↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფორუმელთა შემოქმედება.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 244 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
ძვირფასებო.
ამ ტოპიკში დადეთ,თქვენს მიერ დაწერილი,ლექსები,ჩანახატები,ესეები ,საკუთარი ნახატები და ა.შ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
მარტმა ამიშალა ფიქრები
სულმა ვერ გაუძლო ტკივილს.
რაღაც ხმა მეძახის შორიდან
შენ სახელს მეძახის და მიდის.
მწარედ ამატირა ოცნებამ
ვეღარ შევეგუე დუმილს,
შენმა ხმამ ჭრილობა გამიხსნა
ჭრილობა ნატკენი გულის.
მარტმა კვლავ ფიქრები არია
ისევ უშენობას ვტირი,
შენი ხმა მეძახის შორიდან
რატომ მეძახის და მიდის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
CQNAPA წერს:
მარტმა ამიშალა ფიქრები
სულმა ვერ გაუძლო ტკივილს.
რაღაც ხმა მეძახის შორიდან
შენ სახელს მეძახის და მიდის.
მწარედ ამატირა ოცნებამ
ვეღარ შევეგუე დუმილს,
შენმა ხმამ ჭრილობა გამიხსნა
ჭრილობა ნატკენი გულის.
მარტმა კვლავ ფიქრები არია
ისევ უშენობას ვტირი,
შენი ხმა მეძახის შორიდან
რატომ მეძახის და მიდის.
მომეწონა,ძალიან .ასე გააგრძელეთ..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ყ ვ ა ვ ი ლ ი
ყვავილი ქარში,ყვავილი მთაში,ყვავილი წვიმაში,ავდარში,დარში...ყვავილი თოვლზე,ყვავილი მოლზე,ყვავილი ნამიან,ცვრიან,ნესტიან ნიადაგზე.ყვავილი ძეობაზე,დედოფლის თმაზე,ყვავილი ნახატზე,ქაღალდზე,ცაცრციან დაფაზე,ასფალტზე,ქვაზე,ყვავილი პაემანზე.ყვავილი აკაციის,ნუშის და ატმის,ყვავილი ცაცხვის, ასკილის,ანწლის.ყვავილი ბევრი...ყველგან,ყოველთვის,ბაღში, ლარნაკში,ქუჩაში,ბაზარში...
ყვავილი ქალებს,ცრემლიან თვალებს...მუდამ ყვავილი აქაც და იქაც...ყვავილი ბაქანზე,პირველ პაემანზე და ბოლო ნახვაზე...ყვავილი საფლავზე...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ჰი ჰი, ჩემს ნახატებს დავდებ ;)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
სამწუხაროა, ჩემი ნაქარგები როგორ დავდო? ძალიან მიყვარს ქარგვა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
სამწუხაროა, ჩემი ნაქარგები როგორ დავდო? ძალიან მიყვარს ქარგვა
>>> არ დაიზარო...გადაუღე სურათები და დადე აქ :) ძალიან მაინტერესებს ;)და ალბათ ყველას მოეწონება...ამ დგეებში ჩემს ნახატებს დავდებ:)

ასე რომ, მეზობლებო...... წარმოგვიდგინეთ თქვენი შემოქმედების ნაყოფი....

:) და გავხალისდებით...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Jun 2007
Posts16
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიშველეთ,ძალიან მინდა ჩემი ნახატების დადება,მაგრამ არ გამომდის:(,იქნებ ამიხსნათ,როგორ მოვიქცე?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
lelka7 წერს:
მიშველეთ,ძალიან მინდა ჩემი ნახატების დადება,მაგრამ არ გამომდის:(,იქნებ ამიხსნათ,როგორ მოვიქცე?
სკანირება გაუკეტე ნახატებს და საიტზე ატვირთე :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ გავგიჟდები,გამაგიჟებს შენზე ფიქრები...და თუ ავტირდი ისევ შენთვის დავღვრი ჩემს ცრემლებს...
თუ გავიცინებ,ეს იმიტომ რომ შენ გამახარებ,მაგრამ იცოდე,გაცინება გადამავიწყე...
თუ ჩავფიქრდები,ჩაფიქრების მიზეზი შენ ხარ,ჩაფიქრებულმა თუ გავიღიმე,შენ გიოცნებე...
და თუ თვალები ჩაფიქრებულს ამევსო ცრემლით,ეს იმითომ რომ რეალობას ნათლად შევხედე...
მე თუ მარტო ვარ,მარტოობის მიზეზიც შენ ხარ,შეგვეძლო ერთად გვეოცნება ლამაზ ფერებზე...
ეხლა კი მარტოს ოცნებობის მეტი რა გზა მაქვს,ოცნებას კაცი არ მოუკლავს,მეც ვიოცნებებ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
არა არაფერი,აღარც სიხარული აღარც მწუხარება,
არა არაფერი,აღარც ხმაური და აღარც მდუმარება.
არა არაფერი,აღარც მოლოდინი აღარც მონატრება,
აღარც არაფერი,არა სიცხადე და არა მოლანდება.
ნუთუ არაფერი,აღარც ტირილი და აღარც გაღიმება,
ნუთუ არაფერი,აღარც მოგონება აღარც ჩაფიქრება.
არა არაფერი,აღარც სინანული აღარც სიამაყე,
არა არაფერი,მართლა არაფერი,აღარც სილამაზე.
არა არაფერი,აღარც შეხვედრა და აღარც განშორება,
აღარც არაფერი,არა ტკივილი და არა შთაგონება.
არა არაფერი,აღარც ცრემლები და აღარც სიძულვილი,
არა არაფერი,აღარც მორიდება აღარც სიყვარული.
აღარც არაფერი,არა სიბრაზე და არა სევდა,
აღარც არაფერი,არა სიცივე და არა სითბო.
არა არაფერი,აღარც სიშორე და აღარც სიახლოვე,
არა არაფერი,მართლა არაფერი,აღარც სიმარტოვე.
ნუთუ ერთი რამე,მხოლოდ სიჩუმე და მხოლოდ სიბრაზე,
ამ დროს არაფერი,მხოლოდ ტანჯვა მხოლოდ სიმწარე.
მართლა არაფერი,ბევრი სიკვდილი და ერთი სიცოცხლე,
თურმე ყველაფერი, შენი სუნთქვა და სხვისი სიცოცხლე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
დილამ ჩაიხედა სულში,
ღამის მოლოდინში ვკვდები.
ფიფქებად სიყვარული თოვს და
მე კი ისევ მარტო ვრჩები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
"ამ საოცრად წყნარ ღამეს ფიქრი უკითხავად ამბობს:მენატრები...ღრუბლებში ჩნდება წარსულის მოგონება...მენატრები...გაზაფხული დარდობს უშენობას და ყვავილებს მათოვს,მზეც აღარ მათბობს,ვბრაზობ_მენატრები...მიყვარხარ...გჯავრობ.ეხლა ვარ მარტო...მენატრები!...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
მარიამ წერს:
ძვირფასებო.
ამ ტოპიკში დადეთ,თქვენს მიერ დაწერილი,ლექსები,ჩანახატები,ესეები ,საკუთარი ნახატები და ა.შ
წვიმს და მივდივარ ცარიელ სახლში
სადაც არავინ არ მელოდება
სადაც კედლების ისმის გოდება
სევდა წანწალა ჩამიდგა კვალში
როგორც საწყალი მათხოვრის ბავშვი
ვერ მოვიშორე და შინ მომყვება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
*********
გათენებისას შენზე ვიფიქრებ,
სხვისთვის ვერ დავთმობ ვერცერთ ლამაზ წამს.
შენზე ოცნებით გამოვიღვიძებ,
მაგ ლამაზ თვალებს არვის გავატან.
გათენებისას ისევ გინატრებ,
მომენატრები კიდევ ძალიან,
ჩემმა ჩურჩულმა თუ შეგაწუხოს
მითხარი,_წადი არა მცალია.
გათენებისას შევალ ტაძარში,
და თავს დავუხრი სალოცავ ხატებს.
გულით დაგლოცავ ღმერთმა იცოდეს
და მხოლოდ შენთვის ავანთებ სანთელს.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 244 posts ] 
ფორუმელთა შემოქმედება.
დესპანი