შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
წუპაკა არახარ მართალი,იმიტომ რომ ხალხს არ იცნობ და გოგოთინ და ბიჭოთინ მიმართავ მერე მეორე აქ რომ მოგინდა საქმეების გარჩევა ქუჩა არ არის და ასე რომ ოპოზიციის რომელიმე თაყვანისმცემელს გაეკეთებია მიშას მოყვარულები წამოესევოდით დაკულტურაზე და ზრდილობაზე მიუთითებდით თან დააყოლებდით რომ ოპოზიციის მიმდევრები გაუნათლებელი ბნელები და ქუჩური მენტალიტეტის არისო თან დაუნახავები რომელიც თეთრს და შავს ვერ არჩევსო მაგრამ იმას ვერ ხვდებით ,თან გინდათ ხალხს მოაჩვენოთ თავი ვითომ დონე ხართ ,მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხით რაღაცას ამტკიცებტ .როგორ ფიქრობთ თქვენ გიყვართ საქართველო და სხვას არა? ან რა უფლებით ამბობთ სოხუმში არ ჩაგიშვებთო ვინახარ შენ რომ ამხელა უფლებას აზლევ შენს თავს ,ვისი გულისთვისაც ვენებს იჭრი და ნერვებს იწყვიტავ ის ხალხი 1991 წლიდან საზღვარგარეთ ყავდათ მშობლებს გადამალული ზოგი სასწავლებლად და ზოგიც დასასვენებლად იმ დროდ როდესაც ომი იყო გაჩაღებული და უკიდურესი შიმშილი და ის თქვენი მიშაც ასე ყავდა გიული ალასანიას ასე იყო ბევრი ის პარლამენტარები ვისზეც ასე გიჟდებიტ და შენ მოგინდა სამშობლოს თავის შეკვლა ,კი ბატონო ვინ გიშლის მიდი მაგრამ შენზე უკეთესი ვაჟკაცები მაგ გულანთებამ მიწაში ჩადვა და ვინც დღეს ასე ემოციურად მოგიწოდებს ის მაშინ განცხრომაში იყო ,წავიდნენ თვითონ გაუშვან შვილები და მივყვებით ჩვენც რა გინდა ვის უმთკიცებ ვაჟკაცობას ან ქუჩური სითყვა პასუხით ან ნეტა ვის ესინია შენი,მერე მეორე ეს ყველაფერი ზვიგენის ბრელია არსად არ შემოდის ფორუმის წერილებში და ჩასაფრებულია პოლიტიკაზე თუ ვინმემ რაიმე დაწერა იმ წუთში გამოვარდება ჩააგდებს რამოდენიმე ინტრიგანულ სიტყვას და მერე კითხულობს გამწარებული ხალხის ნაწერებ შენ ზვიგენ ნამდვილი ჟანდარმი ხარ ჯერ იმიტომ რომ როგორ გსიამოვნებდა იმ ნაცემ , თავგატეხილი მოწამლული ხალხზე ქირქილი და ამბობდი მეტის ღირსები არიანო ვერ მალავ ბოღმას და ღვარძლს რომელიც ეტყობა ბუნებაში გაქვს რა აზრი აქვს შენს ლოცვას როდესაც შეცოდების გრძნობა არ გაგაჩნია ,მონური სულის ადამიანი უფალსაც კი არ უყვარდა და ბოლოს არავის არ ჭირდება შენი დემაგოგიური დამოზრვრა და ხალხს ნურცერთი ნუ შეეხებით ოპოზიციაც და პოზიციაც ქარტული სულით ანთებული ა მხოლოდ განსხვავებული აზრი და მიმართულებით ამას დრო და ისთორია გაარცევს და თქვენ არავინ გაზლევს უფლებას ერის ის ნაწილი ლანძღოთ ვინც თქვენს აზრს არ იზიარებს.ამას ასე მწარედ არ დავწერდი ზვიგენის რომ ის მიუღებელი წერილი არ დაეწერა რომელიც მერე გადაშალა ეხლ დადექით და ილანძღეთ მე მაინც არ გამოგყვებით არავის სიტყვაში
იაჰუ მე მინდა გითხრა რომ პოზიცია ოპოზიცია გავლენას ადამიანზე არ ახდენს. ეს უბრალოდ ადამიანის პოლიტიკური ხედვაა და არ აისახება მის პიროვნებაზე. როდესაც საქართველოში პოლიტიკოსებმა შეძლეს (ტაში მათ) შუაზე გაეხლიჩათ ერი არ უნდა დაგავიწყდეს მეგობარო რომ ნორმალური ფენაც გახლეჩილია, მთლიანად ქართველი ერია შუაზე გაყოფილი და რისთვის ეს კიდევ საკითხავია. რაც შეეხება შენს ნათქვამს ჩემს შესახებ მე ისევე გადავდივარ საზღვარს ხოლმე როგორც ოპოზიციის მიმდევრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ადამიანი ვარ. მეორე მეგობარო ჩემთვის სამშობლო და ქართული სახელმწიფო უფრო მაღლა დგას ვიდრე პირადი კუჭიცა და სხეულიც, ვიდრე ის ადამიანები კარვებში გამაგრებულნი რუსთაველზე. როცა რაიმეს სწერ მარტო მე არ უნდა მაკრიტიკო არამედ იმის დანახვაც უნდა შეძლო რამ გამოიწვია ისეთი ტონი.
და მე ერთი რამე მამოძრავებს... მე ანალოგიურს გავაკეთებდი სააკაშვილის მიმართ გაჩეჩილაძე რომ იყვეს სათავეში რამეთუ ჩემთვის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვინც არ უნდა იყოს ის არის მთლიანად ქართველი ერის მთავარსარდალი და მისთვის ზიანის მიყენება მის პიროვნულ დისკრედიტაციაზე კიარა იგივე საქართველოს იმიჯზე მოქმედებს და არ მინდა ჩემი ქცევით ზურგში ხანჯალი ჩავარტყა ისედაც დანაკუწებულ ქვეყანას.
როცა საქართველოს პრეზიდენტი გამსახურდია დაამხო მხედრიონმა და ხუნტამ არ დაგავიწყდეთ მაშინ რამდენი ხალხი იყო შეკრებილი მის დასამხობად... ვინ დარჩება ისტორიას როგორც მოღალატეები ისინი ვინც დაამხო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი თუ კიტოვანი, იოსელიანი და ხალხი რომელიც მათ აიყოლიეს?
მე არ ვიცავ სააკაშვილს! მე ვიცავ საქართველოს პრეზიდენტს რომელიც ხალხმა აირჩია!
იალბუზი, მე სრულიად გეთანხმები,მართალი ადამიანი ფასდება ამერიკაში, და თუ მოინდომებ და ნამუსს არ დაკარგავ კაპიტალიზმში მიაღწევ შრომით ყველა მიზანს, ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს ცოტა უფრო ძნელია{ზოგიერთ საკითხში განსხვავებული მენტალიტეტის გამო }, მაგრამ უფრო ადვილი ვიდრე \"მოძმე რუსეთის\" ხელში. რაც შეეხება სწავლა-განათლებას, აქ ქვეყნები და მათი კანონები ჩემის აზრით არაფერ შუაშია, \"ნასწავლი კაცი უკეთ მოთოხნისო\" ბაბუაჩემისგან გამიგია, ესეც ჩვენი ქართული სიბრძნეა...აი სწორე ეს დამანახა უკეთ ემიგრაციაში ყოფნამ, და საქართველოში რომ ჩავალ, ვერცერთ შინაურს ვერ ვაპატიებ უსაქმურობას{უნდათ \"მარიაჟობაში\' ჩამითვალონ უნდათ \"პროვოკაციაში\"და უნდათ კიდევ ეგოიზმში...ჩემო ძვირფასებო ჩვენც ერთი ტკივილი გვტკივა და ერთმანეთს მოვეფეროთ, საიტში შესვლა რომ გვიხაროდეს...მიყვარხართ!.. მაპატიეთ ასე ვრცლად რომ გამომდის!
დესპანსა და დესპანელებს ასეთი ლაპარაკი და ერთმანერთის შეურაცხოფა არ გვეკადრება,იმედია ამ თემის მოდერატორი და ადმინისტრაცია მიიღებენ საჭირო ზომებს. ამ საიტზე /რომლის წევრიც თითქმის დაარსებიდან ვარ/ ურთიერთპატივისცემა და სიყვარული სუფევდა და ამიტომაც არის ასეთი პოპულარული. იმედია ასევე გავაგრძელებთ.
ეს თემა მე წამოვიწყე.ლანძღვა გინების დონეზე აქ არ მსჯელობენ.ვაღიარებ, რომ არ ვიცი, როგორ წავშალო უცენზურო და უკადრებელი გამითქმები. თუ ვინმემ იცით_დამეხმარეთ. ლეონარდო, დავინჩი, იქნებ თქვენც მოგვხედოთ ამ საქმეში. და რაც მთავარია:იქნებ მოვერიდოთ დაპირისპირებებს და ვიმსჯელოთ, რით შეიძლება გამოსწორდეს ჩვენი ემიგრაციის ყოვლად სამარცხვინო, დაუცველი, უმწეო მდგომარეობა!