karamelka wrote:ციტატა:
კიდევ ერთხელ მოგესალმებით საყვარელო დესპანელებო, პირველ რიგში ამ საიტის შემქმნელებს და მერე ყველა დესპანელს ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღეს! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი მარად და ყველგან და მე მინდა მოგიძღვნათ ლექსი,რომელიც რამოდენიმე წუთის უკან დავწერე!:
შობის ღამე
შობის ღამეა...წითელი ცა ლოცვად მემსხვრევა,
გააპობს გრძნობებს აქაფებულ ტალღებად ნისლი,
ტყეთა დათოვლილ პეიზაჟებს ყინვა ეხვევა,
ვარსკვლავთა გუნდი მოელვარე პერანგებს იხსნის!..
აქ ვეღარ ვისმენ \"ალილოს\" და \"მრავალჟამიერს\"
შორი ქვეყნიდან მაინც მესმის ნაცნობი ხმები,
ვეთაყვანები ყველა გრძნობას,თუნდაც წამიერს,
შობის ღამესთან სიყვარულის დილად ვთენდები!
ვუახლოვდები ჩემს სალოცავ და წმინდა ხატებს,
ვუმზერ მაცხოვრის მოელვარე თვალთა კაეშანს,
ავათნებ რაღაც უჩვეულო შეგრძნებით სანთელს
და ამით ღმერთი ,ვიცი,მომცემს სიცოცხლის ნიშანს!
შობის ღამეა...წითელი ცა ლოცვად მემსხვრევა,
გააპობს გრძნობებს აქაფებულ ტალღებად ნისლი,
ტყეთა დათოვლილ პეიზაჟებს ყინვა ედება
ვარსკვლავთა გუნდი მოელვარე პერანგებს იხსნის!
რა ვიცი აბა , მართლა თქვენ გიძღვნით და შეძლებისდაგვარად გამოვხატე ჩემი თქვენდამი სიყვარული!.. აქ თავს,როგორც ჩემს სახლში და ჩემს კერასთან ისე ვგრძNობ! მართლა მიყვარხაააააააააააააააართ!
ხატია ფაცია
6 იანვარი,2008 წელი
ხატი ყოჩაღ=ko= კარმა ჩემგან