|
სიყვარული შობაა მშვენიერებაში, როგორც სულით, ისე ხორცით.... (პლატონი)
იცით, ჩემო კარგებო, ნამდვილად არ იცი როდის რა დაგემართება... ადამიანი წლების განმავლობაში ყალიბდება და გემოვნება ეცვლება.. ისე მასეთი რაღაცეები, რომ სხვებთან გარბიან, ადრეული ქორწინების მერე ემართებათ... როდესაც მართლაც სხვა თვალით უყურებენ ერთმანეთს. არა მგონია, ჩამოყალიბებულიმა და ზრდასრულმა ადამიანმა მასეთი რაღაც გააკეთოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სიყვარული არ გახუნდეს, მას ყოველდღიური კვება სჭირდება. არ ვიცი , იცით, ეს ძალიან ინდივიდუალურია და ორივე ადამიანზეა დამოკიდფებული... ქალი ისე უნდა მოიქცეს, რომ ქმარი არ გაექცეს და ანალოგიურად ქმარიც... როგორც შეყვარებულები ისე უნდა ცხოვრობდნენ ერთად. თავს ყოველდღიურად უნდა აწონებდნენ ერთმანეთს. დაქორწინდებიან და ცოტახანში ერთმანეთისთვის უინტერესონი ხდებიან, ეს არის გადასალახი. მაგრამ, მართალია, რომ გულს ვერ უბრძანებ... კაპასი და ანჩხლი ცოლი არავის სჭირდება, არც უტვინო და სულელი... ანალოგიურად არც ქუჩა-ქაუჩა მოხეტიალე და მაგინებელი ქმარიც არავის სჭირდება... მაგრამ , მე ვიცი ადამიანები რომელთაც ერთდროულად ორი ადამიანი უყვართ, და მათი ახსნა ასეთია, როგორც მარჯვენა და მარცხენა ხელი მჭირდება და ვერც ერთს ვერ მოვიჭრიო ასე ვარ მათ დამოკიდებულებაშიო, რაც ერთს არ აქვს, მეორესთან ხედავს, თუმცა აქ ღალატს არ აქვს ადგილი, სრულიად შესაძლებელია რომ გიყვარდეს ორი ადამიანი, ისე რომ არ ღალატობდე შენს მეორე ნახევარს... გაიხსენეთ ჯეკ ლონდონის ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი"
ამასთან დაკავშირებით ერთ ლექს დავდებ. იყო სკამები ფართო ლოგინი და იყო მაგიდა ტახტი... არაბული... ყველაფერი იყო... ახლა "ლოგინსაც გაიტანდა ოთახსგარეთ..." ახლა კრიზისია ორი გავიდა თუ ოცდააათიც იკლო ვნებამ იკლო სექსმა აღარ მოგწონს და აღარ მალავ... გეჩვენება და ყვირი... მლაშეა უმარილოა მწარეა უშაქროა... დაატკბე! სახლი დაალაგე მტვერი გადაწმინდე მტვერიც?! ყველაფერი თეთრად ქათქათებს და ყველაფერი თავის ადგილზეა... ყველაფერი გავიწყდება გიყვარდა და აღარ გიყვარს მოგწონდა და აღარ მოგწონს... დაგიბერდა არა, არ გაზრდილა და ვეღარ აიტანე... სიტყვები სიტყვები უაზრო სიტყვები და უკვენათქვამს ნანობ აღარ მიყვარხარო ეტყვი და გაიცინებს.. აღარ ინანებ და ცალ-ცალკე დაიძინებთ... იქნებ მოგანატროსო... იტყვი... ეჩვევი... ნელ-ნელა ეჩვევი... და მოვა... სხვასთან გაყოფილი სარეცელი სხვასთან გაგლეჟილი სამოსელი... მეორე... თმენის დროა და ითმენ, ითმენ და ამოხეთქავს... სიტყვებად: "ეს ის ქალია ღიმილიანად რომ გიყვარდა და ახლა სოფლის ერთადერთ გიჟს რომ გაგონებს" აღარ უნდა დაწერო აღარ უნდა იფიქრო... აღარ უნდა დაისიზმრო და მიხვდე... უყვარხარ და მორჩა! ხელის გაწვდენა და ცაა ხელის გაწვდენამდე ზღვაა... ლუდი ისევ დუღს და იძინებ...
|