↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 13 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
:bw: პუტინი ჩვენი ტკივილია..

ვინც რუსეთში ცხოვრობთ ,მაინტერესებს საქართველო-რუსეთს შორის საავტომობილო/სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია??

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
სარკინიზო მიმოსვლა არ არის აღდგენილი და არც აღადგენენ. რუსეთს უნდოდა მაგრამ საქართველომ უარი განუცხადა, თუ აფხაზეთს დაგვიბრუნებთ აღვადგენთო. აფხაზეტის დაბრუნება კი მალე არ იქნება, როგორც ყველამ ვიცით.
საავტომობილო კი მგონი აღდგენილია სამხრეთ-ოსეთიდან შემოდიან მანქანები.
სხვათაშორის კი ახლა საერთოდ გადაკეტილია საჰაროც, სარკინიგზოც და საავტომობილოც. (( მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ;)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით,მინდა ვთქვა,რომ,ჩემი აზრით,რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა ჩვენთვის არანაირად არაა ხელსაყრელი თუ გვინდა მშვიდობა,ამიტომ ასე ხელაღებით იმის გაცხადება,რომ რუსეთი ჩვენთვის არაა საჭირო,არ გვჭირდება და უიმისოდაც კარგად ვიქნებით,ცოტა არ იყოს და უგუნურ განცხადებას უფრო გავს,რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ამხელა ქვეყანას,მეზობელს,ვერ აიღებ და მოისვრი სადღაც,ეს,რომ იცოდა ერეკლემ სწორედ ამიტომ მიიღო ის გადაწყვეტილება :||:...მგონი ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე,უბრალოდ ამის გარეშე პოლიტიკა წარმოუდგენელია,ისე კი,რუსეთი ძალიან ცუდ ხერხს მიმართავს საქართველოსთან მიმართებაში,ვერ ელევა მას და ამიტომ ცდილობს სხვადასხვაგვარი შანტაჟისა თუ რაღაც ხრიკებით მის "დაბრუნებას",რაც ხშირად სასაცილოცაა...ის,რომ რუსეთთან არ უნდა გავიფუჭოთ ურთიერთობა არანაირად არ უნდა გულისხმობდეს ჩვენი კურსის შეცვლას,უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ კარგი დამოკიდებულება,მხოლოდ რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს,რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო... :handeating:...და ეს უნდა იყოს ორმხრივი პროცესი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
პუწინის ბავშვობის სურათი დაიდოს!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ვენაცვალე პუტინს და ვეხუტუე კიდო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
ninochka წერს:
:cp:რუსეთი ძალიან ცუდ ხერხს მიმართავს საქართველოსთან მიმართებაში,ვერ ელევა მას და ამიტომ ცდილობს სხვადასხვაგვარი შანტაჟისა თუ რაღაც ხრიკებით მის "დაბრუნებას",რაც ხშირად სასაცილოცაა...

ასეთია რუსეთის პოლიტიკა, როგორც ზემოთ აღნიშნე "სიძულვილის მოწესრიგებული სისტემა". ყოველი ქვეყანა პოლიტიკურ კურსს თავისი ქვეყნის სასარგებლოდ ირჩევს. რუსეთი კი ძლიერი და განვითარებული ქვეყანაა, მან დაისახა მიზანი და მიილტვის მისკენ და მას ვერავინ შეუშლის ხელს. მან ასეთი "ხრიკებით" უკვე თითქმის წაგვართვა აფხაზეთი და ოსეთი და მალე ალბათ რუსეთს მიუერთებს. და მას კი არავინ გაასამართლებს ასეთი ეშმაკობისთვის, რადგან ომში გამარჯვებულს არ ასამართლებენ.
როცა რუსეთი ასეთი სისწრაფით ვითარდება, საქართველომ მას ზურგი შეაქცია ოკეანეს მიღმა დაიწყო მფარველის ძებნა. ვერ გავიგე რატომ რატომ ვერ ხვდებით ქართველი ხალხი მას, რომ ამერიკას საქართველო სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი სამხედრო ბაზები განათავსოს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაში. აშკარაა, რომ რუსეთ-ამერიკის "ცივი ომი" ჯერ არ დამთავრებულა,საქართველო კი გამოდის როგორც სამხედრო "პოლიგონი". ამიტომ სჯობს პირველი საქართველომ დასთმოს, რადგან რუსეთს ამითი არაფერი აკლდება, ქართველი ხალხი კი გაუგებრობაშია და იტანჯება.
სასაცილო ამაში არაფერია რამეთუ გვაქვს სატირალი. :cl:

P.S. რუსეთის ხრიკებია სასაცილო? გინდათ მე გაგაცინოთ?! ახლახან საქართველოს სამხედრო მინისტრმა ოქრუაშვილმა წამოაყენა წინადადება აეკრრძალათ რუსეთიდან რუსული ლუდის იმპორტი, მიზეზი კი ვერ ახსნა. აი ეს არის სასაცილო, ჯერ ერთი, სამხედრო მინისტრს რა გაეგება ექსპორტ-იმპორტის, და რატომ უნდა გააკეთოს ასეთი განცხადებები? და თუ გააკეთა მაშინ ობიექტურ მიზეზებზე დაყრდნობით მაინც... :af:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:ჩემში მართლა სიცილს იწვევს რუსეთის ისეთი ნაბიჯები,როგორიცაა ქართულ პროდუქტზე ემბარგოს დაწესება,იქნება აქაც ვეძებოთ ობიექტური მიზეზები ამის,თუ რათქმაუნდა არსებობს ასეთი რამ...რუსეთის მიერ ქართულ პროდუქტზე ემბარგოს დაწესებამ, შეიძლება სულაც არ დააქციოს ქართული ეკონომიკა,გავიხსენოთ აშშ_ს მიერ კუბაზე დაწესებული ეკონომიკური ემბარგო და კუბას საქციელი,მან ის პროდუქტი სსრკ_ში გაგზავნა და ამით უშველა თავის ეკონომიკას,ზუსტად ასევეა საქართველოშიც,რუსეთის სანქციები წარუმატებელი აღმოჩნდა,და რა იყო ეს ემბარგო თუ არა იმის პასუხი,რომ მან ვერ მოახერხა ჩვენი პოლიტიკის შეცვლა საკუთარის სასარგებლოდ,მან ვერ მოახდინა ზეგავლენა ქართულ პოლიტიკურ კურსზე,სწორედ ამის გამო იყო ის სანქციებიც...რაც შეეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს,ვთვლი,რომ ის კარგა ხანია დავკარგეთ და ახლა სწორედ მათი დაბრუნებისკენ არის მიმართული ჩვენი ყურადღება და თუ ვინმე ამ მიზნით,საქართველოს საერთაშორისო სივრცეში ჩაბმას ცუდ ფაქტად აფასებს,არ მესმის მე იმ ადამიანის.საქართველომ,როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ,თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მიმართულება...თუმცა,როგორც წინა წერილში ვისაუბრე რუსეთისთვის ზურგის შექცევა სწორი პოლიტიკა არ არის... :handeating:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
ბორჯომზე გეთანხმები, აბსურდია ემბარგოს დაწესება. მაგრამ ღვინო დიდი ხნის წინ იყო ასაკრძალი, რადგან ქართული ღვინო რომელიც რუსეთში იყიდებოდა არ შეესაბამებოდა არავითარ სტანდარტებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
ეჰჰ როცა კომუნისტები "დამპალიკაპიტალისტების" ლანძღვაში ასრულებდნენ ხუთწლედ გეგმებს,ისინი კანონზომიერად ვითარდებოდა და ახლა მივილტვით მათკენ.

არ შეიძლება რუსეთთან არადიპლომატიური,მტრული ურთიერთობა.
სამაგისო პოლიტიკოსები კი ნაღდათ არ გვყავს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
პირველ ყოვლისა, რუსეთი ჩვენი მეზობელია და მასთან ასეთი აშკარა ურთიერთობის გაფუჭება არანაირად არ აწყობს საქართველოს...თუ ვინმე აზროვნებს პოლიტიკაში, ალბათ, გაიაზრებდა კიდევაც, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა არის დემოკრატიული სახელმწიფოს პირველი ამოცანა ...

აი, ამერიკა კი ... არასოდეს გამოადგება საქართველოს და ისე არ მოგვივიდეს..."ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო", რომაა ნათქვამი ;)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
Zarios წერს:
ბორჯომზე გეთანხმები, აბსურდია ემბარგოს დაწესება. მაგრამ ღვინო დიდი ხნის წინ იყო ასაკრძალი, რადგან ქართული ღვინო რომელიც რუსეთში იყიდებოდა არ შეესაბამებოდა არავითარ სტანდარტებს.
ღვინის გაყიდვაში აკრძალვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქვეყანაში, პოლიტიკური მოტივით აკრძალეს და ღვინის ხარისხი არაფერ შუაშიაო.
:wink: რას გულისხმობ ღვინის სტანდარტებში?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვერანაირი პოლიტიკოსი ვერ შეავცლევინებს რუსს ამბიციურ აზრებს, უნდა საქართველო და მორჩა, არ უნდა კეთილმეზობლური დამოკიდებულება, უნდა ვასალი რომელსაც რასაც უბრძანებს შეუსრულოს, რა ჩეჩნეთი ამიტომაც არ გაახვია ომის ქარცეცხლში.ხალხნო გაიგეთ რუსი ისიც ბავშვთა სახლში გაზრდილი ისიც ჩაკუზული 10 სანტიმეტრი და 1.50 ნახტომში, ამბიციებით სავსე კაკებეს პოლკოვნიკი(როგორც ვიცით ყვეალ დიქტატორი დაბალი იყო, მაკედონელი სტალინი ლენინი ხომ საერთოდ ჰიტლერი ნაპოლეონი) ეგ გვაღიარებს ჩვენ როგორც იურიდიულ და სამართლებრივ დამოუკიდებელ სუბიექტს? მანამდე არაფერი გეტკინოთ, ტიაჟელო ნო სპრავიდლივო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
აღარ გვინდა ეს მონობა ბატონო და დაგვანებონ თავი.! რუსეთს ჩვენი დამონება სურს და ამიტომაც არ გამოგვდის არაფერი. საქართველოს დასათმობი და კომპრომისზე წასავლელი არაფერი აქვს. ისედაც ბევრი რამე დავუთმეთ ნებით თუ უნებლიეთ. (აფხაზეთი, ჩემი ტკივილია) მეზობლები არიან და მართლაც შეუძლებელია სადმე გაქცევა და ზუსტად ამით სარგებლობს თავისი არსებობის დასაწყისიდან დღემდე ჩვენი ძვირფასი რუსეთი.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 13 posts ] 
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დესპანი