|
სმას მივეჩვიე, მოწევაც დავიწყე, ეს ჩემი ცხოვრება რომ ვერ ავიწყე, ცხოვრების წინაშე ვდგავარ მარტოკა, და ვეკითხები, რატომ გამწირე, რატომ მაქციე ცხოვრებავ ზურგი, უგულო ბავშვად რატომ მაქციე? გზაზე ხაფანგი რატომ დამიგე, ათასგვარ ტანჯვას რატომ მამთხვიე. რატომ?... რატომ და ისევ რატომ, რატომ დამტოვე ამ ქვენად მარტო? რატომ?... რატომ და ისევ რატომ, მე ხომ ერთადერთს, სიყვარულს ვნატრობ. ფეხი ამიცდა, ჩავვარდი წყალში და მიმაქანებ უფსკრულშო ხრამში, და ერთადერთი მუჭაში შემრჩა, ქვას მოგლეჯილი, საწყალი ხავსი. ძალა მეცლება, ვვარდები ნელა, რწმენა დავკარგე საკუთარ თავში. ხმას ვეღარ ვიღებ, უკვე მაშინებს, ბზარი გამჩნდარი, საკუთარ ხმაში, წამწამს ვეღარ ვწევ, უკვე მაშინებს, ჩამქრალი შუქის დანახვა თვალში, ჯერ ხომ ბავშვი ვარ, მაგრამ მე უკვე, ჭაღარას ვხედავ, სკუთარ თმაში.
|