↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ტერენტი გრანელი.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 6 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
:smilie:ძალიან მიყვარს ეს გენიალური პოეტი,ვისაუბროთ მის შემოქმედებაზე და თუ მოგეპოვებათ ლექსები/ჩანახატები დადეთ.

:wink: მისი ნამდვილი გვარია კვირკველია.

მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Jun 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ის გენიოსია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი კარგია,მაგრამ უფრო უკეთესი იქნებოდა თუ ვინმეს გაქვთ დაწერილი თქვენი საკუთარი ლექსები

:biggrin: :biggrin:
გავხსნათ თემა, საკუთარ ლექსებზე..

;;;;;;
ქალის აგონია

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგია ტერენტი , მაგრამ ძალიან ტრაგიკული პოეზია აქვს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined19 Feb 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაგრამ ძალიან ტრაგიკული პოეზია აქვს----ტრაღიკული ცხოვრება ჰქონდა ტერენტი გრანელს, პოეზია -უმშვენიერესი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
მეც შემოგთავაზებთ ტერენტი გრანელის ლექსს.

*****
ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია,
გული წაიღეს ცისკენ მტრედებმა,
სადაც მე ვდგავარ იქ სიბნელეა,
იქით არავინ არ იხედება.
და პოეზია ჩემთვის გულია,
და ქარის შემდეგ ახლა თენდება,
სადაც მე ვდგავარ_იქ სიბნელეა,
იქით არავინ არ იხედება.
ჩემთვის სიცოცხლე ისევ ძნელია,
და გრძნობის ცეცხლი სხეულს ედება,
სადაც მე ვდგავარ_იქ სიბნელეა,
იქით არავინ არ იხედება.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 6 posts ] 
ტერენტი გრანელი.
დესპანი