბრიელი»

«შეგახსენებთ, რომ ბოლო ვადა ახლოვდება, თქვენ კი ჯერ არაფერი გაგიკეთებიათ. მართლა, დიზაინერებმა ჯერ კიდევ ვერ დაასრულეს ცხენის პროექტირება, კიდევ დინოზავრებზე მუშაობენ. ვის რად უნდა ეს დინოზავრები? - იეღოვა»

«სხვათა შორის, მომხმარებელს მოსწონს დინოზავრები - გაბრიელი»

«კარგი, ჯანდაბას, მაგრამ ცხენიც უნდა იყოს აუცილებლად - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

ტესტირებისა და ტექმომსახურების განყოფილების უფროსის

რაფაელისაგან

პლანეტის ღერძის საკითხები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. ამას კი ის დაემატა, რომ პლანეტას აქვს კოსმოსში გაფრენის ტენდენცია
ბალახისმჭამელი ფაუნა ისევ არ არის
-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

დასაბალანსებლად კიდევ ერთ პლანეტას გავიყვანთ. ამჯერად შიდა ორბიტაზე.
ფაუნა იყო - გამრავლდა, გადაჭამა ბალახი და დაწყდა
«ბოლოს და ბოლოს სულ რამდენი დამაბალანსებელი პლანეტა გჭირდებათ? - მიქაელი»

«კალიბრაციის შედეგად სისტემა დავასტაბილურეთ. ჯამში გვჭირდება 9 პლანეტა - ლუციფერი»

«სწორად გავიგე? ერთი პლანეტის ნაცვლად მომხმარებელი მიიღებს 9-ს? - იეღოვა»

«მერე რა - 8 მათგანი საცხოვრებლად უვარგისია - ლუციფერი»

«და სისტემის ზომები? - იეღოვა»

«არ არის აუცილებელი, მომხმარებელმა იცოდეს ზომების შესახებ. ამ პლანეტების ნახევარზე მეტი ტელესკოპის გარეშე არც ჩანს. გთავაზობთ დავამატოთ სამომხმარებლო ინსტუქციას მე-11 მცნება «არ გამოიგონო ტელესკოპი» - გაბრიელი»

«არ გვინდა - ეს რომ დავწეროთ, მაშინ უკვე აუცილებლად გამოიგონებენ - იეღოვა»

«და კიდევ, ორბიტის რადიუსის გაზრდის შემდეგ ღამის მნათობის სინათლე საპროექტო მინიმუმზე ქვემოთ დაეცა. გთავაზობთ ისევ სარკის დაყენებას - რაფაელი»

«ადრე სად იყავით? ძლივს სისტემა დავაბალანსეთ! თქვენ რა, თავიდან გინდათ ყველაფერი გადავაწყოთ? - ლუციფერი»

«არანაირი თავიდან! პროექტის ჩაბარებამდე 6 დღე დარჩა. ლუციფერ, თქვენ ან აამუშავებთ ამ სისტემას, ან დაგაქვეითებთ! - იეღოვა»

-----------------------------------------------------------------

გენერალურ დირექტორს, იეღოვას

სისტემური ტექნიკის განყოფილების უფროსის

ლუციფერისაგან

მე არა ვარ იმაში დამნაშავე, რომ თავიდანვე ვერ მივიღე ნორმალური ტექნიკური დავალება. ერთი სიტყვით, ასეა: ღერძის დახრა უნდა დავტოვოთ, როგორც არის. ტემპერატურას რაც შეეხება, ედემის ბაღში 24 გრადუსი იქნება, ხოლო თუ მომხმარებელი სხვაგან გამოძვრება, ეს უკვე მისი პრობლემებია. დინოზავრების ბოლომდე გაკეთებას ვერ ვასწრებთ, მაგრამ ცხენებს ვამთავრებთ. რძის და თაფლის საკითხი ვერ გადაწყდა, მდინარეებში წყალი გავუშვით, თუმცა მათ ზღვაში მარილი ჩაიტანეს. იმისათვის, რომ ბალახისმჭამელებს მთელი ბალახი არ შეეჭამათ, იძულებული ვიყავით გამოგვეშვა პატჩი მტაცებელი ცხოველების სახით, მაგრამ ვერ მოვასწარით მათში იმ პროგრამის დაინსტალირება, რომლითაც იგი ბალახისმჭამელ ცხოველებს მომხმარებლებისაგან განასხვავებდა. ერთი სიტყვით, როგორმე იმუშავებს!

«და ეს კარგია - იეღოვა»
[IMG]http://www.stamp.caucasus.net/img/dagverxa.gif[/IMG]
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 70 posts ] 
დესპანი