↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
***
რამდენი სიტყვა ითქვა ამაოდ,
რამდენი ღამე მოწყდა კალენდარს,
ჯუჯა გნომებით დაწყობილი რითმებს რითმები,
მოვა ღამე და მოლოდინით გავირინდები.
სუსხი იანვრის სევდანარევ სონეტებს მატანს,
ფიალიდან კი მიყურებენ ცრემლები ვაზის,
თუ მხოლოდ ჩვენი სიძულვილით იწვის სამყარო,
მზადა ვარ მუდამ რომ ეს სული სხეულს გავყარო,
რომ მოყინული ჭრილობა მორჩეს და
გარინდული ვლოცულობდე შენს მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავსჭიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
1992 წელი

მთას ნისლი მოსავს
ზეცა ღვრის ცრემლებს,
შორდება უშბას სინათლის სხივი
ისე უბედო როგორც სამშობლო
მთაში მოუკლავთ წუხელის ჯიხვი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ემიგრანტის სევდა

მითხარი რომ თბილისის ცა ლურჯია
მითხარი რომ იქ სიცოცხლე ღირდა
თორემ სული სევდით ისე დამძიმდა
აღარც ვიცი აბა როგორ გითხრა;
რომ მნათობნი ღამით ციდან ცვიოდნენ
მე კი ნატვრაც ვერ ჩავუთქვი რატომ...
ნუთუ მართლაც უსუსური ბუჩქი ვარ
და ფიფქები სევდასავით მათოვს.
მითხარით რომ სიყვარული არსებობს,
მითხარით რომ თავს სწირავენ სხვისთვის,
უსამშობლოდ გული ისე გაცივდა
არ დავიხევ უკან არაფრისთვის.
ოღონდ აზრი ქონდეს ყოფნას ქვეყნად
ასეთი დღის გათენებას ველი,
ალიონზე მხოლოდ მისთვის ავდგეთ
რომ ვიღაცას გავუმართოდ ხელი.
მითხარით რომ მართალია ყველა,
რომ ამქვეყნად მარტოდმარტო ვცოდავ,
მითხარით რომ შეიცვალა რაღაც
თორემ ყოფნა მინდა ქვეყნად აღარ.
მესაუბრეთ სიკეთეზე ქვეყნის
შემახედეთ როგორ უყვართ ღმერთი,
მომიყევით ქართველებზე რამე
გამახარეთ თუნდაც ერთი ღამე...

უცხოეთის ცის ქვეშ ვნახე სევდა
სულ სხვა არის მთაწმინდაზე ღამე,
გამიმრთელეთ დასერილი გული
ქართველებზე მომიყევით რამე!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...
პოეზია

------------------------------------------------

თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა,
დაანება ბალახების ჭამას თავი,
და მთელი დღე თეთრ გვირილას უყურებდა
თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...

ბალახს გაეხარდა ფესვიანად არ გადამყლაპავსო სხვა ძროხებივითო.
ირემმა უთხრა მაინც ძროხა იქნები რაც არ უნდა დაწერო სახელს ვერ შეიცვლიო.
ხარს მთელი ღამე არ ეძინა და სხვა ძროხებს არ ეკარებოდა.
ძროხები ფიქრობდნენ ალბათ ლენცოფა შეყვა ბალახს რომ სძოვდაო.
ლენცოფა იცინოდა კიდევ კარგი მე არ მიმირთვა თორემ მერე ნახეთ რას იზამდაო.
ყასაბს გაუხარდა, მაგი ძროხად აღარ ივარგებს არც პოეტი დადგება და მე მომიყვანენო...

ძროხას კი ეს სულ არ ანაღვლებდა, მას პოეზია უყვარდა და თეთრი გვირილა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
ზვიგენ აი მალადეც კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
მეც მინდა მონაწილეობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
დაბრუნება
-------------

ისევ ხატავენ ზეცას ღრუბლები
მე დავბრუნდები!!!

ქარი იქნება, მერე ჩადგება,
ერთხელ მეც ვიყავ ციცქნა ღრუბელი
ქარმა 9 მთაზე გადამატარა...

გავწვიმდი სადღაც, მდიოდა წვიმა,
წვიმა კი არა უფრო ცრემლები,
რა უხეშია ეს დედამიწა, მიწა რომელსაც
გონია წვიმა, წვიმა რომელიც არის ცრემლები,
მზემ რომ მოხიბლა მოცილდა მიწას...

მაგრამ ხატავენ ზეცას ღრუბლები
მე დავდრუნდები:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
არჩევნებში სახელებით იქნებით თუ ნომრებით?:P
ნუ 5 ნომერს ხმას არ მივცემ გაითვალისწინეთ=lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
\"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში.\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
14 იანვრიდან საკუთარი ნიკით დავდებ ჩემს ლექსებს.ეხლა ჩემი მეგობრის ნიკით ვსარგებლობ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
მოგესალმებით. ძალიან გამიხარდა. პირადად კარამელკას პოეზია მომწომს მაგრამ მაინც მივიგებ არჩევნებში მონაწილეობას და წარმოგიდგენთ ჩემს წინა საარჩევნო პოეზიას:)

***
გამიტყდა ფიქრი
წვიმის წვეთები ცრის, და
ფოთლები ქარმა ახვეტა,
ვბუტბუტებ ისევ და ისევ მიკვირს
ცას რა ატირებს ამ დილით ნეტავ?...
..........................
..........................
ლამაზი ქალი ფანჯარას კეტავს

ძალიან დიდი მადლობა ზვიგენ! გაიხარე! =ko= ზვიგენი კი არა საკალელი დელფინი ქალლლლლ...=ko= =love=
14 იანვრიდან მეც დავწერ ყველა ჩემს ლექსს! =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ემიგრანტის სევდა

მითხარი რომ თბილისის ცა ლურჯია
მითხარი რომ იქ სიცოცხლე ღირდა
თორემ სული სევდით ისე დამძიმდა
აღარც ვიცი აბა როგორ გითხრა;
რომ მნათობნი ღამით ციდან ცვიოდნენ
მე კი ნატვრაც ვერ ჩავუთქვი რატომ...
ნუთუ მართლაც უსუსური ბუჩქი ვარ
და ფიფქები სევდასავით მათოვს.
მითხარით რომ სიყვარული არსებობს,
მითხარით რომ თავს სწირავენ სხვისთვის,
უსამშობლოდ გული ისე გაცივდა
არ დავიხევ უკან არაფრისთვის.
ოღონდ აზრი ქონდეს ყოფნას ქვეყნად
ასეთი დღის გათენებას ველი,
ალიონზე მხოლოდ მისთვის ავდგეთ
რომ ვიღაცას გავუმართოდ ხელი.
მითხარით რომ მართალია ყველა,
რომ ამქვეყნად მარტოდმარტო ვცოდავ,
მითხარით რომ შეიცვალა რაღაც
თორემ ყოფნა მინდა ქვეყნად აღარ.
მესაუბრეთ სიკეთეზე ქვეყნის
შემახედეთ როგორ უყვართ ღმერთი,
მომიყევით ქართველებზე რამე
გამახარეთ თუნდაც ერთი ღამე...

უცხოეთის ცის ქვეშ ვნახე სევდა
სულ სხვა არის მთაწმინდაზე ღამე,
გამიმრთელეთ დასერილი გული
ქართველებზე მომიყევით რამე!!!!!!

ეს ლექსი განსაკუტრებით მომეწონა ზვიგეენ!ბრავოოოოოოოოოო=sher= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2008
Posts28
კარმა55
OFFLINEPROFILE
მყვირალობისას თორმეტ სანთელს ავინთებ ქედზე,
წყალდიდობისას გადავლეკავ დახატულ ჭალებს,
სუბსარქისისას ვიბობოქრებ ქარიშხლის გვერდზე
და კვირტობისას შენთან ერთად გავახელ თვალებს.

ყვავილობისას გაგეშლები სოსნად და ვარდად,
მარიამობას ჩამოგიკრავ ერდოზე ზარებს,
სათიბობისას გავხუნდები მოცელილ დარდად,
და ღვინობისას ჭურ-მარანის შეგიღებ კარებს.

ფოთოლცვენისას ავცეკვდები სურვილით ქარის,
გიორგობისთვეს შენს სარკმელთან მომიტანს ბედი,
ქრისტესშობისას ავმაღლდები სხეულში ქალის
და აღსარებად ავკვნესდები სიმღერით გედის.

დიდთოვლობისას დაგიფარავ ციცაბოს გზათა,
ენძელობისას ლილო-ჭრილოდ მოგივალ ხევში,
და როცა მარტი აგისუსხავს სისველეს თვალთა,
ტყემლის ყვავილად ჩაგაკვდები საფიცარს ხელში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი სიამოვნებით მივიგებ კონკურსში მონაწილეობას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
კიდევ ერთხელ მოგესალმებით საყვარელო დესპანელებო, პირველ რიგში ამ საიტის შემქმნელებს და მერე ყველა დესპანელს ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღეს! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი მარად და ყველგან და მე მინდა მოგიძღვნათ ლექსი,რომელიც რამოდენიმე წუთის უკან დავწერე!:

შობის ღამე

შობის ღამეა...წითელი ცა ლოცვად მემსხვრევა,
გააპობს გრძნობებს აქაფებულ ტალღებად ნისლი,
ტყეთა დათოვლილ პეიზაჟებს ყინვა ეხვევა,
ვარსკვლავთა გუნდი მოელვარე პერანგებს იხსნის!..
აქ ვეღარ ვისმენ \"ალილოს\" და \"მრავალჟამიერს\"
შორი ქვეყნიდან მაინც მესმის ნაცნობი ხმები,
ვეთაყვანები ყველა გრძნობას,თუნდაც წამიერს,
შობის ღამესთან სიყვარულის დილად ვთენდები!
ვუახლოვდები ჩემს სალოცავ და წმინდა ხატებს,
ვუმზერ მაცხოვრის მოელვარე თვალთა კაეშანს,
ავათნებ რაღაც უჩვეულო შეგრძნებით სანთელს
და ამით ღმერთი ,ვიცი,მომცემს სიცოცხლის ნიშანს!
შობის ღამეა...წითელი ცა ლოცვად მემსხვრევა,
გააპობს გრძნობებს აქაფებულ ტალღებად ნისლი,
ტყეთა დათოვლილ პეიზაჟებს ყინვა ედება
ვარსკვლავთა გუნდი მოელვარე პერანგებს იხსნის!

რა ვიცი აბა , მართლა თქვენ გიძღვნით და შეძლებისდაგვარად გამოვხატე ჩემი თქვენდამი სიყვარული!.. აქ თავს,როგორც ჩემს სახლში და ჩემს კერასთან ისე ვგრძNობ! მართლა მიყვარხაააააააააააააააართ!

ხატია ფაცია
6 იანვარი,2008 წელი
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი