↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
გურიის სამთავრო

გურიის სამთავრო XIV საუკუნიდან არსებობდა, თუმცა პერიოდულად სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა ხოლმე. XV საუკინიდან საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა.

გურიის მთავრები იყვნენ გურიელები (წარმოშობით ვარდანისძეები):
კახაბერი
გიორგი I
მამია I
როსტომი
გიორგი II
ვახტანგ I
მამია II
სვიმონ I
მალაქია I
ვახტანგ II
ქაიხოსრო I
დემეტრე
გიორგი III
მალაქია II
მამია III
გიორგი IV
ქაიხოსრო II
მამია IV
გიორგი V
ვახტანგ III
სვიმონ II
მამია V 1462-1483
1483-1512
1512-1534
1534-1564
1564-1582 და 1587-1600
1582-1587
1600-1625
1625-1626
1626-1639
1639-1641
1641-1658
1658-1665
1665-1684
1684-1688
1688-1714
1714-1716 და 1717-1726
1716-1717
1726-1765 და 1772-1776
1765-1772 და 1776-1790
1790-1797
1797-1804
1804-1826
გურიის ზოგი მთავარი პერიოდულად იმერეთის მეფეც ხდებოდა ხოლმე მაგ. დემეტრე (1666-1667წწ.); გიორგი III (1681-1683წწ.); მამია III 1701წ, (1711-1712) და (1713-1714წწ.); გიორგი IV (1716-1717წწ.). 1826 წელს გურიის სამთავრო გააუქმა მეფის რუსეთმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჰერეთის სამეფო

ჰერეთის სამთავრო შეიქმნა IX საუკუნის დასაწყისში უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოში, მისი დედაქალაქი იყო გიში. 893 წლს ჰერეთის მთავრებმა \'\'მეფის\'\' ტიტული მიიღეს.

ჰერეთის მეფე-მთავრებია:

საჰილ იბნ სუმბატი
ადარნასე I
გრიგოლ ჰამამი
საჰაკ სევადა
ადარნასე II პატრიკი
იშხანიკი
იოანე სენექერემი დაახლ.815-840
დაახლ.840-865
865-897
897-911
911-944
944-951
951-959
959 წელს ჰერეთი შეიერთა კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე II-მ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
იბერიის (ქართლის) სამეფო

ჯერ კიდევ ძვ.წ.VII-VI საუკუნეებიდან ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ტომთა გაერთიანებები. ხოლო უკვე IV საუკუნისთვის მცხეთაში ზის ქართლის მამასახლისი. ძვ.წ. 329 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი იყო ფარსმანი (გვიანდელ წყაროებში ფარნავაზის სახელით ცნობილი). ფარნავაზმა თავისი მეფობის პერიოდში მთელი საქართველო გააერთიანა. იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელია:

ფარნავაზიანთა დინასტია:
ფარნავაზი (ფარსმანი)
საურმაგI
მირდატ I ნებროთიანი
ფარნაჯომი 329-264
264-230
230-185
185-170

არტაშესიანთა დინასტია:
არშაკ I
არტაგ I
ბარტომ I
მირდატ II
არშაკ II
არტაგ II 170-145
145-143
143-125
125-110
110-95
95-60

ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით):
არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია):
ქართამ I
კაოსი
ქართამ II არმაზელი
არტაგ III 60-30
30-20
ძვ.წ.20-ა.წ.5
5-25

მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია):
ბარტომ II
ფარსმან I
არშაკ III
მირდატ III 60-40
40-25
ძვ.წ.25-ა.წ.5
5-25

ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები:
მირდატ III
ფარსმან II
მირდატ IV ფლავიუს დადე
მირდატ V
ფარსმან III ქველი
ქსეფარნუგი
ფარსმან IV
ამაზასპი 25-35
35-68
68-76
76-120
120-170
170-200
200-230
230-265

სასანიანთა დინასტია:
რევ მართალი (ჰორმიზდაკი)
მირიანი წმ.
ბაკურ I
მირდატ VI
ასფაგური (ვარაზ-ბაკური) 265-285
285-335
335-355
355-364
364-368

368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად.
რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი. იქ მეფობდნენ:
საურმაგ II
ბუზმირ I
ბუზმირ II 368-380
380-406
406-430

ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ:
ასფაგური (ვარაზ-ბაკური)
ბაკურ II
ფარსმან V
მირდატ VII
არჩილი 368-385
385-396
396-412
412-429
429-434

დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია.
მირდატ VIII
ვახტანგ I გორგასალი
დაჩი უჯარმელი
ბაკურ III
ფარსმან VI
გურგენი
ძამანარსე
ფარსმან VII 434-449
449-494
494-506
506-512
512-519
519-523
523-535
535-537

ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს იბერიამ დაკარგა კონტროლი დასავლეთ საქართველოზე, ძვ.წ. 170 წლისთვის იბერია სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა - გამეფდა სომხეთის მეფის არტაშეს I-ის ძე არშაკი (არტაშესიანთა დინასტია) სომხეთზე დამოკიდებულება არტაგ II-ის ხანამდე გაგრძელდა. ძვ.წ. 65 წლიდან იბერია რომის \'\'მოკავშირე და მეგობარი\'\' ხდება. მალე ძველი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალმა ბარტომმა დაიბრუნა მცხეთის ტახტი თუმცა მთელ იბერიას ვერ დაეპატრონა (იბერიის გაყოფა მცხეთის და არმაზის სამეფოებად). იბერიის სამეფოს ხელახალი გაძლიერება იწყება მირდატ III-ის დროიდან, მან გააერთიანა ქვეყანა, ხოლო მისი შვილი ფარსმან II სომხეთშიც გაბატონდა. სომხეთის იბერიელი მმართვე-ლები არიან:

მირდატი (ფარსმან II-ის ძმა) 36-51
რადამისტი (ფარსმან II-ის ძე) 51-54, 56-59

შემდეგ იბერია კიდევ უფრო ძლიერდება, ფარსმან ქველი შიშის ზარს სცემდა მთელს წინა აზიას, მან ირანის დედაქალაქი კტესიფონიც კი აიღო. III საუკუნის შუა ხნებიდან იბერია სასანიდური ირანის გავლენის ქვეშ ექცევა. 265 წელს ირანის შაჰმა შაბურ I-მა არშაკიანთა დინასტია დაამხო და მცხეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი რევ მართალი დასვა. აქედან იწყება სასანიანთა დინასტია. 298 წელს იბერია კვლავ ჩამოშორდა სპარსეთს და რომის იმპერიის მფარველობაში შევიდა. მირიან მეფის დროს 318 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. 368-429 წლებში იბერიიდან დროებით ისევ გამოეყო ქვემო ქართლის ნაწილი კლარჯეთი და ჯავახეთი. ვხატანგ I გორგასალმა 458 წელს დააარსა ქალაქი თბილისი, რომელიც 502 წელს იბერიის დედაქალაქი ხდება. V საუკუნიდან კვლავ შეიმჩნევა სპარსეთის მომძლავრება, 523 წლიდან იბერია მისი მოხარკე ხდება. ხოლო 537 წელს ირანის შაჰმა ხოსრო I-მა საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის პროვინციად აქცია.

p.s. ყველა თარიღი არის მიახლოებითი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
იმერეთის სამეფო

1258 წლიდან, როცა დავით 6 ნარინი დასავლეთ საქართველოში გაექცა მონღოლებს - არსებობას იწყებს იმერეთის სამეფო.

იმერეთის პირველი მეფეები:
დავით I (VI) ნარინი
კონსტანტინე I
მიქაელი 1258-1293
1293-1327
1327-1329
1329 წლეს გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო და იმერეთის სამეფო სამთავროდ \'\'გადაკეთდა\'\'
იმერეთის მთავრები:
ბაგრატ I
ალექსანდრე I
გიორგი I
კონსტანტინე II
დემეტრე
ბაგრატ II 1329-1372
1372-1389
1389-1392
1392-1414
1414-1455
1455-1463
1463 წელს ბაგრატ II-მ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იმერეთის მეფე გახდა მალე (1466წ.) მან ქართლი დაიკავა და ქართლ-იმერეთს განაგებდა ბაგრატ VI-ის სახელით. 1478-1484 წლებში ქართლ-იმერეთს განაგებს კონსტანტინე II ქართლის ბაგრატიონთა შტოიდან, ხოლო 1484 წლოდან იმერეთი საბოლოოდ ხდება დამოუკიდებელი, ცალკე სამეფო
იმერეთის მეფეები:
ბაგრატ II (VI)
კონსტანტინე III (II)
ალექსანდრე II
ბაგრატ III
გიორგი II
ლევანი
როსტომი
გიორგი III
ალექსანდრე III
ბაგრატ IV უსინათლო

ვახტანგ ჭუჭუნაშვილი
არჩილი

დემეტრე გურიელი
გიორგი გურიელი
ალექსანდრე IV
გიორგი IV გოჩია
სვიმონი
მამია გურიელი
გიორგი აბაშიძე
გიორგი V

გიორგი გურიელი (II)
ალექსანდრე V
გიორგი VI
სოლომონ I დიდი
დავით II
სოლომონ II 1463-1478 (1466-78 ქართლ-იმერეთი)
1478-1484 (ქართლ-იმერეთი)
1484-1510
1510-1565
1565-1586
1586-1590
1590-1605
1605-1639
1639-1660
1660-1661, 1663-1665, 1667-1678
და 1679-1681
1661 და 1665-1666
1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696 და 1697-1698
1666-1667
1681-1683
1683-1690 და 1691-1695
1696-1697
1698-1701
1701, 1711-1712 და 1713-1714
1701-1703 და 1704-1707
1703-1704, 1707-1711, 1712-1713, 1714-1716 და 1717-1720
1716-1717
1720-1740 და 1741-1752
1740-1741
1752-1784
1784-1789 და 1790-1791
1789-1790 და 1791-1810
17 საუკუნის დასაწყისიდან იმერეთი ოსმალეთის მოხარკე იყო. 1660-1752 წლები განუწყვეტელი სამოქალაქო ომების ხანაა იმერეთის სამეფოში. 1757 სოლომონ I-მა გადააგდო ოსმალეთის უღელი. 1810 წელს იმერეთის სამეფო გააუქმა და შეიერთა რუსეთის იმპერიამ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
კახეთის სამეფო

ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII საქართველოს დაშლის შემდეგ კახეთში გადავიდა და იქ დამოუკიდებელი სამეფო დააარსა. კახეთის სამეფო 1466-1762 წლებში არსებობდა.
გიორგი I (VIII)
ალექსანდრე I
გიორგი II ავგიორგი
ლევანი
ალექსანდრე II
დავით I
კონსტანტინე I ხანი
თეიმურაზ I

როსტომი
არჩილი
ერეკლე I ნაზარ ალი ხანი
დავით II იმამ ყული ხანი
კონსტანტინე IIმაჰმად ყული ხანი
თეიმურაზ II
ერეკლე II 1466-1476
1476-1511
1511-1513
1518-1574
1574-1605
2.08.- 21.10.1602
12.03.- 22.10.1605
1605-1616, 1625-1633 (ქართლ-კახეთი)
და 1634-1648
1648-1658 (ქართლ-კახეთი)
1664-1675
1688-1703 (ქართლ-კახეთი)
1703-1722
1722-1733
1733-1744
1744-1762
კახეთის სამეფო ირანის მოხარკე იყო: 1518-1524, 1538-1578, 1625-1625, 1633-1634 და 1648-1747 წლებში. ოსმალეთის მოხარკე 1578-1605 წლებში. ირანის შაჰებს არაერთხელ უცდიათ კახეთის სამეფოს გაუქმება და მისი რიგით სახანოდ გადაქცევა.
კახეთის ყიზილბაში გამგებლები:
ფეიქარ ხანი
სალიმ ხანი
სელიმ ხანი
ბეჟან ხანი 1616-1625
1633-1634
1658-1664
1675-1688
ქართლ-კახეთი ამა ტუ იმ მიზეზის გამო ხშირად ერთიანდებოდა ხოლმე: 1513-1518, 1625-1633, 1648-1658, 1688-1703წწ. 1762 წელს ქართლ-კახეთი საბოლოოდ გააერთიანა ერეკლე II-მ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
კახეთის სამთავრო

კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა VIII საუკინის მეორე ნახევარში, თავიდან მისი დედაქალაქი იყო თიანეთი, ხოლო 959 წლიდან თელავი. კახეთის მთავრები ატარებდნენ ქორეპისკოპოსის ტიტულს ხოლო 1014 წლიდან კი კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტულს.

კახეთის მეფე-მთავრებია:
ჯუანშერი
გრიგოლი
ვაჩე (დაჩი)
სამოელ დონაური
გაბრიელ დონაური
ფადლა I
კვირიკე I
ფადლა II
კვირიკე II
დავითი
კვირიკე III დიდი
გაგიკი
აღსართან I
კვირიკე IV
აღსართან II 761-787
787-827
827-839
839-861
861-881
881-893
893-918
918-939
939-976
976-1009
1014-1037
1037-1058
1058-1084
1084-1102
1102-1104
959 წელს კახეთს შეუერთდა ჰერეთი, 1009-1014 წლებში კახეთ-ჰერეთი საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო 1104 წელს იგი საბოლოოდ შეიერთა დავით IV აღმაშენებელმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
კლდეკარის საერისთავო

კლდეკარის საერისთავო IX საუკუნეში დააარსა არგვეთიდან ჩამოსახლებულმა ლიპარიტ ბაღუაშმა. ბაღუაშთა საგვარეულო 1102 წლამდე ფლობდა ამ ერთ-ერთ უძლიერეს საერისთავოს,
ლიპარიტ I
....
ლიპარიტ II
რატი I
ლიპარიტ III
რატი II
ლიპარიტ IV
ივანე
ლიპარიტ V
რატი III 876 დან.
....
დაახლ. 940-960
დაახლ. 960-988
დაახლ. 988-1005
დაახლ. 1005-1021
დაახლ. 1021-1059
დაახლ. 1059-1074
დაახლ. 1074-1095
დაახლ. 1095-1102
1102 წელს დავით IV აღმაშენებელმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
კოლხეთის (ეგრისის) სამეფო

კოლხეთის პირველი სამეფო (კოლხა) წარმოიქმნა რიონისა და ჭოროხის აუზში დაახლ. ძვ.წ.XV-XIV საუკუნეებში. მისი დედაქალაქი იყო აია ანუ დღევანდელი ქუთაისი. კოლხეთის ამ სამეფოს მეფეებიდან ცნობილია მხოლოდ ლეგენდარული აიეტი რომელიც ძვ.წ.XIII საუკუნის შუა წლებში მეფობდა. ძვ.წ.VIII საუკუნის 50-იან წლებში კოლხამ დაიპყრო თავისი მეზობელი დიაოხი, მაგრამ მალევე განადგურდა მომთაბარე ტომების კიმერიელების და სკვითების შემოსევების შედეგად (დაახ. ძვ.წ.730-720წწ).
ძვ.წ.ძვ.წ.VI საუკუნეში ხელახლა ჩნდება კოლხეთის სამფო (დედაქალაქი ციხე-გოჯი), რომლის მეფეებიდან (თუ მმართველებიდან) ცნობილნი არიან:

სავლაკი
ქუჯი \'\'ერისთავი\'\'
აკე ძვ.წ.V-საუკუნე
ძვ.წ.დაახლ. 320-280წწ.
ძვ.წ.დაახლ. 180-150წწ.

იბერიის მეფე ფარნავაზმა ძვ.წ.302 წლისთვის კოლხეთი (ამ პერიოდისთვის ეგრისს უფრო უწოდებდნენ) თავის სამეფოს შეუერთა, მაგრამ მალე კოლხეთი კვლავ დამოუკიდებელი სამეფი ხდება. ძვ.წ.II საუკუნისთვის ეგრისის სამეფო დაიშალა რამდენიმე წვრილ სამთავროდ, რომელთა დაპყრობა არ გსაჭირვებია ძვ.წ.65 წელს რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს. ძვ.წ.65-47 წლებში დასავლეთ საქართველოს პომპეუსის მიერ დანიშნული ვინმე არისტარხე მართავდა.
ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოს კოლხეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს \'\'მესამე კოლხური სამეფო\'\' ლაზიკეს სახელს ატარებდა. II საუკუნეში ცნობილია მისი ორი მეფე:

მალახა რომის იმპერატორ ადრიანეს(117-138) თანამედროვე
ბაკური რომის იმპერატორ ანტონინუს-პიუსის(138-161) თანამედროვე

ა.წ.III-IV საუკუნეები მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემებით გვახსენებს თავს, ხოლო V საუკუნიდან ხელახლა ჩნდება ლაზიკე, დედაქალაქით კვლავ ციხე-გოჯი. მისი მეფეებიდან ცნობილია:

გუბაზ I
სამნაღირ I
სამნაღირ II
წათე I
გუბაზ II
წათე II დაახლ.440-465
დაახლ.465-490
დაახლ.490-520
დაახლ.520-529
დაახლ.529-554
დაახლ.554-562

ეგრის-ლაზიკე განუწყვეტლივ ბრძოლებს აწარმოებდა ბიზანტიისა და სასანიდური ირანის წინააღმდეგ. 562 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა დასავლეთ საქართველოში მეფობა გააუქმა. ამიერიდან ეგრისს ერისთავები განაგებდნენ, მათგან ცნობილია სერგი ბარნუკისძე, რომლის დროს 697 წელს ბიზანტიელთა ბატონობა არაბების ბატონობამ შეცვალა. 778 წლიდან ეგრისი ე.წ. \'\'აფხაზთა სამეფოში\'\' შევიდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართლის ერისმთავრები

537 წელს ირანელთა მიერ ქართლში (იბერიაში) მეფობის გაუქმების შემდეგ, მას ირანელი მარზპანები განაგებდნენ, მათგან ყველაზე ცნობილნი არიან არვანდ გუშნასპი და ვეჟან ბუზმირი. მალე 571-572 წლებში ამიერკავკასია ანტიირანულმა აჯანყებამ მოიცვა. ქართლშიც დამოუკიდებელი მმართველობა აღდგა, ეს იყო ერისმთავრობის ინსტიტუტი.

ქართლის ერისმთავრები:
გუარამ I კურაპალატი 572-586
ჯუანშერ I 586-591
სტეფანოზ I 591-606
ადარნასე 606-639
სტეფანოზ II 639-663
გუარამ II 663-675
ნერსე I 675-685
არშუშა 685-700
ვარაზ-ბაკური 700-711
სტეფანოზ III 711-735
მირი 735-738
არჩილი 738-762
ჯუანშერ II 762-771
ნერსე II 771-776
სტეფანოზ IV 776-786
აშოტ I ბაგრატიონი 786-813

656 წლიდან ქართლში არაბები გაბატონდნენ, ხოლო 736 წლიდან კი თბილისში თავიანთი ამირა დასვეს. 813 წელს აშოტ I-მა დატოვა თბილისი და ტაო-კლარჯეთში თავისი სამეფო დააარსა, თბილისი მთლიანად დარჩათ არაბებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართლის სამეფო

ქართლის სამეფო 1478-1762 წლებში არსებობდა. მას 1478-1625 და 1633-1658 წწ. განაგებდა ბაგრატიონთა პირდაპირი შტო, 1658-1727 წწ. მუხრანბატონთა შტო, ხოლო 1625-1633 და 1744-1762 წწ. კახეთის ბაგრატიონთა შტო.
ბაგრატ VI (ქართლ-იმერეთი)
კონსტანტინე II
დავით X
გიორგი IX
ლუარსაბ I
სვიმონ I დიდი
დავით XI დაუდ-ხანი
გიორგი X
ლუარსაბ II წამებული
ბაგრატ VII ბაგრატ-ხანი
სვიმონ II სვიმონ ხანი
თეიმურაზ I
როსტომი
ვახტანგ V შაჰნავაზი
გიორგი XI
ერეკლე I ნაზარ ალი ხანი
ქაიხოსრო
იესე ალი ყული ხანი
ვახტანგ VI
თეიმურაზ II 1466-1478
1478-1505 (1478-84 წწ.ქართლ-იმერეთი)
1505-1525 (1513-18 წწ.ქართლ-კახეთი)
1525-1527
1527-1556
1556-1569 და 1578-1599
1569-1578
1599-1606
1606-1614
1616-1619
1619-1625
1625-1633 (ქართლ-კახეთი)
1633-1658 (ქართლ-კახეთი)
1658-1675
1675-1688 და 1703-1709
1688-1703 (ქართლ-კახეთი)
1709-1711
1711-1716 და 1724-1727
1716-1724
1744-1762
ქართლი ირანის მოხარკე იყო: 1518-1524, 1569-1578, 1606-1625, 1633-1723 და 1735-1744 წლებში; ოსმალეთის მოხარკე იყო: 1578-1606 და 1723-1735 წლებში. ხანდახან იარანი და ოსმალეთი ცდილობდნენ ქართლში მეფობის გაუქმებას და აქ თავიანთ ხანებს და ფაშებს სვამდნენ გამგებლებად. თუმცა ამაოდ.
ქართლის ირანელი (ყიზილბაში) გამგებლები:
გიორგი სააკაძე
....
ალექსანდრე (ალი მირზა)
სეფი ხანი
ხაჯან ხანი
ასლამაზ ხანი
იმამ ყული ხანი
ყოჯა ხანი
ალი ხანი
აჯი ხანი 1614-1616
....
1735-1736
1736-1737
1737-1738
1738 წ. ივლისი-ოქტომბერი
1738-1742
1742-1743
1743 წ. მაისი-აგვისტო
1743-1744
ქართლის ოსმალო გამგებლები:
ისაყ ფაშა
ოსმან ფაშა 1727-1732 და 1733-1735
1732-1735
1744 წელს ირანის შაჰმა ნადირმა, ქართლის ტახტი კახეთის მეფეს თეიმურაზ II-ს ჩააბარა, ხოლო კახეთში მისი ძე ერეკლე II გაამეფა. 1762 წელს თეიმურაზ II-ის სიკვდილის შემდეგ ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე გახდა ერეკლე II.
ქართლ-კახეთის მეფეები:
ერეკლე II
გიორგი XII
დავით XII (გამგებელი) 1762-1798
1798-1800
1800-1801
1801 წელს აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო რუსეთის იმპერიამ და ქართლ-კახეთში მეფობა გააუქმა. იგი რუსეთის გუბერნია გახდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქსნის საერისთავო

ქსნის საერისთავო წყაროებში XIII საუკუნიდან ჩანს. XIII_XIV საუკუნეებში ქსნის ერისთავები იყვნენ ქვენიფლეველები:
როსტომი
ლარგველ I
დემეტრე
ვირშელ I
შალვა I
ლარგველ II
ვირშელ II
წითლოსანი
ქვენიფლეველი
ივანე
ვირშელ III დაახლ. 1250-1260
დაახლ. 1260-1275
დაახლ. 1275-1280
დაახლ. 1280-1290
დაახლ. 1290-1315
დაახლ. 1315-1325
დაახლ. 1325-1345
დაახლ. 1345-1354
დაახლ. 1354-1374
დაახლ. 1374-1390
დაახლ. 1390-1410
ქსნის ერისთავების ახალი გამოსვლა დიდ პოლიტიკურ ასპარეზზე ხდება XVI საუკუნის შუა წლებიდან.
ელიზბარ I
შალვა II
იასე I
ზაალი
იასე II
ელიზბარ II
იასე III
დავით I
შანშე
დავით II
გიორგი დაახლ. 1555-1585
დაახლ. 1585-1605
1605-1629
1629-1633
1633-1645
1645-1661
1661-1676
1676-1717
1717-1753
1753-1774
1774-1777

1777 წელს ქსნის საერისთავო გააუქმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
რაჭის სამთავრო

ეს საერისთავო არსებობს XI საუკუნიდან, XII-XIII საუკუნეებში მას განაგებდნენ განაგებდა კახაბერისძეთა გვარი.

კახაბერისძეთა ზოგიერთი წარმომადგენელი:
კახაბერ I
ნიანია
კახაბერ II
კახაბერ II გარდ.1088
დაახლ. 1088-1120
დაახლ. 1175-1210
დაახლ. 1245-1278
1278 წელს დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერისთავო, მაგრამ XIV საუკუნის შუა წლებიდან იგი კვლავ აღდგა ჭარელიძეთა დინასტიით სათავეში:
აღბუღა
გიორგი I
ცაცი
ქველი
გიორგი II XIVს.
XIVს.
XIV-XVსს. მიჯნა
XVს.
XVს.
რაჭის ერისთავთა ბოლო დინასტიაა ჩხეტიძეები, ისინი XV საუკუნიდან მკვიდრდებიან რაჭაში:
ივანე
კახაბერ IV
ბედიანი
შოშიტა I
....
პაპუნა I
შოშიტა II
პაპუნა II
შოშიტა III
გრიგოლი
ვახტანგი
როსტომი დაახლ. 1465-1485
დაახლ. 1485-1510
დაახლ. 1510-1534
1534-1565
.....
1651-1661
1661-1684
1684-1696
1696-1731
1731-1741
1741-1749
1749-1769
1769 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა გააუქმა რაჭის საერისთავო, მისი შემდგომი აღდგენის ცდები უშედეგოდ დამთავრდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სამცხე-საათაბაგო

სამცხის სამთავრო ერთიანი საქართველოს ფარგლებში XI საუკუნიდან არსებობდა 1268 წლიდან მთავარმა სარგის I-მა მონღოლთა ხელშეწყობით ფორმალური დამოუკიდებლობა მოიპოვა. სამცხე-საათაბაგოს სათავეში იდგნენ ჯაყელთა დინასტიის წარმომადგენლები:

სარგის I
ბექა I
სარგის II
ყვარყვარე I
შალვა
აღბუღა I
ივანე
აღბუღა II
ყვარყვარე II
ქაიხოსრო I
მზეჭაბუკი
მანუჩარ I
ყვარყვარე III
ქაიხოსრო II
ყვარყვარე IV
მანუჩარ II
მანუჩარ III
1268-1279
1279-1308
1308-1334
1334-1361
1361-1374
1374-1391
1391-1444
1444-1451
1451-1498
1498-1500
1500-1515
1515-1518
1518-1535
1545-1573
1573-1581
1581-1607
1607-1628
1451 წლიდან სამცხე-საათაბაგო აბსილუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1535-1545 წლებში სამცხე შეერთებული ჰქონდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს. 1545-1578 წლებში სამცხე ირანის ქვეშევრდომი იყო, 1578 წლიდან კი ოსმალეთის, 1628 წელს ოსმალეთმა საბოლოოდ შეიერთა სამცხე-საათაბაგო და იმპერიის რიგით საფაშოდ აქცია. 1795 წლამდე მას გამაჰმადიანებული ჯაყელი ფაშები განაგებდნენ.
საფარ ფაშა (ბექა III)
იუსუფ ფაშა I
როსტომ ფაშა
ასლან ფაშა
იუსუფ ფაშა II
სალიმ ფაშა
ისაყ ფაშა
იუსუფ ფაშა III
ჰაჯი აჰმედ ფაშა
ჰასან ფაშა
იბრაჰიმ ფაშა
საულეიმან ფაშა 1628-1635
1635-1647
1647-1659
1659-1680
1680-1690
1690-1701
1701-1741
1741-1747
1747-1758
1758-1759 და 1761-1767
1759-1761
1767-1795
სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია ნაწილობრივ 1828 წელს დაუბრუნდა საქართველოს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სამეგრელოს სამთავრო

სამეგრელოს სამთავრო XII საუკუნიდან არსებობდა დადიანების დინასტტით სათავეში, დროთა განმავლობაში დადიანები სეპარატისტულ პოლიტიკას დაადგნენ, XV საუკუნისთვის მათ უკვე ფაქტიური დამოუკიდებლობა აქვთ მოპოვებული, რაც 1550 წელს ფორმალურადაც გაცხადდა.

დადიანთა დინასტია:
ბედიან I
ცოტნე I
შერგილ I
ცოტნე II (კოხტასთავის გმირი)
ვარდანი
ბედიან II
შერგილ II
გიორგი I
მამია I
ცოტნე III
გიორგი II
ვამყ I
მამია II
ლიპარიტ I
შემადავლე
ვამიყ II
ლიპარიტ II
მამია III
ლევან I
გიორგი III
მამია IV
მანუჩარ I
ლევან II დიდი
ლიპარიტ III
ვამიყ III
ლევან III
ლევან IV 1185-1191
1191-1215
1215-1239
1239-1248
1248-1255
1255-1285
1285-1305
1305-1323
1323-1345
1345-1365
1365-1386
1386-1396
1396-1414
1414-1469
1469-1474
1474-1482
1482-1512
1512-1533
1533-1572
1572-1582
1582-1590
1590-1611
1611-1657
1657-1658
1658-1661
1661-1680
1680-1691
1691 წელს შეწყდა ძველ დადიანთა საგვარეულო და სამეგრელოს ტახტზე ადის გიორგი ლიპარტიანი (ჩიქოვანთა გვარიდან), მან გვარი გადაიკეთა ჩიქვანად.
ჩიქვანი დადიანების დინასტია:
გიორგი IV ლიპარტიანი
კაცია I
ბეჟანი
ოტია
კაცია II
გრიგოლი
მანუჩარ II
ტარიელი
ლევან V
დავითი
ნიკოლოზი 1691-1704 და 1710-1715
1704-1710
1715-1728
1728-1758
1758-1788
1788-1792, 1795-1802 და 1803-1804
1792-1795
1802-1803
1804-1840
1840-1853
1853-1857
1804 წლიდან სამეგრელო რუსეთის იმპერიის \'\'მფარველობაში\'\' შევიდა, ხოლო 1857 წელს საბოლოოდ იქნა გაუქმებული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სამუხრანბატონო

ეს დიდი ფეოდალური ერთეული 1512 წელს ჩამოყალიბდა ქართლის სამეფოში. ამ სათავადოს მმართველნი იყვნენ ბაგრატიონთა გვერდითი შტოის წარმომადგენლები (მუხრანბატონები).
ბაგრატი
ვახტანგ I
ერეკლე I
თეიმურაზი I
ქაიხოსრო
ვხტანგი II (მეფე ვახტანგV)
კონსტანტინე I
თეიმურაზ II
აშოთანი
პაპუა
კონსტანტინე II
ერეკლე II
ლევანი
მამუკა
კონსტანტინე III
სვიმონი
იოანე
კონსტანტინე IV 1512-1539
1539-1580
1580-1605
1605-1625
1625-1629
1629-1658
1658-1667
1667-1688
1688-1692
1692-1696
1696-1701
1701-1717
1717-1727, 1736-1739
1727-1736
1739-1756
1756-1778
1778-1801
1801-1802

სამუხრანბატონო გაუქმდა 1802 წელს ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია
დესპანი