↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 19 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
:smilie:
მიგაჩნიათ თუ არა ბავშვის ცემა (ან ტაკოზე შემორტყმა) აღზრდის ერთ-ერთ მეთოდათ??

ჩემი აზრით ეს არის ძალადობა ბავშვებზე და ყოვლად გაუმართლებელია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ბავშვის ცემა არ არის რათქმაუნდა მართებული.ამით მისი ფსიქოლოგია სერიოზული საფრთხის წინაშე დგება,ძალიან გთხოვთ მშობლებმა დაფიქრდეთ ამაზე,გეთანხმები მარიამ ეს არის ძალადობა,მიუხედავათ ასაკისა მისი თავმოყვარეობა ილიხება,განსაკუთრებით მაშინ როცა ბავშვს ცემ მისი თანატოლების წინაშე."შვილი მშობლის სარკეაო".ალბათ ბევრი დამეთანხმებით.ბრავო მარიამ საინტერესო თემაა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2006
Posts34
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისე მოდი გაიხსენეთ თუ უცემიხართ თქვენს მშობლებს?
და თუ თვლით, რომ ღირსები იყავით და მიტომ გცემათ?
თუ 100-ჯერ ახსნის შემდეგ 101-ედ დაეზარა მშობელს და მოკლე და ეფექტურ გზას მიმართა?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
ცემა მაინცდამაინც არ მახსოვს, ისე კი კარგად შემაჯანჯღარებდა ხოლმე და ისეთი შეშინებული ვიყავი, სიტყვის დაძვრას როგორ გავბედავდი :)
ტაკოზე მსუბუქად შემორტყმის წინააღმდეგი არა ვარ :) მაგრამ თუ მაინცდამაინც დასჯა გვინდა,მაშინ უნდა ავუკრძალოთ რამე, მაგალითად არ მივცეთ ნაყინი, ან არ გავუშვათ სასეირნოდ. ან რამე მსგავსი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2006
Posts34
კარმა50
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ, მეც მსჯიდნენ ბავშობაში და კუთხეში მაყენებდნენ, ცემა კი არ მახსოვს...
გვყავდა ერთი მასწავლებელი, დაუნდობელი გასათხოვარი არსება... და წარმოიდგინეთ სკამის ფეხის ნაწილი ქონდა ჯოხად არჩეული, გვირტყავდა ხელებში მე სულ ერთხელ მომხვდა (ჯგუფური შატალო) მაგრამ იყვნენ ბავშვები, ვისაც სისტემატიურად ხვდებოდა და იყვნენ ასეთი ბავშვების მშობლები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მათი შვილები "დაესაჯა" (კარგად მიებერტყა) ამ მასწავლებელს... არ მესმოდა არასოდეს მათი ლოგიკის...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბავშვის ცემა? საშინელებაა.. არა პრინციპში ცემასაც გააჩნია ტაკოზე შემორტყმა ეგ არაფერია. საჭიროცაა..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ცემა და ტყაპატყუპი,ჰი ჰი ჰი თუ იმსახურებს კი,გააჩნია :biggrin:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ცემა დაუშვებელია, დამამცირებელია და შეურაცხმყოფელი...
"აფერუმ" ისედ დედას, რომელიც შვილს მოერევა და ხელს აწევს................................
რაო მაგრები არიან, ძალის დემონსტრირებას ახდენენ ???????

დედაჩემს არასოდეს "წამოურტყამს" ჩემთვის, არასოდეს დაუყვრია, ცოტათი თუ შეუცვლია ტონი, მაგრამ ვთვლი რომ ამის გარეშე "შევდექით " მე და ჩემი და-ძმა ;) და გავიზარდეთ საკმაოდ წესიერი ბავშვები.............

ბავშვის ცემა არის სუსტის დაჩაგვრა ....

მიმაჩნია, უდიდესი სასჯელი უნდა შემოვიღოთ ბავსვის ცემათან დაკავშირებით.....პატიმრობა......თუნდაც!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
KiZiBi წერს:
მიმაჩნია, უდიდესი სასჯელი უნდა შემოვიღოთ ბავსვის ცემათან დაკავშირებით.....პატიმრობა......თუნდაც!!!!!

მერე ვინ გაზრდის იმ ბავშვებს? დედა - ციხეში, ბავშვები - უპატრონოდ.
აი ისე უნდა მოიქცნენ, როგორც აქ ხდება, როგორც კი გაიგებენ მშობლები ბავშვებს ცემენო, ეგრევე მიჰყავთ ის ბავშვები სოციალურ სამსახურებს. ეგ კი არა, თუ მას შემდეგ გააჩინეს იმ მშობლებმა ბავშვი, სამშობიაროდანვე ართმევენ, რომ ერთი დღეც არ გაატარონ მათთან

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ნუ, ციხე მაგალითად მოვიყვანე...ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ მკაცრად უნდა დაისაჯოს მშობელი .....ასეთი მშობელი არაა ბავშვის ღირსი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
გეთანხმები, უნდა დაისაჯონ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
არა ცემა მიუღებელია, ტაკოზე წამორტყმა ცემა არარის, ბიბისის აქვს გადაცემა გადია სასწრაფოდ, იქ არის ნაჩვენები ბავშვის დასჯის მხედველობასი მაქვს არააგრესიული მეთოდი. შეიძლება ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი, ბევრი ნამდვილად რთული ბავშვი ჰყავს მორჯულებული. ცემა? არავითარ შემთხვევაში. ზოგი ისე ეჩვევა ცემას საერტოდ არ მოქმედებს მერე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined17 Jun 2007
Posts25
კარმა50
OFFLINEPROFILE
უნდა ვაღიარო და აფირისტი ვიქნები რო ვთქვა ბავშვისთვის ტაკოზე არ მომირტყამსთქო(რაც ძაან იშვიათად ხდება),ოგონდ ისე რო არ ტკენოდა(თანაც პამპერსში ვერაფერს გაიგებს)და ამავე დროს სიტყვებით ვეალერსები დედი მეტჯერ არა ქნათქო,სანამ იმ დონემდე მივალ რო ტაკოზე მოვუტკაცუნო ყველანაირ ხერხს ვცდი,ვეფერები,ვუხსნი რაც შეიძლება მარტივად რომ არ შეიძლება და რატომ არ შეიძლება,არ გეგონოთ რო ჭირვეულია,უჯრების ამოლაგებას სამზარეულოში,ტანსაცმლის გადმოყრას ვერავინ მოასწრებს,მაგრამ ამის გულისთვის ბავშვს ვერ დავსჯი,ხოლო რაც მის ჯანმრთელობას ავნებს:საპნის აგება,გაზთან თამაში ვერასდროს შევეგუები,დავჯდე და ვუყურო?ტირის და არ იშლისთქო?არიან მშვიდი ბავშვები და მათთან სიტყვის თქმა არ გჭირდება,აი მე მაგ.სადაც დამსვამდა დედა მის მოსვლამდე არსად მივდიოდი თურმე,ჩემი კი ძოგჯერ რო გაჯიუტდება არაფერი არ ჭრის,არც მოფერება,არადა პატარაა და ჯერ დაშინებას(ნაყინის აკრძალვას......)ვერ ხვდება,პირიქით თუ არ მისცემ რამეს სულ გადაირევა,სულ მის ჭკუაზე თუ იარე მერწმუნეთ ამისგან კარგი არაფერი გამოვა,ისეთი თავნება გაიზრდება ვეღარ ვუშველით დიდობაში,ხოლო რასაც ცემა ქვია არასდროს ჩავიდენ არც ჩემი შვილის და არც სხვა ბავშვის მიმართ,და შემირცხვენია ის დედა ვინც მავშვს გაულაწუნებს ან უარესი ჯოხით ცემს,ცემა მხოლოდ ზიზღს ბადებს და კაცმა არ იცის რა სახით გამოვლინდება შემდგომში,ასე რომ ტაკოზე მორტყმას ცემაში ნუ ჩამითვლით და ნუ დამაპატიმრებთ,რო წამოიზრდება დარწმუნებული ვარ ტკბილი სიტყვით ყველაფერს შევასმენ,ბავშვს მშობლის ხათრი უნდა ჰქონდეს და არა შიში

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
:) ტაკოზე წამორტყმა სასარგებლოცაა :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
გეთანხმებით ურტყათ მხოლოდ ტაკოზე :er:

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 19 posts ] 
დესპანი