↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გამოჩენილი ქართველი ქალები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 35 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
და ნანა ალექსანდრიამ რა დაგიშავათ, რატომ გამოტოვეთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ ვერც სურათი და ვერც ბიოგრაფია ვერ მოვნახე ყველასათვის საყვარელი მსახიობის სესილია თაყაიშვილის. იქნებ დადოთ რაიმე მის შესახებ თუ რამე ინფორმაციას მოიძიებთ:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
pocxveri wrote:
ციტატა:
ქეშ ერთი მიტხარი ვისი ლექსია მათი ხსოვნა მარდ იქნება

ლადო ასათიანისაა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მათი თვალების შუქი ბრწყინავდა...

სამშობლის ბედი სწამდათ მარადის,
კანდელს უნთებდნენ მამაც წინაპარს.
გურგანის ზღვიდან პონტოს კარამდის
მათი თვალების შუქი ბრწყინავდა.

ვინ დაითვალოს საქმე ულევი...
ხან ბავშვს უვლიდნენ დედურ ალერსით,
ხან ჭრელ მანდილით თმაშეკრულები
ყაყაჩოებად ჩანდნენ ყანებში.

ვინ დაითვალოს საქმე ულევი,
მათ სახელებთან გადახლართული.
მტრისგან ნარბევი, ნანადგურევი,
ააყვავილეს მიწა ქართული.

ზამთარში, როცა თოვლის თეთრ მერდინს
გადააფენდა ქარი ყველაფერს,
ბუხრის პირს ისხდნენ და ოქრომკედით
ტკბილ საქართველოს დროშებს ჰკერავდნენ.

რაწამს უხმობდათ მიწა ქართული,
აბჯარს ისხამდნენ ხამის კაბაზე
და ქურან ცხენზე ხმალამართულნი
ამორძლებივით მტერს მიჰკაფავდნენ.

...ჩვენი ქვეყანა ძველ ქართველ დედებს
სისხლით და ოფლით დაუცრემლიათ.
მათი თვალები დღეს ბინდბუნდს ჰკვეთენ
და ვარსკვლავებად თავს დაგვცქერიან.

იოსებ ნონეშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
სამწუხაროდ ვერც სურათი და ვერც ბიოგრაფია ვერ მოვნახე ყველასათვის საყვარელი მსახიობის სესილია თაყაიშვილის. იქნებ დადოთ რაიმე მის შესახებ თუ რამე ინფორმაციას მოიძიებთ:(



1926 დამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი \"ნინოშვილის გურია\"), გვირისტინე (კაკაბაძის \"კოლმეურნის ქორწინება\"), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის \"მე ბებია, ილიკო და ილარიონი\"), სიუზონი (ბომარშეს \"ფიგაროს ქორწინება\"), კატარინა (შექსპირის \"ჭირვეული ცოლის მორჯულება\"), ელისაბედ დედოფალი (შილერის \"მარია სტიუარტი\") და სხვა. თაყაიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას (\"ჭირვეული მეზობლები\", 1949), ვასასის (\"ჩვენი ეზო\", 1956), ელპიტეს (\"საბუდარელი ჭაბუკი\", 1956), ოლღას (\"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი\", 1962), ბორდოხანის (\"დიდოსტატის მარჯვენა\", 1969), მარადიას (\"ნატვრის ხე\", 1977) და სხვა როლები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.


_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 35 posts ] 
გამოჩენილი ქართველი ქალები
დესპანი