შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ისე მართალი რომ ვთქვა აქ ბავშვების აღზრდის უცნაური მეთოდები აქვთ, ჩემი მაზლი ამბობს რომ არ უყვირით იმიტომაა გაუგონარიო, თვითონ ფსიქოლოგებთან რომ დაარბენინებენ ბავშვს არ აგდებს მხედველობაში, ჩემი აზრით ტკბილი სიტყვა და მოფერება მართლა ჭრის არ მახსოვს დედაჩემს ჩემთვის დაერტყას.გაიზრდება და უფრო ყველაფერს გაიგებს, ასე ვფიქრობ მე. ისე რომ ვთქვა ყველაფერი დაბმული მაქვს სახლში, განსაკუთრებით გასაღებებს ემტერება.
ეჰ, ჩემო კარგებო, ხომ იცით რომ მარტო წრთვნა ვერაფერს უშველის თუ ბუნებამც არ უშველა? რა თქმა უნდა ქამარი,ნემსები,ცხელი უთო ,ბრტყელტუჩათი ყურის მოწეწკვა,ფურთხება ,გინება და თვალში თიტის ტაკება დასჯის იარაღად არ უნდა გამოიყენო, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ იმის წინააღმდეგი,ბავშვს ტაკოზე წამოარტყა როცა გაჯიუტდება და ვერაფერს აგებინებ.აბა ისაა მიზან შეწონილი, ზოგიერთი ბავშვი ქუჩაში რომ გაწვება სანამ ამას არ მიყიდი სახლში არ წამოვალო? ანდა მართლა როცა ხვდები რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, და ისეთი ნივთით თამაშობს რაც მისთვის არ შეიძლება,ანდა ტყუილზე რამდენჯერმე რომ შენიშვნას მისცემ და კიდევ ერთხელ ეცდება შენს მოტყუებას? მას ხომ ამით დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდება? ის ტყუილი თუ მისთვის იმ წუთში სახეიროა, და ადვილად მიაღწევს ჩანაფიქრს,ეს ხომ მისი დაღუპვაა შემდგომში .აბა ამაზეც დაფიქრდით. ასე რომ თუ მოფერებით და რამდენჯერმე ახსნით ვერ მიაღწიე მაგას, არაფერია იმაში ცუდი ტაკოზე წამოარტყა და ან კუთხეში დააყენო. ნეტავი ეხლაც შემეძლოს როცა რამეს აშავებენ მაგ მეთოდის გამოყენება, მაგრამ ჩემ ბიჭებს ეხლა რომ წამოვარტყა სიცილით გაიგუდებიან, თუმცა ხანდახან ხუმრობით ვიცი ხოლმე, თუმცა 18 და 17 წლის არიან უფროსები, ჩემთვის მუდამ პატარები არიან.
ცემით ბავშვებს ვერ აღზრდი ,ცემა ცხოველებს ჭირდებათ.მოდით წყნარად აუხსნათ და შევაგნებინოთ ეს ძალიან ძნელი მეთოდია მაგრამ ჭრის პირადი გამოცდილებიდან ვამბობ