ნუ ატირდები თუკი დამკარგე,
თუ ვერ მიპოვე შენს ოცნებებში,
შენი სახელი გულში მოვქარგე
და ჩავაქსოვე მოგონებებში.
ნუღარ იდარდებ თუ ვერ მოვედი,
თუ აღარ შეწყდა ფიქრებში თოვა,
იცოდე შენც ნუ დამელოდები_
ჩემს ნაცვლად მაინც სხვა ვინმე მოვა!
ნუ ატირდები თუ ვერ დასძლიო
სიშორის მეფედ დამჯდარი დარდი,
ჩემს ნაცვლად ალერსს მოგიტანს სიო
და გეტყვის როგორ ძლიერ მიყვარდი...
ნურც მას ინანებ თუ მოვალ გვიან
და უკვე სხვისი თუკი გერქმევა,
შენ მაინც ჩემი სიცოცხლე გქვია
და სიკვდილამდეც ასე ერქმევა!
ხატია ფაცია
(მართალია ძალიან უბრალო სიტყვები და ლექსია ,მაგრამ ყველაფერი ისე ამიხდეს,როგორც ეს...)
