|
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით ჩემო დესპანელებო!უფალი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს შემწე და მფარველი!გაგვაძლიეროს!მე გისურვებთ ყველას (რა თქმა უნდა ჩემს თავსაც)ყველა ოცნება ლამაზად აგვხდენოდეს,რაც დაწყნარებულ გულზე გვინატრია ის შეგვსრულებოდეს!!! ამინ!!! გვყვარებოდეს ერთმანეთი, დღეში ერთ კეთილ საქმეს თუ არ გავაკეთებთ,კეთილი სიტყვა მაინც ვუთხრათ ერთმანეთს,...
ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!!! ჩვენთვის, ჩვენ რომ ერთმანეთი გვყვარებოდა,რამეთუ ღმერთია თავად სიყვარული, და თუ გიყვარს ღმერთი შენშია !!!
ადრე გილოცავთ, 7 და 8 ში ალბათ არ ვიქნები, როგორ ვხვდები შობას? ძალიან ლამაზად, ჩემთვის ყველაზე ლამაზი დღესასწაულია...საშობაო მარხვას ყოველთვის ვიცავ,საღამოს ტაძარში მივდივარ, აუცილებლად ვეზიარები ამ დღეს და მერე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ლამაზად, ქართულად ჩავუსხდებით ხოლმე. ეს ტრადიციაა, ყველა შობას ჩემს ოჯახში ვიკრიბებით, ყოველთვის ვაცხობ გურულ კვერებს(ურია შენ რომ გიყვარს),რაჭულ ლობიანებს,(ფოცხვერ შენთვისაც გამოვაცხობ აწი) იმერულ ხაჭაპურებს,არასოდეს არ ვაკეთებ საცივს და გოჭს (ყველას მობეზრებული აქვს ახალწლებზე),სამაგიეროდ ღუმელში ვწვავ ღორის მთლიან ფეხს დაფნით და ნივრით, უგემრიელესია,ვაკეთებ მაგარ ტოლმას,ყოველთვის მაქვს რაჭული ვიჩინა,მაგარი ჩაშუშული,კარგი მჭადი და ყველი,სოკოს და ხორცის ჟულიენი,კარგი მჟავე,დიღმის კიტრი და პომიდორი,ათასნაირი სალათები,და რაც მთავარია,მაგარი ღვინო,მამაჩემის დაყენებული. ხომ დავყარე პურმარილი, ნეტა ყველას გეპატიჟებოდეთ ახლა... დესერტი გამომრჩა, ამ დღეს აუცილებლად ვაცხობ ფორთოხლის ტორტს,ალუბლის ტორტს არაჟნის კრემით,კომშებს ნიგვზით და ქიშმიშებით და ვაკეთებ დიდ კვახში ფლავს,..ვაიმე დედა, თურმე რამდენ რამეს ვაკეთებ?! უფროსწორედ ვაკეთებდი...წელს ჩემი მეგობრები მაინც მივლენ ჩემს ოჯახში,ჩემებს და ჩემს შვილს მიულოცავენ,მე რა თქმა უნდა არ ვიქნები, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მიცვალებული ვარ და ჩემი მეგობრები ადიან ჩემს ოჯახში ჩემს მოსაგონებლად,,,მაპატიეთ,ნოსტალგიამ მძლია...არაუშავს ,მალე შევხვდებით ყველანი ჩვენს ოჯახებში შობა-ახალ წელს.... გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!
|