↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 53 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური
[IMG]http://i048.radikal.ru/0801/ec/ba59c42a4723.gif[/IMG]
5 ოქტომბერი

დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან.
მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება

19 ოქტომბერი

ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ.

23 ოქტომბერი

მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება \"დედა\"

25 ოქტომბერი

დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო.

2 ნოემბერი

ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ.

12 ნოემბერი

მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო.

20 ნოემბერი

დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია.

23 ნოემბერი

ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან.

10 დეკემბერი

მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე.

13 დეკემბერი

მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება.

24 დეკემბერი

საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება.

28 დეკემბერი

დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ხალხო მაპატიეთ ძაან ამაზრზენი და საშინელი გამოვიდა, მაგრამ ეს ასეა... მომაკვდინებელი ცოდვაა აბორტი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
\"ყოველი ჩანასახი მისი განვითარების პირველი დღეებიდანვე უკვე ადამიანია; უფალი თავიდანვე ასახლებს უკვდავ სულს მუცლადღებულის ნაყოფში; ამიტომაცაა იგი ისეთივე ძვირფასი და გასაფრთხილებელი, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ამიტომაცაა მისი მოსპობა კაცის მკვლელის ტოლფასი. ამ ცოდვით დამძიმებული მშობლები მკაცრად დაისჯებიან ღვთისაგან, რადგან მათი ხელები საკუთარი ნებით დახოცილი შვილების სისხლითაა გამთბარი.
შვილნი ჩემნო, განერიდეთ ამ საშინელ დანაშაულს, ნუ შეგაშინებთ ძეთა და ასულთა სიმრავლე, ისინი ხომ თქვენი სიბერის მშვიდი ნავსაყუდელი, იმედი და ნუგეში იქნებიან.\"

ილია II

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყვნენ შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, კათოლიკოს პატრიარქნი კირიონი და კალისტრატე და სხვანი, რა იქნებოდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა და საერთოდ, სულიერი სახე საქართველოსი.
შეიძლება ბავშვს, რომლის მოკვლაც მშობლებმა გადაწყვიტეს, ელოდა მომავალი უდიდესი მეცნიერისა, პოეტისა ან წმიდანისა. შესაძლოა ის ერთ-ერთი იმათგანი ყოფილიყო, ვისაც ჩვენი ერის დიდებასა და სიამაყეს უწოდებენ. [ ილია II

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ღმერთო ჩემო!!!
ნეტი გამთიშვოდა, კომპი ამრეოდა..ხელი დამბლუკვოდა..

და აქ არ შემომეხედა..

გაქრა ჩემი ჭორიკანა თავი, რავა ყველა ახალ თემაში მე უნდა შევეხეტო...

რა მინდოდა ეხლა აქ რას შემოვეხეტე?!...

გული მიკანკალებს, ხელს ვერ ვიმორჩილებს და ფეხს რას მერჩოდი Una mujer ამ აახლ წელს ?!

დაგიშავეთ რამე???
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მღვდელი ალექსანდრე ზახაროვი

აბორტი - ერის განადგურების გზა

თუ დავუშვებთ, რომ მისაღებია იმ ბავშვების მკვლელობა, რომელთაც არ შესწევთ დამოუკიდებლად არსებობა, ამით ხელს ვაწერთ ყველა ბავშვის სიცოცხლის ხელყოფაზე სიჭაბუკის ასაკამდე, და მათთან ერთად ეს ეხება ყველა შრომისუუნარო ინვალიდსაც.

„ადამიანები, რომლებიც ჰკლავენ ბავშვებს საკუთარი სხეულის წიაღში, ჰგვანან ჰეროდეს, რომელმაც შეჰმუსრა 14 ათასი ყრმა, რათა არავის შესძლებოდა მისთვის ხელის შეშლა ცხოვრებაში“ - წერს მიტროპოლიტი მელეტი, და დასძენს: „ისინი ჰეროდეზე უარესნი არიან, რადგან ეს ყრმები, ყოველ შემთხვევაში მისი საკუთარი შვილები მაინც არ ყოფილან“. ჰეროდეს ეს საქციელი - 14 ათასი უდანაშაულო ძუძუთა ბავშვის მოკვდინება - ყველა დროისათვის უსულგულობისა და სისასტიკის სიმბოლოდ იქცა...

ამ თემაზე სულისშემძვრელი სიტყვებით წერს დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი: „...ბავშვთა მკვლელობაზე საშინელი რამ არ არსებობს. დროა შეწყდეს საკუთარი შვილების მკვლელობები! ადამიანები ასე სჯიან: ერთს გავაჩენ, შვიდს მოვაკვდინებ და უკეთ ვიცხოვრებ. იმიტომ, რომ რვა შვილი რომ გამეჩინა, რვაჯერ ნაკლები საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი მექნებოდა. სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად გამოდის. მოკლულ ყრმათა სისხლი მკვლელის მთელ ჯიშსა და ჯილაგს აწევს. იბადება ბავშვი და მას უკვე ამძიმებს მშობლის დანაშაული. ამ ცოდვისაგან ბავშვები უმართავნი ხდებიან. ამიტომაც, იმ ერთით, რომელიც ცოცხლად დატოვეს, ოჯახში უფრო მეტ წვალებას გამოსცდიან, ვიდრე რვა შვილი რომ ჰყოლოდათ... მიზეზი კი ცუდ აღზრდაში როდია. ჩვეულებრივ, მშობლები საერთოდაც არ მონაწილეობენ ბავშვის აღზრდაში. ბავშვის ფორმირება ხდება გარემომცველი წრის მეოხებით. ადრე ადამიანები ზნეობრივად უფრო ჯანსაღნი იყვნენ. ახლა კი, აბა, გადავხედოთ, ვინ ავსებს ბავშვების გარემომცველ წრეს? მამა და დედაა მისი ძმის თუ დის მკვლელები; სტუმრად მოდის მამიდა - ის მამიდაც მკვლელია; ბებია ჰყავს და - იმ ბებიასაც შვილის მკვლელობის ცოდვა აწევს. ყველანი მკვლელები არიან. მაშ, როგორებად აღიზრდებიან ბავშვები?..

საშინელია არათუ მკვლელობა, როგორც ასეთი, არამედ ის, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, რასაც ყველანი მიეჩვივნენ...“

დედაკაცო, განიშორე, განიძარცვე ლამაზ-ლამაზი სიტყვების საბურავი! თუნდ აქედან დაიწყე - როდესაც ქალთა კონსულტაციაში შემოგთავაზებენ: „ხომ არა გსურთ მენსტრუალური ციკლის აღდგენა? თუ გსურთ, ხელი მოგვიწერეთ თქვენს თანხმობაზე ამ პროცედურის ჩატარებისთვის“ - უწყოდე, რომ ამ ზრდილობიანი წინადადების მიღმა დგას არა „ორგანული ქსოვილის“ თუ „ქსოვილთა გროვის“ ამოჭრა, ეს უჯრედები შენი ღვიძლი შვილია - პატარა ბიჭუნა ან გოგუცუნა, და შენ გთავაზობენ შენი შვილის მკვლელობას მისი სხეულის დანაწევრების ან მარილწყალში კანის გაცლის გზით...

ექიმებო! მართლა ჯალათები ხომ არა ხართ?! გულწრფელნი მაინც იყავით თქვენი პაციენტების წინაშე; მოუყევით ყველაფრის შესახებ, რაც ელით მათ აბორტის დროს თუ აბორტის შემდეგ. იპოვით კი ამის შემდეგ იმისთანა ურჯუკს, რომ დაგთანხმდეთ „პროცედურაზე“? ოღონდ საგნებს თავისი სახელი უნდა დაარქვათ: ბავშვს - ბავშვი და არა „ფეხმძიმობის პრიოდუქტი“; მკვლელობას - მკვლელობა და არა „მენსტრუალური ციკლის აღდგენა“ და ა.შ. მოუყევით აბორტისშემდგომი ყველა გართულების შესახებ: ანთებითი და ინფექციური პროცესებით გართულების შესახებ, იმის თაობაზე, რომ აბორტის ლეგალურობა სრულიადაც არ ხდის მას უსაფრთხოს. ყოველივე ამაზე კი პირდაპირ რაღაც მდუმარების შეთქმულებაა თუ ინფორმაციის უსინდისო დამახინჯება.

მაგალითად, აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. თუ ექიმს არ მოეპოვება ხელთ დონორის სისხლის აუცილებელი რაოდენობა, მანიპულაცია სიკვდილით მთავრდება. მაგრამ ამ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად აბორტს კი არ ჩათვლიან, არამედ სისხლის დაკარგვას დააბრალებენ! ზოგჯერ დონორის სისხლიც კი ვერ იხსნის ქალს სიკვდილისაგან, მხოლოდ ოდნავ მატებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ისეც ხდება, რომ სისხლის გადასხმის შემდეგ ქალი ავადდება შრატისმიერი ჰეპატიტით და რამენიმე თვის მერე კვდება. დიაგნოზში კი ჰეპატიტი ფიგურირებს, თუმცა ჭეშმარიტი მიზეზი აქაც აბორტია. კიდევ ერთი მაგალითი: საშვილოსნოს გარსის დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს მენჯის ღრუს აბსცესი, სეფსისი და სიკვდილი. სიკვდილის მიზეზის ოფიციალურ ანგარიშში ნაჩვენები იქნება საშვილოსნოს აბსცესი და სისხლის მოწამვლა და ვერსად ნახავთ ჭეშმარიტ მიზეზს - აბორტს.

სხვა ფაქტებსაც მოგახსენებთ: თუ ექიმი სპეციალური კოვზით გამოფხეკს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მეტისმეტად ღრმა შრეს, იქ, სადაც იგი საშვილოსნოს ლულებს უერთდება, ნაჭრილობევის მიზეზით წარმოიშვება ნაწიბური და ხშირად - საშვილოსნოს ლულების გაუვალობა. თუ ეს გაუვალობა სრულია, ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე უნაყოფო ხდება. თუ გაუვალობა ნაწილობრივია, მამაკაცის სპერმას შეუძლია მოხვდეს ლულაში და გაანაყოფიეროს ქალის კვერცხუჯრედი, მაგრამ ეს განაყოფიერებული უჯრედი ნაჭდევ-ნაწიბუროვანი წარმონაქმნების გამო დროულად ვერ ხვდება საშვილოსნოს ღრუში და ორსულობა ვითარდება არა საშვილოსნოში, არამედ ლულაში. როცა ეს მოვლენა დროულად არ არის შენიშნული, ლულა სკდება ქალისთვის სასიკვდილო შედეგით. ამ შემთხვევაშიც სიკვდილის მიზეზად დასახელდება საშვილოსნოსგარე ორსულობა და არა ჭეშმარიტი მიზეზი - აბორტი.

ექიმებო! მოუყევით თქვენს პაციენტებს ყოველივე ამის შესახებაც და სხვა ისეთი რამეებიც, რაც თქვენ ჩვენზე უკეთ უწყით: თუ რამდენჯერ იზრდება მათში მუცლის მოწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობა მომდევნო ორსულობისას; თუ როგორ იმოქმედებს ამ ბავშვის მკვლელობა მომავალი ბავშვების ჯანმრთელობაზე, თუკი ისინი ქვეყანას მოევლინებიან. თუმცა, იოლი შესაძლებელია, ბავშვები მათ უკვე აღარასოდეს ეყოლოთ. ამის თქმაც არ დაგავიწყდეთ, რომ სავსებით მოსალოდნელია, ნაყოფი, რომელსაც ახლა ჰკლავს, მისთვის ერთადერთი აღმოჩნდეს და ვეღარასოდეს გამოსცადოს ის უსაზღვრო დედური ბედნიერება, რასაც განიცდის მშობელი, როდესაც გულში ჩახუტებული პატარა არსება ფართოდ გახელილი თვალებით, მთლიანად მასზე მინდობილი, ეტიტინება და დამარცვლით წარმოთქვამს სანუკვარ სიტყვას: „დე... და...“ ექიმებო, მოასმენინეთ ამ ქალს მის სხეულში ჩაბუდებული პაწიას გულისცემა. თქვენ ხომ იცით, რომ ულტრაბგერითი მეთოდით კვლევისას ეს შესაძლებელია ფეხმძიმობის მე-7 კვირას, როდესაც ნაყოფი ჯერ ორი თვისაც არ არის!..

და თუ ყოველივე ამის შემდეგ, კიდევ მოიძებნება ისეთი „დედიკო“, რომელიც დაიჟინებს აბორტის გაკეთებას, მაშინ რაღა გვაქვს სათქმელი? იქნებ მართლაც უმჯობესი იყოს „დაიღუპოს პაწია, ვიდრე ქალის სახემიცემულ ამისთანა ურჩხულს ჩაუვარდეს ხელში“. თუმცა, აქაც არსებობს გამოსავალი მკვლელობის გარეშე: ასეთ ფეხმძიმეს უნდა მიეცეს მყარი გარანტიები, რომ მას არ დაუნარჩუნებენ ბავშვს, თუ თავად არ ინებებს, ოღონდ შვას ყრმა და გადასცეს იგი ბავშვთა სახლს! თუ თავად არ გსურს ბავშვის აღზრდა, სხვები გაზრდიან, ოღონდ კი ნუ მოჰკლავ!

„ქალებო! ძვირფასებო! რას შვებით - გონს მოდის! გამოფხიზლდით! ვის იმეტებთ სატანჯველად?! უპირველეს ყოვლისა და ყველაზე მეტად მათ, ვინც ყველაზე მეტად უნდა გყვარებოდათ და დაგეცვათ - თქვენს საკუთარ შვილებსა და თქვეს საკუთარ თავს!“

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
ეს რა არის ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოო, კარგით რააააააააააა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
შარლოტა მე მიმაჩნია რომ აუცილებელია ამ თემაზე საუბარი. ჩვენ ხომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის გადარჩენაზე, იქნებ ვინმე აპირებს აბორტს და ამ თემამ შეუცვალოს აზრი და გადაარჩინოს სიცოცხლე და თავისი თავი, ან ვისაც გაკეთებული აქვს სჯობია ახლა დაფიქრდეს, არ გაიმეოროს ეს მომაკვდინებელი ცოდვა და მოინანიოს. განა ზურგი უნდა ვაქციოთ ეკლესიას, მორალს, რწმენას?... ანდა ვინ უნდა დაფიქრდეს შარლოტ? იქნებ ის ვინც თავის მომავალ ჯერ არდაბადებულ შვილს ჩანასახშივე კლავს და ასეთივე განაჩენს უტანს თავის თავსაც თუ ადამიანები რომლებიც ცდილობენ შეახსენონ დედებს თავიანთი მოვალეობების, ზნეობის, რწმენის შესახებ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
\"ვისაც ეს საშინელი ცოდვა უკვე ჩაუდენია-მხურვალედ მოინანიოს, ვინც მომავალში აპირებს-შეჩერდეს - თითოეულმა კი ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხმა აბორტის დამღუპველობის შესახებ ყველას მივაწვდინოთ\"

მართალი ხარ ზვიგენ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
შარლოტა მე მიმაჩნია რომ აუცილებელია ამ თემაზე საუბარი. ჩვენ ხომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის გადარჩენაზე, იქნებ ვინმე აპირებს აბორტს და ამ თემამ შეუცვალოს აზრი და გადაარჩინოს სიცოცხლე და თავისი თავი, ან ვისაც გაკეთებული აქვს სჯობია ახლა დაფიქრდეს, არ გაიმეოროს ეს მომაკვდინებელი ცოდვა და მოინანიოს. განა ზურგი უნდა ვაქციოთ ეკლესიას, მორალს, რწმენას?... ანდა ვინ უნდა დაფიქრდეს შარლოტ? იქნებ ის ვინც თავის მომავალ ჯერ არდაბადებულ შვილს ჩანასახშივე კლავს და ასეთივე განაჩენს უტანს თავის თავსაც თუ ადამიანები რომლებიც ცდილობენ შეახსენონ დედებს თავიანთი მოვალეობების, ზნეობის, რწმენის შესახებ?

ზვიგენ გეთანხმები იმაში რომ ეს ცოდვაა, მაგრამ მაგისთვის არსებობს მღვდელი არის ეკლესია, ხოლო ჩვენ არ გვაკვს იმის უფლება რომ ვინმეს ველაპარაკოთ ცოდვებზე.... ეს სწორედ ისაა რომ: \"ნუ ედზებ ბეწვს სხვის თვალში, მაშინ როცა საკუთარში დირესაც ვერ ხედავ\" გამიგე ალბად რისი თქმაც მინდა...
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
აი სადაც ერთი ადამიანი ეტევა იქ 4იც მშვენივრად მოთავსდება=ae=

სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
საერთოდ ფორუმი არის ის ადგილი სადაც ადამიანები იკრიბებიან და თავის აზრს გამოთქვამენ რაიმე საკითხთან მიმართებით. თუ ისე ვიფიქრებთ რომ სასულიერო საკითხები ეკლესიის მოვალეობააა მხოლოდ, პოლიტიკური საკითხები პოლიტიკოსებს მივანდოთ, ხელოვნებაზეც ნუ ვისაუბრებთ რადგან ხელოვანებმა ისაუბრონ, განათლებაზე კი განათლების სამინისტრომ მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ფორუმს და აქ შემოსვლას?... უბრალოდ ეს არაა ბეწვის სხვის თვალში შემჩნევა არამედ მასალების მოძიება თუ რას ფიქრობს ეკლესია, მედიცინა ამ ფაქტის შესახებ და შემდეგ ადამიანი გამოიტანს დასკვნებს თავისათვის, მისაღებია თუ არა, კარგია თუ ცუდია....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
გასაგებია რასაც ამბობ მაგრამ ეს ფორუმია და ფორუმის თემები განხილვას და დებატებს იწვევს. თუ მასე ჩავთვლით რომ სასულიერო თემებზე არ ვისაუბროთ და ეკლესიას მივანდოთ, პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ და პოლიტიკოსებს მივანდოთ, ხელოვნებაზე არ ვისაუბროთ და ხელოვნებს მივანდოთ, განათლებაზე არ ვისაუბროთ და განათლების სამინისტროს მივანდოთ მაშინ ფორუმზე რა უნდა დავწეროთ? ეს არაა უბრალოდ ვინმეს თვალში დირის დანახვა არამედ საკუთარი აზრის გაზიარება, მსჯელობა, მასალების მოძიება თუ რა აზრისაა ეკლესია, მედიცინა. კარგია თუ ცუდია, დასაშვებელია თუ არა...

აი შენვე გაეცი ეხლა პასუხი შენივე კითხვას... მასალების მოდზიებაზე და იმაზე თუ რა აზრისაა ეკლესიაოო... ეს რათქმაუნდა ნორმალურია. და არა ის რომ ვინმეს უჩიჩინოთ მითუმეტეს ასეთ თემებზე და თავზე საკუთარი აზრი მოვახვიოთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ნუ ედზებ ბეწვს სხვის თვალში, მაშინ როცა საკუთარში დირესაც ვერ ხედავ\" ----ეს აქ არაფერ შუაშია, განკითხვასა და განსჯას შორის დიდი ზღვარია...ამ თემის გახსნის მიზანი იყო მხოლოდ ეს_ვისაც ეს საშინელი ცოდვა უკვე ჩაუდენია-მხურვალედ მოინანიოს, ვინც მომავალში აპირებს-შეჩერდეს - თითოეულმა კი ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხმა აბორტის დამღუპველობის შესახებ ყველას მივაწვდინოთ\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Jun 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქეშ, ეს სხვის თვალში ბეწვის ძებნა არაა. ამით გამოვხატავთ ერთმანეთის სიყვარულს, რომ ერთმანეთი გვიყვარს და არ გვინდა ვინმე ცოდვაში ჩავარდეს. ვალდებულებიც კი ვართ ერთმანეთს ამის შესახებ ველაპარაკოთ და ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ ან განვიკითხავთ ერთმანეთს ან ვაკრიტიკებთ, დამიჯერე. ჩვენ თვითონ ჩავდივართ ცოდვას როცა ვხედავთ ვინმე სცოდავს და ჩვენ ჩვენი სიყვარულით ამის შესახებ არ ვეუბნებით, არ ვახსენებთ თუ რა მძიმე ცოდვას სჩადის, რომელიც არამარტო მას მოეკითხება, არამედ მის შთამომავლობასაც გაურთულებს ყოფას.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 53 posts ] 
დესპანი