|
იმედი მაქვს კომპრომისზე წავა ორივე მხარე და ქვეყანაში დაძაბული ფონი მოიხსნება. არც მთავრობას და არც ოპოზიციას არ უნდა დაავიწყდეს რომ შუღლი და დაპირისპირება ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას. მივესალმები დღევანდელ დღესაც სადაც როგორც იქნა მთავრობამ შეწყვიტა აბსოლიტური კონტროლი საზოგადოებრივი მაუწყებლის და იმედია პრესა და ტელევიზია შეცვლის ცინიკურ ტონს და საზოგადოებაზე ორიენტირებული გახდება. იმედია კომპრომისი შედგება რის იმედსაც დღევანდელი დღე იძლევა და დაძაბულობა შენელდება ურთიერთანხმობისა და პატივისცემით. ვილოცოთ რომ ქართველი ერი ორად არ გაიხლიჩოს. ილია მეორემ კიდევ ერთხელ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისაკენ და კომპრომისის ძიებისაკენ.
მეტად საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ფრანგულმა გაზეთმა ლა მონდემ.
[პიტერ სმოლიარი, Le Monde] სააკაშვილის სიხარული ორი საათი გაგრძელდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, რომელმაც 53.4% მიიღო, ის-ის იყო თავის მომხრეებთან ერთად გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო, რომ მისი მოწინააღმდეგეები დარღვევებზე ალაპარაკდნენ. 13 იანვარს მასობრივი აქცია ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდა. პრეზიდენტის ცხოვრებიდან პოლიტიკური კომფორტი გაქრა, წარსულს ჩაბარდა 2004 წლის 96%-ანი მოგება. რამდენიმე თვის წინ ”ვარდების რევოლუციის” სიმბოლოს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია დაუპირისპირდა, ხოლო ქვეყნის გარეთ ნდობის შეუმცირდა. თუმცა, სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესები, რომელიც მნიშვნელოვან ბრალდებებს შეიცავს, სანდოობის მხრივ მაინც ეჭვს იწვევს.
სააკაშვილი შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო: რომ ხისტად მართავდა ქვეყანას, რომ ძალიან გვიან აღმოაჩინა, თუ რაოდენ მტკივნეულია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისი ამბიციური რეფორმები - გატარებული ასეთი ტემპით, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე; თუნდაც მისი სტრატეგია რუსეთთან, როცა ის ხშირად იყენებდა და ბერავდა ორ ქვეყნას შორის მომხდარ მცირე ინცინდენტებს.
თუმცა თვით ყველაზე მკაცრმა ბრალმდებლებმაც უნდა აღიარონ, რომ საქართველოში ცვლილებები თვალშისაცემია. უნდა მოუსმინოთ თბილისის მცხოვრებლებს, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინანადელ სიტუაციას იხსენებენ, როცა ქუშაში შებინდებულზე გასვლაც კი საშიში იყო.
ახლა პროგრესი სრული სვლით ხორციელდება. ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა საქართველო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველ 25 ქვეყანას შორის დაასახელა. კორუფციასთან ბრძოლაც საკმაოდ მტკინვეული, მაგრამ აუცილებელი იყო, რაც, მაგალითად არ განხორციელებულა რუსეთში.
საინტერესოა თვალი მიადევნოთ, როგორ შეიცვალა დამოკიდებულება სააკაშვილისადმი საზღვარგარეთ. სამი წლის განმავლობაში მას აქებდნენ თანამედროვებისა და ლიბერალური რეფორმებისათვის. დავითს ყველაფერს პატიობდნენ, რადგან მის ზურგს უკან რუსი გოლიათის სუნთქვა იგრძნობოდა. 2007 წლის ნოემბერში კი მეორე უკიდურესობაში გადავარდა დასავლეთი, როცა ძალების გადამეტებულ გამოყენებასა და მასმედიის ზეწოლაზე ალაპარკდა.
რეზინის ტყვიების გამოყენება, მომიტინგეთა ცრემლსადენი გაზით დაშლა, ”იმედის” დახურვა, შემდეგ პრეზიდენტის გადადგომა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა და ისევ ამომრჩევლების წინაშე წარდგომა. მართლაც, მოვლენების უნიკალური ჯაჭვია.
მოქმედებს თუ არა საქართველოსთვის ორმაგი სტანდარტი? განა შეიძლება დავივიწყოთ, თუ რა ტვირთისგან - საბჭოთა ეპოქის ფსიქოლოგიისაგან - ცდილობს საქართველო თავის დახსნას. სააკაშვილმა დებატებზე ოპოზიციასთან უარი განაცხადა.
ფრანგული საპრეზიდენტო არჩევნები გვიჩვენებს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა სულაც არ არის. მას ბრალს სდებენ ნარცისიზმში. არა მხოლოდ მას. მას ასევე უკიჟინებენ პიარ კამპანიის წარმართვას ამერიკულ სტილში. დაასახელეთ თუნდაც დემოკრატიული ქვეყნის ერთი მსხვილი კანდიდატი, რომელსაც თავიდან აუცილებელია ამგვარი ბრალდებები.
თიხის დემოკრატია უფრო სერიოზული არგუმენტია, როცა ოპოზიცია არაპატიოსანი საარჩევნო კამპანიის და ფალსიფიკაციის შესახებ საუბრობს, რამაც, როგორც თვაად ამტკიცებენ, 100’000 ხმამდე დააკარგვინა. დამკვირვებელები მიანიშნებენ ადმინისტრაციული რესურსების მობილიზაციაზეც. დისბალანსი თვალშისაცემი იყო.
მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც შორსაა იმ სიტუაციისგან, რაც რუსეთში სუფევს: ოპოზიციის კანიდატები რეგულარულად ჩნდებოდნენ და დღესაც ჩნდებიან ტელეეკრანებზე, აღარაფერი რომ არ ვთქვათ მათ წინასაარჩევნო კლიპებზე, რომელიც ყველა არხზე გადიოდა.
გარდა ამისა, მათი წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებოდნენ საარჩევნო უბნებს - სწორედ ამით აიხსნება აღმოჩენილი დარღვევებიც. დარღვევები მართლაც იყო, როგორც გამიზნული, ასევე დილეტანტიზმით გამოწვეული. ეს ეუთომაც აღნიშნა.
რთულია გაიგო, იყო თუ არა ეს დარღვევები იმის მიზეზი, რომ მეორე ტური აღარ დაინიშნა. ფაქტია, რომ ოპოზიციამ შეძლო თბილის გადმობირება, მიუხედავა პროგრამის არქონისა და ნაკლებშთამბეჭდავი კანდიდატისა. ლევან გაჩეჩილაძის ერთადერთი პროექტი იმაში მდგომარეობს, რომ არჩევის შემთხვევაში ის გადადგებოდა და საპრეზიდენტო მმართველობას გააუქმებდა. თუ დარღვევები მასშტაბური იყო, როგორღა მოახერხა მან ასეთი შედეგის მიღწევა არჩევნებზე.
ოპოზიციის კიდევ ერთი პრეტენზია - ისინი აცხადებენ, რომ მათ კერძო კომპანიებისაგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ჩამოართვეს. ყველაზე მდიდარმა, ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც თავად იყო ერთ-ერთი კანდიდატი, კამპანიის დასაწყისში კიდევაც განაცხადა, რომ სააკაშვილის ოპოზიციას დააფინანსებს და სხვა ბიზნესმენებსაც მოიზიდავს. კოალიცია ამტკიცებს, რომ არავითარი ფინანასები მათგან არ მიუღიათ.
პატარკაცისშვილის ამბიციები და ზიზღი არსებული ხესიუფლების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ მან სახელმწიფო გადატრიალების გეგმაც კი შეიმუშავა. ფარული ჩანაწერები, მოსყიდვა...
ასეთი მეთოდები 1990 წლების რუსეთს უფრო შეეფერება, სადაც მაკომპრომიტირებელი დოკუმნეტების ფრიალი იყო გაჩაღებული. ეს მეთოდები ერთ ფაქტს ამტკიცებს: ქართული დემოკრატია თიხისგანაა გამოძერწილი და არა სპილენძისგან, რომელზე სწორებასაც ის ცდილობს.
|