↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 202 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
***

საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული,
ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები.
ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება
და იწვევს გაოცებას შორეული ალები.
მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.
გადავყევი ამ მიზანს და ვედრებას ღამისას,
ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე.
ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს,
სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე.
დავრჩი ბედის კუთხეში, ბრბო მიცქერის უხეში,
მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით.
მირაჟების კრებული არის გათეთრებული
და მე გაფითრებული შენსკენ მოვექანები.
მიპყრობს ავი ზმანება, თვალი ცრემლებს დანებდა,
ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია.
ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს,
რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია.
მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან...
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
ციტატა:
ჩავთვალე, რომ მოკრძალებული და თავმდაბალი თანხმობა იყო და კარმა ჩემგან

danke:)

***
ნეტავი ვის მიაჭენებს ასე გვიან რაში?
მამას მკლავზე უსვენია ავადმყოფი ბავშვი...
სადღაც, შორით უსტვენს ქარი, წყვდიადია ღამის
და მამა შვილს გულში იკრავს, არ იცილებს წამით...

- \"შვილო, სახეს ასე მორცხვად რატომ მალავ ნეტავ?\"
- \"მამა, ნუთუ ჩემს გვერდით მდგარ ტყის მეფეს ვერ ხედავ?
ტყის მეუფეს, ტევრთა მეფეს გვირგვინით და კუდით...\"
- \"შვილო, ალბათ იფანტება ტყეში ქულა ღრუბლის\"....

\"წამომყევი ჩემო ციცქნა,საყვარელო ბავშვო,
მე ხომ მხოლოდ შენთან ერთად მინდა ვითამაშო...
ზღვის ნაპირას გელოდება ყვავილების ტევრი,
დედაჩემს კი შენთვის ოქროს სამოსი აქვს ბევრი\".

\"აი,ისევ! მოუსმინე საყვარელო მამა,
ტყის მეუფე ყურში ჩუმად ჩამჩურჩულებს ამას:...\"
- \"მომეხვიე, შვილო ჩემო და იყავი წყნარად,
ხმელ ფოთლებში ცეკვავს ქარი და ქანაობს ქნარად\".

\"წამო ჩემთან პაწაწინავ, გამომყევი ნებით,
იქ გელიან ალბათ უკვე ჩემი ასულები,
მოილხენენ და ღამეულს განაგებენ რაინს
და ცეკვით თუ არ გაგართეს, გიმღერებენ მაინც\".

\"ნუთუ ახლაც ვერა ხედავ, საყვარელო მამა,
ტყის მეუფის ასულები ხეთა რიგში დგანან...\"
- \"გეჩვენება, ჩემო ბავშვო, დაზაფრული ნუ ხარ,
ეს ბებერი ტირიფები ანათებენ რუხად...\"

\"შემიყვარდა შენი სახე, შემიყვარდი გზნებით,
და წაგიყვან ძალით თუ არ წამომყვები ნებით!..\"
- \"მამაჩემო, ტყის მეუფე უკვე ხელსაც მკიდებს,
მატკინა და სადაც არის, გამიტაცებს კიდეც...\"

მამა შიშის ზაფრამ იპყრო, ააჩქარა რაში
და სნეული მისი შვილი მტკიცედ იპყრა მკლავში,
მიაღწია კარ-მიდამოს ქუხილსა და ქარში
და ესვენა მამას მკლავზე მისი მკვდარი ბავშვი..../გოეთე

პ.ს (სამწუხაროდ თარგმანი დავდე თქვენთვის:(\"ორიგინალი\" არის ჩემთვის უძლიერესი ლექსი)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
ეხლა ღამეა... ძალიან გვიანია..გული დამშვიდებულია... თვალები ცრემლით დანამული, ყველაფერი ნისლშია გახვეული, იმედი მცირეა...თუმცა არის, მთავარი ესაა, სიყვარული არსებობს?..არსებობს , არსებობს. მთავარია ელოდე.. შედეგი იქნება? იქნება. ეხლა გავიღიმებ...დილით მზე აამოვა, ნისლი გაიფანტება. რწმენა მთავარია რწმენა. არ ვკარგავ. ლოდინი ძნელია მაგრამ მოვა....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
ყოველი..28 -(ეხლა)-.. ყოველი..19 -(ესაა)- (მთავარია)-
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
19(სიყვარული)28(ეხლა)კარგად ნახე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
კარგია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
მთელი ცხოვრება ვიგაცას ველი,რა სათქმელია მოვა თუ არა?
მოლოდინის გარეშე ერთი წუთიც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
ციტატა:
მთელი ცხოვრება ვიგაცას ველი,რა სათქმელია მოვა თუ არა
:)...

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!

მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!

ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!

ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Dec 2007
Posts138
კარმა51
OFFLINEPROFILE
?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
მე აქ ვარ, ფეხაკრეფით დავიარები ოთახთა შორის.
მე აქ ვარ მომაკვდავი და მომლოდინე შორეულ ფიქრთა მომწყვდეული ირგვლივ კოშმარში. ლოდინის მიერ მიყენებულ ჭრილობას მძიმეს ნაღველს და დიდ ჭრილობას ჭრილობას მატებს. სევდას დაჩრდილულს მოლოდინით აღსავსე სულით.
თითქოს მარტო ვარ და სიმარტოვეც ჩემს წუხილს ერთვის.
შორს გატყორცნილი იმედივით შევყურებ ფანჯრებს.
ფანჯრებს ჭუჭყიანს, დაორთქლილს და სულმთლად დათოვლილს…
ცაში ავაპყრობ ნამტირალ თვალებს, ცრემლებით სავსეს, შენს დაბრუნებას ციდან ველი ცისფერ ქარავნით.
ო, როგორ შორს ხარ! ო, როგორ შორს ხარ!.. ცრემლები ტანჯვას უერთდება, ტანჯვას მწამებლურს, ფიქრთა ბურუსში გზააბნეულს სევდა გამრიყავს,
ტანჯვას ვით ქცეულს, მოლოდინის ცხოველურ სურვილს, მარტოდ მტანჯველი შენს საძებრად მომიწევს გული…
გთხოვ მაპატიო და შეიწყალო ცოდვილი სული, მე არ ვიყავი ღირსი შენი, შენი დანდობის…..
=tavfx=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
რას დაგისკდათ ლოდინის და სიყვარულის ბუშტუკები? ახალი წელია ხვალ კიდევ შობა, იხარეთ, იმხიარულეთ, იბედნიერეთ და ნუ ხართ ასე მოწყენილები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
Cherub wrote:
ციტატა:
რას დაგისკდათ ლოდინის და სიყვარულის ბუშტუკები? ახალი წელია ხვალ კიდევ შობა, იხარეთ, იმხიარულეთ, იბედნიერეთ და ნუ ხართ ასე მოწყენილები

შენ გელოდებოდით :D
უკვე აღარ ვართ მოწყენილები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარეთ მაშინ მაკუშ:)
აბა მოვიდა ჩერუბა ექიმი და ყველამ გაიღიმეთ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
Cherub wrote:
ციტატა:
გაიხარეთ მაშინ მაკუშ:)
აბა მოვიდა ჩერუბა ექიმი და ყველამ გაიღიმეთ :)
და ასე უცებ წასვლა რაიყო მერე,შენი შეხედვა მოგავრჩენდა?გაჩერებულიყავ ცოტას =pp

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined05 Dec 2007
Posts26
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩერუბ სად მოღვაწეობ? მე არამიანცში ვარ პედიატრი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 202 posts ] 
დესპანი