cupaka wrote:ციტატა:
ყველაზე საშინელება ისაა რომ ნახევარმა საქართველომ ქუჩურ მენტალიტეტს დაუჭირა მხარი! აი ეს ვართ ქართველები!!!!
შემზიზღდა ყველა!
cupaka ეტყობა ახალგაზრდა ხარ და ამიტომაც მაქსიმალისტი. როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს ყველა(ქართველი) და გიყვარდეს საქართველო. საქართველო პირველ რიგში-ქართველი ხალხია და მერე მიწა სადაც ეს ხალხი ცხოვრობს. შენს მკაცრ ტონში სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლებაც ასევე ვერ იტანს ყველას, ვინც მათსავით არ ფიქრობს და გუნდრუკს არ უკმევს მათ.
თუ არ ხარ \"კმარა\" ან \"ნაცი\"-არ ხარ ადამიანი.ბოლშევიკებსაც იგივე ლოზუნგი ჰქონდათ:\"ვინც ჩვენთან ერთად არ არის-ჩვენი მტერია\". ეს არის მათი ფილოსოფია. მართალია ერთ-ერთი დესპანელი, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის პერიოდში ახლანდელი მთავრობის ბიჭბუჭები ჩვენსავით ლუკმა პურისთვის კი არ იყვნენ საზღვარგარეთ, არამედ ერთობოდნენ და\"სწავლა-განათლებას\" იძენდნენ, რომ მერე ქართული მიწის დამცველი ჩვენი ჭაბუკებისთვის სულში ეფურთხათ. არც ის გეკადრება ზურაბაშვილს ბლუყუნა უწოდო.ბევრს ჰქონდეს მისი ჭკუა და განათლება! ხოლო თუ მაინცდამაინც რაიმე ფიზიკურ დეფექტებზე გინდა ყურადრების გამახვილება-თვალი გადაავლე ხელისუფლებას. მაგრამ არა მგონია ეს ღირსეული საქციელი იყოს. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურ ფაქტორს თუკი ადამიანის გონი , კეთილი ნება, კაცთმოყვარეობა და კეთილშობილი ქმედებები ერის საკეთილდღეოდ არის მიმართული. სამწუხაროდ ასე რომ არ არის? მათი ქმედებები საკუთარი კეთილდღეობისთვისაა . ხოლო შენ, მე და ბევრი ჩვენნაირი ოჯახებს მოწყვეტილი ვართ, რომ ჩვენი ოჯახები გადავარჩინოთ. კარგი იქნება ბევრი იყოს შენსავით გულანთებული საქართველოსთვის, მაგრამ იმასაც ვინატრებდი, რომ ახალგაზრდულ სიფიცხეს არ დაეჩრდილოს საღი აზრი. გონიერება და თავშეკავება ხომ ვაჟკაცის ყველაზე დიდი ღირსებაა.

პატივისცემით.......