შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
კარგით ხალხნო რა! დავუსვათ წერტილი პოლიტიკას! აღარ დაიღალეთ?! იყო არჩევნები, ეხლა მორჩა და გათავდა. ღმერთმა ქნას, რომ ჩაწყნარდეს დაძაბულობა საქართველოში! რაც შეეხება ემიგრანტობას, ამას ნამდვილად, რომ არავის არ ვურჩევდი. მაგრამ, საქართველოს ყოველმა ახალგაზრდამ 2 წლით რომ იმუშაოს საზღვარგარეთ კარგი იქნება. ამით ახალგაზრდები ისწავლიან თუ რა არის კაპიტალიზმი და ნორმალური ცხოვრება; და არსად ხდება ქვეყნის გადატრიალება, ასე მასიური გაფიცვები, მიტინგები და შიმშილობები. ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ მუშაობენ ხალხი კაპიტალისტურ ქვეყნებში. სამწუხაროდ, ბევრ საქართველოს მოქალაქეს არცა აქვს წარმოდგენა, თუ რა არის კაპიტალიზმი!
ემიგრაციაში ყოფნა ჩემთვის დიდი ტკივილია ,მაგრამ 7 წლის შემდეგ მივხვდი ,რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაცაა.ასაკის მიუხედავად, ბევრი რამ ვისწავლე და სხვასაც გავუზიარე.იმედი მაქვს მალე ყველა ემიგრანტი საქართველოში დაბრუნდება.
ღმერთმა ქნას ყველა ქართველი ვისაც სურვილი აქვს მალე კმაყოფილი და ჯამრთელი დაბრუნებულიყვნენ საქართველოში.მე ყველა აქ მყავს,საქართველოში სასაფლაოზე გასასვლელად თუ ჩავალ......ყველა ვინც მყავდა მშობლები ნათესავები>ადრეულ ასაკში დაიღუპენ......ჩემს მეუღლეს ვეხუმრები,,,,რომ მოვკვდები კუბოს პაკრიშკები გაუკეთე თორემ დავრჩი დაუმარხავიმეტქი....
ემიგრაციაში ყოფნა ჩემთვის დიდი ტკივილია ,მაგრამ 7 წლის შემდეგ მივხვდი ,რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაცაა.ასაკის მიუხედავად, ბევრი რამ ვისწავლე და სხვასაც გავუზიარე.იმედი მაქვს მალე ყველა ემიგრანტი საქართველოში დაბრუნდება.
მე მგონი საინტერესოა ვილაპარაკოთ იმ დადებითზე, რაც ვისწავლეთ ემიგრაციაში.(თუ-კი არსებობს ასეთი რამ). tikei ვინაიდან წერ, რომ მიღებული გამოცდილება სხვასაც გაუზიარე, უფლებას მივცემ თავს და გთხოვ იგივე ჩვენც გაგვიზიარე. გულწრფელად , ძალიან მაინტერესებს რა არის ისეთი,(პოზიტიური) რაც ჩვენ არ გვისწავლია ჩვენი ოჯახებიდან, რელიგიიდან, საზოგადოებიდან. იმედი მაქვს გამოცდილებაში არ გულისხმობ რაიმე განათლების მიღებას.ეს უკანასკნელი გონებრივი შესაძლებლობებისა და სურვილის გარდა საჭიროებს სტატუსისა და ფინანსური პრობლემების მოგვარებას, რაც ბევრი ემიგრანტისთვის გადაულახავ ბარიერად რჩება ემიგრაციაში გატარებული წლების რაოდენობის მიუხედავად.ხოლო ე.წ. \"ჭ\" კლასის სასწავლებლებისა თუ კურსების დამთავრება, რომელსაც სერიოზულ განათლებასთან საერთო არაფერი აქვს-სასაცილოა.=sher=
ბაზი ვერ დაგეთანხმები რომ კურსები და ჭ კლასისი სასწავლებლებია საზღვარგარეთ. ასეთი საქართველოშია თითქმის ყველა. რაც შეეხება უცხოეთში სწავლას დიდი დადებითი მოაქვს ისევე როგორც ცხოვრებას. ცხოვრების გამოცდილებას იძენს ადამიანი, შეხება აქვს მრავალ ერის წარმომადგენელთან და სხვადასხვა კულტურებთან. გადაფასება ხდება ბევრი რამის ადამიანში. მოკლედ ემიგრაცია გზაა ადამიანის განვითარებისათვის.
ბაზი2002,პირველ რიგში მოგესალმები და გილოცავ შობა-ახალ წელს.რაც შეეხება ჩემს აზრს ემიგრაციაში ყოფნის პოზიტიურობაზე გეტყვი,რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავზე.ემიგრაციაში ადამიანი ყველაფერს სხვანაირად აფასებ,ურთიერთობ ადამიანებთან,რომელიც შენი ტოლი არ არის (რა თქმა უნდა ასაკს ვგულისხმობ),მაგრამ ძალიან ახლობელი და საოცრად შენი ტოლი ხდება.უფრო მეტად უფრთხილდები შენს გვერდით მდგომს,ცდილობ დაუყვავო,გადაავიწყო ყველა პრობლემა,მოეფერო.იმას ვერ ვიტყვი ,რომ რაც ჩამოვთვალე ჩემთვის ახალია და აქ ვისწავლე-თქო,მაგრამ აქ ეს ყველა გრძნობა გამიათკეცდა.მეორეც ის ,რომ (ცოდვა აღიარებული სჯობს) ადრე ესეთი ეკლესიური არ ვყოფილვარ ,მაგრამ უცხო ქვეყანაში ეს ჩემთვის მთავარი გახდა.საკუთარი შრომის დაფასება ვისწავლე და სხვისგანაც იგივეს მოვითხოვ.რომელი ერთი ჩამოვთვალო,ალბათ ძალიან შორს წავალ.ერთს ვურჩევ ყველა ემიგრანტს: საკუთარი ღირსება არ დავკარგოთ,პატივი ვცეთ ჩვენს წარმომავლობას და პატივი ვცეთ იმ ქვეყანას,რომელმაც \"შეგვიკედლა \"და მოქვცა საშუალება ბევრი სიკეთის გაკეთების ჩვენი ახლობლების და ჩვენი ქვეყნისთვის.რაც შეეხება \"ჭ\" კლასის სასწავლებლებს და \"ჭ\" კლასის განათლებას ,ამაში ვერ დაგეთანხმები.ისევ და ისევ ყველა ემიგრანტს ვუსურვებ ამ წელს სამშობლოში დაბრუნებას
რატო ვერ ეთანხმებით ბაზის იმაში რომ ჭ კლასის სასწავლებლები საზღვარგარეთ, თუნდაც ამერიკაშიც არი? მეც აქ ვარ და პირადად გეტყვით ერთხელ შევიარე ერთ-ერთ სასწავლებელში(რომელსაც კურსები .... ქვია ) და დიპლომიც მომცეს. და ეგრე გააკეთა ბევრმა ქართველმა. და ბევრი მარიაჟობს მერე საქართველოში ამერიკაში ვისწავლეო. ნუ დამიწყებთ მტკიცებას არაა ეგრეო. ბაზის არ უთქვამ ყველა სასწავლებელიო და მისი ნათქვამი სწორად უნდა გაგეგოთ. რაც შეეხება თუ რა ისწავლება საზღვარგარეთ, უმრავლეს შემთხვევაში ფულის შოვა და ზემოდან ყურებაა. და ის თვისებები რაც მეგობრობაა,პატივისცემა და სიყვარულია ეგ ბავშვობიდან გიყალიბდება. ისე ერთს კი ვისურვებდი რაც შეიძლება მეტი ხალხი, ქართველები ჩამოსულიყოს და თავიანთი თვალით ენახოს ეს საზიზღრობა, იქნებ მიხვდნენ რომ ეს არაა ის ოცნების ქვეყანა რაზეც ასე ოცნებობენ.
\"უცხოობაში რაა სიამე, სადაც ვერავის იკარებს გული...\" ასეული წლის წინ ნათქვამი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას განსაკუთრებით ჩვენ ვგრძნობთ ქართველი ემიგრანტები და რამდენად დასანანიც არ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეები სწორედაც \"მარტოობაში\" და \"დაობლებულად\" იწურება.ჩემო DOრADO-სწორად შენიშნავთ, რომ ჩვენ ,განსხვავებით სხვა ქვეყნის შვილებისაგან,პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთაგან მიტოვებულნი აღმოვჩნდით. . ჩვენი წყალობით ჩვენს ოჯახებსა და ახლობლებს საქართველოში კი უდგათ სული, მაგრამ თავად ჩვენ რად გვიჯდება ამგვარი \"უანგარო\" სამსახური.ჯერ არის და იმისათვის,რომ უცხოეთში გამოაღწიო ყველაზე უკეთესი, საკუთარი ჭერის გაყიდვა გიწევს,(რაც პროცენტიანი ვალის აღებას ნამდვილად ჯობია), მერე უცხო ქვეყნებში ჩამოღწეულებს გაურკვევლობა გვტანჯავს, რა იქნება მერე...მოახერხებ თუ არა ჭერი ისევ იყიდო და პარალელურად შენსკენ მომზირალი ადამიანებიც დააკმაყოფილო.თუ ბედმა გაგიღიმა და გაგიმართლა ხომ კარგი, თუ არა და ვაი შენს თავს...გადის დღეები...მონატრება გძალავს.- ასმაგად გაუსაძლისად გამოიყურებიან ისინი ვინც ქმარი, შვილი, ცოლი -იქეთ დატოვა...დაცარიელდა ოჯახები,შვილები დედისა თუ მამის სიყვარულს უზიარებლები იზრდებიან.ქვეყნის პატრონები იტყვიან გვტკივაო ასეთი მდგომარეობა...დავიჯეროთ?! არამგონია...ისინი ჯერ ერთმანეთის დაბინავება,შევსებით არიან დაკავებულნი...ჩვენთვის ვის ცხელა. სხვა შემთხვევაში, მაშინ, როცა ქვეყნის ყოფილ პირველ პირს იმდენად მაღალი მხარდაჭერა აქვს,რომ არჩევნების შედეგები ჯერ საბოლოოდ არ დათვლილა და დადებულა და უკვე 1-2%-ის მატების გახმოვანებით,გაპრეზიდენტებას ულოცავენ, რა გაუჭირდა ჩვენი მდგომარეობის შესამსუბუქებლად ელემენტარული მსოფლიოში აპრობირებული ნაბიჯები გადაედგა.ვიზების გამარტივებაზე ეფიქრა,დიდი თანხების გაღების საფასურად ხომ ხერხდება ვიზების გაცემა, მათი ჩარევით ვითომ,რატომ არ მოხერხდებოდა რაღაც ლიმიტის ფარგლებში ამ პრობლემის ოდნავ მაინც დარეგულირება,რატომ არ შეიძლებოდა ევროპისა თუ აშშ ადმინისტრაციასთან დაწყებულიყო მოლაპარაკებები,რომ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მისცემოდათ სამუშაო ვიზებით გადაადგილებულიყვნენ,ეს ხომ ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნისადმი რეალური დახმარება იქნებოდა.ამით პირველი:არც მეტი და არვ ნაკლები თითოეული წამომსვლელი ასცდებოდა ზურგზე აკიდებულ ვალებს და მეორე:შემდგონი გადაადგილების იმედით სამშობლოში, ოჯახში, მეგობრებთან დაბრუნების საშუალება იქნებოდა. პარალელურად რასაკვირველია შესაბამისი კონსულტაციებით,საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაყრდნობით შესაძლებელია იმგვარი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა ემიგრანდტთა(კანონიერ თუ უკანონო)მდგომარეობას. ამ თემებზე ფიქრი რასაკვირველია დღესაც შეიძლებ,თუ კი როგორც იტყვიან იქნება ქვეყნის ხელისუფალთა მზეობა...ვნახოთ...დაპირებები ბევრია...შედეგი... შედეგი ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნელად წასული მილიონი გადახვეწილი ქართველი,დანგრეული ოჯახები,მშობლებისა თუ შვილების ნატვრაში გალეული დაუმთავრებელი დღეები...და რა იქნება ხვალ არავინ იცის...ჯერჯერობით არის შეგუება, გაძლება,ახალი ოჯახები ქვეყნის გარეთ, ქართველი პატარები ქართული ენისა და მშობლიური სითბოს გარეშე... აი რეალობა და რისგან უნდა დაგვიცვას ქვეყანამ. ასე ჩემო კარგებო, გრძელი, ტკივილიანი ბარათი გამოვიდა, მაგრამ რას ვიზამთ....ჩვენ ხომ ის ადამიანები ვართ ვისაც განსაკუთრებულად გვაქვს სამშობლოს სიყვარული და მის გარეშე მარტოსულად ვგრძნობთ თავს...მე მგონი არ ვაჭარბებ და ეს ნამდვილად ასეა...პირადად მე ყოველ ღამე იმაზე ფიქრით ვიძინებ ცოტაც, ცოტაც და დავუბრუნდები ფესვებს...ეს მაძლებინებს და კიდევ ის, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს ხანდახან პატარა შენაძენით გახარების საშუალებას ვაძლევ
საინტერესო გადახვევა...ამ წუთას პარალელურად ვუსმენ ბატონ სააკაშვილს, რომელიც მადლობას უხდის ემიგრანტებს ,რომელთა ძირითადმა ნაწილმა მას დაუჭირა მხარი.ამავდროულად აღნიშნავს,რომ იცის,რომ ბევრი მათგანი ნიჭიერი და პროფესიონალია და წუხს, რომ მათი ნიჭი და გამოცდილება სხვა ქვეყნებს ხმარდება...ეეჰ,აქ მყოფი ქართველები ნიჭისა და გამოცდილებით რომ იყვნენ დასაქმებულნი რა გვიჭირდა?!!! საყვარელო DOრADO-არ გამიბრაზდე ხომ ხედავ პოლიტიზირების გარეშე არაფერი გამოდის......
პიკასო22,შენი კომენტარი რა თქმა უნდა შენი აზრია ,ამიტომ კამათს აზრი არ აქვს.უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, რა დაგიშავეს ასეთი ნიუ იორკის ქართულ ეკლესიაში იქეთ გახედვა რომ არ გინდა?მართლა სერიოზული განცხადებაა .
მართალი ხართ მანანიკო.ყველაფერში გეთანხმებით,,,ბევრი რამ შემიდზლია გითხრათ მაგრამ ჯერ ჯერობით თავს ვიკავებ,მე თვიტონ ვმუშაობდი მაგ სისტემაში და ვიცი არჩევნებიც როგორ ტარდება და ხალხზე კომპრომატები როგორ გროვდება
პიკასოს მინდა ვუთხრა რომ ნიუ იორკში არა მარტო ქართველებია სხვაგვარი(ბოდიში ყველას არ ვგულისხმობ). რუსებთან იმუშავე თუ საზიზღრობის დანახვა გინდა, მექსიკელებთან იმუშავე ნახე როგორი ხალხია, ჩინელებთან იმუშავე და იცხოვრე გაიგებ რაა საზიზღობა მაშინ ან ებრაელებთან დაიჭირე საქმე. მათთან შედარებით დიახაც რომ მეამაყება ქართველობა!!! ასე რომ ნიუ იორკი ეს დიდი ქალაქია სადაც ყველა მხოლოდ ერთი მიზნით ცხოვრობს მატერიალური გზით და ფულია ის რაც ფასდება აქ. მეორე ეტყობა სწორედ ასეთი ხალხის გახსნილი კურსები გაიარე რომელსაც არა აქვს აკრედიტაცია და ესაა ალბათ შენი სათქმელის არსი. რაც შეეხება ქართულ ნიუ იორკის ეკლესიას პირადად არ ვიცი და კავშირი არა მქონია ისე ცუდი მათ შესახებ არ გამიგონია. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება იქნებ დააკონკრეტო რა გართულებას წააწყდი მაგალითად ან ეკლესიასთან ან ქართველებთან ურთიერთობაში ნიუ იორკში. გმადლობთ
ამერიკაში როგორ გასცემენ პროფ-ტეხნიკუმების დიპლომებს ეგ არ ვიცი, მაგრამ ავროპაში ასე არ არის, რომ უგამოცდოდ ვინმემ ხელში მოგცეს. სადმე, უბრალო ადგილზეც რომ იმუშავო, მაგ: მარკეტში გამყიდველად, ხელოსნად, რესტორანში მიმტანად და ა.შ. ამ სპეციალობებსაც კი დიპლომი უნდა. ვინც უდიპლომოა, მხოლოდ ტუალეტის მრეცხავებად და მეეზოვეებად მუშაობენ. მე პირადად ბევრი მეცადინეობა დამჭირდა, რომ მანქანის ტარების მოწმობა ამეღო. საზღვარგარეთ ვისწავლე ბევრი რამ. მაგ: რასაც ვიტყვი იმას ვაკეთებ. არ მიყვარს მატყუარა კაცი. არასოდეს მოვიტყვილებ, რადგან ედრე თუ გვიან იგი გამომჟღავნდება. არ მოყვარს, რომ მეტყვიან: ხვალ 2 საათზე მოვალო. დაველოდები და არ მოვა. სამსახურში წუთითაც კი არ უნდა დააგვიანო, არ მოიტყუო, არ მოიპარო თორემ ჰერი! საქართველოში რომ დავბრუნდები, შემიძლია ჩემი კერძო კაპიტალი შევქმნა ჩემი გამოცდილებით. შენს კაპიტალს რომ ჩამოაყალიბებ, სხვა მომუშავე ხალხი კი არ უნდა აიყვანო და ხელფასი უხადო, არამედ მთელმა ოჯახმა უნდა იმუშაოთ ერთად. მახსოვს, რომ ვიყავიტ ქობულეთში, რესტორნებში სასტუმროებში მომუშავე ხალხის უკმაყოფილონი ვიყავით, რადგან არ იციან მუშაობა. მათ ტურისტულ პროფ-ტეხნიკუმებში სწავლა სჭირდებათ. რა ვიცი, ბევრი რამის ჩამოთვლა სემიძლია, მაგრამ შორს წაგვიყვანს.