ჩემი ნომერ მესამე ლექსიც:)



ქარტეხილებში მუზა აფეთქდა,
გრძნობის მორევში აიმღვრა სევდა,
ისევ მომინდა,რომ შენთვის მეთქვა,
რაც კი ამდენ ხანს ნაღველად მსდევდა.
ისევ სიჩუმე...ფერები მკრთალი
და ნიაღვრებად აშლილი აფრა...
შორს ავარდნილი გრძნობების ალი
ჰაერში ისე უეცრად გაქრა!
ჩემი ლექსების ნუსხა მომკრთალო-
დაღლილი მუზით რომ დაწერილა,
მივხვდი,რომ ყველა ჩემი ოცნება
სადღაც ჩრდილებთან შორს გაფრენილა.
და უკვე მუზაც ამაო გახდა...
და შევუბერე სურვილებს სული,
იმედი გულში რომ მქონდა გაქრა,
შემომრჩა მხოლოდ ცრემლი წარსულის!
ხატია ფაცია