↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
Leonardo wrote:
ციტატა:
კუმ გამოყო ფეხები
გარეთ ცივა დელი დელი
ლამაზია ვერხვები
ტასაობა ნელი ნელი

(არ ჩამქოლოთ)

ახლა ადმინისტრატორი კი ხარ მაგრამ .... პოეზიაზე აცრილი გაქვს=haa= =haa= =haa=
არ გეწყინოს ლეო=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2008
Posts28
კარმა55
OFFLINEPROFILE
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

მანანა ფრუიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
სამყაროს სივრცეში მოსჩანს კელაპტარი
ეს ხომ სიხარულის მწარე ცრემლებია
ბოროტი ჩურჩული ჩუმად მეპარება
ეს ხომ შორეული ცოდვის ფერებია

ისმის შორიდან ცივი აგონია
ქარი სასტიკად მიბერავს სულში
სად არის სიმართლე.... გულის ჰარმონია
ვიწრო ბილიკზე მივდივარ მრუში ..

შიში, სიძულვილი, ტკბილი ნეტარება,
ყალბი ოცნებების ძველი გარმონია
და სიყვარულის სექსთან შედარება
სულის სოდომი და ცივი გომორია

მაშინ სად არის სიმართლის ხელები ..
სულში არეულად ირწევა საყდარი
ეს ხომ განათების ტკბილი ცრემლებია
სამყაროს სივრცეში მოსჩანს კელაპტარი

(არ ჩამქოლოთ 2)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2008
Posts28
კარმა55
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ჩემო კარგებო! მიხარია, თუ გასიამოვნეთ ჩემი ლექსებით.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
სკოლაში მიდის კურდღელი
ხელში წიგნები უჭირავს
უცებ გაჩერდა, სიგარეტს მოუკიდა და სახლში წავიდა ..

(არ ჩამქოლოთ 3)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ახლა ადმინისტრატორი კი ხარ მაგრამ .... პოეზიაზე აცრილი გაქვს=haa= =haa= =haa=
არ გეწყინოს ლეო=sher=

კი მასეა :D :D =ml= =sher=
მარა მე მაიცნ დავწერე :D

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
Leonardo wrote:
ციტატა:
კუმ გამოყო ფეხები
გარეთ ცივა დელი დელი
ლამაზია ვერხვები
ტასაობა ნელი ნელი

(არ ჩამქოლოთ)

ახლა ადმინისტრატორი კი ხარ მაგრამ .... პოეზიაზე აცრილი გაქვს=haa= =haa= =haa=
არ გეწყინოს ლეო=sher=

სამაგიეროდ რითმის შეგრძნება როგორი აქვს აა??? :)

გააგრძელე ლეონარდო გააგრძელე... =cq

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2008
Posts28
კარმა55
OFFLINEPROFILE
სხივმა ჩახია ღრუბლის კარავი
და ცამ ცისაფრად გადაიდარა,
არ გაიკარა გულმა არავინ,
არასდიდებით არ გაიკარა.

სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე ზღვაა და ვიდრე მდინარე,
სისხლთან ნაზავი ცრემლის წვეთია,
გაოფლილ მკერდზე ჩამომდინარე.

ბედს მიჯაჭვული ლპება ბორანი,
დღით დასიცხული ჭალა სისინებს,
ნამოსახლარზე ჯდება ყორანი
და თვალით თვალში მიყრის სიცივეს.

სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე სიცოცხლე კაცის სამყოფი,
ცად ავარდნილი ხსოვნის სვეტია,
სამურზაყანოს სულის გამყოფი..

ტალღა ქვიშაზე იწყებს ხეტიალს,
აზალიები თვალებს კვესავენ,
სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე გვგონია,თქვენი კვნესამე!

ცა ციცასავით მკლავზე დამიწვა,
დილამ ქოთქოთით გადაიდარა,
არ გაიკარა გულმა სხვა მიწა,
არასდიდებით არ გაიკარა.

მანანა ფრუიძე
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მანანა ფრუიძეს მერე მრცხვენია ჩემი ლექსები დავწერო! გადავდექი კონკურსიდან.
მანანა კარგი პოეტი ხარ, ნებისმიერ ლიტერატურულ ჟურნალს დაამშვენებდა თქვენი ლექსები!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მაგრამ ვერ გავიგე მანანა ფრუიძე რომელია... მანჩო თუ ნინიკო?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
დედაააააააააააააა როგორ მიყვარს მანანას პოეზიააა

ძალიან ძალიან... ჩვენი მეზობელი თუ იყო რატომ არავინ მითხარით აქამდე???

* *

პატარა თოვლის ფიფქის მეშინია,
პატარა ნაპერწკალიც მათბობს,
სამყარო კივილამდე შეშლილია,
სამყაროს უმეცრება არ თმობს.

იუდას საცალფეხო ბეწვისხიდზე,
ცხოვრება თავდაყირა დგება.
ობოლი სიყვარული შევიხიზნე,
მუდმივი წამება და ვნება.

სიცოცხლე უსაშველო ტკივილია,
სიკვდილი უმეტესად შვება,
სისხლის საუკუნე მიილია,
სულის წაწყმედისა დგება.

მიწა ხორცის გახრწნამ გადარია,
ზეცამ სულის კვდომა იგრძნო,
ღმერთო, შეგავედრებ ადამიანს!
ღმერთო, მომისმინო ვინძლო.

პატარა თოვლის ფიფქის მეშინია,
პატარა ნაპერწკალიც მათბობს,
სამყარო გულსამრევად შეშლილია,
სამყაროს უმეცრება არ თმობს.

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბევრგან დევს აქ მანანას ლექსები

მომნატრებიხარ...
მილიონი თვალია გარეთ,
თვალი ცბიერი,თვალი მრუში,თვალი ართვალი,
თვალი ცისფერი,თაფლისფერი,შავი და მწვანე,
თვალი მტყუანი,თვალი ზოგჯერ ცამდე მართალი.

თვალების ზღვაა ქუჩებში და სარკმელთა მიღმა,
სასახლეებში, ქოხმახებში, მდიდრის თუ გლახის,
მუქი ვუალი ვნებით სავსე რამდენ თვალს ნიღბავს,
რკინის გისოსებს მომწყდარია თვალები ხალხის.

რამდენი თვალი დასაკოცნად ცხელ ბაგეს ნატრობს,
რამდენ თვალს მზერას გაუყინავს სიკვდილის ტყვია,
რამდენი თვალი გაექცევა სხვებისკენ პატრონს
და რამდენს ქვეყნად თვალხარბი და თვალთმაქცი ჰქვია.

ამბობენ ასე, თვალი ჭამს და თვალი სვამს კაცის,
თვალში ცხოვრების ანარეკლის ივლება კვალი,
წუთისოფელი თვალმოხუჭვას არასდროს გვაცდის
და ცოდვილთ ღმერთის წყალობისკენ გაგვირბის თვალი.

რამდენი თვალი იხილება პირველი მზერით,
რამდენი თვალი იხუჭება ადრე თუ გვიან,
რამდენი თვალის შემოხედვას ცახცახით ველით,
რამდენ თვალს ჩვენი საფიცარი თვალები ჰქვია.

მომნატრებიხარ...
მილიონი თვალია ირგვლივ,
მე ყველა მზერას დავლოცავ და ვეთაყვანები,
და სანამ მიწას ამ დაშრეტილ, ბრმა თვალებს მივგვრი,
ავგაროზივით დამიცავენ შენი თვალები...

მანანა ფრუიძე

ეს ჩემგან ქალბატონ მანანას

რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
Leonardo wrote:
ციტატა:
სკოლაში მიდის კურდღელი
ხელში წიგნები უჭირავს
უცებ გაჩერდა, სიგარეტს მოუკიდა და სახლში წავიდა ..

(არ ჩამქოლოთ 3)

ძალიან მომეწონა, რთულად დასანახი აზრია ამ \"ლექსში\", აი მაგალითად ეს, რატომ დაბრუნდა კურდღელი სიგარეტის მოკიდების შემდეგ სახლში???????? და არა სიგარეტის მოკიდებამდე????? დაფიქრდა ვინმე ამაზე????

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
ხალხო. ვინ არის მანანა ფრუიზე ?ცჰვენი მანცჰოოოოოოოოოოოო? ეხლა ;გავგიჯდები და ცჰევჯამ ამ კობს.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი