↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
შატირ-ძორაგეთის სამეფო

ტაშირ-ძორაგეტის სომხურ-ქართული სამეფო 972 წელს ჩამოყალიბდა ქვემო ქართლისა და ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე. ამ სამეფოს მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო, მმართველი დინასტია კი სომხური (ბაგრატუნიანთა შტო - კვირიკიანები). ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი იყო სამშვილდე

ტაშირ-ძორაგეტის მეფეები:

გურგენი (კვირიკე I)
დავით I ანჰოლცი
კვირიკე II
დავით II
აბასი 972-996
996-1048
1048-1089
1089-1110
1110-1113
1065 წელს საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ დაიპყრო ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დიდი ნაწილი და თვით ქ.სამშვილდე. დანარჩენი ნაწილი კი დახარკა. ტაშირ-ძორაგეტის დედაქალაქი ამის მერე გახდა ქ.ლორე. 1113 წელს სამეფო გაუქმებულ იქნა დავით აღმაშენებლის მიერ და საქართველოს შეუერთდა.
ტაშირ ძორაგეტის მეფეთა შთამომავლები გარკვეული ხანი ინარჩუნებდნენ მანაწბერდის მელიქის ტიტულს:
დავითი I (III)
გურგენ (II)
აბასი (II)
აღსართან I
გურგენ (III)
ფახლავანი
ტაგიატინი
აღსართან II 1118-1145
1145-1185
1185-1192
1192-1215
1215-1258
1258-1260
1260-1261
1261-1280

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სვანეთის სამთავრო

სვანეთის ერისთავები XII-15სს. იყვნენ ვარდანისძეები, 16 საუკუნიდან კი დადიშქელიანები. სვანეთის სამთავრო მოიცავდა სვანეთის მხოლოდ ნაწილს, არსებობდა \'\'თავისუფალი სვანეთიც\'\'.

1859 წელს სვანეთის სამთავრო გააუქმა მეფის რუსეთმა

ყურადღება! საიტის ავტორი ეძებს დამატებით ინფორმაციას
სვანეთის მთავართა შესახებ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტაო-კლარჯეთის სამეფო

813 წელს ქართლის ერტსმთავარი - ბაგრატიონთა დინასტიის დამაარსენელი აშოტ I თბილისიდან გაიქცა და ტაო-კლარჯეთში თავისი სამთავრო შექმნა. ტაო-კლარჯეთის დედაქალაქი იყო არტანუჯი. 888 წელს ბაგრატიონებმა (ადარნასე II-მ) \'\'ქართუელთა მეფის\'\' ტიტული მიიღეს:
აშოტ I
ბაგრატ I
დავით I
გურგენ I
ადარნასე II ქართუელთა მეფე
დავით II კურაპალატი
აშოტ II კურაპალატი 813-826
826-876
876-881
881-888
888-923
923-937
937-954
X საუკუნის შუა პერიოდი ტაო-კლარჯეთში ფეოდალური დაქსაქსულობის ხანაა, ერთიანი სამეფო რამდენიმე წვრილ სამთავროდ იშლება. ამათგან უმთავრესებია კლარჯეთი და ტაო:
კლარჯეთი:
ადარნასე III
დავით III დიდი კურაპალატი 954-961
961-1001
ტაო:
სუმბატ კურაპალატი
ბაგრატ II რეგვენი
გურგენ II მაგისტროსი 954-958
958-994
994-1008
975 წელს დავით III-მ ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი გურგენ II-ის ძე ბაგრატ III, 978 წელს კი \'\'აფხაზთა მეფედაც\'\' აკურთხა. 1001 წელს ბაგრატმა შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი, ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელო ტაო. ასე გაერთიანდა საქართველო (კახეთ-ჰერეთის გარდა). ბაგრატ III ეrთიანი საქართველოს პირველი მეფეა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
თბილისის საამირო

თბილისის საამრო, არაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული არსებობდა 736-1122 წლებში. იგი ერთის მხრივ ებრძოდა დამოუკიდებელ ქართულ სამთავროებს, მეორეს მხრივ სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. ცნობილია თბილისის ამირატა სამი დინასტია:

შუაბიანთა დინასტია:
ისმაილ იბნ შუაბი
მოჰამედ იბნ ათაბი
ალი იბნ შუაბი
ისჰაკ იბნ შუაბი (საჰაკი) VIIIს.IIნახ.-813
813-829
829-830
830-853
შაბანიანთა დინასტია:
მოჰამედ იბნ ხალიდა
ისე იბნ აშ-შეიხ აშ-შაბანი
აბრაჰამ შაბანი
გაბულოცი 853-869
869-875
875-878
878-882
ჯაფარიანთა დინასტია:
ჯაფარ I იბნ ალი
მანსურ იბნ ჯაფარი
ჯაფარ II იბნ მანსური
ალი იბნ ჯაფარი
ჯაფარ III იბნ ალი
აბდულ-ჰეიჯა იბნ ჯაფარი
სითილ არაბი 882-914
914-952
952-981
981-1011
1011-1045
1045-1062
1068-1080
1062-1068 და 1080-1122 წლებში თბილისს \'\'ქალაქის ბერები\'\' განაგებდნენ, ხოლო 1122 წელს თბილისი გაანთავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
„ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი.. შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით“...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
\"ილია ჭავჭავაძე\"

ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე
1837-1847

კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.
,,აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად
გაზრდილი...“
-ასე მიმართავდა ილია თავის მშობლიურ მხარეს ლექსში: ,,ყვარლის მთებს“.
ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები...
ილიას პოეტურ მეხსიერებაში ღრმად აღბეჭდილა კახეთში, ალაზნის პირას გატარებული სიყმაწვილის დაუვიწყარი დღეები და აკი 1859 წელს არტურ ლაისტის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, დაწერა კიდეც უმშვენიერესი ლექსი ,,ალაზანს“, რომლის მსგავსი კახეთზე არც მანამდის და არც შემდეგ დაწერილა:
,,მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!
აწ შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!
დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს,
დროთა ბრუნვისგან შენ ზვირთთ შორის დამარხულს, დანთქმულს.
რაც კი არს ჩემ-წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგე
და რის წუხილიც უნუგეშოდ გულში ღრმად ჩავრგე!..“
ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში - ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.
კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, მა უკანასკნელის სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე - დავით ჭავჭავაძე...
ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზიით გატაცებული ჭაბუკი ილია თავის დიდ წინამორბედზე 1860 წელს დაწერს:
,,მისი ლექსი შვებით, ლხენით
ხან მეჯლისში მოჰფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს,
გამღერებს და ამღერდება...“
ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას - ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!
ილია კანონიერად ამაყობდა თავისი წინაპრების პატრიოტული თავდადებით და მამა-პაპათა მიწის ერთგულებით. 1873 წლის 19 ნოემბერს პეტერბურგიდან ილია სწერდა თავის მეუღლეს: ,,მე ვიდრე პეტერბურგში მოვიდოდი, პოლტავაში დამიბარეს ბანკირთან მოსალაპარაკებლად და იქ ექვსი დღე ვიყავი... პოლტავის გუბერნიაში ბევრი ქართველები არიან, უწინდელი გადმოსახლებული და ძალიან მდიდრები-ბარათოვებიც არიან, ორბელიანებიც, მუსხელოვებიც და თითქმის ყველა გვარის კაცი, ჭავჭავაძიანთ გარდა. როგორც ეტყობათ, რომ ჭავჭავაძიანთ უწინაც თავისი ქვეყანა ჰყვარებიათ, რომ თავი არ დაუნებებიათ“.
. . . . .
ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.
შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს საბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.
ილიას თავისი პირველი ლექსები, მისი გამდელის სალომე ლოლაძის მოგონებით, რწორედ ყვარლის სახლ-კარისთვის მიუძღვნია: ,,მახსოვს, (ილიამ) ძალიან კარგი ლექსები გამოსთქვა კოშკზე, მარანზეჩ.
ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესენიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:
,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..
ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:
,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.
მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. აქ ჩვენ მოგვიხდება მოვიტანოთ ვრცელი ამონაწერი ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიიდან:
,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.
მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.
შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.
ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.
მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.
ილიას დედა,ს რულიად ახალგაზრდა გარდაცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იკისრა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძემ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.
მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .
თბილისი
პანსიონსა და და გიმნაზიაში
1848-1856 წლები
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია.
1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.
1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.
ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვემს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე.
აი, ასეთ გარემოში ცხოვრობდა, სწავლობდა და ვაჟკაცდებოდა თბილისი გიმნაზიის მოწაფე ილია ჭავჭავაძე.

პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი
1857-1861 წ
გიმნაზიის კურსდამთავრებულ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“.
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა. და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი)
1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.
ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:
“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.
ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.
ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.
1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.

“როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას“
საქართველოში დაბრუნება
1861 წლის გაზაფხულზე , აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?...............“ -სამშობლოში მომავალი ჭაბუკი პოეტის გულის ჩქროლვაა.
ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.
შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული...“ და “ჩემო კალამო“.
1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .
1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“

სახელმწიფო სამსახურში–ქუთაისსა და დუშეთში
1864-1873
1863 წლის ბოლოს ჟურნალ “საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ეფიქრა., რათა ნივთიერი სახსარი მოეპოვებინა: “1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისც ალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისგან წარმომდგარი“- წერს ილია თავის ავტობიოგრაფიაში.
კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი.

ქართული ბანკის დაარსება. “მეფე ლირის“ თარგმნა და გამოცემა
1873-1876
1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.
საქართველოში ბატონყმობის გადავარდნის დაწყებისთანავაე, გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის წინამძღოლი იყო, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა.
ილია ჭავჭავაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბანკის წესდების შემუშავებელ სხდომებში. 1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმეების შესასწავლად, დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთს გაემგზავრა.
ბანკის წესდების მოლოდინში ილია ჭავჭავაძე პოულობს თავისუფალ დროს და პეტერბურგში ხელს კიდებს ახალ დიდ საქმეს„ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ივანე მაჩაბელთან ერთად იგი იწყებს შექსპირის “მეფე ლირის“ ქართულად გადმოთარგმნას.
ბანკის წესდების დამტკიცებას, რომ კარგი პირი შეატყო, ილია აღარ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ათი თვის ტაჯვა-წვალების და რუდუნების შემდეგ, 1874 წლის აპრილის დამდეგს პეტერბურგიდან სამშობლოში გამარჯვებული გამოემგზავრა. 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება.
1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.
ილია არც “მეფე ლირის“ დაბეჭდვის საქმეს ივიწყებს. 1877 წლის თებერვალში ილიამ “მეფე ლირი“ ცალკე წიგნად გამოსცა.

“ივერია“ პირველი პერიოდი
1877-1885
ილია და “ივერია“ ყოველი ქართველის ცნობიერებაში ერთმანეთისაგან სამუდამოდ განუყოფელი ცნებებია. გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1877 წლის 3 მარტს. ყოველკვირეული გაზეთის სახით.
1879 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, რის ნებართვაცილიასთვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის მიუცია.
1880 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა სამთვიურ ორგანოდ.
1881 წლიდან “ივერია“ კვლავ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა და ასე გამოდიოდა 1885 წლის ჩათვლით.
ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ძეგლებისთარგმანებითაც. აგრეთვე მრავალფეროვანია მისი პუბლიცისტიკა.
ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ ქართულ სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.
ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების საკითხი.
წესდების პროექტზე 1878 წლის 30 იანვარს ხელი მოუწერია 126 დამფუძნებელ წევრს, ხოლო დ.ყიფიანს, ბ. ღოღობერიძეს და ი. ჭავჭავაძეს დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენიათ 1878 წლის 20 ივნისს, რომელიც ზოგიერთი ცვლილების შემდეგ დაუმტკიცებიათ 1879 წლის 31 მარტს, რის შესახებაც ოფიციალური ცნობა 1879 წლის 14 აპრილს მიიღო დამფუძნებელ წევრთა რწმუნებულმა დ. ყიფიანმა თბილისის გუბერნატორისგან.
საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.

“ივერია“ - მეორე პერიოდი
1886-1901
1885 წლის 16 სექტემბერს, მთავრობის განკარგულებით, “მავნე“ მიმართულებისათვის სამუდაომოდ აიკრძალა ეთადერთი ყოველდღიური გაზეთი “დროება“. ილია ჭავჭავაძე მაშინვე შეუდგა ყოველთვიურ ჟურნალ “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების სამზადისს. ილიას დაუბეჭდავს მომავალი გაზეთის სარეკლამო ფურცელი: “ქართული ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი “ივერია“ გამოვა ჟურნალის სამაგიეროდ 1886 წლის I-ს იანვრიდამ ყოველ-დღე.........“
მართალია “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გამოსვლის პერიოდში ილიას შემოქმედებითი ძალა და ენერგია უმეტესად პუბლიცისტურ-ჟურნალისტურმა მუშაობამ და საზოგადო მოღვაწეობამ შთანთქა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ილიას დიდმა მხატვრულმა ტალანტმა ამ პერიოდშიც შექმნა რამდენიმე პირველხარისხოვანი პოეტური და პროზაული შედევრი, მათ შორის, ქართული პროზის შედევრი “ოთარაანთ ქვრივი“
საგურამოში, თავის მიერ გაშენებულ სახლ-კარში ჩაუყარა საფუძველი ილიამ შესანიშნავ ტრადიციას – ყოველ 20 ივლისს, წმ.ილიას სახელწოდების დღეს, იგი აქ მართავდა “ილიაობას“, რომელიც დროთა განმავლობაში ჭეშმარიტ ეროვნულ დღესასწაულად იქცა!
1897 წლის იანვარში შესრულდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავი.
1891 წელს ილია ჭავჭავაძეს ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა გამოაჩნდა.
1900 წელს ილია სამკურნალოდ ევროპაში მიემგზავრება (გერმანია, ავსტრია)

ივერიის გარეშე
1902-1907
ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ილია ერთ წელს კიდევ უძღვებოდა თავის გაზეთს, მაგრამ 1901 წლის 5 დეკემრიდან რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა, თუმცა “ივერიის“ 1902 წლის №1-152 -ის გამომცემლად მაინც ილია დარჩა. ამის შემდეგ ილია უკვე საბოლოოდ ჩამოსცილდა “ივერიას“ და ერთხანს აქტიურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც უფრო ნაკლებ ედგა კვალში.
1902 წლიდან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე საგნაშვილისეული სახლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ მაშინდელ ჯერ ვაგზლის ქუჩაზე და ცოტა ხნის შემდეგ ანდრიას ქუჩაზე.
1903 წელს ილია ჭავჭავაძე აფხაზეთში ჩადის. გაგრაში ახალი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობისთვის.
დადგა 1905 წელი.
ილია ამ დროს უკვე 68 წლის მოხუცი, ავადმყოფობით იყო გატეხილი.
ილია 1905 წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.
1906 წლს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი.
1906 წლის აპრილში იგი არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. სახელმწიფო სავჭოს პირველი სესია გაგრძელდა 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე. ივლისში ილია საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი თებერვლამდე დარჩა. თებერვალში ილია ისევ რუსეთს გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე. ივლისში ილია მეუღლით დაბრუნდა საქართველოში.
1907 წლის 30 აგვისტო – წიწამურის ტრაგედიის დღე-უდიდესი სამგლოვიარო თარიღია ქართველი ერისა. ამ დღეს თვითმპყრობელობის აგენტებმა მოჰკლეს ქართველი ხალხის ერთგული შვილი ილია ჭავჭავაძე. ილიას წმნინდა სისხლი დაიღვარა წიწამურში, არაგვთან.ათი დღე, 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში.
9 სექტემბერს ქართველმა ხალხმა ილიას ნეშტი, რომელსაც დაედინა ცრემლი მთელი საქართველოსი, მიაბარა მშობლიურ მიწას .
ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. ხოლო რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
\"მნიშვნელოვანი მოვლენები\"


• დაბად გამოცხადდა ჩაქვი და ოჩხამური.
• 14 იანვარი : მერლინ მონროსა და ჯო დიმაჯიოს ქორწინება.
• 21 იანვარი : პირველი ატომური წყალქვეშა ნავი, USS Nautilus, გაიშვა ოკეანეში გროტონიდან, კონექტიკუტი, ქ-ნი დუაით დ. ეიზენჰაუერის მიერ.
• 25 იანვარი : სსრკ, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბერლინის კონფერენციაზე.
• 27 იანვარი : უკიდურესად ყინვიანი დღე ევროპაში.
• 23 თებერვალი : პირველი მასიური ბავშვთა იმუნიზაცია პოლიოს წინააღმდეგ იწყება პიტსბურგში, პენსილვანია.
• 12 აპრილი : ფინეთი და გერმანია საომარი მდგომარეობის დასასრულს ოფიციალურად აცხადებენ.
• 19 აპრილი : ჯოი ჯიარდელო ამარცხებს ვილლი თორს მეშვიდე რაუნდით მედისონ სქუეა გარდენში (Madison Square Garden), ბრძოლაში, რომლის ტრნასლაცია პირველად იქნა გაშვებული ფერადი ტელევიზიით.
• 22 მარტი : ლონდონის ოქროს ბირჟა ანახლებს მუშაობას პირველად ომის შემდეგ.
• 25 მარტი : სსრკ სცნობს აღმოსავლეთ გერმანიას როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, თუმცა ამ ქვეყნიდან ჯარების გამოყვანაზე უარს აცხადებს.
• 30 მარტი : კანადის პირველი მეტროპოლიტენი იხსნება ტორონტოში.
• 1 მაისი : ქალაქი ტაკუ, იაპონია, ფუძნდება.
• 14 მაისი : ბოინგ 707 გამოდის დაახლოებით ორი წლის დამუშავების შემდეგ.
• 20 მაისი : რადიო თავისუფლება იწყებს მაუწყებლობას ბელორუსულ ენაზე.
• 1 ივნისი : რადიოსადგური Frei Berlin (თავისუფალი ბერლინი) იწყებს მაუწყებლობას.
• 15 ივნისი : უეფა (UEFA, ევროპის ფეხბურთის ასოციაციათა კავშირი) შეიქმნა ბაზელში, შვეიცარია.
• 17 ივნისი : სამხედრო გადატრიალება გვატემალაში.
• 27 ივნისი : მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური იხსნება ობნინსკთან, მოსკოვის ოლქი.
• 4 ივლისი : დასავლეთ გერმანია უგებს უნგრეთს ფეხბურთში ანგარიშით 3-2 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
• 15 ივლისი : ბოინგ 707-ის პირველი საცდელი ფრენა.
• 11 სექტემბერი : პირველი სილამაზის კონკურსი \"მის ამერიკა\" გადაიცა ტელევიზიით.
• 14 სექტემბერი : სსრკ ბირთვული იარაღის ცდას ატარებს.
• 18 ოქტომბერი : ტექსას ინსტრუმენტსი უშვებს მსოფლიოში პირველ ტრანზისტორულ რადიოს.
• 23 ოქტომბერი : დასავლეთ გერმანია უერთდება ნატოს (ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი).
• 31 ოქტომბერი : ალჟირელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის - ალჟირელთა ეროვნულ განმანთავისუფლებელი ფრონტი იწყებს აჯანყებას საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ.
• 24 დეკემბერი : ლაოსი დამოუკიდებლობას აცხადებს.
დაიბადნენ [რედაქტირება]
• 12 იანვარი : შტერნი, ჰოვარდ - ამერიკელი რადიო წამყვანი
• 29 იანვარი : უინფრი, ოპრაჰ - ამერიკელი მსახიობი, პოპულარული თოქშოუს წამყვანი, პროდიუსერი, გამომცემელი
• 29 იანვარი : იუკინობუ ჰოშინო - იაპონელი მულტიპლიკატორი
• 12 თებერვალი : ციმერმანი, ფილიპ - ამერიკელი კრიპტოგრაფი
• 18 თებერვალი : ტრავლოტა, ჯონ - ამერიკელი კინომსახიობი
• 19 თებერვალი : სოკრატესი - ბრაზილიელი ფეხბურთელი
• 23 თებერვალი : იუშენკო, ვიქტორ - უკრაინის პრეზიდენტი
• 26 თებერვალი : ბოლტონი, მაიკლ - ამერიკელი მომღერალი
• 4 მარტი : ო\'ჰარა, ქეთრინ - კანადელი კინომსახიობი
• 16 მარტი : ვილსონი, ნენსი - ამერიკელი მომღერალი, მუსიკოსი, მსახიობი
• 9 აპრილი : ქუეიდი, დენის - ამერიკელი კინომსახიობი
• 29 აპრილი : საინფელდი, ჯერრი - ამერიკელი კომედიანტი
• 8 მაისი : ქეითი, დევიდ - ამერიკელი კინომსახიობი
• 17 ივლისი : მერკელი, ანჟელა - გერმანიის კანცლერი
• 11 აგვისტო : ჯექსონი, ჯო - ბრიტანელი მომღერალი
• 21 სექტემბერი : აბე სინძო - იაპონიის პრემიერ-მინისტრი
• 23 სექტემბერი : ბარნეტი, ჩარლი - ამერიკელი კინომსახიობი (გ. 1996)
• 8 ნოემბერი : კაზუო იშიგურო - იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი-ნოველისტი.
• 14 ნოემბერი : რაისი, კონდოლიზა - აშშ სახელმწიფო მდივანი
• 15 ნოემბერი : კვასნიევსკი, ალექსანდერ - პოლონეთის პრეზიდენტი
• 28 დეკემბერი : ვაშინგტონი, დენზელ - ამერიკელი კინომსახიობი
გარდაცვლილნი [რედაქტირება]
• 2 იანვარი : ასათიანი, ალექსანდრე - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე
• 10 აპრილი : ლუმიერი, აუგუსტ - ფრანგი გამომგონებელი (დ. 1862)
• 7 ივნისი : ტურინგი, ალან - ბრიტანელი მათემატიკოსი (დ. 1912)
• 2 ივლისი : ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე - ქართველი რეჟისორი
• 13 ივლისი : კალო, ფრიდა - მექსიკელი ფერმწერი (დ. 1907)
• 3 ნოემბერი : მატისი, ანრი - ფრანგი ფერმწერი (დ. 1869)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სულიერი გავლენა - influence spirituelle(ფრანგულიდან)

(რამდენიმე ფრაგმენტი გამოკვლევიდან \"სულიერი გავლენა და ეთნოიდენტობა\")
სულიერი გავლენა ანუ მთავარი ფაქტორი ეთნოიდენტობის შენარჩუნებისა იგივე \"კონსერვატიზმია\" - უმთავრესი წესი და რიგი, უფლისაგან დაშვებული სამყაროს კონსტრუირებისას; თვით \"თავის ხატად\" შექმნილ ადამიანში ძალუმად გამოიხატება ეს თეზა, მაგალითისთვის საკმარისია ცილის სტრუქტურის ღვთაებრივი ინფორმაციულობა, უფლის მიერ განსაზღვრულ-ჩადებულის ნებისმიერი აბერაცია(დამახინჯება, მუტაცია) დაუყონებლივ აინიცირებს ამავე ცილის დაღუპვის პროცესს, ალბათ ასეთი პროცესის(ანუ მუტაციაზე პასუხის) თვალსაჩინო მაგალითია სიმსივნური დაავადებების განვითარების ლოღიკა, სიმსივნური კოლიზიები მიმდინარეობს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ცილის აბერაციის (დამახინჯება, მუტაცია) ფონზე, ეს პროცესი შეუქცევადი იმიტომაა, რომ უფლის მიერ შექმნილის ნებისმიერი ცვლილება, ნებისმიერი მიზეზით ან მიზნით, განაპირობებს ამ ქმნილების უცილობელ დაღუპვას. ამიტომაცაა დაუშვებელი საუბარიც კი ადამიანის კლონირებაზე!
სარწმუნო უნდა იყოს ასეთივე მიზეზ-შედეგობრივი პროცესების წარმართვა სულიერების სფეროში, თუ გავიხსენებთ ბიბლიურ პერსონაჟებს, კერძოდ მათი მოღვაწეობის და ცხოვრების, დღევანდელი გადმოსახედიდან, საოცარი ხანგრძლივიბის დროს, რაც ასევე, ჩვენი აზრით, განპირობებულია \"კონსერვატიულობის\" დაცვით, და ამის საპირისპიროდ მრავალი დიდი ერის და სახელმწიფოს უკვალოდ გაქრობას, იგივე \"კონსერვატიზმის\" დარღვევის გამო სულიერ სფეროში, რაც ძირითადად რწმენის დამახინჯება-მუტაციითაა უთუოდ განპირობებული.
იქნებ ჩვენი სამშობლოს მიერ გაღებული უზომო მსხვერპლიც, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი სულიერების დამახინჯება-მუტაციის შედეგია, უცილობლად ასე იქნება, ალბათ, თუ გავიხსენებთ, ჩვენი სულიერების აღმავლობის ეპოქები, ანუ სულიერების \"კონსერვატიზმის\" დაცვა შენარჩუნება, ემთხვევა საქართველოს როგორც სახელმწიფოებრივ ისე კულტურულ აღმავლობას - გავიხსენოთ გორგასალის, აღმაშენებლის, თამარის და გიორგი ბრწყინვალეს ზეობის ხანანი.
ალბათ უპრიანი იქნება, მუხლმოდრეკით მოვუწოდოთ ერთმანეთს თანამემამულენო, შევინარჩუნოთ ეთნოიდენტობა ღმერთის მიერ დადგენილი კონსერვატიზმის გზით, ესაა სულიერი გავლენის უწყვეტი ტრანსლაცია ჩვენი დიდი წინაპრებისგან - დავით გარეჯელისგან, ხარიტონის, ექვთიმეს, თეოდოსისა და საბა განწმედილის ლავრებში მოღვაწე ქართველი მამებისგან, ტაო-კლარჯეთში, ოპიზის მონასტერში მოღვაწე გრიგოლ ხანძთელის, მიქელ პარეხელის და გიორგი მაწყვერელისგან, სინას მთაზე მოღვაწე ქართველი ბერებისგან, ივერიის მონასტერში ათონის მთაზე, სვიმეონ საკვირველმოქმედის სავანეში შავ მთაზე, ჯვარის მონასტერში პალესტინაში და პეტრიწონის მონასტერში, ბულგარეთში, მოღვაწე ქართველი მამებისგან, გელათისა და იყალთოს აკადემიებში მოღვაწე წმინდა მამებისგან.
მართლმადიდებლობის ღვაწლი და მისია გადუჭარბებლადაა უმწვერვალესად მიჩნეული ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. აღნიშნული მისია და ფუნქცია (სახელმწიფო მშენებლობისა) ჩვენი ეკლესიისა, საუკუნეთა განმავლობაში, ხორციელდებოდა, ქვეყნის შიგნით - გელათის, იყალთოსა და გრემის აკადემიები, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრების მეშვეობით.
ქართველთა სამონასტრო კოლონიები მეხუთე საუკუნიდან ჩნდებიან პალესტინაში. იქ ქართველები მოღვაწეობდნენ ისეთ შესანიშნავ სავანეებში, როგორებიცაა: ხარიტონის, ექვთიმეს, თეოდოსისა და საბა განწმედილის ლავრები.
მერვე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ტაო-კლარჯეთში, ოპიზის მონასტერში დაარსდა მძლავრი სამეცნიერო კერა, სადაც შემდგომში მოღვაწეობდნენ გრიგოლ ხანძთელი მოწაფეებითურთ, მიქელ პარეხელი და გიორგი მაწყვერელი.
მეათე საუკუნის შუა წლებიდან ქართველთა საგანმანათლებლო მოღვაწეობა გრძელდება სინას მთაზე.
მეთერთმეტე საუკუნეში მსხვილ საზღვარგარეთულ ცენტრებად წარმოჩინდნენ: ივერიის მონასტერი ათონის მთაზე, სვიმეონ საკვირველმოქმედის სავანე შავ მთაზე, ჯვარის მონასტერი პალესტინაში და პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში.
გელათის აკადემიამ, რომელიც სათავეს წმიდა დავით აღმაშენებელის მიერ აგებულ გელათის მონასტრიდან იღებს, იმთავითვე შემოიკრიბა საუკეთესო კულტურული ძალები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან; ამიტომ საკვირველი არაა, რომ ის ათინის აკადემიას დაემსგავსა ქართული სახელმწიფოსათვის.
ეჭვგარეშეა, რომ ასეთ მძლავრ სამეცნიერო-ლიტერატურულ ცენტრებში გარდა ქრისტიანული აზროვნების ფილოსოფიურ-თეოლოგიური ნაწარმოებების შექმნისა და თარგმნისა, მუშავდებოდა რეკომენდაციები სახელმწიფო მართვის, საერთაშო-რისო ურთიერთობების, ეკონომიკის და განათლების სფეროთათვის. ამ თეზის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველოში უძველეს დროიდან არსებობდა ინსტიტუტი მწიგნობართუხუცესისა (თავდაპირველად - ერისკაცი, შემდგომ - სასულიერო), რომელიც იყო უპირველესი მოხელე სახელმწიფოში.
ქართული სახელმწიფოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპთა განმსაზღვრელი ჩვენი ეკლესიაა, რომელიც თავისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრების მეოხებით ერთადერთ სწორ, ეპოქის შესაბამის, ორიენტაციას გამოიმუშავებდა და კვლავაც გამოიმუშავებს საქართველოსათვის.
+ + +
წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე XX-საუკუნის 30-იან წლებში აქვეყნებს მთელ ციკლს კვლევებისა ზოგადი სათაურით \"ვეფხისტყაოსანი ქართველთა რელიგია\", რა რჯიდა მართლმადიდებელ მოძღვარს, პატროლოგიის(მეცნიერება მართლმადიდებლობის შესახებ) პროფესორს, რომ ქართველთა სააზროვნო სფეროში აუტენტური(თანაბარზომიერი) გაეხადა მართლმადიდებლობა და რუსთაველის გენია - ვფიქრობ, მიზეზი ზედაპირზე ძევს და მისი ხილვა ყველა ჩვენთაგანს ძალუძს(რა თქმა უნდა დანახვის სურვილის შემთხვევაში) - მიზეზი ამგვარი აუტენტურობისა წმინდა მამის მიერ დანახულ, ქართული ეთნოცნობიერების რღვევაშია, რაც ძალუმად გამოიხატა XX-საუკუნის დასაწყისის საქართველოში ილია მართლის მკვლელობიდან და მას შემდგომ აღარც შეჩერებულა, ყველა განსაცდელი ჩვენი სამშობლოსი და ერისა ამგვარი ეთნოცნობიერი რღვევისმიერი შედეგია, ამას ებრძოდა ყველა ჩვენი წმინდანი და მამულიშვილი უახლესი ისტორიისა, რა მივიღეთ? საქმე იქამდეა მისული, რომ ათასწლოვანი აკადემიების (გელათი, იყალთო) სამშობლოში, მართლმადიდებლობის საყრდენთა - ჩვენი წმინდა მამების და მეცნიერების, ქართველი, ზოგადსაკაცობრიო მაშტაბის კორიფეების სააზროვნო მონაცემთა ბაზა გაცვლილია საეჭვო წარმომავლობის \"სიგელ-გუჯრებზე\" რომელთა მფლობელობაც არავითარ კავშირში არაა, არც ცოდნასთან და მით უფრო არც სულიერებასა და არც პოზიტიურობასთან ზოგადად.
კვლავ ტყის პანტას დავდევთ, თურაშაულის პატრონები! როდემდე გაგრძელდება ასე? ალბათ ზნეობის უკუსვლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეთნოცნობიერებას ღვთისგან დადგენილი \"კონსერვატიზმით\"(ე.ი. უფლისგანვე დადგენილი რწმენით) არ შევკრავთ, რომ ვიხსნათ \"სისხლდენისგან\".
\"... ურწმუნო ერთა მოქცევის მიზნით, სხეულებრივი მატერიიდან ამოაფრქვიე სასწაულნი, საიდუმლონი და წინასწარმეტყველებანი, თანახმად შენი წიგნის მყარისა, რათა კურთხევა მოჰფენოდა მორწმუნეთ, და შემდეგ შეჰქმენი მათში ცოცხალი სული, თავდაჭერილობის ძალით რომ მოაწესრიგე მათი გრძნობები. გონება, რომელიც მხოლოდ შენ გემორჩილება და არავითარ ადამიანურ ავტორიტეტს არ საჭიროებს მიბაძვისათვის, შენ განაახლე შენსავე ხატად და მსგავსად; როგორც ქალი - კაცს, გონების კარნახს დაუმორჩილე ყველა გონივრული ქმედება, და მოისურვე, რომ ყველა შენს მსახურს, რომელნიც ესოდენ საჭირონი არიან ამქვეყნიურ ცხოვრებაში მორწმუნეთა სრულყოფისათვის, სწორედ ეს უკანასკნელნი შეეწეოდნენ ცხოვრებისეულ გასაჭირში; მომავალ ცხოვრებაში უხვ ნაყოფს გამოიღებს ეს შემწეობა.
ჩვენ ვხედავთ ყოველივე ამას და ვრწმუნდებით, რომ ყველაფერი ძალიან კარგია, რადგანაც ჩვენში შენ ხედავ ამას, შენ ვინც მოგვეცი სული, რათა მისი მეშვეობით ვხედავდეთ შენს ქმნილებებს და მათში გვიყვარდე შენ\".
ნეტარი ავგუსტინე (354-430) \"აღსარებანი\"- წიგნი მეცამეტე, XXXIY, 49.
+ + +
მაინც რამდენი და როგორი შეიძლება იყოს სულიერი გავლენის თვალხილული ნიმუშები, ჩვენთვის უბრალო მოკვდავთათვის; ჯერ ერთი უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთნი(თვალხილული ნიმუშები) სიმრავლეს წარმოადგენენ, რამეთუ ცოდვებით დამძიმებულმა მოკვდავთ შევძლოთ ადვილად, გონების განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე ვიხილოთ უფლის დადგენილი(სულიერი გავლენა) უფლისვე დაშვებით;
ამ სიმრავლეთგან ერთი მოვიხილოთ მოკლედ - \"სიშორის სიახლოვე\" - რაც მრავალ ქართველს(თუ ყველას არა) გამოუცდია და უფრო უმრავლესი გამოცდის კვლავაც, ესაა ყველა ქართველისთვის ნაცნობი ნოსტალგიის გრძნობა, რომელიც მუდმივად უღრღნის გულს უსამშობლოდ დარჩენილ ჩვენ თანამემამულეთ, სწორედ სიშორის სიახლოვეა აღმძვრელი ღვთაებრივი სიყვარულისა სამშობლოს მიმართ, რომელიც მხოლოდ განშორებისას, ემიგრაციაში იგრძნობა ძალუმად და არც თუ იშვიათად, ხდება მიზეზი ქართველთა გარდაცვალებისა, არის ერთი ცინიკური თეზა \"სიყვარულით არავინ მომკვდარა\"-ო, ქართველები კვდებიან სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით - ნოსტალგიით! საერთოდ სიტყვამ მოიტანა და ყოველგვარი სიყვარულის გამოსახატად ევროპულ ენებში არსებობს ერთადერთი სიტყვა: ინგლისურში - Love, გერმანულში - Liebe, რუსულში - Любовь, იტალიურში - Amore, ფრანგულში - Lamur.
ამ ენებში თვით ეროტულ სიყვარულსაც - სიყვარული ჰქვია, მაშინ როცა ქართული ენა იცნობს ამ ამაღლებული გრძნობის გამოხატვის რამდენიმე ფორმას: მიჯნურობა, ტრფობა, სიყვარული, გულისთქმა და სხვა, რაც ქართული ეთნოცნობიერების მკაცრ მორალურ სტრუქტურირებაზე მეტყელებს, გავიხსენოთ რუსთაველი რას წერს მიჯნურობაზე \"- იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი\".
ადამიანურ ურთიერთობებშიც ნამდვილი სიყვარულის იდენტიფიცირებაც \"სიშორის სიახლოვით\" ხდება, ცნობილი ფაქტია, როგორი გაუსაძლისია სიყვარულისათვის \"ტოპოგრაფიული სიშორე\" იმიტომ რომ ეს პრობლემა ისეთივე სულიერების სფეროში ძევს, რაშიც ნოსტალგიის სინდრომი იწყებს ქმედებას.
Подпись автора
\"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!\"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართველების გენეალოგია



ლეონტი მროველის ლეგენდა

პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ თჳისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკჳიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხჳ, რამეთუ ესხნეს ცოლმრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილისშვილნი ძეთა და ასულთა მისთანანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა.

ხოლო ქვეყანა იგი, რომელი წილით ხდომოთა, ესე არს საზღვარი ქვეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღვა გურგენისა, დასავლით ზღვა პონტოსა, და სამხრით ზღვა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდის კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა.

ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანნა შჳიდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა. მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმისავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბურდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი დადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს. . . .

და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისისა თჳისია ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპო არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანიდან ვიდრე ზღუამდე სპერისა.

შემდგომად ამისსა ამანვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშჳლდე. და კუალად აღაშენა მტუერის ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავიმისი.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნივე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
\'ტბეთის სულთა მატიანე\'

‘ტბეთის სულთა მატიანე’-ს დედანი (XII-XVII სს.) 1874 წელს აღმოაჩინა გიორგი ყაზბეგმა ტბეთის ეკლესიაში. მოგვიანებით, მასში მოცემული დოკუმენტები შეისწავლა და 1977 წელს გამოაქვეყნა ქართველმა მეცნიერმა თინა ენუქიძემ, რომელშიც შესულია მრავალი ძველი ქართული გვარ-სახელი, რამაც განაპირობა მისი წინამდებარე ელეექტრონულ-ალფაბეტური ვერსიის შექმნა.

ტბეთის ეკლესია, სადაც ეს დოკუმენტები იწერებოდა, მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეში – შავშეთში. მისი ზემოდასახელებული მატიანე მდიდარია ქართული ისტორიულ-გენეალოგიური მასალით, კერძოდ მის ტექსტში შესულია 348 გვარი და 21 ტოპონიმი. ეს სახელები ძირითადად მიეკუთვნება შავშეთს, ნაწილობრივ კლარჯეთსა და აჭარას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ამ ტექსტში შესული ზოგიერთი გვარ-სახელის დაბოლოება, რომელთა უმეტესობის დაბოლოვებაა: ‘ძე’, ‘ეთ’ და ‘შვილი’. მაგრამ, ვხვდებით გვარების შემდეგ დაბოლოებებსაც: ‘ურ’, ‘ელ’, ‘ულ’, ,ფხა’, ‘ია’, ,ნა’, ‘ში’, ‘აკი’, ‘ისა’ და სხვ.

ამ დოკუმენტებში შესული გვართა უმრავლესობა განეკუთვნებოდა საზოგადოების დაბალ ფენებს – ძირითადად კი კონკრეტული საგნების მწარმოებლებს, რომლებიდანაც წარმოიშვებოდა მათი გვარები. მაგალითად, მეფუტკრიდან – მეფუტკრიძე, მჭედლიდან – მჭედლიძე და ა. შ. რიგ შემთხვევებში სამოქალაქო და საეკლესიო ფენების წარმომადგენლები უშუალოდ არიან მოხსენიებული როგორც მჭედელი, თერძი, ოქრომჭედელი, დიაკონი, მღვდელი და სხვ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სასისხლო სიგელები

სასისხლო სიგელები წარმოადგენენ შუასაუკუნეების ქართულ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებშიც მოცემულია საყურადღებო ინფორმაცია ქართული გვარ-სახელების შესახებ. იმ დროის ქართული იურიდიული ტერმინოლოგიით ‘სისხლი’ ეწოდებოდა ისეთ ქონებრივ ან ფულად საზღაურს, რომელიც დამნაშავეს დაზარალებული გვარისთვის უნდა გადაეხადა ამა თუ იმ მიყენებული ზიანისათვის. ეს დოკუმენტები გარკვეულ დახმარებას გაუწევს გენეალოგებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს გამოიკვლიონ წინაპართა ცხოვრების თარიღები, გვარები, ცხოვრების ადგილი, სოციალური სტატუსი, პრივილეგიები, საკუთრება და ა. შ.

აღნიშნული სიგელები ძირითადად იქმნებოდა 1251-1675 წწ., მაგრამ, როგორც ამ დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილის გამომცემელი, პროფესორი სარგის კაკაბაძე შენიშნავდა, ამ სახის ყველაზე ძველი დოკუმენტი ავშანდაძეთა სასისხლო სიგელი უნდა იყოს, რომელიც შესაძლოა დათარიღდეს 957-967 წლებით. სასისხლო სიგელები გამოაქვეყნეს აგრეთვე სხვა ცნობილმა ისტორიკოსებმაც (ე. თაყაიშვილი, თ. ჟორდანია და სხვ.). აღნიშნული დოკუმენტების ანოტაციები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

განმარტებები:

ცხუმური, კირმანეული, თეთრი და გოგაური – ძველი ქართული ფულის ერთეულები

სანახშირო – გვარის წევრის სიკვდილით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ჯარიმა

· სასისხლო სიგელი ნიქაბაძეთა (მიქაბაძე), ბოძებული აფხაზთა მეფის დავით ნარინის მიერ დაახლოებით 1251 წელს. ნიქაბაძენი იხსენიებიან როგორც “გელათისა წინა მდეგი და ყმანი”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: მოვარდუკაძე, მორჩიაშვილი [ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 2-5]

· იმავე ნიქაბაძეთა (მიქაბაძე) სასისხლო სიგელი ბოძებული აფხაზ-იმერეთის მეფის გიორგის მიერ დაახლოებით 1325 წელს. ნიქაბაძე აქ მოხსენიებულია ჩხეტიძის ყმად. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: ჩხეტიძე, ხევანიძე [ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 5-7]

· მიქელ აფხაზ-იმერეთის მეფე 1325-1326 წწ. ამტკიცებს მიქელაძის (მიქელაძე) ძველ სასისხლოს 80 ათას ძველ კირმანეულს თეთრს, სანახშიროდ 6 ათასს. ამ თანხის სათვალავში გოგიტაშვილმა (გოგიტაშვილი) მიქელაძეს მისცა “რვა ტანი აბჯარი მისითა მოწყობილობითა, მისცა შვიდი გლეხი მას, ცხენი და აბჯარი უთვალავი”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: ჭარელიძე, გოგოტაშვილი (გოგიტაშვილი), კახაბერიძე, მხეციძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 33-34]

· გელაძის (გელაძე) სასისხლო სიგელი, მიცემული დავით მეფის მიერ (XIV-XV სს.). ამ გვარის ერთი წევრის მკვლელმა გადაიხადა სისხლი 80 ათასი კირმანეული. ამ თანხის ანგარიშში მან “დადვა თორმეტი გლეხი, მისცა აბჯარი სიმრავლე, ცხენი სიმრავლე, ნაქსოვი და ხვასტაგი სიმრავლე, რითაც ვერ ამოუვიდა, აპატივა საყდარსა და მეფესა და დარბაისელთა საყდრის შვილთა”. სიგელში მოხსენიებულია გვარი დავლაძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 34-35]

· ცირღილასძეთა (ცირღილაძე) სასისხლო სიგელი, მიცემული საქართველოს მეფის კონსტანტინეს მიერ 1408 წ. 4 ივნისს. “მიუბოძეთ (გენათის მეღვინეთუხუცესს ცირღილასძეს) ახლად ძუელი იგივე სისხლი პაპ(ა)თა ჩუენგან გაჩენილი ასოცი ათასი ძველი თეთრი მისითა დასამსმელო სანახშიროთა”- ნათქვამია სიგელში [ს. კაკაბაძე, გენეალოგია დიდის ალექსანდრე მეფისა, ტფ. 1913, გვ. 4-6; ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი III, გვ. 434-435]

· სასისხლო სიგელი ყიფიანთა (ყიფიანი), მიცემული ბაგრატ მეფის მიერ XV საუკუნეში. ყიფიანთა სასისხლო “საყდრიშვილობით” გაჩენილია “ოთხმოცი ათასი გოგაური [გიორგაული- ს. კ.] თეთრი, ოცი ცხენი, სამი ქორი მისით ბაზიერითა და მეძებრითა”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: წერეთელი, ლორთქიფანიძე, ყაენაძე, კახაბერიძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 398-399]

· XV ს. დასაწყისში აფხაზ-იმერეთის მეფის ბაგრატის მიერ მიცემული სასისხლო სიგელი გირგალიძეთა. გირგალიძე დასახელებულია მეღვინეთხუცესად, მისი სასისხლო ნაჩვენებია 200 ათასი თეთრი ყაზნაური (სიც), “საზ(ა)ოდ შესამყრელოდ” 6 ათასი, სანახშიროდ 15 ათასი [ს. კაკაბაძე, კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, გვ. 1-3]

· კოტრიძეთა (კონტრიძე, კოტრიკაძე?) სასისხლო სიგელი, ბოძებული აფხაზ-იმერეთის მეფე ვახტანგის მიერ 1432 წელს. სიგელი მიცემულია ჭარულიძეების მიერ აბესალომ კოტრიძის მოკვლის გამო [ს. კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი, გვ. 9-11]

· გელოვანის, სვანთა ერისთავის, სასისხლო სიგელი (XV ს.), მიცემული ბაგრატ მეფის, მისი თანამეცხედრის ელენესი და ძის ვახტანგის სახელით. სასისხლო – ორი ათასი კირმანეული თეთრი... “სანახშირე ორმოცი ათასი, საპირო და საზაო თორმეტი ათასი” და სხვ. [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 514-515]

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია
დესპანი