ana_tekla wrote:ციტატა:
მადლობელი ვარ ჩემო ძვირფასო ფორუმელებო ,იცოცხლეთ და იხარეთ ,ეს კომპიუტერი რომ არა შეიზლება ჭკუაზე გადავსულიყო ძალიან ძნელია და უბედურებაა რომ ვერ მიდიხარ და ვერ აცილებ უკანასკნელ გზაზე შენს საყვარელ ადამიანს მომიტევეტ და მაპატიეთ ჩემი ემოციები.
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს
ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო ღამე,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი ,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა
ბედის ქარაგმას თუ ვერ გაექცე,
წილ ხვედრიელი თუ ვერ გახედნე,
დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამიგაყენებს
ჭირთა თმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
ღმერთმა ყველას კარგად და ჯამრთელად გიმყოფოთ მშობლები.
ანათეკლა ჩემი დედიკოც ეხლა შენს დღეშია,აღარაა ძლიერი,დედა აღარყავს.მაგრამ ნუ გეშინიათ,თქვენი შვილები მომავალი თქვენს გვერდით ვართ,მარტო არასოდეს დაგტოვებთ...

გეხვევი და გკოცნი,გამაგრდი.