ialbuzi wrote:ციტატა:
დედებს შვილები კი არ უნდა გაატანონ და პირიქით, დედები უკან უნდა დააბრუნონ და რაიმე სამსახური მოუძებნონ. პატარკაციშვილი რომ ბრძანებდა,რომ ყოველ ოჯახზე ფულად დახმარებას გავსცემო,თუ მართლა უყვარს ქართველი ერი და მათზე გული შესტკივა, მაშინ გააკეთოს რაიმე ისეთი საწარმო, რომ იმ დედებმა იქ იმუშავონ და საზღვრებს გარეთ არ ირბინონ. ბავშვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას მთავრობამ საზღვრებს გარეთ. რადგან, ბავშვი სადაც გაიზრდება, ის ქვეყანა ეყვარება და არა საქართველო. საზღვრებს გარეთ გაზრდილი ბავშვი, საერთოდ უკან აღარ გამოიხედება საქართველოსკენ!
ძვირფასო იალბუზ!თქვენი მსჯელობა ცალსახა მგონია და აი რატომ:მშობლები დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ და მეც და ჩემი დაც საზღვარგარეთ გავიზარდეთ.ჩემს დას საქართველოდან გახედვა არ უნდა, ხოლო მე კარგად ცნობილი ფინანსური პრობლემების გამო უცხო ქვეყნიდან ვცდილობ ჩემი ოჯახის გაძლიერებას, ამავე დროს თუ ვინმე ჩემზე მეტი პატრიოტია_ იმათ შემოვევლე!გასაგებია, რომ ხელისუფლება მუშაობს ეკონომიკაზე,მე თავად ვარ იმის მომხრე, რომ არეულობები აღარ იყოს საქართველოში და რაიმე კურსს მივყვეთ.
მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.ამ შუალედის განმავლობაში დედებს საქართველოში ვერც ძალით დააბრუნებენ და ვერც დაპირებებით. დედამ თუ იცის, რომ მის შვილს რაღაც აკლია, ქვას გახეთქავს და რაც საჭიროა ,გაუკეთებს.ეს ხომ აქსიომაა.რაღა
საჭიროა ხელოვნური სტრესი და პრესი?სანამ მოგვივლიან, ჩვენ ვუვლით ჩვენს თავებს და ასე რაღატომ უნდა ვიტანჯოთ?მე პირადად
ყველა საჭირო დოკუმენტი მაქვს და ბავშვს მაინც არ მატანენ.გადის წლები!საქართველოში ჩავდივარ წელიწადში 2-ჯერ,და ვბრუნდები უკან!
ახლა არ დაიწყონ ზოგიერთებმა, რატომ ბრუნდებიო, ყველამ იცის მიზეზები და დემაგოგია არაა საჭირო. მოკლედ, ვართ ასე მე და ჩემი ერთადერთი შვილი...რა, საზღვარგარეთ გაზრდილი არა და უდედოდ გაზრდილი ბავშვები გამოადგება საქართველოს?ეს არის დიდი თეთრი ლაქა და ვიღაცამ უნდა რაღაც სამართლებრივი სტატუსი შეუქმნას ქართველ დედებს და ბავშვებს. ხალხი მასიურად იტანჯება.